მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ნარმანიამ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა
დავით ნარმანიამ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ეროვ­ნუ­ლი კო­მი­სი­ის (სე­მეკ) თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ სსიპ „აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის“ სტუ­დენ­ტე­ბის­თვის სა­ჯა­რო ლექ­ცია წა­ი­კი­თხა. და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ენერ­გე­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სა­მი­ვე სა­ფე­ხუ­რის სტუ­დენ­ტებს გა­აც­ნო სე­მე­კის ფუნ­ქცი­ე­ბი და რე­გუ­ლი­რე­ბად სექ­ტო­რებ­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი, ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლა ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის დარ­გში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მა­ზე. სა­ჯა­რო ლექ­ცი­ის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ წარ­ჩი­ნე­ბულ სტუ­დენ­ტებს სი­გე­ლე­ბი გა­დას­ცა.

„დღეს, აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხე­ლო­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ენერ­გე­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს გა­ვა­ცა­ნი მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სი­ის ფუნ­ქცი­ე­ბი, ელექტრო­ე­ნერ­გი­ის, ბუ­ნებ­რი­ვი გა­ზი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სექ­ტო­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვე­ბი. ვიმ­სჯე­ლეთ ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კის სექ­ტორ­ში მიმ­დი­ნა­რე რე­ფორ­მა­სა და არ­სე­ბულ გა­მოწ­ვე­ვებ­ზე. მი­ხა­რია, რომ დიდი და­ინ­ტე­რე­სე­ბა აქვთ სტუ­დენ­ტებს ენერ­გო-რე­ფორ­მის მი­მართ და მი­სა­სალ­მე­ბე­ლია მათი მის­წრა­ფე­ბა, უფრო მეტი ის­წავ­ლონ, ჩა­მო­ყა­ლიბ­დნენ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბად. ასეთ სტუ­დენ­ტებს მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­წყობთ ხელს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში. წა­ხა­ლი­სე­ბის მიზ­ნით, სი­გე­ლე­ბი და ჯილ­დო გა­და­ვე­ცი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მიერ და­სა­ხე­ლე­ბულ წარ­ჩი­ნე­ბულ სტუ­დენ­ტებს. ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა ახალ­გაზ­რდა, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ენერ­გე­ტი­კო­სე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ქუ­თა­ის­ში ვი­ზი­ტი­სას.

სე­მეკ­სა და სსიპ „აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს“ შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლია ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი, რომ­ლის ფარ­გლებ­შიც მხა­რე­ე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ მზად­ყოფ­ნას ხელი შე­უ­წყონ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში, და­ეხ­მა­რონ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი­სა და მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტებს, დოქ­ტო­რან­ტებ­სა და მკვლევ­რებს კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით არ­სე­ბუ­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მო­ძი­ე­ბა-გაც­ნო­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
gega
9

ვწუხვარ რომ ვერ დავესწარი.

თედო
0

ალბათ გასამმაგებულ კომუნალურებზე და გაღარიბებულ მოსახლეობაზე,,არა...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

დავით ნარმანიამ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

დავით ნარმანიამ აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში საჯარო ლექცია წაიკითხა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. დავით ნარმანიამ ენერგეტიკის ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტებს გააცნო სემეკის ფუნქციები და რეგულირებად სექტორებში მიმდინარე პროცესები, ყურადღება გაამახვილა ელექტროენერგეტიკის დარგში მიმდინარე რეფორმაზე. საჯარო ლექციის დასრულების შემდეგ, სემეკის თავმჯდომარემ წარჩინებულ სტუდენტებს სიგელები გადასცა.

„დღეს, აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის სტუდენტებს გავაცანი მარეგულირებელი კომისიის ფუნქციები, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების განვითარების პერსპექტივები. ვიმსჯელეთ ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარე რეფორმასა და არსებულ გამოწვევებზე. მიხარია, რომ დიდი დაინტერესება აქვთ სტუდენტებს ენერგო-რეფორმის მიმართ და მისასალმებელია მათი მისწრაფება, უფრო მეტი ისწავლონ, ჩამოყალიბდნენ პროფესიონალებად. ასეთ სტუდენტებს მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს კვალიფიკაციის ამაღლებაში. წახალისების მიზნით, სიგელები და ჯილდო გადავეცი უნივერსიტეტის მიერ დასახელებულ წარჩინებულ სტუდენტებს. ქვეყანას სჭირდება ახალგაზრდა, წარმატებული ენერგეტიკოსები“, - განაცხადა დავით ნარმანიამ ქუთაისში ვიზიტისას.

სემეკსა და სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის გაფორმებულია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ უნივერსიტეტის სტუდენტებს კვალიფიკაციის ამაღლებაში, დაეხმარონ უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და მკვლევრებს კვლევების ჩატარების მიზნით არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ლიტერატურის მოძიება-გაცნობაში.

რიკოთის მაგისტრალზე წვიმის შედეგად მიწის მასა ჩამოიშალა - საგზაო მოძრაობის აღდგენის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს

"ტურისტის დაჭრის საღამოდან რომ დაიწყო ჯავშნების გაუქმება, ამ დრომდე გრძელდება" - პოლონეთის მოქალაქის დაჭრა უკვე აისახა ტურისტულ ბიზნესზე

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი