მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეგი ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმები სამსახურიდან გაათავისუფლეს - რას ედავებიან მედიკოსებს?
მეგი ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმები სამსახურიდან გაათავისუფლეს - რას ედავებიან მედიკოსებს?

ახალ­ცი­ხე­ში, "ას­ტრა­ზე­ნე­კას" ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ, გარ­დაც­ვლი­ლი მეგი ბაქ­რა­ძის საქ­მის ფი­გუ­რან­ტი ექი­მე­ბი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ანეს­თე­ზი­ო­ლოგ გი­ორ­გი აფ­ცი­ა­ურ­სა და ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძეს კლი­ნი­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ ამის შე­სა­ხებ 30 ივ­ლისს ამ­ცნო. ორი­ვე მათ­განს სამ­სა­ხუ­რის შიდა გა­ნა­წე­სის დარ­ღვე­ვას ედა­ვე­ბი­ან. თუმ­ცა რო­გორც ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძის ად­ვო­კა­ტი ბონ­დო ვა­თი­აშ­ვი­ლი ამ­ბობს, კონ­კრე­ტუ­ლად რა გა­დაც­დო­მის გამო და­ა­ტო­ვე­ბი­ნეს სამ­სა­ხუ­რი ექი­მებს, მათ­თვის უც­ნო­ბია.

"წე­სით უნდა ეწე­როს ბრძა­ნე­ბა­ში რას ედა­ვე­ბი­ან. ხომ უნდა იცო­დეს ადა­მი­ან­მა, რა­ტომ უშ­ვე­ბენ სამ­სა­ხუ­რი­დან. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის შემ­თხვე­ვა­ში, მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის ბრძა­ნე­ბა­ში წე­რია, რომ მან ორ­ჯერ და­არ­ღვია ში­ნა­გა­ნა­წე­სი და ამი­ტომ გა­მო­უშ­ვეს. სხვა დე­ტა­ლებს არ წე­რენ. ამას­თან, არ არ­სე­ბობს დო­კუ­მენ­ტი იმის თა­ო­ბა­ზე, რომ მან ორ­ჯერ და­არ­ღვია დად­გე­ნი­ლი წე­სე­ბი. ანუ აქამ­დე მას არ გა­მო­ცხა­დე­ბია საყ­ვე­დუ­რი. ჩვენ ვვა­რა­უ­დობთ, რომ დარ­ღვე­ვად იმას უთ­ვლი­ან, კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე რომ იყო, როცა მეგი ბაქ­რა­ძე ავად გახ­და. თუმ­ცა დო­კუ­მენ­ტე­ბი გვაქვს, რომ ეს და­ვა­ლე­ბა მათ კლი­ნი­კის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან მი­ი­ღეს და თა­ვი­ან­თი სურ­ვი­ლით არ წა­სუ­ლან კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე. რა თქმა უნდა, ვა­პი­რებთ სა­მარ­თლებ­რივ და­ვას", - აცხა­დებს Ambebi.ge-სთან ბონ­დო ვა­თი­აშ­ვი­ლი.

კლი­ნი­კის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი ბარ­ძი­მა­ძემ 6 ივ­ლისს რე­გი­ო­ნა­ლურ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და, რომ ექი­მე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გარ­დაც­ვლი­ლი მედ­დის საქ­მეს არ უკავ­შირ­დე­ბა.

"ერთი კვი­რის წინ და­ტო­ვეს სამ­სა­ხუ­რი ში­ნა­გა­ნა­წე­სის დარ­ღვე­ვის გამო. კლი­ნი­კას თა­ვი­სი ში­ნა­გა­ნა­წე­სი აქვს, რა­ღაც პუნ­ქტე­ბი და­ირ­ღვა და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან. მე­გის საქ­მეს არ უკავ­შირ­დე­ბა, კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზე­ბი თა­ვად იცი­ან. სხვა ადა­მი­ა­ნე­ბიც გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ ში­ნა­გა­ნა­წე­სის დარ­ღვე­ვის­თვის კლი­ნი­კი­დან", - უთხრა გი­ორ­გი ბარ­ძი­მა­ძემ "სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭეს" .

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 18 მარტს კლი­ნი­კა "იმე­დის“ ექთა­ნი, მეგი ბაქ­რა­ძე ახალ­ცი­ხე­ში "ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გა­კე­თე­ბის შემ­დეგ ცუ­დად გახ­და და მე­ო­რე დღეს, 19 მარტს თბი­ლის­ში, პირ­ველ სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა. პა­ცი­ენ­ტის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზად ანა­ფი­ლაქ­სი­უ­რი რე­აქ­ცია და ფილ­ტვის ემ­ბო­ლია და­სა­ხელ­და. აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ორი ექი­მი, ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძე, გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი და ერთი მედ­და, შეც­ვლი­ლი ჩვე­ნე­ბის გამო, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს.

ვი­ო­ლე­ტა ინა­სა­რი­ძემ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან 20 მარტს გა­ნა­ცხა­და, რომ ცუ­დად გახ­დო­მის დროს ის და რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი კლი­ნი­კა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ და პა­ცი­ენტს პირ­ვე­ლად დახ­მა­რე­ბას უწევ­დნენ, თუმ­ცა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ძი­ე­ბას­თან აღი­ა­რეს, რომ კლი­ნი­კა მეგი ბაქ­რა­ძის აც­რის შემ­დეგ მა­ლე­ვე და­ტო­ვეს და მისი ცუ­დად გახ­დო­მის დროს კონ­ფე­რენ­ცი­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ.

სამ­სა­ხუ­რი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბულ ექი­მებს ბრა­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 370-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით გი­რაო აქვთ შე­ფარ­დე­ბუ­ლი. საქ­მე­ზე წი­ნა­ნა­სა­მარ­თლო სხდო­მა 20 ივ­ლისს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი. მედ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 116-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც სი­ცო­ცხლის გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბით მოს­პო­ბას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Maiam
4

დაისაჯოს ის ექიმები ვისაც ბრალი მიუძღვის, ვინც გულგრილობას გამოიჩინა თავის საქმის მიმართ. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მეგი ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმები სამსახურიდან გაათავისუფლეს - რას ედავებიან მედიკოსებს?

მეგი ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმები სამსახურიდან გაათავისუფლეს - რას ედავებიან მედიკოსებს?

ახალციხეში, "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ, გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის საქმის ფიგურანტი ექიმები სამსახურიდან გაათავისუფლეს. ანესთეზიოლოგ გიორგი აფციაურსა და ვიოლეტა ინასარიძეს კლინიკის ადმინისტრაციამ ამის შესახებ 30 ივლისს ამცნო. ორივე მათგანს სამსახურის შიდა განაწესის დარღვევას ედავებიან. თუმცა როგორც ვიოლეტა ინასარიძის ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი ამბობს, კონკრეტულად რა გადაცდომის გამო დაატოვებინეს სამსახური ექიმებს, მათთვის უცნობია.

"წესით უნდა ეწეროს ბრძანებაში რას ედავებიან. ხომ უნდა იცოდეს ადამიანმა, რატომ უშვებენ სამსახურიდან. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის შემთხვევაში, მისი გათავისუფლების ბრძანებაში წერია, რომ მან ორჯერ დაარღვია შინაგანაწესი და ამიტომ გამოუშვეს. სხვა დეტალებს არ წერენ. ამასთან, არ არსებობს დოკუმენტი იმის თაობაზე, რომ მან ორჯერ დაარღვია დადგენილი წესები. ანუ აქამდე მას არ გამოცხადებია საყვედური. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დარღვევად იმას უთვლიან, კონფერენციაზე რომ იყო, როცა მეგი ბაქრაძე ავად გახდა. თუმცა დოკუმენტები გვაქვს, რომ ეს დავალება მათ კლინიკის ხელმძღვანელობისგან მიიღეს და თავიანთი სურვილით არ წასულან კონფერენციაზე. რა თქმა უნდა, ვაპირებთ სამართლებრივ დავას", - აცხადებს Ambebi.ge-სთან ბონდო ვათიაშვილი.

კლინიკის დირექტორმა გიორგი ბარძიმაძემ 6 ივლისს რეგიონალურ მედიასთან განაცხადა, რომ ექიმების გათავისუფლება გარდაცვლილი მედდის საქმეს არ უკავშირდება.

"ერთი კვირის წინ დატოვეს სამსახური შინაგანაწესის დარღვევის გამო. კლინიკას თავისი შინაგანაწესი აქვს, რაღაც პუნქტები დაირღვა და გაათავისუფლეს სამსახურიდან. მეგის საქმეს არ უკავშირდება, კონკრეტული მიზეზები თავად იციან. სხვა ადამიანებიც გათავისუფლდნენ შინაგანაწესის დარღვევისთვის კლინიკიდან", - უთხრა გიორგი ბარძიმაძემ "სამხრეთის კარიბჭეს" .

შეგახსენებთ, რომ 18 მარტს კლინიკა "იმედის“ ექთანი, მეგი ბაქრაძე ახალციხეში "ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ცუდად გახდა და მეორე დღეს, 19 მარტს თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. პაციენტის გარდაცვალების მიზეზად ანაფილაქსიური რეაქცია და ფილტვის ემბოლია დასახელდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ორი ექიმი, ვიოლეტა ინასარიძე, გიორგი აფციაური და ერთი მედდა, შეცვლილი ჩვენების გამო, პასუხისგებაში მისცეს.

ვიოლეტა ინასარიძემ ჟურნალისტებთან 20 მარტს განაცხადა, რომ ცუდად გახდომის დროს ის და რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური კლინიკაში იმყოფებოდნენ და პაციენტს პირველად დახმარებას უწევდნენ, თუმცა მოგვიანებით გამოძიებასთან აღიარეს, რომ კლინიკა მეგი ბაქრაძის აცრის შემდეგ მალევე დატოვეს და მისი ცუდად გახდომის დროს კონფერენციას ესწრებოდნენ.

სამსახურიდან გათავისუფლებულ ექიმებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვთ წაყენებული და აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო აქვთ შეფარდებული. საქმეზე წინანასამართლო სხდომა 20 ივლისს არის ჩანიშნული. მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.