საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ქვეყანას ერთამენთთან ლაპარაკი გადაარჩენს. ერთმანეთში უკეთესის ძებნა და განვითარება. "მაი, როის იქნება?" იქნება. თუ ოდესმე დავიწყებთ!" - გიორგი კეკელიძე
"ამ ქვეყანას ერთამენთთან ლაპარაკი გადაარჩენს. ერთმანეთში უკეთესის ძებნა და განვითარება. "მაი, როის იქნება?" იქნება. თუ ოდესმე დავიწყებთ!" - გიორგი კეკელიძე

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი და მწე­რა­ლი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე თბი­ლის­ში ბოლო დღე­ებ­ში გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებს "ფე­ის­ბუ­ქით" ეხ­მა­უ­რე­ბა:

"თუ აუ­ცი­ლე­ბელ შე­სავ­ლად უნდა ახ­ლდეს ამ სი­ტყვებს და ალ­ბათ უნდა ახ­ლდეს, ბა­რემ და­სა­წყის­ში­ვე და­ვურ­თავ:

- ძა­ლა­დო­ბა და­ნა­შა­უ­ლია და უნდა და­ი­სა­ჯოს!- სი­ძულ­ვი­ლი არის სირ­ცხვი­ლი და ადა­მი­ა­ნად ყოფ­ნის უა­რე­სი ნი­შა­ნი!- სამ­ყა­როს ცენ­ტრში დგას ადა­მი­ა­ნი! ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი! ამ წი­ნა­ნა­დე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა, სი­ტყვით "მაგ­რამ" - არის თოკი უფსკრუ­ლის­კენ.

ეს ჩემ­გან ისე­დაც იცო­დით. ცხა­დად. და საქ­მი­თაც. მწი­რი, მაგ­რამ შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რი საქ­მით. რო­გორც რი­ტო­რი­კა­შია, ვთქვათ ისიც, რომ ნათ­ქვა­მი ყვე­ლას არ ეხე­ბა, მაგ­რამ ის, ვი­საც არ ეხე­ბა, არის ცოტა, ძა­ლი­ან ცოტა.

და აი, რა მინ­და ვთქვა: ჩემო ძვირ­ფა­სო და ყოვ­ლად­შე­სა­ნიშ­ნა­ვო მე­გობ­რე­ბო, თქვენ გგო­ნი­ათ რომ აი, გუ­შინ რომ სო­ფელ­ში ვი­ყა­ვი, მა­გა­ლი­თად - გი­ორ­გეთ­ში ან ხვალ რომ წა­ვალ - მა­გა­ლი­თად­ვე - სა­კურ­ცე - მცხოვ­რე­ბი ადა­მი­ა­ნე­ბი, ყო­ველ­დღი­უ­რი ფიქ­რით, მა­ინ­ცდა­მა­ინც ვინ­მეს და­ჩაგ­ვრას მი­ეს­წრაფ­ვი­ან - არა, რა თქმა უნდა. ამ ხალ­ხის დი­ლაც და სა­ღა­მოც - ყო­ველ­დღი­უ­რი შრო­მაა, თავ­ჩახ­რი­ლი შრო­მა და ღი­ღი­ნი. გა­დარ­ჩე­ნის და იმე­დის საქ­მე. მაგ­რამ ისი­ნი ჩვენ არ გვიც­ნო­ბენ. ვარ­სე­ბობთ და არც. თით­ქოს პა­რა­ლა­ლუ­რი სამ­ყა­რო­ე­ბია და რა გა­საკ­ვი­რია, რომ ის რაც უცხოა, მერე მტრულ­დე­ბა კი­დეც - თუ ვინ­მე მონ­დო­მე­ბუ­ლის მხრი­დან, ამის "სურ­ვი­ლი" და­ი­ბა­და.

ბევ­რი თქვენ­გა­ნის­თვის ქარ­თუ­ლი სოფ­ლე­ბი ხე­ვის ტრა­ფა­რე­ტით იწყე­ბა და შო­რაპ­ნის წარ­წე­რით მთავ­რდე­ბა - ბა­თუ­მის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე. ზო­გი­ერ­თი, უფრო მონ­დო­მე­ბუ­ლი, მან­ქა­ნას სოფ­ლის სკო­ლის შე­ნო­ბის შე­სას­ვლელ­თან გა­ა­ჩე­რებთ, ფეხ­საც­მელ­ზე ტა­ლა­ხი რომ არ წა­გე­ცხოთ, სა­ა­თი­ან ტრე­ნინგს - "არა ძა­ლა­დო­ბას" და "დი­დე­ბა თა­ნას­წო­რო­ბას" ჩა­ა­ბულ­ბუ­ლებთ, ოღონდ იქ შეკ­რე­ბილ ხალ­ხს კი არა, სა­კუ­თარ თავს ელა­პა­რა­კე­ბით. მერე ხელს არ იბანთ "იქა­უ­რი" საპ­ნით, ძრო­ხის­სუ­ნი­ა­ნის და­ნა­ბა­ნი­აო (გგო­ნი­ათ, ვი­ტყუ­ე­ბი? - ვინც შეძ­ლებთ, ცხა­დია, პი­როვ­ნე­ბის და­სა­ხე­ლე­ბის გა­რე­შე - ჩა­დით ხუ­ლო­ში და რო­მე­ლი­მე სოფ­ლის მცხოვ­რე­ბი მო­გიყ­ვე­ბათ) და იკი­თხავთ: "სად­მე ახ­ლოს ცოტა ისე­თი, ნორ­მა­ლუ­რი სას­ტუმ­რო არ არის, რომ და­ძი­ნე­ბა შევ­ძლო?" ამ ქვე­ყა­ნას ერ­თა­მენთთან ლა­პა­რა­კი გა­და­არ­ჩენს. ერ­თმა­ნეთ­ში უკე­თე­სის ძებ­ნა, ადა­მი­ა­ნის ძებ­ნა და გან­ვი­თა­რე­ბა. გრძე­ლი ამ­ბა­ვია? "მაი, როის იქ­ნე­ბა?" იქ­ნე­ბა. თუ ოდეს­მე და­ვი­წყებთ. უნდა და­ვე­ლო­დოთ? არა, უნდა ვი­მოქ­მე­დოთ. ჩემს წე­რილს სხვა­დას­ხვა სა­ა­გენ­ტო­ში ექ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­თა­უ­რი - ამო­ჩე­ხი­ლი და ისე­თი, რო­გო­რიც მათ­თვის სა­ჭი­როა. მი­უ­ხე­და­ვად უკი­დუ­რე­სი სი­ცხა­დი­სა, შეტ­რი­ალ­დე­ბა ქოთ­ნის ყუ­რად და ეს ყური იქირ­ქი­ლებს ისე, რო­გორც მას აწყობს. მაგ­რამ ახლა ეს ჩემ­თვის სუ­ლერ­თია. მე ერთი რამ ვიცი - ჩემი ქვე­ყა­ნა მიყ­ვარს და მინ­და, უკე­თე­სი იყოს. ამის­თვის ვა­კე­თებ ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ცო­ტას, თუმ­ცა ვა­კე­თებ დღი­სით და ღა­მით. შე­უს­ვე­ნებ­ლად. ამი­ტო­მაც ვწერ აქ იშ­ვი­ა­თად და მით უფრო ტე­ლე­ვი­ზი­ით ნაკ­ლებს ვლა­პა­რა­კობ. ეს უბ­რა­ლოდ ჩემი გზაა - განა გა­მორ­ჩე­უ­ლი ან უკე­თე­სი - უბ­რა­ლოდ ჩემი. სხვამ იმ გზით უნდა ეცა­დოს, რაც ჩემ­ზე უკეთ შე­უძ­ლია.

მალე გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა და­შა­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. გა­ცი­ლე­ბით უკე­თეს დღე­ებს გი­სურ­ვებთ ყვე­ლას. მა­ინც იმე­დით".

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მომო
8

დაიწყება ყველა ვარიანტᲨიᲗუ მედია სწორად მოიქცევა...

მედია როცა გადაეწყობა ჯანსაᲦ საუბარზე ...მაᲨინ დაიწყება

დომენტი
2

მართალი ხარ ბიძიკო, მხოლოდ ესაა რომ ყველას თავისი თავი გონია ამ ქვეყნის პატრიოტი და სხვა დანარჩენი მტერი, აგია ბიძია რომ გვღუპავს და ვერა და ვერ მივდივართ წინ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ამ ქვეყანას ერთამენთთან ლაპარაკი გადაარჩენს. ერთმანეთში უკეთესის ძებნა და განვითარება. "მაი, როის იქნება?" იქნება. თუ ოდესმე დავიწყებთ!" - გიორგი კეკელიძე

"ამ ქვეყანას ერთამენთთან ლაპარაკი გადაარჩენს. ერთმანეთში უკეთესის ძებნა და განვითარება. "მაი, როის იქნება?" იქნება. თუ ოდესმე დავიწყებთ!" - გიორგი კეკელიძე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი და მწერალი გიორგი კეკელიძე თბილისში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს "ფეისბუქით" ეხმაურება:

"თუ აუცილებელ შესავლად უნდა ახლდეს ამ სიტყვებს და ალბათ უნდა ახლდეს, ბარემ დასაწყისშივე დავურთავ:

- ძალადობა დანაშაულია და უნდა დაისაჯოს!- სიძულვილი არის სირცხვილი და ადამიანად ყოფნის უარესი ნიშანი!- სამყაროს ცენტრში დგას ადამიანი! ნებისმიერი ადამიანი! ამ წინანადების გაგრძელება, სიტყვით ,,მაგრამ" - არის თოკი უფსკრულისკენ.

ეს ჩემგან ისედაც იცოდით. ცხადად. და საქმითაც. მწირი, მაგრამ შეძლებისდაგვარი საქმით. როგორც რიტორიკაშია, ვთქვათ ისიც, რომ ნათქვამი ყველას არ ეხება, მაგრამ ის, ვისაც არ ეხება, არის ცოტა, ძალიან ცოტა.

და აი, რა მინდა ვთქვა: ჩემო ძვირფასო და ყოვლადშესანიშნავო მეგობრებო, თქვენ გგონიათ რომ აი, გუშინ რომ სოფელში ვიყავი, მაგალითად - გიორგეთში ან ხვალ რომ წავალ - მაგალითადვე - საკურცე - მცხოვრები ადამიანები, ყოველდღიური ფიქრით, მაინცდამაინც ვინმეს დაჩაგვრას მიესწრაფვიან - არა, რა თქმა უნდა. ამ ხალხის დილაც და საღამოც - ყოველდღიური შრომაა, თავჩახრილი შრომა და ღიღინი. გადარჩენის და იმედის საქმე. მაგრამ ისინი ჩვენ არ გვიცნობენ. ვარსებობთ და არც. თითქოს პარალალური სამყაროებია და რა გასაკვირია, რომ ის რაც უცხოა, მერე მტრულდება კიდეც - თუ ვინმე მონდომებულის მხრიდან, ამის ,,სურვილი" დაიბადა.

ბევრი თქვენგანისთვის ქართული სოფლები ხევის ტრაფარეტით იწყება და შორაპნის წარწერით მთავრდება - ბათუმისკენ მიმავალ გზაზე. ზოგიერთი, უფრო მონდომებული, მანქანას სოფლის სკოლის შენობის შესასვლელთან გააჩერებთ, ფეხსაცმელზე ტალახი რომ არ წაგეცხოთ, საათიან ტრენინგს - ,,არა ძალადობას" და ,,დიდება თანასწორობას" ჩააბულბულებთ, ოღონდ იქ შეკრებილ ხალხს კი არა, საკუთარ თავს ელაპარაკებით. მერე ხელს არ იბანთ ,,იქაური" საპნით, ძროხისსუნიანის დანაბანიაო (გგონიათ, ვიტყუები? - ვინც შეძლებთ, ცხადია, პიროვნების დასახელების გარეშე - ჩადით ხულოში და რომელიმე სოფლის მცხოვრები მოგიყვებათ) და იკითხავთ: ,,სადმე ახლოს ცოტა ისეთი, ნორმალური სასტუმრო არ არის, რომ დაძინება შევძლო?" ამ ქვეყანას ერთამენთთან ლაპარაკი გადაარჩენს. ერთმანეთში უკეთესის ძებნა, ადამიანის ძებნა და განვითარება. გრძელი ამბავია? ,,მაი, როის იქნება?" იქნება. თუ ოდესმე დავიწყებთ. უნდა დაველოდოთ? არა, უნდა ვიმოქმედოთ. ჩემს წერილს სხვადასხვა სააგენტოში ექნება სხვადასხვა სათაური - ამოჩეხილი და ისეთი, როგორიც მათთვის საჭიროა. მიუხედავად უკიდურესი სიცხადისა, შეტრიალდება ქოთნის ყურად და ეს ყური იქირქილებს ისე, როგორც მას აწყობს. მაგრამ ახლა ეს ჩემთვის სულერთია. მე ერთი რამ ვიცი - ჩემი ქვეყანა მიყვარს და მინდა, უკეთესი იყოს. ამისთვის ვაკეთებ ძალიან, ძალიან ცოტას, თუმცა ვაკეთებ დღისით და ღამით. შეუსვენებლად. ამიტომაც ვწერ აქ იშვიათად და მით უფრო ტელევიზიით ნაკლებს ვლაპარაკობ. ეს უბრალოდ ჩემი გზაა - განა გამორჩეული ან უკეთესი - უბრალოდ ჩემი. სხვამ იმ გზით უნდა ეცადოს, რაც ჩემზე უკეთ შეუძლია.

მალე გამოჯანმრთელება დაშავებულ ადამიანებს. გაცილებით უკეთეს დღეებს გისურვებთ ყველას. მაინც იმედით".

"საქართველო რამდენიმე მილიონიღა დარჩა და უფრო და უფრო ვყოფთ ერთმანეთს..." - რას წერს იტალიაში მცხოვრები ქართველი მომღერალი

"ნუ დაემორჩილებიან ჯოგის ინსტიქტს. ნუ იფიქრებენ, რომ თუ სხვას დაჩაგრავენ, თვითონ უკეთ იგრძნობენ თავს" - ლანა ღოღობერიძე თბილისში განვითარებულ მოვლენებზე

"ასე შემართებით, სხვისი საჯდომის ნაცვლად, საქართველოს საზღვრები რომ დაგვეცვა, აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი იქნებოდა" - პეტრე კოლხი