სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შევინახოთ რძის ნაწარმი ზაფხულში, რომ მალე არ გაგვიფუჭდეს
როგორ შევინახოთ რძის ნაწარმი ზაფხულში, რომ მალე არ გაგვიფუჭდეს

ზა­ფხულ­ში მალ­ფუ­ჭე­ბა­დი პრო­დუქ­ტე­ბის შე­ნახ­ვა პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხია. ხში­რია შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ვა­დი­ა­ნი პრო­დუქ­ტი გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი გვხვდე­ბა და ამა­ში დამ­ნა­შა­ვე არც წარ­მო­ე­ბაა და არც რე­ა­ლი­ზა­ცია. რე­ა­ლუ­რად, ტემ­პე­რა­ტუ­რა იმ­დე­ნად მა­ღალ ნიშ­ნულს აღ­წევს, რომ პრო­დუქ­ტი შე­იძ­ლე­ბა მა­ღა­ზი­ი­დან სახ­ლის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე გაგ­ვი­ფუჭ­დეთ ან მა­ცი­ვარ­მა ვერ შეძ­ლოს მისი სა­თა­ნა­დოდ შე­ნახ­ვა. ასე­თი პრობ­ლე­მე­ბი ყვე­ლა­ზე ხში­რად რძის ნა­წარმს ექ­მნე­ბა ხოლ­მე.

ქარ­თულ ბა­ზარ­ზე, რძის პრო­დუქ­ტე­ბის დიდი არ­ჩე­ვა­ნია, რო­გორც იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ასე­ვე ად­გილ­ზე წარ­მო­ე­ბის. გთა­ვა­ზობთ „ნი­კო­რას“ შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის, რძის სა­წარ­მოს „დღის პრო­დუქ­ტე­ბის“ ტექ­ნო­ლო­გის ნინო ბუ­რძგლას რჩე­ვებს, თუ რო­გორ უნდა შე­ი­ნა­ხოთ და წა­ი­ღოთ რძის ნა­წარ­მი, ისე რომ არ გა­გი­ფუჭ­დეთ.

  • მა­ღა­ზი­ა­ში რძე და რძის ნა­წარ­მი კა­ლათ­ში ჩა­დეთ სულ ბო­ლოს, რო­დე­საც სხვა პრო­დუქ­ტე­ბი უკვე აღე­ბუ­ლი და აწო­ნი­ლი გექ­ნე­ბათ.
  • მაქ­სი­მა­ლუ­რი დრო, რო­დე­საც მა­ღა­ზი­ი­დან სახ­ლამ­დე რძის ნა­წარ­მი შე­იძ­ლე­ბა უმა­ცივ­როდ იყოს, 2 სა­ა­თია. თუმ­ცა სა­სურ­ვე­ლია, თუ ეს დრო ნა­ხე­ვარ სა­ათ­ზე მეტი არ იქ­ნე­ბა. მან­ქა­ნა­ში ყუ­რა­დღე­ბით ჩა­ა­ლა­გეთ პრო­დუქ­ცია. მის გვერ­დით არ უნდა იდოს რამე ცხე­ლი და მზე პირ­და­პირ არ უნდა ანა­თებ­დეს.

რძე და ნა­ღე­ბი

  • რძის შე­ფუთ­ვა­ზე მი­თი­თე­ბუ­ლია ვადა. თუმ­ცა არ და­გა­ვი­წყდეთ ვადა, რო­მე­ლიც შე­ფუთ­ვის გახ­სნი­დან უნდა გა­და­ით­ვა­ლოთ და რო­მე­ლიც ასე­ვე მი­თი­თე­ბუ­ლია ეტი­კეტ­ზე.
  • არას­დროს შე­ი­ნა­ხოთ რძე მა­ცივ­რის კარ­ზე, სა­დაც ის ტემ­პე­რა­ტუ­რულ ცვლი­ლე­ბას მა­ცივ­რის ყო­ველ გა­მო­ღე­ბა­ზე გა­ნიც­დის.
  • რძე და ნა­ღე­ბი უნდა შე­ი­ნა­ხოთ მა­ცი­ვარ­ში, სა­დაც ტემ­პე­რა­ტუ­რაც 3–4 გრა­დუ­სია. სა­სურ­ვე­ლია, რძე იყოს კარ­გად თავ­და­ხუ­რულ ჭურ­ჭელ­ში.
  • თუ რძეს აა­დუ­ღებთ, და­ე­ლო­დეთ, რომ გა­ცივ­დეს და ისე შე­ი­ნა­ხეთ მა­ცი­ვარ­ში.

კა­რა­ქი

  • სა­სურ­ვე­ლია კა­რა­ქი შე­ი­ნა­ხოთ სა­ყი­ნუ­ლე­ში და მცი­რე პორ­ცი­ე­ბი გად­მო­ი­ტა­ნოთ ხოლ­მე სა­მა­ცივ­რე გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში.
  • კა­რა­ქი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ი­ნა­ხოთ მჭიდ­როდ შე­ფუ­თუ­ლი ან თავ­და­ხუ­რულ კონ­ტე­ი­ნერ­ში.
  • კა­რა­ქი არ და­დოთ არო­მა­ტუ­ლი საკ­ვე­ბის გვერ­დით, ის მარ­ტვად იღებს სუნ­სა და გე­მოს.

ყვე­ლი

  • ყველს შე­და­რე­ბით დიდი შე­ნახ­ვის ვადა აქვს. თუმ­ცა ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს თავ­და­ხუ­რულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, კონ­ტე­ი­ნერ­ში. პარკში ჩა­დე­ბუ­ლი ყვე­ლი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნს მი­ი­ღებს და მალე სტრუქ­ტუ­რაც გა­უ­ფუჭ­დე­ბა.
  • თუ იმე­რუ­ლი ყვე­ლი შე­და­რე­ბით დიდი ხანი ძლებს უმა­ცივ­როდ, სულ­გუ­ნი და მო­ცა­რე­ლა არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ტო­ვოთ მა­ცივ­რის გა­რეთ, რად­გან ის დარ­ბილ­დე­ბა და უსი­ა­მოვ­ნო საჭ­მე­ლი გახ­დე­ბა.

მა­წო­ნი

  • მა­წო­ნი მჟა­ვი­ა­ნო­ბით ცნო­ბი­ლი პრო­დუქ­ტია. მას მჟა­ვი­ა­ნო­ბა მა­ღალ ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე ემა­ტე­ბა. ამი­ტომ არას­დროს და­ტო­ვოთ მა­წო­ნი უმა­ცივ­როდ. თუ გსურთ, ოდ­ნავ შეთ­ბეს და ისე მი­ირ­თვათ თქვენ ან თქვენ­მა შვილ­მა, მა­შინ ჭი­ქა­ში გად­მო­ი­ღეთ იმ­დე­ნი, რამ­დე­ნიც გსურთ და ის შე­ათ­ბეთ. მთელ ქილა მა­წონს ნუ გა­მო­ი­ღებთ გა­სათ­ბო­ბად, თორე ის მალე აგიმ­ჟავ­დე­ბათ.

შე­ი­ძი­ნეთ ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ცია, და­ი­ცა­ვით შე­ნახ­ვის წე­სე­ბი და იყა­ვით ჯან­მრთე­ლე­ბი!

ალექს
0

ბებია 1870 და 1893 წლებს შუა იყო დაბადებული , ზუსტად არ მახსოვს და ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა მისი გვარისა და ჯიშის სიცოცხლის ხანგძლივობის მასშტაბებთან შედარებით 1980 წელს , ასე 90-95 წლის იქნებოდა მაგ დროს , დიდმა ბებიამ მასწავლაო, მე ძალიან ვუყვარდიო , მაწვნის შედედებაო-ლეღვის გაფცქვნილ შტოს მახსოვს დებდა საკვეთედ რძიან დერგში! ახლა ეგა, გვარს არ დავასახელებ და, 5 თაობაა ასასწლიანი , მინიმუმ სამასი ოთხასი წლისა ყოფილა, ხომ, მაწონი ? დავიჯერო ღვინო რვა ათასისა გვაქვს და მაწონი მისი ნახევრის მეთედის ნახევარი ?! პახმელიაზე მაწვნის შეჭამადს არა ჭამდნენ ღვინოს რომ ლევდნენ ? ჰოო !როგორ არა , სუპ რო ჭამდნენ, მერეც ლევდნენ ! რეკლამა რამდენისაა ნეტავ , ძველ რომში შეძახილს ეძახოდნენ ?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

როგორ შევინახოთ რძის ნაწარმი ზაფხულში, რომ მალე არ გაგვიფუჭდეს

როგორ შევინახოთ რძის ნაწარმი ზაფხულში, რომ მალე არ გაგვიფუჭდეს

ზაფხულში მალფუჭებადი პროდუქტების შენახვა პრობლემური საკითხია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ვადიანი პროდუქტი გაფუჭებული გვხვდება და ამაში დამნაშავე არც წარმოებაა და არც რეალიზაცია. რეალურად, ტემპერატურა იმდენად მაღალ ნიშნულს აღწევს, რომ პროდუქტი შეიძლება მაღაზიიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე გაგვიფუჭდეთ ან მაცივარმა ვერ შეძლოს მისი სათანადოდ შენახვა. ასეთი პრობლემები ყველაზე ხშირად რძის ნაწარმს ექმნება ხოლმე.

ქართულ ბაზარზე, რძის პროდუქტების დიდი არჩევანია, როგორც იმპორტირებული ასევე ადგილზე წარმოების. გთავაზობთ „ნიკორას“ შვილობილი კომპანიის, რძის საწარმოს „დღის პროდუქტების“ ტექნოლოგის ნინო ბურძგლას რჩევებს, თუ როგორ უნდა შეინახოთ და წაიღოთ რძის ნაწარმი, ისე რომ არ გაგიფუჭდეთ.

  • მაღაზიაში რძე და რძის ნაწარმი კალათში ჩადეთ სულ ბოლოს, როდესაც სხვა პროდუქტები უკვე აღებული და აწონილი გექნებათ.
  • მაქსიმალური დრო, როდესაც მაღაზიიდან სახლამდე რძის ნაწარმი შეიძლება უმაცივროდ იყოს, 2 საათია. თუმცა სასურველია, თუ ეს დრო ნახევარ საათზე მეტი არ იქნება. მანქანაში ყურადღებით ჩაალაგეთ პროდუქცია. მის გვერდით არ უნდა იდოს რამე ცხელი და მზე პირდაპირ არ უნდა ანათებდეს.

რძე და ნაღები

  • რძის შეფუთვაზე მითითებულია ვადა. თუმცა არ დაგავიწყდეთ ვადა, რომელიც შეფუთვის გახსნიდან უნდა გადაითვალოთ და რომელიც ასევე მითითებულია ეტიკეტზე.
  • არასდროს შეინახოთ რძე მაცივრის კარზე, სადაც ის ტემპერატურულ ცვლილებას მაცივრის ყოველ გამოღებაზე განიცდის.
  • რძე და ნაღები უნდა შეინახოთ მაცივარში, სადაც ტემპერატურაც 3–4 გრადუსია. სასურველია, რძე იყოს კარგად თავდახურულ ჭურჭელში.
  • თუ რძეს აადუღებთ, დაელოდეთ, რომ გაცივდეს და ისე შეინახეთ მაცივარში.

კარაქი

  • სასურველია კარაქი შეინახოთ საყინულეში და მცირე პორციები გადმოიტანოთ ხოლმე სამაცივრე განყოფილებაში.
  • კარაქი აუცილებლად უნდა შეინახოთ მჭიდროდ შეფუთული ან თავდახურულ კონტეინერში.
  • კარაქი არ დადოთ არომატული საკვების გვერდით, ის მარტვად იღებს სუნსა და გემოს.

ყველი

  • ყველს შედარებით დიდი შენახვის ვადა აქვს. თუმცა ის აუცილებლად უნდა იყოს თავდახურულ მდგომარეობაში, კონტეინერში. პარკში ჩადებული ყველი არასასიამოვნო სუნს მიიღებს და მალე სტრუქტურაც გაუფუჭდება.
  • თუ იმერული ყველი შედარებით დიდი ხანი ძლებს უმაცივროდ, სულგუნი და მოცარელა არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ მაცივრის გარეთ, რადგან ის დარბილდება და უსიამოვნო საჭმელი გახდება.

მაწონი

  • მაწონი მჟავიანობით ცნობილი პროდუქტია. მას მჟავიანობა მაღალ ტემპერატურაზე ემატება. ამიტომ არასდროს დატოვოთ მაწონი უმაცივროდ. თუ გსურთ, ოდნავ შეთბეს და ისე მიირთვათ თქვენ ან თქვენმა შვილმა, მაშინ ჭიქაში გადმოიღეთ იმდენი, რამდენიც გსურთ და ის შეათბეთ. მთელ ქილა მაწონს ნუ გამოიღებთ გასათბობად, თორე ის მალე აგიმჟავდებათ.

შეიძინეთ ხარისხიანი პროდუქცია, დაიცავით შენახვის წესები და იყავით ჯანმრთელები!

კომპანია „კახური ღვინის მარანი“  ქალაქ ლონდონში გამართულ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ და გავლენიან კონკურსზე „Decanter World Wine Awards“ 5 სახეობის ღვინით წარსდგა

რა მოუვა თქვენს კანს, თუ მზისგან დამცავს ყოველდღიურად არ გამოიყენებთ

"ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურისა და ზესტაფონის სარაგბო კლუბების გენერალური სპონსორი გახდა