"ინტერპრესნიუსის" ფოტოკორესპონდენტი გიორგი ნიკოლიშვილი, რომელსაც "პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს. სააგენტოს თანამშრომელს დაზიანებები თავის არეში აქვს მიყენებული, მათ შორის, გამოკვლევების შედეგად, აღენიშნება ტვინში სისხლჩაქცევები.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალადაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან ბესელიამ განუცხადა, გიორგი ნიკოლიშვილის მდგომარეობა საყურადღებო, თუმცა ამ ეტაპზე სტაბილურია.
„ამ ეტაპზე სტაბილური მდგომარეობაა, თუმცა არის საყურადღებო. კლინიკის ნევროლოგიურ განყოფილებაშია მოთავსებული“, - აღნიშნავენ ალადაშვილის კლინიკაში.
გიორგი ნიკოლიშვილს რამდენიმე პირი თავს ქაშუეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაესხა. თავდასხმის შედეგად მან გონება დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ მარშის მოწინააღმდეგეები ფიზიკურად სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებსა და ოპერატორებსაც გაუსწორდნენ. პოლიციელთა არასაკმარისი რაოდენობის მობილიზების გამო, სამართალდამცავებმა მათი უსაფრთხოება ვერ დაიცვეს.
გადაუხდის კომპენსაციას ევროკავშირი სოროსი და ა.შ. არ დარჩება ჯილდოს გარეშე ერის და ქვეყნის ღალატისთვის...
ვიღაც წერდა კომენტარებში ამერიკას არავინ მოუკლავს რუსეტტან განსხვავებიტოო ამიტომ ურჩევნია ამერიკელების მონობა. ის არ იცის რომ დღეს რაც მოხდა და რის დაკანონებასაც გვტხოვენ მკვლელობაზე უარესია რა დააშავა უდანაშაულო ხალხმა?? ამერიკა გვიყურებს და იცინის???