საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქრისტეს და ეკლესიის სახელით ადამიანების მიმართ ძალადობა და შეურაცხყოფა ხდება და ეს მიუღებელია" - ეპისკოპოსი საბა
"ქრისტეს და ეკლესიის სახელით ადამიანების მიმართ ძალადობა და შეურაცხყოფა ხდება და ეს მიუღებელია" - ეპისკოპოსი საბა

ეკ­ლე­სია ვე­რას­დროს იქ­ნე­ბა ცოდ­ვის შემ­წყნა­რე­ბე­ლი და ჩვენ ვამ­ბობთ, ჩვენ არ გვძულს ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ რო­გორც მამა სა­კუ­თარ შვი­ლებს, ისე ვე­ფე­რე­ბით სიყ­ვა­რუ­ლით სხვა ადა­მი­ა­ნებს და მი­ვუ­თი­თებთ სწო­რი გზი­სა­კენ, - ამის შე­სა­ხებ ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე სა­ბამ ფო­თის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით ხდე­ბა ადა­მი­ნე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, რაც მი­უ­ღე­ბე­ლია.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია და­იც­ვას თი­თო­ე­უ­ლი თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე და უზ­რუნ­ველ­ყოს მისი უფ­ლე­ბე­ბი.

„არის მე­ო­რე მხა­რე, ქრის­ტეს სა­ხე­ლით და ეკ­ლე­სი­ის სა­ხე­ლით ხდე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, შე­უ­რა­ცხყო­ფა და ეს არის მი­უ­ღე­ბე­ლი. ეს აც­დე­ნი­ლია ქრის­ტეს და სა­ხა­რე­ბას. ჩვენ უნდა ვი­ცო­დეთ ერთი რამ, სა­ხელ­მწი­ფოს კა­ნო­ნე­ბი და ეკ­ლე­სი­ის კა­ნო­ნე­ბი ვერ იქ­ნე­ბა ერთი და იგი­ვე. სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლია და­იც­ვას თი­თო­ე­უ­ლი თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე და უზ­რუნ­ველ­ყოს მისი უფ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც არის კონ­სტი­ტუ­ცი­ის მიერ მი­ნი­ჭე­ბუ­ლი. ჩვე­ნი სა­მე­ფო არის ზე­ცი­უ­რი ცხოვ­რე­ბის გზა და ზე­ცი­უ­რი ცხოვ­რე­ბი­სა­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე, ჩვენ უნდა მი­ვუ­თი­თოთ, ჩვენ უნდა ვას­წავ­ლოთ ადა­მი­ა­ნებს ის, რაც არის ღვთი­სათ­ვის სათ­ნო და რა არ არის. კი­დევ ერთხელ გა­ვი­მე­ო­რებ, პირ­ველ რიგ­ში იქ­ნე­ბა ეს სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის მა­გა­ლი­თის მი­ცე­მის. თუ ადა­მი­ა­ნებს არ აინ­ტე­რე­სებთ, სამ­წუ­ხა­როდ, ღმერ­თთან ერ­თო­ბაა, ჩვენ ვერ ვიქ­ნე­ბით მო­ძა­ლა­დე­ე­ბი. ნე­ბის­მი­ერ ცოდ­ვა­ზე შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი იქ­ნე­ბა თუ სხვა­დას­ხვა, რო­მე­ლიც ჩვენ გვაქვს და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, ალ­ბათ, ბევ­რი ჩვენ­თა­გა­ნის უმე­ტე­სი ნა­წი­ლი ამ ცოდ­ვა­შია, ჩვენ ამას არაფ­რით გა­ვა­მარ­თლებთ, მაგ­რამ ყო­ველ­თვის მექ­ნე­ბა სიყ­ვა­რუ­ლით და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ცოდ­ვი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. ჩვე­ნი ხე­ლე­ბი ყო­ველ­თვის იქ­ნე­ბა გაშ­ლი­ლი, რო­გორც მა­მის, რო­მე­ლიც ელო­დე­ბა თა­ვის და­კარ­გულ შვილს, რომ მი­ი­ღოს, ჩა­ი­ხუ­ტოს. ძნე­ლია გან­ვი­კი­თხოთ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ უნდა ვე­ცა­დოთ სიყ­ვა­რუ­ლი გა­მოვ­ხა­ტოთ ყვე­ლა ადა­მი­ა­ნის მი­მართ. მა­ცხო­ვა­რი გან­კაც­და და ჯვარს ეცვა არა მხო­ლოდ ჩვენ­თვის, მარ­თლმა­დი­დებ­ლე­ბის­თვის, არა­მედ მთე­ლი სამ­ყა­როს­თვის და არა­ვინ იცის ვინ რო­გორ და­ას­რუ­ლებს სა­კუ­თარ ცხოვ­რე­ბას და ვის რო­გო­რი სი­ნა­ნუ­ლი ექ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კის ეპის­კო­პოს­მა, მე­უ­ფე სა­ბამ.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ამბაკო ხოდადეიძე
189

ეს სხვა შემთხვევაა, მეუფევ..

დაგვლოცეთ,

მარი
59

მართალია მეუფე საბა,ძალადობა დაუშვებელია.წინ გავიხედოთ დასავლეთისკენ,სადაც კარგი ცხოვრება და წარმატებები ბევრად აჭარბებს, გარკვეულწილად რაღაც ნაკლოვანებებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ქრისტეს და ეკლესიის სახელით ადამიანების მიმართ ძალადობა და შეურაცხყოფა ხდება და ეს მიუღებელია" - ეპისკოპოსი საბა

"ქრისტეს და ეკლესიის სახელით ადამიანების მიმართ ძალადობა და შეურაცხყოფა ხდება და ეს მიუღებელია" - ეპისკოპოსი საბა

ეკლესია ვერასდროს იქნება ცოდვის შემწყნარებელი და ჩვენ ვამბობთ, ჩვენ არ გვძულს ადამიანები, მაგრამ როგორც მამა საკუთარ შვილებს, ისე ვეფერებით სიყვარულით სხვა ადამიანებს და მივუთითებთ სწორი გზისაკენ, - ამის შესახებ ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ ფოთის საკათედრო ტაძარში განაცხადა.

მისი თქმით, ეკლესიის სახელით ხდება ადამინების მიმართ ძალადობა, რაც მიუღებელია.

როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული თავისი მოქალაქე და უზრუნველყოს მისი უფლებები.

„არის მეორე მხარე, ქრისტეს სახელით და ეკლესიის სახელით ხდება ადამიანების მიმართ ძალადობა, შეურაცხყოფა და ეს არის მიუღებელი. ეს აცდენილია ქრისტეს და სახარებას. ჩვენ უნდა ვიცოდეთ ერთი რამ, სახელმწიფოს კანონები და ეკლესიის კანონები ვერ იქნება ერთი და იგივე. სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას თითოეული თავისი მოქალაქე და უზრუნველყოს მისი უფლებები, რომელიც არის კონსტიტუციის მიერ მინიჭებული. ჩვენი სამეფო არის ზეციური ცხოვრების გზა და ზეციური ცხოვრებისაკენ მიმავალ გზაზე, ჩვენ უნდა მივუთითოთ, ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს ის, რაც არის ღვთისათვის სათნო და რა არ არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პირველ რიგში იქნება ეს საკუთარი ცხოვრების მაგალითის მიცემის. თუ ადამიანებს არ აინტერესებთ, სამწუხაროდ, ღმერთთან ერთობაა, ჩვენ ვერ ვიქნებით მოძალადეები. ნებისმიერ ცოდვაზე შეიძლება ითქვას, აზარტული თამაშები იქნება თუ სხვადასხვა, რომელიც ჩვენ გვაქვს და ჩვენს ქვეყანაში, ალბათ, ბევრი ჩვენთაგანის უმეტესი ნაწილი ამ ცოდვაშია, ჩვენ ამას არაფრით გავამართლებთ, მაგრამ ყოველთვის მექნება სიყვარულით დამოკიდებულება ცოდვილი ადამიანების მიმართ. ჩვენი ხელები ყოველთვის იქნება გაშლილი, როგორც მამის, რომელიც ელოდება თავის დაკარგულ შვილს, რომ მიიღოს, ჩაიხუტოს. ძნელია განვიკითხოთ სხვა ადამიანები, მაგრამ უნდა ვეცადოთ სიყვარული გამოვხატოთ ყველა ადამიანის მიმართ. მაცხოვარი განკაცდა და ჯვარს ეცვა არა მხოლოდ ჩვენთვის, მართლმადიდებლებისთვის, არამედ მთელი სამყაროსთვის და არავინ იცის ვინ როგორ დაასრულებს საკუთარ ცხოვრებას და ვის როგორი სინანული ექნება“, - განაცხადა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა, მეუფე საბამ.

კორონავირუსის 838 შემთხვევა და 26 გარდაცვლილი - როგორია გასული ორი დღის სტატისტიკური მონაცემები

თავდასხმა მედიაზე, დიდი არეულობა ქვეყნის მთავარ გამზირზე - რა ხდება ამჟამად რუსთაველზე? (live)

"ასეთი არასდროს არაფერი მომხდარა... დამტვრეულია კამერები. გვაფურთხებდნენ, გვაგინებდნემ" - რას ყვებიან ჟურნალისტები, რომლებსაც მოძალდე პროტესტანტები დაესხნენ თავს