მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შეირჩევა ცესკო-ს ახალი თავმდჯომარე - რა პროცედურებს ითვალისწინებს შეცვლილი "საარჩევნო კოდექსი"
როგორ შეირჩევა ცესკო-ს ახალი თავმდჯომარე - რა პროცედურებს ითვალისწინებს შეცვლილი "საარჩევნო კოდექსი"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რის ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე კონ­კურ­სის ჩა­ტა­რე­ბი­სა და სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ის შექ­მნის გან­კარ­გუ­ლე­ბა არა­უგ­ვი­ა­ნეს 15 დღის ვა­და­ში უნდა გა­მოს­ცეს. ამას­თან, „სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის“ ახა­ლი ნორ­მე­ბის მი­ხედ­ვით, პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რი­სა და ცეს­კოს წევ­რის ერთ ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ორ კან­დი­და­ტუ­რას წა­რუდ­გენს. თუკი პრე­ზი­დენ­ტი ვერ შე­არ­ჩევს კან­დი­და­ტებს, იგი ხე­ლა­ხალ კონ­კურსს აცხა­დებს.

ამ კონ­ტექ­სტში აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის და ცეს­კოს პრო­ფე­სი­უ­ლი წევ­რე­ბის ასარ­ჩე­ვად იდენ­ტუ­რი წე­სე­ბი მოქ­მე­დებს.

პრო­ცე­სი სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ის შექ­მნით და­ი­წყე­ბა. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, სა­კონ­კურ­სო კო­მი­სია შედ­გე­ბა არა­ნაკ­ლებ 9 და არა­უ­მე­ტეს 11 წევ­რის­გან. სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა შე­დი­ოდ­ნენ მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იმ არა­სა­მე­წარ­მეო (არა­კო­მერ­ცი­უ­ლი) იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც აქვთ სა­არ­ჩევ­ნო სა­კი­თხებ­ში, დე­მოკ­რა­ტი­ის ან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის არა­ნაკ­ლებ 7 წლის გა­მოც­დი­ლე­ბა და რო­მელ­თა საქ­მი­ა­ნო­ბა, რო­გორც ფი­ნან­სუ­რი, ისე ში­ნა­არ­სობ­რი­ვი, სა­ჯა­როდ ხელ­მი­საწ­ვდო­მია, აგ­რეთ­ვე უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც უკა­ვი­ათ არ­ჩე­ვი­თი აკა­დე­მი­უ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა.

სა­კონ­კურ­სო სა­ბუ­თე­ბის წარ­დგე­ნის ვა­დაა კონ­კურ­სის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 14 დღი­სა. თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვა­დე­ბი ემ­თხვე­ვა არ­ჩევ­ნე­ბის ჩა­ტა­რე­ბის პე­რი­ოდს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი კონ­კურსს აცხა­დებს არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს მე-7 დღი­სა, ხოლო ცეს­კოს წევ­რს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა უწყდე­ბა ახა­ლი წევ­რის არ­ჩე­ვის­თა­ნა­ვე.

სა­კონ­კურ­სო კო­მი­სია გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბით მი­ი­ღებს.

კან­დი­და­ტუ­რე­ბის წარ­დგე­ნის ვა­დის ამო­წურ­ვი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 5 დღი­სა, სა­კონ­კურ­სო კო­მი­სია პრე­ზი­დენტს პი­რის ცეს­კოს წევ­რად ასარ­ჩე­ვად წა­რუდ­გენს თითო ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არა­ნაკ­ლებ 2 და არა­უ­მე­ტეს 3 კან­დი­და­ტუ­რას.

კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა კან­დი­და­ტის კენ­ჭისყ­რის შე­დე­გე­ბი და კან­დი­და­ტის მხარ­და­ჭე­რის ან მის მხარ­და­ჭე­რა­ზე უა­რის თქმის შე­სა­ხებ სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ის წევრთა მო­ტი­ვა­ცია აი­სა­ხე­ბა სა­კონ­კურ­სო კო­მი­სი­ის სხდო­მის ოქ­მში, რო­მე­ლიც სა­ჯა­როა.

კან­დი­და­ტე­ბის შერ­ჩე­ვი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 7 დღი­სა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი იღებს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ცეს­კოს წევ­რო­ბის კან­დი­დატ­თა შერ­ჩე­ვის ან მათ შერ­ჩე­ვა­ზე უა­რის თქმის შე­სა­ხებ. კან­დი­დატ­თა შერ­ჩე­ვის შემ­თხვე­ვა­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს ცეს­კოს წევ­რის 1 ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2 კან­დი­და­ტუ­რას წა­რუდ­გენს. თუ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ვერ შე­არ­ჩევს კან­დი­და­ტებს, იგი ხე­ლა­ხალ კონ­კურსს აცხა­დებს.

კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ცეს­კოს წევ­რო­ბის კან­დი­და­ტი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს ქმე­დუ­ნა­რი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე 25 წლის ასა­კი­დან, რო­მე­ლიც არის უპარ­ტიო, ბოლო 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ყო­ფი­ლა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ა­ში პარ­ტი­ის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი წევ­რი, სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი ან მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, აქვს უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბა, თა­ვი­სუფ­ლად ფლობს სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო ენას, აკ­მა­ყო­ფი­ლებს „სა­ჯა­რო სამ­სა­ხუ­რის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 27-ე მუხ­ლის მე-2 პუნ­ქტის მო­თხოვ­ნებს და აქვს არა­ნაკ­ლებ 5 წლის შრო­მი­თი გა­მოც­დი­ლე­ბა და სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­ხე­ლის სერ­ტი­ფი­კა­ტი.

ცეს­კოს წევ­რად არ შე­იძ­ლე­ბა აირ­ჩეს/და­ი­ნიშ­ნოს პირი, რო­მელ­საც არ აქვს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მო­ხე­ლის სერ­ტი­ფი­კა­ტი; პირი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის გამო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ ან სა­სა­მარ­თლომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, – თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღი­დან 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში; პირი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვის გამო სა­სა­მარ­თლომ ცნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დამ­რღვე­ვად, – სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის კა­ნო­ნი­ერ ძა­ლა­ში შეს­ვლი­დან 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში; ნა­სა­მარ­თლე­ვი პირი; სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტი/სა­არ­ჩევ­ნო სუ­ბი­ექ­ტო­ბის კან­დი­და­ტი, მისი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი; დამ­კვირ­ვე­ბე­ლი.

თუ ამ კა­ნო­ნით გან­სა­ზღვრულ ვა­და­ში ცეს­კოს წევ­რის 1 ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არა­ნაკ­ლებ 2 კან­დი­და­ტუ­რა არ იქ­ნე­ბა წარ­დგე­ნი­ლი, კონ­კურ­სი გრძელ­დე­ბა იმ ვა­დით, რომ­ლის გან­მავ­ლო­ბა­შიც მოხ­დე­ბა ცეს­კოს წევ­რის 1 ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე არა­ნაკ­ლებ 2 კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის მიერ ცეს­კოს წევ­რო­ბის კან­დი­და­ტე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის­თვის წარ­დგე­ნი­დან არა­უგ­ვი­ა­ნეს 14 დღი­სა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტით დად­გე­ნი­ლი წე­სით ირ­ჩევს ცეს­კოს წევ­რებს. ცეს­კოს წევ­რის ვა­კან­ტურ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ასარ­ჩე­ვად ერთი და იმა­ვე კან­დი­და­ტუ­რის წარ­დგე­ნა შე­იძ­ლე­ბა მხო­ლოდ ორ­ჯერ. ცეს­კოს იმ წევ­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ვადა, რო­მე­ლიც არ­ჩე­უ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის ორ მე­სა­მედ­ზე ნაკ­ლე­ბი ხმით, 6 თვეა. ცეს­კოს წევ­რის არ­ჩე­ვის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დად­გე­ნი­ლე­ბა მისი მი­ღე­ბი­დან 7 დღის ვა­და­ში წა­რედ­გი­ნე­ბა ცეს­კოს“, - წე­რია სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში.

ცნო­ბის­თვის, კა­ნო­ნის ახა­ლი რე­დაქ­ცი­ის მი­ხედ­ვით, ცეს­კო შედ­გე­ბა არა­უ­მე­ტეს 17 წევ­რის­გან. მათ შო­რის არი­ან ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე, ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის 2 მო­ად­გი­ლე და ცეს­კოს მდი­ვა­ნი. ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რე იმავდრო­უ­ლად არის ცეს­კოს წევ­რი. ცეს­კოს თავ­მჯდო­მა­რის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის შე­წყვე­ტა იმავდრო­უ­ლად იწ­ვევს მისი წევ­რო­ბის შე­წყვე­ტას. ცეს­კოს 7 წევ­რს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის წარ­დგი­ნე­ბით ირ­ჩევს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტი, ხოლო ცეს­კოს არა­უ­მე­ტეს 9 წევ­რს ნიშ­ნა­ვენ პარ­ტი­ე­ბი ამ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი წე­სით.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ცეს­კო-ს თავ­მჯდო­მა­რემ თა­მარ ჟვა­ნი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა. ეს პოს­ტი კი ვა­კან­ტუ­რი 1-ელი ივ­ლი­სი­და­ნაა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რომა
6

ვინც არ უნდა დანიშნონ, ოპოზიციას მაინც არ მოეწონება. თამარ ჟვანია მათ და არასამთავრობოების რეკომენდაციით აირჩიეს, მაგრამ არჩევნებში წააგეს თუ არა, მაშინვე განტევების ვაცად აქციეს. საერთოდაც, მათ წარუმატებლობაში ყველა დამნაშავეა, მათივე მცდარი ტაქტიკისა და რიტორიკის გარდა. თვითკრიტიკის და დღევანდელი რეალობის აღქმის უნარი არ გააჩნიათ. ვერ დაუჯერებით, რომ თუ ხალხი ,,ოცნებით" უკმაყოფილოა, მაინცდამაინც ეგენი მიაჩნია მხსნელებად.

ცცცც
5

ფრთიანი ანგელოზიც რომ იყოს ოპოზიციას ისიც არ მოეწონება,გოგორიშვილის და თარხნიშვილის მერე.ესენი ხომ ანგელოზტთა ანგელოზები არიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

როგორ შეირჩევა ცესკო-ს ახალი თავმდჯომარე - რა პროცედურებს ითვალისწინებს შეცვლილი "საარჩევნო კოდექსი"

როგორ შეირჩევა ცესკო-ს ახალი თავმდჯომარე - რა პროცედურებს ითვალისწინებს შეცვლილი "საარჩევნო კოდექსი"

საქართველოს პრეზიდენტმა ცესკო-ს თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის განკარგულება არაუგვიანეს 15 დღის ვადაში უნდა გამოსცეს. ამასთან, „საარჩევნო კოდექსის“ ახალი ნორმების მიხედვით, პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრის ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ორ კანდიდატურას წარუდგენს. თუკი პრეზიდენტი ვერ შეარჩევს კანდიდატებს, იგი ხელახალ კონკურსს აცხადებს.

ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს პროფესიული წევრების ასარჩევად იდენტური წესები მოქმედებს.

პროცესი საკონკურსო კომისიის შექმნით დაიწყება. კანონის მიხედვით, საკონკურსო კომისია შედგება არანაკლებ 9 და არაუმეტეს 11 წევრისგან. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში შეიძლება შედიოდნენ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ საარჩევნო საკითხებში, დემოკრატიის ან ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 7 წლის გამოცდილება და რომელთა საქმიანობა, როგორც ფინანსური, ისე შინაარსობრივი, საჯაროდ ხელმისაწვდომია, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებსაც უკავიათ არჩევითი აკადემიური თანამდებობა.

საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 14 დღისა. თუ აღნიშნული ვადები ემთხვევა არჩევნების ჩატარების პერიოდს, საქართველოს პრეზიდენტი კონკურსს აცხადებს არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-7 დღისა, ხოლო ცესკოს წევრს უფლებამოსილება უწყდება ახალი წევრის არჩევისთანავე.

საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიიღებს.

კანდიდატურების წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 5 დღისა, საკონკურსო კომისია პრეზიდენტს პირის ცესკოს წევრად ასარჩევად წარუდგენს თითო ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატურას.

კონკურსში მონაწილე ყველა კანდიდატის კენჭისყრის შედეგები და კანდიდატის მხარდაჭერის ან მის მხარდაჭერაზე უარის თქმის შესახებ საკონკურსო კომისიის წევრთა მოტივაცია აისახება საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში, რომელიც საჯაროა.

კანდიდატების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღისა საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას ცესკოს წევრობის კანდიდატთა შერჩევის ან მათ შერჩევაზე უარის თქმის შესახებ. კანდიდატთა შერჩევის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს პარლამენტს ცესკოს წევრის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე 2 კანდიდატურას წარუდგენს. თუ საქართველოს პრეზიდენტი ვერ შეარჩევს კანდიდატებს, იგი ხელახალ კონკურსს აცხადებს.

კანონის მიხედვით, ცესკოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, ბოლო 5 წლის განმავლობაში არ ყოფილა საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნული წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან მისი წარმომადგენელი, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, აკმაყოფილებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს და აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება და საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი.

ცესკოს წევრად არ შეიძლება აირჩეს/დაინიშნოს პირი, რომელსაც არ აქვს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი; პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან, – თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში; პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, – სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წლის განმავლობაში; ნასამართლევი პირი; საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, მისი წარმომადგენელი; დამკვირვებელი.

თუ ამ კანონით განსაზღვრულ ვადაში ცესკოს წევრის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 2 კანდიდატურა არ იქნება წარდგენილი, კონკურსი გრძელდება იმ ვადით, რომლის განმავლობაშიც მოხდება ცესკოს წევრის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე არანაკლებ 2 კანდიდატურის წარდგენა.

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ცესკოს წევრობის კანდიდატების საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენიდან არაუგვიანეს 14 დღისა საქართველოს პარლამენტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით ირჩევს ცესკოს წევრებს. ცესკოს წევრის ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. ცესკოს იმ წევრის უფლებამოსილების ვადა, რომელიც არჩეულია საქართველოს პარლამენტის სრული შემადგენლობის ორ მესამედზე ნაკლები ხმით, 6 თვეა. ცესკოს წევრის არჩევის შესახებ საქართველოს პარლამენტის დადგენილება მისი მიღებიდან 7 დღის ვადაში წარედგინება ცესკოს“, - წერია საარჩევნო კოდექსში.

ცნობისთვის, კანონის ახალი რედაქციის მიხედვით, ცესკო შედგება არაუმეტეს 17 წევრისგან. მათ შორის არიან ცესკოს თავმჯდომარე, ცესკოს თავმჯდომარის 2 მოადგილე და ცესკოს მდივანი. ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი. ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტა იმავდროულად იწვევს მისი წევრობის შეწყვეტას. ცესკოს 7 წევრს საქართველოს პრეზიდენტის წარდგინებით ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს ნიშნავენ პარტიები ამ კანონით დადგენილი წესით.

შეგახსენებთ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა. ეს პოსტი კი ვაკანტური 1-ელი ივლისიდანაა.

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"ვის უნდა მასთან ალიანსი?! იცით როგორ არის? - რესტორანთან იდგე გარეთ, წვიმაში ატუზული და იძახდე, არ შევალ! ვინ გეპატიჟება?!" - რომან გოცირიძე გახარიაზე

LIVE - ეთერშია გადაცემა "დღის ნიუსრუმი"

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"