კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყალტუბოში მომხდარ ავარიის ფაქტზე, რომელსაც შაკო ჯულაყიძე ემსხვერპლა, პოლიციელს და ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელს ბრალი წარედგინათ
წყალტუბოში მომხდარ ავარიის ფაქტზე, რომელსაც შაკო ჯულაყიძე ემსხვერპლა, პოლიციელს და ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელს ბრალი წარედგინათ

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ 2020 წლის 28 ნო­ემ­ბერს, წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში მომ­ხდარ საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვის ფაქ­ტზე, რო­მელ­საც ერთი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლეს ა.დ.-ს და კომ­პა­ნია „აკკორდ ჯორ­ჯი­ას“ თა­ნამ­შრო­მელს ნ.ჯ.-ს ბრალ­დე­ბა წა­რუდ­გი­ნა. ამის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან აც­ნო­ბეს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2020 წლის 28 ნო­ემ­ბერს, წყალ­ტუ­ბოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ უკა­ნე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­მა­ვალ თბი­ლი­სი-სე­ნა­კი-ლე­სე­ლი­ძის ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მოძ­რა­ო­ბი­სას, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს რაჭა-ლე­ჩხუ­მი­სა და ქვე­მო სვა­ნე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ამ­ბრო­ლა­უ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ა.დ.-მ ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ავ­ტო­მო­ბი­ლის უსაფრ­თხო მარ­თვა, და­არ­ღვია „საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი და საგ­ზაო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბის გამო გზის სა­ვალ ნა­წილ­ზე გა­ჩე­რე­ბულ სატ­ვირ­თო ფურ­გონს შე­ე­ჯა­ხა. ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ფურ­გონ­ში მყო­ფი შ.ჯ. გარ­და­იც­ვა­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბით ასე­ვე დად­გინ­და, რომ ავ­ტო­მა­გის­ტრალ­ზე მიმ­დი­ნა­რე საგ­ზაო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას, კომ­პა­ნია „აკკორდ ჯორ­ჯი­ას“ თა­ნამ­შრო­მელ­მა ნ.ჯ.-მ სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბი და­არ­ღვია, რაც ასე­ვე გახ­და საგ­ზაო-სატ­რან­სპორ­ტო შემ­თხვე­ვის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზი.

ა.დ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე­ექ­ვსე ნა­წი­ლით (ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 4-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს, ხოლო ნ.ჯ.-ს 240-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით (სა­მუ­შა­ო­ე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სე­ბის დარ­ღვე­ვა, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხით 2-დან 7 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს. სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დ გ
3

იქნებ ა/მანქანის ან გზის საფარის გაუმართაობის გამო მოხდა ეს ავტოავარია

Bajaglaria
1

yvelaperi arasworad moazrovne policielebis braleulobit xdeba ukve bevri rame dzaan dagrovda mati mxridan danashaulebi da esaaa daujelobis ramdeni erti davwero policiis danashauli sastikad unda iyos danashauli dasjadi

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

წყალტუბოში მომხდარ ავარიის ფაქტზე, რომელსაც შაკო ჯულაყიძე ემსხვერპლა, პოლიციელს და ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელს ბრალი წარედგინათ

წყალტუბოში მომხდარ ავარიის ფაქტზე, რომელსაც შაკო ჯულაყიძე ემსხვერპლა, პოლიციელს და ერთ-ერთი კომპანიის თანამშრომელს ბრალი წარედგინათ

საქართველოს პროკურატურამ 2020 წლის 28 ნოემბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ფაქტზე, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილეს ა.დ.-ს და კომპანია „აკკორდ ჯორჯიას“ თანამშრომელს ნ.ჯ.-ს ბრალდება წარუდგინა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 28 ნოემბერს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ უკანეთის ტერიტორიაზე გამავალ თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მოძრაობისას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ამბროლაურის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ა.დ.-მ ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები და საგზაო სამუშაოების მიმდინარეობის გამო გზის სავალ ნაწილზე გაჩერებულ სატვირთო ფურგონს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ფურგონში მყოფი შ.ჯ. გარდაიცვალა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ავტომაგისტრალზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებისას, კომპანია „აკკორდ ჯორჯიას“ თანამშრომელმა ნ.ჯ.-მ სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესები დაარღვია, რაც ასევე გახდა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის გამომწვევი მიზეზი.

ა.დ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო ნ.ჯ.-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით (სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 2-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

გოგი წულაიამ საპატიმროში 25 კგ დაიკლო - "გადავწყვიტე, მეცოცხლა"

გოგი წულაია პატიმრობიდან გაათავისუფლეს

პაციენტის მტკიცებით, კლინიკაში უთხრეს, რომ კონკრეტული ორგანო ამოაჭრეს, თუმცა რამდენიმე წლის მერე გაარკვია, რომ ეს ორგანო ადგილზე აქვს - რას დაადგენს გამოძიება?