საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ მოუხშირა "ტომ კრუზის თვითმფრინავმა" თბილისის თავზე ფრენებს?..
რატომ მოუხშირა "ტომ კრუზის თვითმფრინავმა" თბილისის თავზე ფრენებს?..
  • "არ­სე­ნა­ლი" - ირაკ­ლი ალა­დაშ­ვი­ლის ბლო­გი

იმ მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა, რომ­ლებ­საც დაბ­ლა მფრე­ნი თვითმფრი­ნა­ვე­ბის ხმის გა­გო­ნე­ბა­ზე ცაში ახედ­ვა არ ეზა­რე­ბათ, ბოლო დღე­ებ­ში შე­ამ­ჩნი­ეს, რომ დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტში სის­ტე­მა­ტუ­რად ეშ­ვე­ბა და ფრინ­დე­ბა გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტი­პის სამ­ხედ­რო თვითმფრი­ნა­ვი, რომ­ლის ფრე­ნის მარ­შრუ­ტი არ აი­სა­ხე­ბა ინ­ტერ­ნე­ტის იმ სპე­ცი­ა­ლურ სა­ი­ტებ­ზე, რომ­ლებ­ზეც დრო­ის რე­ა­ლურ რე­ჟიმ­ში ჩანს თით­ქმის ყვე­ლა სა­მო­ქა­ლა­ქო თვითმფრი­ნა­ვის გა­დაფ­რე­ნის პა­რა­მეტ­რე­ბი.

გა­სა­გე­ბია, რომ თბი­ლი­სის თავ­ზე, და­ბალ სი­მაღ­ლე­ზე გა­დამფრენ ამ ოთხძ­რა­ვი­ან სამ­ხედ­რო-სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნა­ვის, რო­მე­ლიც ვი­ზუ­ა­ლუ­რი იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ით Airbus A400M Atlas-ს წარ­მო­ად­გენს, ეკი­პაჟს სპე­ცი­ა­ლუ­რად აქვს გა­მორ­თუ­ლი ტრან­სპონ­დე­რი (რა­დი­ო­სიგ­ნა­ლის მიმ­ღებ-გა­დამ­ცე­მი მო­წყო­ბი­ლო­ბა), მაგ­რამ გაჩ­ნდა კი­თხვა - ყო­ველ­დღი­უ­რად ან რა ჩა­მო­აქვს თბი­ლის­ში ან რა მი­აქვს ნა­ტოს ქვეყ­ნე­ბის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში მი­ღე­ბულ ამ სატ­რან­სპორ­ტო თვითმფრი­ნავს, რო­მელ­საც ჰა­ერ­ში 37 ტონა ტვირ­თის აწე­ვა შე­უძ­ლია?

რო­გორც გა­ვარ­კვი­ეთ, ეს "ატ­ლა­სე­ბი" გერ­მა­ნი­ის ბუნ­დეს­ვე­რის სა­კუთ­რე­ბა ყო­ფი­ლა (გერ­მა­ნი­ის სამ­ხედ­რო-სა­ჰა­ე­რო ძა­ლე­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში 35 ასე­თი თვითმფრი­ნა­ვია), რომ­ლე­ბიც, თურ­მე, დაჩ­ქა­რე­ბუ­ლი ტემ­პით ეზი­დე­ბი­ან ავ­ღა­ნე­თი­დან იმ შე­ი­ა­რა­ღე­ბა­სა და სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვან ტვირთს, რო­მე­ლიც აქამ­დე ავ­ღა­ნეთ­ში გან­თავ­სე­ბულ, გერ­მა­ნულ სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენტს ეკუთ­ვნო­და და რო­მელ­თა თა­ლი­ბე­ბის­თვის და­ტო­ვე­ბა ბუნ­დეს­ვერს არ სურს...თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტომ 29 ივ­ნისს გა­ავ­რცე­ლა შემ­დე­გი ინ­ფორ­მა­ცია:

"ნა­ტოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ავ­ღა­ნე­თის ის­ლა­მუ­რი რეს­პუბ­ლი­კი­დან ჯა­რე­ბის გა­მოყ­ვა­ნის პრო­ცეს­ში, სა­ქარ­თვე­ლო მჭიდ­როდ თა­ნამ­შრომ­ლობს სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან და მათ სხვა­დას­ხვა სა­ხის მნიშ­ვნე­ლო­ვან ლო­ჯის­ტი­კურ მხარ­და­ჭე­რას უწევს. სა­ქარ­თვე­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სატ­რან­ზი­ტო შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი კი­დევ უფრო ძლი­ერ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი გერ­მა­ნი­ის სა­ჰა­ე­რო ტრან­სპორ­ტი­რე­ბის ქვე­და­ნა­ყო­ფის­თვის გად­მოს­რო­ლის ჰა­ბის როლს ას­რუ­ლებს. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აკი
63

აბა თქვენ იცით, გადაიხადეთ მილიონები გაფუჭებულ და უვარგის ტექნიკაში

jg
29

moqcliat!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რატომ მოუხშირა "ტომ კრუზის თვითმფრინავმა" თბილისის თავზე ფრენებს?..

რატომ მოუხშირა "ტომ კრუზის თვითმფრინავმა" თბილისის თავზე ფრენებს?..
  • "არსენალი" - ირაკლი ალადაშვილის ბლოგი

იმ მოქალაქეებმა, რომლებსაც დაბლა მფრენი თვითმფრინავების ხმის გაგონებაზე ცაში ახედვა არ ეზარებათ, ბოლო დღეებში შეამჩნიეს, რომ დღეში რამდენჯერმე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სისტემატურად ეშვება და ფრინდება განსხვავებული ტიპის სამხედრო თვითმფრინავი, რომლის ფრენის მარშრუტი არ აისახება ინტერნეტის იმ სპეციალურ საიტებზე, რომლებზეც დროის რეალურ რეჟიმში ჩანს თითქმის ყველა სამოქალაქო თვითმფრინავის გადაფრენის პარამეტრები.

გასაგებია, რომ თბილისის თავზე, დაბალ სიმაღლეზე გადამფრენ ამ ოთხძრავიან სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის, რომელიც ვიზუალური იდენტიფიკაციით Airbus A400M Atlas-ს წარმოადგენს, ეკიპაჟს სპეციალურად აქვს გამორთული ტრანსპონდერი (რადიოსიგნალის მიმღებ-გადამცემი მოწყობილობა), მაგრამ გაჩნდა კითხვა - ყოველდღიურად ან რა ჩამოაქვს თბილისში ან რა მიაქვს ნატოს ქვეყნების შეიარაღებაში მიღებულ ამ სატრანსპორტო თვითმფრინავს, რომელსაც ჰაერში 37 ტონა ტვირთის აწევა შეუძლია?

როგორც გავარკვიეთ, ეს "ატლასები" გერმანიის ბუნდესვერის საკუთრება ყოფილა (გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების განკარგულებაში 35 ასეთი თვითმფრინავია), რომლებიც, თურმე, დაჩქარებული ტემპით ეზიდებიან ავღანეთიდან იმ შეიარაღებასა და სხვა მნიშვნელოვან ტვირთს, რომელიც აქამდე ავღანეთში განთავსებულ, გერმანულ სამხედრო კონტინგენტს ეკუთვნოდა და რომელთა თალიბებისთვის დატოვება ბუნდესვერს არ სურს...თავდაცვის სამინისტომ 29 ივნისს გაავრცელა შემდეგი ინფორმაცია:

"ნატოს გადაწყვეტილების შესაბამისად, ავღანეთის ისლამური რესპუბლიკიდან ჯარების გამოყვანის პროცესში, საქართველო მჭიდროდ თანამშრომლობს სტრატეგიულ პარტნიორებთან და მათ სხვადასხვა სახის მნიშვნელოვან ლოჯისტიკურ მხარდაჭერას უწევს. საქართველოს მნიშვნელოვანი სატრანზიტო შესაძლებლობები კიდევ უფრო ძლიერდება. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გერმანიის საჰაერო ტრანსპორტირების ქვედანაყოფისთვის გადმოსროლის ჰაბის როლს ასრულებს. გააგრძელეთ კითხვა

"ანგელა მერკელთან ყველაზე დიდი უთანხმოება საქართველოსთან დაკავშირებით მქონდა" - ბუშის თქმით, საუბარი NATO-ს შეეხებოდა

"ავღანეთიდან ჯარების გამოყვანა შეცდომაა... ეს გულს მიკლავს" - ჯორჯ ბუში

რუსებს სიმშვიდე ბრიტანული "დეფენდერის" შემდეგ, ჰოლანდიურმა "ევერტსენმა" დაურღვია - მორიგი ინციდენტი შავ ზღვაში