დღეს, ეტლი, ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი დამხმარე საშუალებაა მედიცინაში. მის გარეშე ბევრი სპეციალური საჭიროების მქონე პირის ყოველდღიურობა გაცილებით რთული იქნებოდა.
ადამიანის ეს უმნიშვნელოვანესი გამოგონება, ძვ.წ მე-5 საუკუნის ჩინეთიდან იღებს სათავეს და არქეოლოგების მიერ მისი შესაბამისი ნიმუშებიც არის აღმოჩენილი. მას შემდეგ ეტლის დიზაინი და ფუნქციები იხვეწებოდა ვითარდებოდა და მის გამოყენებას უფრო მოსახერხებელს და კომფორტულს ხდიდა. 1980-იანი წლებიდან თვითმავალი ელექტრო ეტლები გამოჩნდა, რომელმაც უამრავი ადამიანის ცხოვრების ხარისხი გააუმჯობესა.
თანამედროვე ეტლები იმაზე მეტი ფუნქციითაა აღჭურვილი, ვიდრე ოდესმე. ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით ეტლით მოსარგებლეს ფაქტობრივად, დამხმარე აღარ სჭირდება და თავად შეუძლია, როგორც გადაადგილდეს, ისე მოწყობილობის ფუნქციები გააკონტროლოს. რაც მთავარია, აღნიშნული ეტლები აწყობილია ისე, რომ მართვის დროს ადამიანი მაქსიმალურად დაცული იყოს.
მიუხედავად იმისა, რომ ელექტრო ეტლები მულტიფუნქციურობის გამო დიდი პოპულარობით სარგებლობს, ყველაზე გავრცელებული მაინც მექანიკური ეტლებია, რომელიც ადამიანმა ხელით უნდა მართოს. მათ კი, ვისაც ამის გაკეთება არ შეუძლია, უმჯობესია, ელექტრო ეტლი გამოიყენოს.
ცოტა რამ ელექტრო ეტლის შესახებ: საქართველოში ელექტრო ეტლის ყველაზე მსხვილი იმპორტიორი „თბილისი მედიკია“. კომპანიას სხვადასხვა მწარმოებლისა და საფასო კატეგორიის ელექტრო ეტლები შემოაქვს ქვეყანაში და მკაცრად აკონტრილებს მის ხარისხს.
როგორც „თბილისი მედიკში“ განგვიმარტეს, ელექტრო ეტლი ადამიანს ცხოვრებას მნიშვნელოვნად უმარტივებს, რადგან აქვს მარტივი კონცენტრატორები და ჯოისტიკი, რომლითაც ის იმართება. ასევე, სრულად დამუხტული ბატარეით მაქსიმალური სიჩქარე არის 6 კმ/სთ და შეუძლია დაფაროს მაქსიმალური მანძილი 28 კმ/სთ.
ელექტრო ეტლი განსხვავდება მახასიათებლებით, შესაბამისად, დაინტერესებულ პირს შეუძლია, მისთვის საჭირო ფუნქციების მქონე გადაადგილების საშუალება შეიძინოს.
მისი ჯოისტიკით მართვა ძალიან მარტივია და ზედმეტ ძალისხმევას არ საჭიროებს. რაც მთავარია, „თბილისი მედიკის“ წარმომადგენლები, თავად დაგაკვალიანებენ, როგორ მუშაობს ის და ა.შ.
„ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, ადამიანს, რომელსაც მობილობის საშუალება სჭირდება, დავეხმაროთ მისთვის საჭირო ფუნქციების მქონე ეტლის შერჩევაში, შემდგომში კი უზრუნველვყოთ მისი გამართულად ფუნქციონირება. მას შემდეგ, რაც საქართველოში სხვადასხვა ფუნქციის მქონე ელექტრო ეტლების იმპორტი დავიწყეთ, მივხვდით, რამდენად საჭირო ყოფილა ის ბევრი ადამიანისთვის და რამდენად ვუმარტივებთ მათ ცხოვრებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და მათ სწორედ ყველაზე მაღალტექნოლოგიურ და გამძლე საშუალებებს ვთავაზობთ“, - განმარტავენ „თბილისი მედიკში“.
აღსანიშნავია, რომ კომპანია „თბილისი მედიკი“ არამხოლოდ ეტლების, არამედ ზოგადად, სამედიცინო აპარატურის, ავეჯისა და სახარჯი მასალების იმპორტიორია, რომელიც ამბულატორიებსა და ჰოსპიტლებს ამარაგებს.
უფრო კონკრეტულად, კომპანია არის მსოფლიოში ცნობილი კომპანიების სამედიცინო პროდუქციის დისტრიბუტორი. მათ შორისაა Johnson&Johnson medical, Nidec, Medtronic, Baucsh, Gima, Mindrey, Sonoscape, Turmed და სხვა.
R
namdvilad qasaxarebelia ukve rodesac sakartvelo idzens da semoakvs elektronul etlebs ramdenad qaaumjobesebs kvela udzluri adamianis cxovrebas aqar caiketebian saxlebsi tavisuplad qadaadqildebian martoc tuki umodzravebt xelebi tundac erti romeli mxarec ar unda ikves darequlireba seidzleba mnisvneloba ar akvs romeli pirmisaa mtavaria ikves xarisxiani samcuxarod karqi elektro etli 4500 evroa ra pasebi ekneba sakartvelosi es sakitxavia tuki saxelmcipo daapinansebs 85 procentian invalidebs upasos sxvaa 85 procentis dabla naxevari saxelmcipos ekutvnis naxevri invalids unda qaumjobesdes namdvilad dzluri mokalakeebis pirobebi samarcxvino da satakilo araa avadmkopoba da xeibroba tuki esaciroebat da seudzliat sauketeso ramee scored xeibrebistvis elektro etli amoisuntkaven iqrdznobebn rpom cxovreba qrdzeldeba koveltvis rac ar unda dausvas upalma da ra jvaris tarebasac moqavlens qasaxarebelia imdeni ram aersebobs xeibrebistvis tuki semoitanen ra jobia maqas