საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შოუმ იმდენად გაამართლა, რომ ახალი სეზონის ქასთინგი ფინალის ეთერში გასვლამდე დავიწყეთ" - "სამზარეულოს ომების" სეზონი ფინიშს მიუახლოვდა
"შოუმ იმდენად გაამართლა, რომ ახალი სეზონის ქასთინგი ფინალის ეთერში გასვლამდე დავიწყეთ" - "სამზარეულოს ომების" სეზონი ფინიშს მიუახლოვდა

"სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბის" ეს სე­ზო­ნი ფი­ნიშს მი­უ­ახ­ლოვ­და. შა­ბათს გრან­დი­ო­ზუ­ლი ფი­ნა­ლია. უძ­ლი­ე­რე­სი კონ­კურ­სან­ტე­ბი­დან გა­მარ­ჯვე­ბა ვის დარ­ჩე­ბა, ამას მა­ყუ­რე­ბე­ლი ორ დღე­ში იხი­ლავს.

მა­ნამ­დე უკვე გან­ვლილ სე­ზონს AMBEBI.GE-სთან "ფორ­მუ­ლას" "ფრო­დაქ­შე­ნის" ხელ­მძღვა­ნე­ლი თა­თუ­კა ნარ­ტყოშ­ვი­ლი აჯა­მებს და აქვე "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბის" ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის ქას­ტინ­გის და­წყე­ბას აა­ნონ­სებს, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მიმ­დი­ნა­რე სე­ზონ­მა გა­ა­მარ­თლა.

"შა­ბათს მა­ყუ­რე­ბე­ლი "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბის" დიდ ფი­ნალს ნა­ხავს, მივ­დი­ვართ ლო­გი­კურ და­სას­რუ­ლამ­დე, რო­მე­ლიც ისე­თი­ვე ღირ­სე­უ­ლია, რო­გო­რიც მთლი­ა­ნად ეს სე­ზო­ნი იყო. და­ვა­მა­ტეთ მა­ყუ­რე­ბე­ლი და ბა­თუ­მე­ლე­ბის, მეგ­რე­ლე­ბის ყვე­ლა­ზე ნამ­დვილ გულ­შე­მატ­კივ­რებს ვი­ხი­ლავთ და რა თქმა უნდა, გა­ვი­გებთ, ვინ მო­ი­პო­ვებს გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის ტი­ტულს.

ეს ყვე­ლა­ზე რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან მარ­თლა მცი­რე დე­ტა­ლე­ბი გახ­და გა­დამ­წყვე­ტი. მთე­ლი ეს სე­ზო­ნი ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო, ბევ­რი აღ­ნიშ­ნავს, რომ შე­მად­გენ­ლო­ბაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გვყავ­და, ყვე­ლა წყვილ­მა მო­ა­ხერ­ხა, თავი მა­ყუ­რებ­ლის­თვის და­ე­მახ­სოვ­რე­ბი­ნა, ზოგ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იუ­მო­რით, ზოგ­მა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხა­სი­ა­თით, აღარ ვი­ლა­პა­რა­კებ მათ ნიჭ­ზე სამ­ზა­რე­უ­ლო­ში, რად­გან ობი­ექ­ტუ­რად ვფიქ­რობ, რომ ხა­რის­ხით, რო­მე­ლიც სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ჩვენ შო­უ­ში იდე­ბა, კონ­კუ­რენ­ტი არ გვყავს. ამი­ტომ, რა თქმა უნდა, შოუმ გა­ა­მარ­თლა და ამან გვი­ბიძ­გა, რომ ახა­ლი სე­ზო­ნის ქას­თინ­გიც მა­ნამ­დე და­ვი­წყეთ, სა­ნამ ფი­ნა­ლი ეთერ­ში გავა" - გვე­უბ­ნე­ბა თა­თუ­კა ნარ­ტყოშ­ვი­ლი.

- ამ სე­ზონ­ზე შოუს თემა "ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო" და მისი მე­ტად აღ­მო­ჩე­ნა, ათ­ვი­სე­ბა, ტექ­ნი­კუ­რად დახ­ვე­წა იყო. მო­მა­ვალ სე­ზონ­ზე ისევ ამ თე­მას გა­აგ­რძე­ლებთ?

- ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს არც ერთ სე­ზონ­ში გვერდს არ ავუვ­ლით, თუმ­ცა შემ­დეგ სე­ზონ­ზე არ გვექ­ნე­ბა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი გას­ტრო­ნო­მია. უკვე მსოფ­ლიო სამ­ზა­რე­უ­ლოს შე­მო­ვი­ტანთ, მაგ­რამ აქაც შე­ვეც­დე­ბით, აქ­ცენ­ტი ად­გი­ლობ­რივ პრო­დუქტზე გვქონ­დეს.

- ქას­ტინ­გის წე­სებ­ში შე­იც­ვა­ლა რამე?

- ქას­თინ­გის წე­სე­ბი უც­ვლე­ლია, შო­უ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მსურ­ველ­მა უნდა შე­ავ­სონ ან­კე­ტა, სა­დაც მათ შე­სა­ხებ ძა­ლი­ან მი­ნი­მა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია გვჭირ­დე­ბა, შემ­დეგ კი გა­და­ცე­მის გუნ­დი და­უ­კავ­შირ­დე­ბა აპ­ლი­კანტს, რომ მათი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნის შე­სა­ხებ გა­ვი­გოთ.

- ან­კე­ტა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის გარ­და, კი­დევ რამე ხომ არ მო­ე­თხო­ვე­ბათ?

- ან­კე­ტა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბის გარ­და, ცხა­დია, აპ­ლი­კანტს უნდა შე­ეძ­ლოს სა­კუ­თა­რი თა­ვის პრე­ზენ­ტა­ცია და ჰქონ­დეს მი­ზა­ნი, მა­ყუ­რე­ბელს რაც შე­იძ­ლე­ბა მალე და­ა­მახ­სოვ­როს თავი, პრინ­ციპ­ში, ვინც აქ მო­დის, ამის­თვის უკვე მზა­დაა და ჩვე­ნი გუნ­დიც მუ­შა­ობს, რომ ეს პრო­ცე­სი გა­უ­მარ­ტივ­დეთ. გუნ­დი შემ­თხვე­ვით არ მიხ­სე­ნე­ბია, აპ­ლი­კან­ტი რაც მთა­ვა­რია, მზად უნდა იყოს, რომ იმუ­შა­ოს ყვე­ლა­ზე მე­გობ­რულ გუნდთან ერ­თად. ორი­ვეს მი­ზა­ნი, გუნ­დი­საც და კონ­კურ­სან­ტი­საც არის ის, რომ შე­იქ­მნას სა­უ­კე­თე­სო ქარ­თუ­ლი პრო­დუქ­ტი და რად­გან მი­ზა­ნი ერ­თია, შე­დე­გიც სა­უ­კე­თე­სო გა­მო­დის.

- რო­დის და­ი­წყე­ბა კონ­კრე­ტუ­ლად მო­რი­გი სე­ზო­ნი, ანუ მა­ყუ­რე­ბე­ლი რო­დის­თვის უნდა ელო­დოს ამ შოუს "ფორ­მუ­ლას" ეთერ­ში?

- პრე­ქას­თინ­გე­ბი უკვე და­წყე­ბუ­ლია, ჩა­წე­რებს სექ­ტემ­ბერ­ში და­ვი­წყებთ, ხოლო ეთერ­ში მა­ყუ­რე­ბე­ლი ოქ­ტომ­ბრი­დან გვი­ხი­ლავს. ახლა აქ­ტი­უ­რად ვგეგ­მავთ ტუ­რებს და ჩე­ლენ­ჯებს. რო­გორც იცით, ეს პრო­ექ­ტი ქარ­თუ­ლი ფრო­დაქ­შე­ნია, "ფორ­მუ­ლა­ში" მო­ვი­ფიქ­რეთ, "ფორ­მუ­ლა­ში" გან­ხორ­ცი­ელ­და და შე­სა­ბა­მი­სად, ყვე­ლა­ფე­რი რა­საც ხე­დავთ ფორ­მა­ტის ნა­წილ­ში ჩვე­ნი შექ­მნი­ლია და ჩვენს ხელ­შია ისიც, რომ მომ­დევ­ნო სე­ზო­ნი კი­დევ უფრო გა­მორ­ჩე­უ­ლი და დახ­ვე­წი­ლი იყოს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
1

ამათ რაღა უნდათ?

 

აკა-კა
3

ეს „თათუკა“ რას ნიშნავს?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"შოუმ იმდენად გაამართლა, რომ ახალი სეზონის ქასთინგი ფინალის ეთერში გასვლამდე დავიწყეთ" - "სამზარეულოს ომების" სეზონი ფინიშს მიუახლოვდა

"შოუმ იმდენად გაამართლა, რომ ახალი სეზონის ქასთინგი ფინალის ეთერში გასვლამდე დავიწყეთ" - "სამზარეულოს ომების" სეზონი ფინიშს მიუახლოვდა

"სამზარეულოს ომების" ეს სეზონი ფინიშს მიუახლოვდა. შაბათს გრანდიოზული ფინალია. უძლიერესი კონკურსანტებიდან გამარჯვება ვის დარჩება, ამას მაყურებელი ორ დღეში იხილავს.

მანამდე უკვე განვლილ სეზონს AMBEBI.GE-სთან "ფორმულას" "ფროდაქშენის" ხელმძღვანელი თათუკა ნარტყოშვილი აჯამებს და აქვე "სამზარეულოს ომების" ახალი სეზონისთვის ქასტინგის დაწყებას აანონსებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მიმდინარე სეზონმა გაამართლა.

"შაბათს მაყურებელი "სამზარეულოს ომების" დიდ ფინალს ნახავს, მივდივართ ლოგიკურ დასასრულამდე, რომელიც ისეთივე ღირსეულია, როგორიც მთლიანად ეს სეზონი იყო. დავამატეთ მაყურებელი და ბათუმელების, მეგრელების ყველაზე ნამდვილ გულშემატკივრებს ვიხილავთ და რა თქმა უნდა, გავიგებთ, ვინ მოიპოვებს გამარჯვებულის ტიტულს.

ეს ყველაზე რთული აღმოჩნდა, რადგან მართლა მცირე დეტალები გახდა გადამწყვეტი. მთელი ეს სეზონი ძალიან ემოციური იყო, ბევრი აღნიშნავს, რომ შემადგენლობაც განსაკუთრებული გვყავდა, ყველა წყვილმა მოახერხა, თავი მაყურებლისთვის დაემახსოვრებინა, ზოგმა განსაკუთრებული იუმორით, ზოგმა განსაკუთრებული ხასიათით, აღარ ვილაპარაკებ მათ ნიჭზე სამზარეულოში, რადგან ობიექტურად ვფიქრობ, რომ ხარისხით, რომელიც სამზარეულოს მიმართულებით ჩვენ შოუში იდება, კონკურენტი არ გვყავს. ამიტომ, რა თქმა უნდა, შოუმ გაამართლა და ამან გვიბიძგა, რომ ახალი სეზონის ქასთინგიც მანამდე დავიწყეთ, სანამ ფინალი ეთერში გავა" - გვეუბნება თათუკა ნარტყოშვილი.

- ამ სეზონზე შოუს თემა "ქართული სამზარეულო" და მისი მეტად აღმოჩენა, ათვისება, ტექნიკურად დახვეწა იყო. მომავალ სეზონზე ისევ ამ თემას გააგრძელებთ?

- ქართულ სამზარეულოს არც ერთ სეზონში გვერდს არ ავუვლით, თუმცა შემდეგ სეზონზე არ გვექნება მხოლოდ ქართული გასტრონომია. უკვე მსოფლიო სამზარეულოს შემოვიტანთ, მაგრამ აქაც შევეცდებით, აქცენტი ადგილობრივ პროდუქტზე გვქონდეს.

- ქასტინგის წესებში შეიცვალა რამე?

- ქასთინგის წესები უცვლელია, შოუში მონაწილეობის მსურველმა უნდა შეავსონ ანკეტა, სადაც მათ შესახებ ძალიან მინიმალური ინფორმაცია გვჭირდება, შემდეგ კი გადაცემის გუნდი დაუკავშირდება აპლიკანტს, რომ მათი თეორიული ცოდნის შესახებ გავიგოთ.

- ანკეტაში მითითებული მოთხოვნების გარდა, კიდევ რამე ხომ არ მოეთხოვებათ?

- ანკეტაში მითითებული მოთხოვნების გარდა, ცხადია, აპლიკანტს უნდა შეეძლოს საკუთარი თავის პრეზენტაცია და ჰქონდეს მიზანი, მაყურებელს რაც შეიძლება მალე დაამახსოვროს თავი, პრინციპში, ვინც აქ მოდის, ამისთვის უკვე მზადაა და ჩვენი გუნდიც მუშაობს, რომ ეს პროცესი გაუმარტივდეთ. გუნდი შემთხვევით არ მიხსენებია, აპლიკანტი რაც მთავარია, მზად უნდა იყოს, რომ იმუშაოს ყველაზე მეგობრულ გუნდთან ერთად. ორივეს მიზანი, გუნდისაც და კონკურსანტისაც არის ის, რომ შეიქმნას საუკეთესო ქართული პროდუქტი და რადგან მიზანი ერთია, შედეგიც საუკეთესო გამოდის.

- როდის დაიწყება კონკრეტულად მორიგი სეზონი, ანუ მაყურებელი როდისთვის უნდა ელოდოს ამ შოუს "ფორმულას" ეთერში?

- პრექასთინგები უკვე დაწყებულია, ჩაწერებს სექტემბერში დავიწყებთ, ხოლო ეთერში მაყურებელი ოქტომბრიდან გვიხილავს. ახლა აქტიურად ვგეგმავთ ტურებს და ჩელენჯებს. როგორც იცით, ეს პროექტი ქართული ფროდაქშენია, "ფორმულაში" მოვიფიქრეთ, "ფორმულაში" განხორციელდა და შესაბამისად, ყველაფერი რასაც ხედავთ ფორმატის ნაწილში ჩვენი შექმნილია და ჩვენს ხელშია ისიც, რომ მომდევნო სეზონი კიდევ უფრო გამორჩეული და დახვეწილი იყოს.

"არ უნდა გავთამამდეთ" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე სამომავლოდ შეზღუდვების შესაძლო დაწესებასთან დაკავშირებით

"პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ სასურველია, დისტანცია იყოს დაცული" - ამირან გამყრელიძე

"მაღალი ტემპერატურა პირდაპირ გავლენას ახდენს ჯანმრთელობაზე" - როგორ გავუმკლავდეთ სიცხეს? - დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები