საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღიც კანონით იქნება განსაზღვრული.
“საარჩევნო კოდექსში“ ჩაიწერება, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება მორიგი არჩევნების წლის ოქტომბრის პირველ შაბათს. ამ ჩანაწერის მიხედვით, 2021 წლის ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.
როგორც “ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განმარტა, წინადადება ადგილობრივი არჩევნების თარიღის კანონმდებლობით განსაზღვრის შესახებ სამუშაო ჯგუფში ოპოზიციის მხრიდან წამოვიდა, რაც უმრავლესობამ გაიზიარა.
“საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით იხილავენ.
ე.ი. ოპოზიცია 3 ოქტომბერს ცესკოს მოუვარდება, 4-დან პერმანენტურ 300-400 კაციან მიტინგებს გამართავენ პარლამენტთან და 5-დან იქვე 30-40 სხვადასხვა ფერის კარავს დადგამენ
რა მნიშვნელობა აქვს ნაცი იქნება მეტი, თუ ქოცი ჩვენთვის ? არაფერი , მაგათთვის კი აქვს - იმიტომ რომ ვინც მეტია, მეტს ჭამს , ეგარი ! ნაცქოცმოქკავშირი ერთიანია, მათ ერთიდაიგივე მთავარი საკანონმდებლო ჩარჩო , სამართლისა და საგადასახადო, კონტროლისა რეპრესია ექსპროპრიაციის, მონოპოლისტური და ბიზნეს სისტემები აქვთ , რომლებიც ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებენ ! ეს კომკავშირია და კომპარტიის არიერგარდი , რომელიც ედუარდგიორგიმ გვისახსოვრა ! ვინც იძახის რა დროს ედუარდია, რას ამბობო, გაარკვიეთ ვინაა და საიდან , რატომ იძახის ! ხოლო ნაცქოცმოქკავშირის პირველი ოცეულის, მეორის და მესამისაც, რომ ედუარდია ნათლია , მტკიცება არ ჭირდება, მართალია გამალებით შლიან ბიოგრაფიებში შავ ხვრელებს , მაინც იძებნება , ვინ, საიდან, რატომ !? მოლაპარაკე არავინ არსადაინაძეები პარლამენტში არაფერს წარმოადგენენ, მთავარი ედუარდის ბირთვ ა, გარეთაც და კულისებშიც !