საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის!" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე "ასტრაზენეკას" დოზების დაკარგვის შესახებ ინფორმაციაზე
"არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის!" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე "ასტრაზენეკას" დოზების დაკარგვის შესახებ ინფორმაციაზე

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე არ ადას­ტუ­რებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ქვე­ყა­ნა­ში "ას­ტრა­ზე­ნე­კას" გარ­კვე­უ­ლი დო­ზე­ბი და­ი­კარ­გა.

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ისა­უბ­რა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ქვე­ყა­ნა­ში „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ ვაქ­ცი­ნის გარ­კვე­უ­ლი დო­ზე­ბი და­ი­კარ­გა და აღ­ნიშ­ნა, რომ "არა­ვი­თა­რი და­ნაკ­ლი­სი და გამ­ქრა­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი არ არის".

მი­სი­ვე თქმით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ გა­ნა­წი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყო.

"არა­ფე­რი არ გამ­ქრა­ლა და არ აღ­მო­ჩე­ნი­ლა. მხო­ლოდ იმას გი­დას­ტუ­რებთ, რომ სა­მი­ნის­ტრო ამ შემ­თხვე­ვებს სწავ­ლობს, რაც რეს­პუბ­ლი­კურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მოხ­და და ზო­გა­დად იმ ფაქტს, რომ დე­ფი­ცი­ტია. სა­მი­ნის­ტროს შიდა აუ­დი­ტი სწავ­ლობს ამას, დღე­საც გახ­ლდნენ ჩვენ­თან. თვი­თონ აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი, რამ­დე­ნი­მე თვეა, რაც ჩვენ­თან სხვა­დას­ხვა პროგ­რა­მას სწავ­ლობს.

ამ ფაქ­ტზე, შიდა აუ­დი­ტი დღეს, პირ­ვე­ლად დი­ლით 10:00 სა­ათ­ზე იყო ჩვენ­თან, მათ მო­ი­თხო­ვეს დო­კუ­მენ­ტა­ცია, თუ ნა­ხეს და­ნაკ­ლი­სი მერე ვი­სა­უბ­როთ. არა­ვი­თა­რი და­ნაკ­ლი­სი და გამ­ქრა­ლი ვაქ­ცი­ნე­ბი არ არის", - აღ­ნიშ­ნავს გამ­ყრე­ლი­ძე.

მი­სი­ვე თქმით, „ას­ტრა­ზე­ნე­კა­ზე“ პირ­ვე­ლი დო­ზით მო­ქა­ლა­ქე­ებს ვერ აც­რი­ან და მათ „სმს“ შე­ტყო­ბი­ნე­ბა ბო­დი­შის სა­ხით უკვე მი­ი­ღეს. ამას­თან, მო­მა­ვა­ლი 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­დღაც 1800-მდე ადა­მი­ა­ნი „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ მე­ო­რე დო­ზას მი­ი­ღებს.

„სამ­წუ­ხა­როდ, „ას­ტრა­ზე­ნე­კა­ზე“ პირ­ვე­ლი დო­ზით მო­ქა­ლა­ქე­ებს ვერ ვცრით. ყვე­ლა ადა­მი­ანს ვი­საც პირ­ვე­ლი აც­რი­დან უს­რულ­დე­ბა 10-დან 12 კვი­რა, სა­ნამ შე­მო­ვა კი­დევ მე­სა­მე პარ­ტია ავცრით. ამის შე­სა­ხებ გუ­შინ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვინც ვერ აიც­რე­ბი­ან, მი­ი­ღეს ჩვენ­გან „სმს“ შე­ტყო­ბი­ნე­ბა, ბო­დი­შის სა­ხით. ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნებ­მა, ვი­საც ვცრით, ასე­ვე მი­ი­ღეს „სმს“ შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ მათი აცრა ძა­ლა­შია.

ასე­ვე დღეს გა­იხ­სნა ჯავ­შნის ფან­ჯა­რა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი ვინც არი­ან და არ იყ­ვნენ და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი „ას­ტრა­ზე­ნე­კას“ მე­ო­რე აც­რა­ზე და დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით აქვთ 10-12 კვი­რა პირ­ვე­ლი აც­რი­დან გა­სუ­ლი, შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­ან­თი აც­რე­ბი და­ჯავ­შნონ​.

რე­გის­ტრა­ცია „ას­ტრა­ზე­ნე­კა­ზე" თბი­ლის­ში 30 რი­ცხვი­დან 3 შერ­ჩე­ულ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა: ცენ­ტრა­ლუ­რი ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო, ცენ­ტრა­ლუ­რი რეს­პუბ­ლი­კუ­რი სა­ა­ვად­მყო­ფო და იაშ­ვი­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო. მო­მა­ვა­ლი 2 კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, სა­დღაც 1800-მდე ადა­მი­ა­ნი მი­ი­ღებს მე­ო­რე დო­ზას “, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
აცრა
5

ავიცრებით მეგობრებო თუ არა, იბადება კითხვა.

გელა
1

ესე იგი აღიარებთ რომ სამსახურეობრივი ხალვათობა ანუ უპასუხისმგებლობა დაუშვით,რის გამოც ხალხი დაზარალდება რადგან დაჯავშნილ ვაქცინას ვერ მიიღებს პირველი დოზისას.ესე იგი უვაქცინობის გამო მაღალი რისკის ქვეყანაში გადარჩენის იმედს ართმევთ.ნამდვილად პასუხისგებაში ხართ მისაცემი ხალხის მოტყუებისთვის და გადაგდებისთვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის!" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე "ასტრაზენეკას" დოზების დაკარგვის შესახებ ინფორმაციაზე

"არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის!" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე "ასტრაზენეკას" დოზების დაკარგვის შესახებ ინფორმაციაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქვეყანაში "ასტრაზენეკას" გარკვეული დოზები დაიკარგა.

ამირან გამყრელიძემ გავრცელებულ ინფორმაციაზე ისაუბრა, რომლის თანახმადაც, ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გარკვეული დოზები დაიკარგა და აღნიშნა, რომ "არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის".

მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტრომ „ასტრაზენეკას“ განაწილებასთან დაკავშირებით შექმნილი პრობლემების შესწავლა დაიწყო.

"არაფერი არ გამქრალა და არ აღმოჩენილა. მხოლოდ იმას გიდასტურებთ, რომ სამინისტრო ამ შემთხვევებს სწავლობს, რაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდა და ზოგადად იმ ფაქტს, რომ დეფიციტია. სამინისტროს შიდა აუდიტი სწავლობს ამას, დღესაც გახლდნენ ჩვენთან. თვითონ აუდიტის სამსახური, რამდენიმე თვეა, რაც ჩვენთან სხვადასხვა პროგრამას სწავლობს.

ამ ფაქტზე, შიდა აუდიტი დღეს, პირველად დილით 10:00 საათზე იყო ჩვენთან, მათ მოითხოვეს დოკუმენტაცია, თუ ნახეს დანაკლისი მერე ვისაუბროთ. არავითარი დანაკლისი და გამქრალი ვაქცინები არ არის", - აღნიშნავს გამყრელიძე.

მისივე თქმით, „ასტრაზენეკაზე“ პირველი დოზით მოქალაქეებს ვერ აცრიან და მათ „სმს“ შეტყობინება ბოდიშის სახით უკვე მიიღეს. ამასთან, მომავალი 2 კვირის განმავლობაში, სადღაც 1800-მდე ადამიანი „ასტრაზენეკას“ მეორე დოზას მიიღებს.

„სამწუხაროდ, „ასტრაზენეკაზე“ პირველი დოზით მოქალაქეებს ვერ ვცრით. ყველა ადამიანს ვისაც პირველი აცრიდან უსრულდება 10-დან 12 კვირა, სანამ შემოვა კიდევ მესამე პარტია ავცრით. ამის შესახებ გუშინ ადამიანებმა, ვინც ვერ აიცრებიან, მიიღეს ჩვენგან „სმს“ შეტყობინება, ბოდიშის სახით. ასევე იმ ადამიანებმა, ვისაც ვცრით, ასევე მიიღეს „სმს“ შეტყობინება, რომ მათი აცრა ძალაშია.

ასევე დღეს გაიხსნა ჯავშნის ფანჯარა, რომ ადამიანები ვინც არიან და არ იყვნენ დარეგისტრირებული „ასტრაზენეკას“ მეორე აცრაზე და დღეის მდგომარეობით აქვთ 10-12 კვირა პირველი აცრიდან გასული, შეუძლიათ თავიანთი აცრები დაჯავშნონ​.

რეგისტრაცია „ასტრაზენეკაზე" თბილისში 30 რიცხვიდან 3 შერჩეულ დაწესებულებაში განხორციელდება: ცენტრალური ინფექციური საავადმყოფო, ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფო და იაშვილის საავადმყოფო. მომავალი 2 კვირის განმავლობაში, სადღაც 1800-მდე ადამიანი მიიღებს მეორე დოზას “, - განაცხადა გამყრელიძემ.

"სინოფარმზე" რეგისტრაცია დღეს იწყება

"არ ვაპირებ ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატი ვიყო, ძალიან მნიშვნელოვან პოზიციაზე ვარ" - ნინო ლომჯარია

"ნაძვნარი, გადაკიდებული აივნები არაგვზე, ულამაზესი ხედები..." - როგორ გამოიყურება სახლი წიწამურში, რომელიც 6 მლნ ლარზე მეტი ღირს