მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა არ უნდა გამოგვრჩეს თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე − წაიკითხეთ ქართველი მწერლების რჩევები, სანამ ფესტივალს ეწვევით
რა არ უნდა გამოგვრჩეს თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე − წაიკითხეთ ქართველი მწერლების რჩევები, სანამ ფესტივალს ეწვევით

24-27 ივ­ნისს „ექ­სპო ჯორ­ჯია“ ქვეყ­ნის ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან კულ­ტუ­რულ მოვ­ლე­ნას − თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალს − უმას­პინ­ძლებს. ფეს­ტი­ვა­ლი არის უდი­დე­სი დღე­სას­წა­უ­ლი რო­გორც წიგ­ნის გა­მომ­ცემ­ლე­ბის­თვის, მწერ­ლე­ბი­სა და მთარ­გმნე­ლე­ბის­თვის, ასე­ვე ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის­თვის, ვი­საც კი­თხვა უყ­ვარს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გა­სუ­ლი წლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, წელს თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი ჰიბ­რი­დუ­ლი მე­თო­დით ჩა­ტარ­დე­ბა და წიგ­ნის მოყ­ვა­რუ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბის სტენ­დე­ბი თა­მა­მად და­ათ­ვა­ლი­ე­რონ. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ პა­ვი­ლი­ონ­ში შე­სას­ვლე­ლად უნდა გა­ი­ა­როთ წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცია თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი დღი­სა და სა­ა­თის და­სა­ჯავ­შნად სა­იტ­ზე: www.tbilisibookfestival.ge, დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი წელს უკვე 23-ედ ტარ­დე­ბა და მი­სულ სტუმ­რებს ბევ­რი სი­ახ­ლე ელო­დე­ბათ. იმი­სათ­ვის, რომ ახალ­გა­მო­ცე­მულ და ფას­დაკ­ლე­ბულ წიგ­ნებს გა­ეც­ნოთ, აუ­ცი­ლებ­ლად და­ათ­ვა­ლი­ე­რეთ კა­ტა­ლო­გი, ხოლო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე­ე­ბი რომ არ გა­მოგრჩეთ, ცნო­ბილ ქარ­თველ მწერ­ლებ­სა და გა­მო­ცე­მის სფე­რო­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნებს ვთხო­ვეთ გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნათ რჩე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც ფეს­ტი­ვალ­ზე წას­ვლის წინ ძა­ლი­ან გა­მოგ­ვად­გე­ბა.

მწე­რა­ლი ტო­რე­სა მოსი ჩვენ­თან სა­უბ­რი­სას ხაზს უს­ვამს იმას, თუ რამ­დე­ნად დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბის მოვ­ლე­ნაა წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი: „მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქის წიგ­ნის ფეს­ტი­ვალ­მა გა­სუ­ლი წლის მსგავ­სად ვერც წელს ვერ შეძ­ლო ფეს­ტი­ვა­ლის ჩა­ტა­რე­ბა. ამის ფონ­ზე ორ­მა­გად სა­სი­ა­მოვ­ნოა, რომ ჩვენ ეს შევ­ძე­ლით და 24-27 ივ­ნისს თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი არა­დის­ტან­ცი­ურ რე­ჟიმ­შიც ჩა­ტარ­დე­ბა. ასე­ვე სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ წიგ­ნის სექ­ტორ­მა სე­რი­ო­ზუ­ლი კრი­ზი­სის მი­უ­ხე­და­ვად ამ­დე­ნი ახა­ლი წიგ­ნი შე­მოგ­ვთა­ვა­ზა. ერთ-ერთს და­გი­სა­ხე­ლებთ, რო­მე­ლიც ახლა მა­გი­და­ზე მი­დევს და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით წა­ვი­კი­თხავ: ბერ­ნარ­დინ ევა­რის­ტოს „გო­გო­ნა, ქალი და სხვა და­ნარ­ჩე­ნი“.

სხვა­თა შო­რის, ბერ­დარ­დინ ევა­რის­ტოს ამ რო­მა­ნის წარ­დგე­ნა 24 ივ­ნისს 15:30 სა­ათ­ზე მე-11 პა­ვი­ლი­ო­ნის გვერ­დით, ღია სივ­რცე­ში გა­ი­მარ­თე­ბა. პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე მი­სულ სტუმ­რებს კი ბევ­რი სი­ურპრი­ზი ელო­დე­ბათ.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, პო­ე­ტი და პრო­ზა­ი­კო­სი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ პან­დე­მი­ამ ვერ გა­ა­ნე­ლა წიგ­ნე­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი და ბევ­რი მკი­თხვე­ლი დიდი მო­ლო­დი­ნით ელის წიგ­ნის ფეს­ტი­ვალს: „მი­ხა­რია, რომ წელს ონ­ლა­ინ­შეხ­ვედ­რე­ბის გარ­და იქ­ნე­ბა ტი­პუ­რი სა­ფეს­ტი­ვა­ლო ცხოვ­რე­ბაც: ღია სივ­რცე­ში წიგ­ნე­ბის წარ­დგე­ბა, პა­ვი­ლი­ო­ნებ­ში წიგ­ნე­ბის გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა და სხვ. ვფიქ­რობ, ახლა აუ­ცი­ლებ­ლად მხა­რი უნდა და­ვუ­ჭი­როთ ქარ­თველ ავ­ტო­რებს, რად­გან გა­მომ­ცემ­ლებ­თან ერ­თად ყვე­ლა­ზე მე­ტად ისი­ნი და­ზა­რალ­დნენ. შე­სა­ბა­მი­სად, მკი­თხველს ვურ­ჩევ­დი, რომ პირ­ველ რიგ­ში მათი წიგ­ნე­ბი გა­მო­არ­ჩი­ოს. ცხა­დია, მთარ­გმნე­ლებ­საც სჭირ­დე­ბათ მხარ­და­ჭე­რა და, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახალ თარ­გმა­ნებს შო­რის ნე­ბის­მი­ე­რი გე­მოვ­ნე­ბის მკი­თხვე­ლი მის­თვის სა­სურ­ველ წიგნს შე­არ­ჩევს.“

მწე­რა­ლი სა­ლო­მე ბე­ნი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ წლე­ვან­დე­ლი ფეს­ტი­ვა­ლი მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია, რად­გან ეს აღარ არის უბ­რა­ლოდ ფეს­ტი­ვა­ლი, არა­მედ ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას­თან დაბ­რუ­ნე­ბის მცდე­ლო­ბაა: „შეგ­ვიძ­ლია წიგ­ნებს ხე­ლით შე­ვე­ხოთ, ღო­ნის­ძი­ე­ბებს და­ვეს­წროთ, ჩვენს საყ­ვა­რელ მწერ­ლებს შევ­ხვდეთ, მო­ნატ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ვნა­ხოთ და ა. შ. ერთ-ერთი წიგ­ნი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან ვე­ლო­დე­ბი, გახ­ლავთ ბუ­კე­რის პრე­მი­ის მფლო­ბე­ლი ბერ­ნარ­დინ ევა­რის­ტოს „გო­გო­ნა, ქალი და სხვა და­ნარ­ჩე­ნი“. გარ­და ში­ნა­არ­სი­სა, ულა­მა­ზე­სი დი­ზა­ი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად მი­იქ­ცევს მკი­თხვე­ლის ყუ­რა­დღე­ბას.“

თბი­ლი­სი - იუ­ნეს­კოს წიგ­ნის მსოფ­ლიო დე­და­ქა­ლა­ქი - დი­რექ­ტორ­მა ნი­ნია მა­ჭა­რაშ­ვილ­მა გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ კა­ტა­ლო­გი­დან უკვე შე­არ­ჩია მის­თვის სა­სურ­ვე­ლი წიგ­ნი: „აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვი­ძენ ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რის, ტო­რე­სა მო­სის წიგნს „სიბ­რძნე სიც­რუ­ი­სა“, რო­მე­ლიც გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-მა ხე­ლახ­ლა გა­მოს­ცა.“

შე­გახ­სე­ნებთ, თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი 24-27 ივ­ნისს „ექ­სპო ჯორ­ჯი­ა­ში“ გა­ი­მარ­თე­ბა. გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ პა­ვი­ლი­ონ­ში შე­სას­ვლე­ლად უნდა გა­ი­ა­როთ წი­ნას­წა­რი რე­გის­ტრა­ცია თქვენ­თვის სა­სურ­ვე­ლი დღი­სა და სა­ა­თის და­სა­ჯავ­შნად სა­იტ­ზე: www.tbilisibookfestival.ge, დას­წრე­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

......
0

მწერალი ტორესა მოსი :)))))))))))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა არ უნდა გამოგვრჩეს თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე − წაიკითხეთ ქართველი მწერლების რჩევები, სანამ ფესტივალს ეწვევით

რა არ უნდა გამოგვრჩეს თბილისის საერთაშორისო წიგნის ფესტივალზე − წაიკითხეთ ქართველი მწერლების რჩევები, სანამ ფესტივალს ეწვევით

24-27 ივნისს „ექსპო ჯორჯია“ ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას − თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალს − უმასპინძლებს. ფესტივალი არის უდიდესი დღესასწაული როგორც წიგნის გამომცემლებისთვის, მწერლებისა და მთარგმნელებისთვის, ასევე ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც კითხვა უყვარს.

აღსანიშნავია, რომ გასული წლისგან განსხვავებით, წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი ჰიბრიდული მეთოდით ჩატარდება და წიგნის მოყვარულებს საშუალება ექნებათ გამომცემლობების სტენდები თამამად დაათვალიერონ. გაითვალისწინეთ, რომ პავილიონში შესასვლელად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია თქვენთვის სასურველი დღისა და საათის დასაჯავშნად საიტზე: www.tbilisibookfestival.ge, დასწრება თავისუფალია.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი წელს უკვე 23-ედ ტარდება და მისულ სტუმრებს ბევრი სიახლე ელოდებათ. იმისათვის, რომ ახალგამოცემულ და ფასდაკლებულ წიგნებს გაეცნოთ, აუცილებლად დაათვალიერეთ კატალოგი, ხოლო მნიშვნელოვანი სიახლეები რომ არ გამოგრჩეთ, ცნობილ ქართველ მწერლებსა და გამოცემის სფეროში მოღვაწე ადამიანებს ვთხოვეთ გაეზიარებინათ რჩევები, რომლებიც ფესტივალზე წასვლის წინ ძალიან გამოგვადგება.

მწერალი ტორესა მოსი ჩვენთან საუბრისას ხაზს უსვამს იმას, თუ რამდენად დიდი მნიშვნელობის მოვლენაა წიგნის ფესტივალი: „მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის წიგნის ფესტივალმა გასული წლის მსგავსად ვერც წელს ვერ შეძლო ფესტივალის ჩატარება. ამის ფონზე ორმაგად სასიამოვნოა, რომ ჩვენ ეს შევძელით და 24-27 ივნისს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი არადისტანციურ რეჟიმშიც ჩატარდება. ასევე სასიხარულოა, რომ წიგნის სექტორმა სერიოზული კრიზისის მიუხედავად ამდენი ახალი წიგნი შემოგვთავაზა. ერთ-ერთს დაგისახელებთ, რომელიც ახლა მაგიდაზე მიდევს და დიდი სიამოვნებით წავიკითხავ: ბერნარდინ ევარისტოს „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“.

სხვათა შორის, ბერდარდინ ევარისტოს ამ რომანის წარდგენა 24 ივნისს 15:30 საათზე მე-11 პავილიონის გვერდით, ღია სივრცეში გაიმართება. პრეზენტაციაზე მისულ სტუმრებს კი ბევრი სიურპრიზი ელოდებათ.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი, პოეტი და პროზაიკოსი გიორგი კეკელიძე აღნიშნავს, რომ პანდემიამ ვერ გაანელა წიგნებისადმი სიყვარული და ბევრი მკითხველი დიდი მოლოდინით ელის წიგნის ფესტივალს: „მიხარია, რომ წელს ონლაინშეხვედრების გარდა იქნება ტიპური საფესტივალო ცხოვრებაც: ღია სივრცეში წიგნების წარდგება, პავილიონებში წიგნების გამოფენა-გაყიდვა და სხვ. ვფიქრობ, ახლა აუცილებლად მხარი უნდა დავუჭიროთ ქართველ ავტორებს, რადგან გამომცემლებთან ერთად ყველაზე მეტად ისინი დაზარალდნენ. შესაბამისად, მკითხველს ვურჩევდი, რომ პირველ რიგში მათი წიგნები გამოარჩიოს. ცხადია, მთარგმნელებსაც სჭირდებათ მხარდაჭერა და, დარწმუნებული ვარ, ახალ თარგმანებს შორის ნებისმიერი გემოვნების მკითხველი მისთვის სასურველ წიგნს შეარჩევს.“

მწერალი სალომე ბენიძე აღნიშნავს, რომ წლევანდელი ფესტივალი მართლაც განსაკუთრებულია, რადგან ეს აღარ არის უბრალოდ ფესტივალი, არამედ ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნების მცდელობაა: „შეგვიძლია წიგნებს ხელით შევეხოთ, ღონისძიებებს დავესწროთ, ჩვენს საყვარელ მწერლებს შევხვდეთ, მონატრებული ადამიანები ვნახოთ და ა. შ. ერთ-ერთი წიგნი, რომელსაც ძალიან ველოდები, გახლავთ ბუკერის პრემიის მფლობელი ბერნარდინ ევარისტოს „გოგონა, ქალი და სხვა დანარჩენი“. გარდა შინაარსისა, ულამაზესი დიზაინი აუცილებლად მიიქცევს მკითხველის ყურადღებას.“

თბილისი - იუნესკოს წიგნის მსოფლიო დედაქალაქი - დირექტორმა ნინია მაჭარაშვილმა გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ კატალოგიდან უკვე შეარჩია მისთვის სასურველი წიგნი: „აუცილებლად შევიძენ ქართველი ავტორის, ტორესა მოსის წიგნს „სიბრძნე სიცრუისა“, რომელიც გამომცემლობა პალიტრა L-მა ხელახლა გამოსცა.“

შეგახსენებთ, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი 24-27 ივნისს „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება. გაითვალისწინეთ, რომ პავილიონში შესასვლელად უნდა გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია თქვენთვის სასურველი დღისა და საათის დასაჯავშნად საიტზე: www.tbilisibookfestival.ge, დასწრება თავისუფალია.

რომელი წიგნების შეძენას შეძლებთ წიგნის ფესტივალზე 50-ლარიანი ბიუჯეტით

კამპანიის - "გადაიხადე რამდენიც გინდა“ გამარჯვებულები პროექტმა "ლურჯმა ოკეანემ“ წიგნებით დააჯილდოვა

წიგნის ფესტივალთან დაკავშირებით "გუდას“ ყველა აუდიოწიგნზე 30%-იანი ფასდაკლება გავრცელდება