სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდიხანია, პანდემიაა
ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდიხანია, პანდემიაა

რა იწ­ვევს წო­ნის მა­ტე­ბას, რა ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი აქვს მას, მე­დი­კო­სე­ბი გან­მარ­ტა­ვენ, რომ მი­ზე­ზი ბევ­რია. მათ შო­რის, საკ­ვე­ბის ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით მი­ღე­ბა, ღა­მით კვე­ბა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბის შემ­ცი­რე­ბა, ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლის ჭარ­ბი მოხ­მა­რე­ბა...

„გარ­და ამი­სა, რიგ შემ­თხვე­ვა­ში, წო­ნის მა­ტე­ბი­სა და კლე­ბის გაძ­ნე­ლე­ბას გარ­კვე­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბიც იწ­ვევს. ჰორ­მო­ნა­ლუ­რი დის­ბა­ლან­სი მნიშ­ვნე­ლო­ვან გავ­ლე­ნას ახ­დენს ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლა­ზე. რო­დე­საც დარ­ღვე­უ­ლია მე­ტა­ბო­ლიზ­მი, შე­სა­ბა­მი­სად აღი­ნიშ­ნე­ბა წო­ნის მა­ტე­ბაც. არის და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რო­მელ­თა დრო­საც ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი სწო­რედ სიმ­სუქ­ნეა. ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის ფუნ­ქცი­ის დაქ­ვე­ი­თე­ბა, ინ­სუ­ლინ­რე­ზის­ტენ­ტო­ბა, პრე­დი­ა­ბე­ტი, დე­კომ­პენ­სი­რე­ბუ­ლი შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი, დის­ლი­პი­დე­მია, მ/ციკ­ლის დარ­ღვე­ვე­ბი არის ყვე­ლა­ზე ხში­რი მი­ზე­ზე­ბი წო­ნის კლე­ბის გაძ­ნე­ლე­ბის,“ - გვე­უბ­ნე­ბა აკად. ვაჟა ივე­რი­ე­ლის სა­ხე­ლო­ბის ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გია, მე­ტა­ბო­ლო­გია, დი­ე­ტო­ლო­გი­ის ცენ­ტრის „ენ­მე­დი­ცი“ ექი­მი-ენ­დოკ­რი­ნო­ლო­გი, ნუტ­რი­ცი­ო­ლო­გი თა­მარ ჩა­დუ­ნე­ლი.

მისი თქმით, სიმ­სუქ­ნე თა­ვის­თა­ვად და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში კი­დევ მთელ რიგ და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს. აუ­ა­რე­სებს გულ-სის­ხლძარ­ღვთა, სა­სუნ­თქი სის­ტე­მის, ძვალ-სახ­სრო­ვა­ნი სის­ტე­მის და სხვა ორ­გა­ნო­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. სიმ­სუქ­ნის ფონ­ზე იზ­რდე­ბა რის­კი შაქ­რი­ა­ნი დი­ა­ბე­ტი ტიპი 2-ის გა­მოვ­ლე­ნის. ასე­ვე იმა­ტებს არ­ტე­რი­უ­ლი წნე­ვა, ირ­ღვე­ვა ლი­პი­დუ­რი ცვლა (იმა­ტებს ე.წ „ცუდი“ ქო­ლეს­ტე­რი­ნი სის­ხლში), იზ­რდე­ბა რის­კი ინ­ფარ­ქტი­სა და ინ­სულ­ტის. სიმ­სუქ­ნე საკ­მა­ოდ აუ­ა­რე­სებს ცხოვ­რე­ბის ხა­რიხს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჭარ­ბი წო­ნის დრო­უ­ლი დაკ­ლე­ბა, რათა თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა პრობ­ლე­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნა.

_ კი, მაგ­რამ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნე­ბის კა­ტე­გო­რია, რომ­ლე­ბიც არც ისე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით საკ­ვებს იღე­ბენ, მაგ­რამ ჭარბ წო­ნას მა­ინც საკ­მა­რი­სად აგ­რო­ვე­ბენ. არის პი­რუ­კუ ფაქ­ტე­ბიც - ბევ­რს ჭა­მენ, მაგ­რამ ეს მათ წო­ნას არ მა­ტებს. რას­თან გვაქვს საქ­მე?

_ საკ­მა­ოდ ხში­რად უჩი­ვი­ან სხვა­დას­ხვა დი­ე­ტე­ბის ფონ­ზე წო­ნის კლე­ბის გაძ­ნე­ლე­ბას. წო­ნის მა­ტე­ბას შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ტის მი­ღე­ბა იწ­ვევ­დეს. მა­გა­ლი­თად, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი ვერ იღებს რძის პრო­დუქტს, მა­შინ როცა იგი­ვე პრო­დუქ­ტი სხვის­თვის ყოვ­ლად უსაფრ­თხოა, რად­გან ყო­ველ ადა­მი­ანს კონ­კრე­ტულ საკ­ვებ პრო­დუქტზე აქვს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მგრძნო­ბე­ლო­ბა.

უნი­ვერ­სა­ლუ­რი დი­ე­ტა არ არ­სე­ბობს. იმი­სათ­ვის, რომ რა­ცი­ო­ნი სწო­რად შე­ვად­გი­ნოთ, კლი­ნი­კა „ენ­მე­დიც­ში“ ვა­ტა­რებთ ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბის ტესტს, რი­თიც ვიკ­ვლევთ კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის მგრძნო­ბე­ლო­ბას თი­თო­ე­უ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის მი­მართ. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც გარ­კვე­უ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის მი­მართ აუ­ტან­ლო­ბა აქვთ, რა­საც საკ­ვე­ბი­სად­მი ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბა ანუ საკ­ვე­ბი­სად­მი აუ­ტან­ლო­ბა ეწო­დე­ბა. სწო­რედ ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი რა­ცი­ო­ნის სწო­რად შერ­ჩე­ვას სა­ჭი­რო­ებს და ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბის გა­მომ­წვე­ვი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან ამო­ღე­ბას, რის შე­დე­გა­დაც პა­ცი­ენ­ტი წო­ნა­ში იკ­ლებს და სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი მი­იღ­წე­ვა.

_ ყვე­ლა­ნა­ირ საკ­ვებს შე­უძ­ლია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში ჭარ­ბი წო­ნის დაგ­რო­ვე­ბა?

_ წო­ნის მა­ტე­ბას იწ­ვევს მხო­ლოდ ის საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­თა მი­მარ­თაც ადა­მი­ანს ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბა ანუ აუ­ტან­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბა. ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლი იყოს ნე­ბის­მი­ე­რი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის მი­მართ. ყვე­ლა­ზე ხში­რია ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბა რძის მი­მართ. საკ­ვე­ბი­სად­მი ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბის დროს ერთ-ერთი ჩი­ვი­ლი წო­ნის მა­ტე­ბა და წო­ნის კლე­ბის გაძ­ნე­ლე­ბაა.

_ და სწო­რედ თქვენს კლი­ნი­კა­ში ტარ­დე­ბა ანა­ლი­ზი, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბა გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. მოგ­ვი­ყე­ვით ამა­ზე, ანუ რას ნიშ­ნავს და რას ად­გენს ეს კვლე­ვა?

_ დიახ, არის სპე­ცი­ა­ლუ­რი ანა­ლი­ზი ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბის ტეს­ტი. რი­თიც ვად­გენთ 221 საკ­ვებ პრო­დუქტზე პა­ცი­ენ­ტის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მგრძნო­ბე­ლო­ბას. კვლე­ვის შე­დე­გად ვი­ღებთ პრო­დუქ­ტე­ბის სამ ჯგუფს. მწვა­ნე ზო­ნა­ში არის უსაფრ­თხო პრო­დუქ­ტე­ბი, რო­მელ­თა მირ­თმე­ვა არ იწ­ვევს ჩი­ვი­ლებს და არა­ნა­ირ შე­ზღუდ­ვას არ სა­ჭი­რო­ებს. ყვი­თელ ზო­ნა­ში მოხ­ვედ­რი­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მი­ღე­ბა სა­ჭი­რო­ებს შემ­ცი­რე­ბას. და­საშ­ვე­ბია მათი მხო­ლოდ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით მირ­თე­ვა. ხოლო წი­თელ ზო­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბი სა­ჭი­რო­ებს სრულ შე­ზღუდ­ვას, რა­ცი­ო­ნი­დან სრუ­ლად ამო­ღე­ბას და­ახ­ლო­ე­ბით 3-6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. წი­თელ ზო­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან ამო­ღე­ბა ამ­ცი­რებს მათ მი­მართ ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბას. 3-6 თვის შემ­დეგ ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბის შემ­ცი­რე­ბის შე­დე­გად კვლავ შე­საძ­ლე­ბე­ლია აკ­რძა­ლუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის ყო­ველ­დღი­ურ რა­ცი­ონ­ში ჩარ­თვა. შე­ზღუ­დუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის რა­ცი­ონ­ში დაბ­რუ­ნე­ბა ხდე­ბა ეტა­პობ­რი­ვად, მცი­რე ულუ­ფე­ბით და დო­ზი­რე­ბუ­ლად. ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბის ტეს­ტი 221 საკ­ვებ პრო­დუქტზე ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად კეთ­დე­ბა. ეს გახ­ლავთ სის­ხლის ანა­ლი­ზი, რაც პა­ცი­ენ­ტის­თვის მარ­ტი­ვი და მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლია.

_ ე.ი. ჩვენს ორ­გა­ნიზმს არ შე­უძ­ლია ყვე­ლა­ნა­ი­რი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა?

_ დიახ, არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა საკ­ვე­ბი­სად­მი ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბა გა­მო­ხა­ტუ­ლია რამ­დე­ნი­მე პრო­დუქ­ტის მი­მართ. რაც ნიშ­ნავს, რომ ამ პრო­დუქ­ტე­ბის მი­მართ ორ­გა­ნიზმს აქვს აუ­ტან­ლო­ბა და მათი მი­ღე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი პა­ცი­ენ­ტის­თვის არ არის რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი.

_ უმე­ტე­სად რა სიმპტო­მე­ბით და ჩი­ვი­ლე­ბით გა­კი­თხა­ვენ პა­ცი­ენ­ტე­ბი?

_ ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბას ახა­სი­ა­თებს შემ­დე­გი სიმპტო­მე­ბი: ქრო­ნი­კუ­ლი დაღ­ლი­ლო­ბა, სიმ­სუქ­ნე, შე­შუ­პე­ბა, ოფ­ლი­ა­ნო­ბა, შე­ბე­რი­ლო­ბა საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ფა­ღა­რა­თი, შეკ­რუ­ლო­ბა, გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნაწ­ლა­ვის სინ­დრო­მი, გა­მო­ნა­ყა­რი კან­ზე, თა­ვის ტკი­ვი­ლი, ძი­ლის რე­ჟი­მის დარ­ღვე­ვა, დეპ­რე­სია, სახ­სრე­ბის ტკი­ვი­ლი, ართრი­ტი, კუნ­თე­ბის ტკი­ვი­ლი, ცე­ლი­ა­კია, გას­ტრი­ტი და სხვა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სიმპტო­მე­ბი ხში­რად წლო­ბით გრძელ­დე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა არ იძ­ლე­ვა ეფექ­ტურ შე­დეგს. ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი ჩი­ვი­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის დრო­საც აღი­ნიშ­ნე­ბო­დეს, რაც არ­თუ­ლებს ამ პრობ­ლე­მის დრო­ულ დი­აგ­ნოს­ტი­კას.

_ რა სხვა­ო­ბაა, მა­გა­ლი­თად, ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბის გა­მომ­წვე­ვი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის შემ­დგომ წარ­მოქ­მნილ გარ­თუ­ლე­ბა­სა და ალერ­გი­ულ რე­აქ­ცი­ას შო­რის?

_ პრო­დუქ­ტე­ბის აუ­ტან­ლო­ბა პირ­და­პირპრო­პორ­ცი­უ­ლად აი­სა­ხე­ბა ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა ადა­მი­ანს აქვს ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბა, ანუ აუ­ტან­ლო­ბა კონ­კრე­ტუ­ლი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტის მი­მართ, თუმ­ცა ჩი­ვი­ლე­ბი შე­იძ­ლე­ბა, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის ან დღის შემ­დეგ გა­მოვ­ლინ­დეს. ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის დროს კი ჩი­ვი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში ვლინ­დე­ბა და მკურ­ნა­ლო­ბას და­უ­ყოვ­ნებ­ლივ სა­ჭი­რო­ებს. საკ­ვე­ბი­სად­მი ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი ძი­რი­თა­დად წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იწ­ვევს ჩი­ვი­ლებს და ალერ­გი­ი­სა­გან გან­სხვა­ვე­ბით, სი­ცო­ცხლი­სათ­ვის სა­ში­ში გარ­თუ­ლე­ბით არ ხა­სი­ათ­დე­ბა.

_ ამ პრობ­ლე­მე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, საპ­რე­ვენ­ციო და სარ­ე­კო­მენ­და­ციო რჩე­ვე­ბი რა იქ­ნე­ბა?

_ საკ­ვე­ბი­სად­მი ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბის პრე­ვენ­ცია სამ­წუ­ხა­როდ, შე­საძ­ლე­ბე­ლი არ არის, თუმ­ცა თუ ადა­მი­ა­ნი უჩი­ვის ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ჩი­ვი­ლებს, რა თქმა უნდა, ვურ­ჩევ­დი, ჩა­ი­ტა­როს საკ­ვე­ბი­სად­მი ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბის ტეს­ტი და სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი რა­ცი­ო­ნით დრო­უ­ლად მო­აგ­ვა­როს პრობ­ლე­მა. საკ­ვე­ბი­სად­მი ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ჩი­ვი­ლე­ბი თა­ვი­სით არ გა­ივ­ლის. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, პირ­ველ რიგ­ში, გა­მოვ­ლინ­დეს ინ­ტო­ლე­რან­ტო­ბის გა­მომ­წვე­ვი პრო­დუქ­ტე­ბი და შემ­დგომ და­ი­ნიშ­ნოს შე­სა­ბა­მი­სი რა­ცი­ო­ნი.

ჭარ­ბი წო­ნის შემ­თხვე­ვა­ში, პირ­ველ რიგ­ში, ვურ­ჩევ­დი, მო­ა­წეს­რი­გონ კვე­ბის და ძი­ლის რე­ჟი­მი, გა­ზარ­დონ ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა და ხელი შე­უ­წყონ წო­ნის კლე­ბას.

სიმ­სუქ­ნის დროს კი სა­ჭი­როა, ჩა­ტარ­დეს შე­სა­ბა­მი­სი კლი­ნი­კურ-ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი კვლე­ვე­ბი და დი­ე­ტას­თან ერ­თად, ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, და­ი­ნიშ­ნოს მე­დი­კა­მენ­ტუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა.

სიმ­სუქ­ნე ჭარ­ბი რა­ო­დე­ნო­ბით საკ­ვე­ბის მი­ღე­ბით იქ­ნე­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლი თუ რა­ი­მე და­ა­ვა­დე­ბით, ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ჭი­რო­ებს მკურ­ნა­ლო­ბას.

R

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კლინიკა არ შველის საქმეს
0

 ადამიანმა უნდა შეჭამოს იმდენი, რომ თითო მიღებაზე ხელის მუჭში რაც ჩაეტევა, ის ოდენობა. და დღეში ხუთ-ექვსჯერ! საკვების 60 პროცენტი ხილ-ბოსტნეული უნდა იყოს,25 პროცენტი ცილა, დანარჩენი ნახშირწყლები. დღეში ერთი საათი ვარჯიში. ასე თუ მოიქცევით და ნელა შეჭამთ,გარანტირებულად დაიკლებთ.კლინიკა არ შველის არაფერს, ისევ იმატებ!

ზურაბ
23

ჩვენთან ძალიან წარმატებით ებრძვიან ჭარბ წონას,მაგალითისათვის გამომძიებელ,ჟურნალისტი ელისო კილაძე მოგვყავს ქართველებს. სტატისტიკას გუბაზ სანიკიძე გვიფუჭებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდიხანია, პანდემიაა

ჭარბი წონა მსოფლიოში არა მხოლოდ პრობლემა,  დიდიხანია, პანდემიაა

რა იწვევს წონის მატებას, რა ძირითადი მიზეზი აქვს მას, მედიკოსები განმარტავენ, რომ მიზეზი ბევრია. მათ შორის, საკვების ჭარბი რაოდენობით მიღება, ღამით კვება, ფიზიკური აქტივობის შემცირება, ალკოჰოლური სასმელის ჭარბი მოხმარება...

„გარდა ამისა, რიგ შემთხვევაში, წონის მატებისა და კლების გაძნელებას გარკვეული დაავადებებიც იწვევს. ჰორმონალური დისბალანსი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ნივთიერებათა ცვლაზე. როდესაც დარღვეულია მეტაბოლიზმი, შესაბამისად აღინიშნება წონის მატებაც. არის დაავადებები, რომელთა დროსაც ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი სწორედ სიმსუქნეა. ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, ინსულინრეზისტენტობა, პრედიაბეტი, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, დისლიპიდემია, მ/ციკლის დარღვევები არის ყველაზე ხშირი მიზეზები წონის კლების გაძნელების,“ - გვეუბნება აკად. ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგია, მეტაბოლოგია, დიეტოლოგიის ცენტრის „ენმედიცი“ ექიმი-ენდოკრინოლოგი, ნუტრიციოლოგი თამარ ჩადუნელი.

მისი თქმით, სიმსუქნე თავისთავად დაავადებაა, რომელიც ადამიანის ორგანიზმში კიდევ მთელ რიგ დაავადებებს იწვევს. აუარესებს გულ-სისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის, ძვალ-სახსროვანი სისტემის და სხვა ორგანოების ფუნქციონირებას. სიმსუქნის ფონზე იზრდება რისკი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის გამოვლენის. ასევე იმატებს არტერიული წნევა, ირღვევა ლიპიდური ცვლა (იმატებს ე.წ „ცუდი“ ქოლესტერინი სისხლში), იზრდება რისკი ინფარქტისა და ინსულტის. სიმსუქნე საკმაოდ აუარესებს ცხოვრების ხარიხს. მნიშვნელოვანია ჭარბი წონის დროული დაკლება, რათა თავიდან ავიცილოთ ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გამოვლენა.

_ კი, მაგრამ არსებობს ადამიანების კატეგორია, რომლებიც არც ისე დიდი რაოდენობით საკვებს იღებენ, მაგრამ ჭარბ წონას მაინც საკმარისად აგროვებენ. არის პირუკუ ფაქტებიც - ბევრს ჭამენ, მაგრამ ეს მათ წონას არ მატებს. რასთან გვაქვს საქმე?

_ საკმაოდ ხშირად უჩივიან სხვადასხვა დიეტების ფონზე წონის კლების გაძნელებას. წონის მატებას შეიძლება გარკვეული პროდუქტის მიღება იწვევდეს. მაგალითად, არის შემთხვევები, როცა ადამიანის ორგანიზმი ვერ იღებს რძის პროდუქტს, მაშინ როცა იგივე პროდუქტი სხვისთვის ყოვლად უსაფრთხოა, რადგან ყოველ ადამიანს კონკრეტულ საკვებ პროდუქტზე აქვს ინდივიდუალური მგრძნობელობა.

უნივერსალური დიეტა არ არსებობს. იმისათვის, რომ რაციონი სწორად შევადგინოთ, კლინიკა „ენმედიცში“ ვატარებთ ინტოლერანტობის ტესტს, რითიც ვიკვლევთ კონკრეტული პაციენტის მგრძნობელობას თითოეული საკვები პროდუქტის მიმართ. არიან ადამიანები, რომელთაც გარკვეული საკვები პროდუქტების მიმართ აუტანლობა აქვთ, რასაც საკვებისადმი ინტოლერანტობა ანუ საკვებისადმი აუტანლობა ეწოდება. სწორედ ასეთი შემთხვევები რაციონის სწორად შერჩევას საჭიროებს და ინტოლერანტობის გამომწვევი საკვები პროდუქტების რაციონიდან ამოღებას, რის შედეგადაც პაციენტი წონაში იკლებს და სასურველი შედეგი მიიღწევა.

_ ყველანაირ საკვებს შეუძლია ადამიანის ორგანიზმში ჭარბი წონის დაგროვება?

_ წონის მატებას იწვევს მხოლოდ ის საკვები პროდუქტები, რომელთა მიმართაც ადამიანს ინტოლერანტობა ანუ აუტანლობა აღენიშნება. ინტოლერანტობა შეიძლება გამოხატული იყოს ნებისმიერი საკვები პროდუქტის მიმართ. ყველაზე ხშირია ინტოლერანტობა რძის მიმართ. საკვებისადმი ინტოლერანტობის დროს ერთ-ერთი ჩივილი წონის მატება და წონის კლების გაძნელებაა.

_ და სწორედ თქვენს კლინიკაში ტარდება ანალიზი, რომლის საშუალებითაც ინტოლერანტობა განისაზღვრება. მოგვიყევით ამაზე, ანუ რას ნიშნავს და რას ადგენს ეს კვლევა?

_ დიახ, არის სპეციალური ანალიზი ინტოლერანტობის ტესტი. რითიც ვადგენთ 221 საკვებ პროდუქტზე პაციენტის ინდივიდუალურ მგრძნობელობას. კვლევის შედეგად ვიღებთ პროდუქტების სამ ჯგუფს. მწვანე ზონაში არის უსაფრთხო პროდუქტები, რომელთა მირთმევა არ იწვევს ჩივილებს და არანაირ შეზღუდვას არ საჭიროებს. ყვითელ ზონაში მოხვედრილი პროდუქტების მიღება საჭიროებს შემცირებას. დასაშვებია მათი მხოლოდ მცირე რაოდენობით მირთევა. ხოლო წითელ ზონაში არსებული პროდუქტები საჭიროებს სრულ შეზღუდვას, რაციონიდან სრულად ამოღებას დაახლოებით 3-6 თვის განმავლობაში. წითელ ზონაში არსებული პროდუქტების რაციონიდან ამოღება ამცირებს მათ მიმართ ინტოლერანტობას. 3-6 თვის შემდეგ ინტოლერანტობის შემცირების შედეგად კვლავ შესაძლებელია აკრძალული პროდუქტების ყოველდღიურ რაციონში ჩართვა. შეზღუდული პროდუქტების რაციონში დაბრუნება ხდება ეტაპობრივად, მცირე ულუფებით და დოზირებულად. ინტოლერანტობის ტესტი 221 საკვებ პროდუქტზე ძალიან მარტივად კეთდება. ეს გახლავთ სისხლის ანალიზი, რაც პაციენტისთვის მარტივი და მოსახერხებელია.

_ ე.ი. ჩვენს ორგანიზმს არ შეუძლია ყველანაირი საკვების მიღება?

_ დიახ, არის შემთხვევები, როცა საკვებისადმი ინტოლერანტობა გამოხატულია რამდენიმე პროდუქტის მიმართ. რაც ნიშნავს, რომ ამ პროდუქტების მიმართ ორგანიზმს აქვს აუტანლობა და მათი მიღება კონკრეტული პაციენტისთვის არ არის რეკომენდირებული.

_ უმეტესად რა სიმპტომებით და ჩივილებით გაკითხავენ პაციენტები?

_ ინტოლერანტობას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები: ქრონიკული დაღლილობა, სიმსუქნე, შეშუპება, ოფლიანობა, შებერილობა საკვების მიღების შემდეგ, ფაღარათი, შეკრულობა, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, გამონაყარი კანზე, თავის ტკივილი, ძილის რეჟიმის დარღვევა, დეპრესია, სახსრების ტკივილი, ართრიტი, კუნთების ტკივილი, ცელიაკია, გასტრიტი და სხვა. აღნიშნული სიმპტომები ხშირად წლობით გრძელდება და კონკრეტული დაავადების მკურნალობა არ იძლევა ეფექტურ შედეგს. ინტოლერანტობისთვის დამახასიათებელი ჩივილები შეიძლება სხვა დაავადებების დროსაც აღინიშნებოდეს, რაც ართულებს ამ პრობლემის დროულ დიაგნოსტიკას.

_ რა სხვაობაა, მაგალითად, ინტოლერანტობის გამომწვევი საკვების მიღების შემდგომ წარმოქმნილ გართულებასა და ალერგიულ რეაქციას შორის?

_ პროდუქტების აუტანლობა პირდაპირპროპორციულად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე. არის შემთხვევები, როცა ადამიანს აქვს ინტოლერანტობა, ანუ აუტანლობა კონკრეტული საკვები პროდუქტის მიმართ, თუმცა ჩივილები შეიძლება, რამდენიმე საათის ან დღის შემდეგ გამოვლინდეს. ალერგიული რეაქციის დროს კი ჩივილები ძირითადად უახლოეს პერიოდში ვლინდება და მკურნალობას დაუყოვნებლივ საჭიროებს. საკვებისადმი ინტოლერანტობით გამოწვეული ჩივილები ძირითადად წლების განმავლობაში იწვევს ჩივილებს და ალერგიისაგან განსხვავებით, სიცოცხლისათვის საშიში გართულებით არ ხასიათდება.

_ ამ პრობლემების თავიდან ასაცილებლად, საპრევენციო და სარეკომენდაციო რჩევები რა იქნება?

_ საკვებისადმი ინტოლერანტობის პრევენცია სამწუხაროდ, შესაძლებელი არ არის, თუმცა თუ ადამიანი უჩივის ინტოლერანტობისთვის დამახასიათებელ ჩივილებს, რა თქმა უნდა, ვურჩევდი, ჩაიტაროს საკვებისადმი ინტოლერანტობის ტესტი და სწორად შერჩეული რაციონით დროულად მოაგვაროს პრობლემა. საკვებისადმი ინტოლერანტობით გამოწვეული ჩივილები თავისით არ გაივლის. მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, გამოვლინდეს ინტოლერანტობის გამომწვევი პროდუქტები და შემდგომ დაინიშნოს შესაბამისი რაციონი.

ჭარბი წონის შემთხვევაში, პირველ რიგში, ვურჩევდი, მოაწესრიგონ კვების და ძილის რეჟიმი, გაზარდონ ფიზიკური აქტივობა და ხელი შეუწყონ წონის კლებას.

სიმსუქნის დროს კი საჭიროა, ჩატარდეს შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და დიეტასთან ერთად, ჩატარებული კვლევების საფუძველზე, დაინიშნოს მედიკამენტური მკურნალობა.

სიმსუქნე ჭარბი რაოდენობით საკვების მიღებით იქნება გამოწვეული თუ რაიმე დაავადებით, ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროებს მკურნალობას.

R