სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გიორგი გახარია იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში - მისი პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო" - გია ვოლსკი
"გიორგი გახარია იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში - მისი პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო" - გია ვოლსკი

გა­ხა­რი­ას საქ­ცი­ელს, რო­მე­ლიც გა­და­წყვი­ტა, ნა­ბი­ჯი გა­დად­გა, რომ შერ­ჩე­ნო­და, შე­იძ­ლე­ბა მოჰ­ყო­ლო­და ძა­ლი­ან ცუდი პრო­ცე­სე­ბი, - ამის შე­სა­ხებ „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „პო­ლიტ - ქა­ლა­ქი“ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა გია ვოლ­სკიმ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ყო­ფი­ლი თა­ნა­გუნ­დე­ლის, პო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბა „სა­ქარ­თვე­ლოს­თვის“ თავ­მჯდო­მა­რე, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვას უპა­სუ­ხა.

გია ვოლ­სკის თქმით, გა­ხა­რია გა­ნუდ­გა საქ­მეს, რა­საც ერ­თად ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ.

„გა­ხა­რი­ამ უღა­ლა­ტა იმ საქ­მეს, რა­საც ერ­თად ვემ­სა­ხუ­რე­ბო­დით. ფაქ­ტია, რომ გა­ნუდ­გა იმ საქ­მეს, გად­გა გვერ­დზე. მე მა­ინც მგო­ნია, რომ თვი­თო­ნაც რა­ღაც აინ­ტე­რე­სებს და ერთხელ იქ­ნე­ბა ამო­ი­ღებს ხმას, რა­მეს იტყვის. სი­ტყვა უღა­ლა­ტა მკვა­ხეა, ხის­ტია, მე არ მიყ­ვარს“, - გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

ამას­თან, ვოლ­სკი ფიქ­რობს, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რია გარ­კვე­ულ კონ­სპი­რა­ცი­ულ შე­თან­ხმე­ბა­ში იყო.

„დღემ­დე, ამ წუ­თამ­დე, სა­ქარ­თვე­ლოს შიდა გა­მოწ­ვე­ვა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია მოხ­დეს, არის აქ­ტუ­ა­ლუ­რი და ამ შე­საძ­ლო გან­ვი­თა­რე­ბას პი­რა­და­პირ ხელი შე­უ­წყო ამ ნა­ბი­ჯ­მა, რაც გა­დად­გა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა. ეს იყო საფრ­თხის შემ­ცვე­ლი, დამ­თავ­რდა. მაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვთქვა, რომ იგი იყო გარ­კვე­ულ კონ­სპი­რა­ცი­ულ შე­თან­ხმე­ბა­ში, რად­გან ვი­თა­რე­ბა, რაც ჩვენს თვალ­წინ გან­ვი­თარ­და, აბ­სო­ლუ­ტუ­რად, ყვე­ლა ნიშ­ნით იყო შე­სა­ბა­მი­სი იმის, რა­საც ვლა­პა­რა­კობთ“, - აცხა­დებს ვოლ­სკი.

კი­თხვა­ზე, ფიქ­რობთ, რომ შეც­დო­მა იყო გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნა, ვოლ­სკი ამ­ბობს, რომ ეს შეც­დო­მა იყო.

„კი, ვფიქ­რობ, რომ შეც­დო­მა იყო“, - აღ­ნიშ­ნავს ვოლ­სკი.

ამას­თან, ვოლ­სკიმ ისა­უბ­რა თვით­მმარ­თვე­ლო­ბის არ­ჩევ­ნე­ბის კონ­ტექ­სტშიც. რო­გორც ვოლ­სკი ამ­ბობს, არ ჰგო­ნია, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" 43 პრო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რის გა­და­ლახ­ვა გა­უ­ჭირ­დეს.

მისი აზ­რით, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას "რეგ­ლა­მენ­ტი გა­მიზ­ნუ­ლია იქით­კენ, რომ 43 პრო­ცენტს საფრ­თხე შე­უქ­მნას", თუმ­ცა ვერ შეძ­ლებს.

"ასე­თი რეგ­ლა­მენ­ტი, თუ ამ რეგ­ლა­მენ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცია მო­ახ­დი­ნა, რა­საკ­ვირ­ვე­ლია სწო­რედ იმი­ტომ არის გა­მიზ­ნუ­ლი და ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი, რომ 43 პრო­ცენტს შე­უქ­მნას საფრ­თხე. მგო­ნია, რომ ვერ შეძ­ლებს“, - დას­ძი­ნა გია ვოლ­სკიმ.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზურაბ
8

ივანიშვილის თათი ყველაფერს ეტყობა.

dato
7
უსირცხვილოები ხართ.ნუ მკითხავ რატოო?აზრი არ აქვს.
ავტორი:

"გიორგი გახარია იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში - მისი პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო" - გია ვოლსკი

"გიორგი გახარია იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში - მისი პრემიერად დანიშვნა შეცდომა იყო" - გია ვოლსკი

გახარიას საქციელს, რომელიც გადაწყვიტა, ნაბიჯი გადადგა, რომ შერჩენოდა, შეიძლება მოჰყოლოდა ძალიან ცუდი პროცესები, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ - ქალაქი“ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც ყოფილი თანაგუნდელის, პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

გია ვოლსკის თქმით, გახარია განუდგა საქმეს, რასაც ერთად ემსახურებოდნენ.

„გახარიამ უღალატა იმ საქმეს, რასაც ერთად ვემსახურებოდით. ფაქტია, რომ განუდგა იმ საქმეს, გადგა გვერდზე. მე მაინც მგონია, რომ თვითონაც რაღაც აინტერესებს და ერთხელ იქნება ამოიღებს ხმას, რამეს იტყვის. სიტყვა უღალატა მკვახეა, ხისტია, მე არ მიყვარს“, - განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, ვოლსკი ფიქრობს, რომ გიორგი გახარია გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში იყო.

„დღემდე, ამ წუთამდე, საქართველოს შიდა გამოწვევა იმასთან დაკავშირებით, რომ დესტაბილიზაცია მოხდეს, არის აქტუალური და ამ შესაძლო განვითარებას პირადაპირ ხელი შეუწყო ამ ნაბიჯმა, რაც გადადგა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ეს იყო საფრთხის შემცველი, დამთავრდა. მაქვს საფუძველი ვთქვა, რომ იგი იყო გარკვეულ კონსპირაციულ შეთანხმებაში, რადგან ვითარება, რაც ჩვენს თვალწინ განვითარდა, აბსოლუტურად, ყველა ნიშნით იყო შესაბამისი იმის, რასაც ვლაპარაკობთ“, - აცხადებს ვოლსკი.

კითხვაზე, ფიქრობთ, რომ შეცდომა იყო გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრად დანიშვნა, ვოლსკი ამბობს, რომ ეს შეცდომა იყო.

„კი, ვფიქრობ, რომ შეცდომა იყო“, - აღნიშნავს ვოლსკი.

ამასთან, ვოლსკიმ ისაუბრა თვითმმართველობის არჩევნების კონტექსტშიც. როგორც ვოლსკი ამბობს, არ ჰგონია, რომ "ქართულ ოცნებას" 43 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა გაუჭირდეს.

მისი აზრით, გიორგი გახარიას "რეგლამენტი გამიზნულია იქითკენ, რომ 43 პროცენტს საფრთხე შეუქმნას", თუმცა ვერ შეძლებს.

"ასეთი რეგლამენტი, თუ ამ რეგლამენტის რეალიზაცია მოახდინა, რასაკვირველია სწორედ იმიტომ არის გამიზნული და ჩამოყალიბებული, რომ 43 პროცენტს შეუქმნას საფრთხე. მგონია, რომ ვერ შეძლებს“, - დასძინა გია ვოლსკიმ.