პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეუფარდა
სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეუფარდა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ 6 წლის ბავ­შვის წა­მე­ბის საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ დე­დას და მა­მი­ნაც­ვალს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და. მო­სა­მარ­თლემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მო­ა­ცხა­და.

სა­ქარ­თვე­ლოს პა­რო­კუ­რა­ტუ­რამ სა­სა­მარ­თლოს ორი­ვე ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბას ითხო­ვა,

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ თბი­ლის­ში, მ.დ. და მისი მე­უღ­ლე ა.ს. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, არას­რულ­წლო­ვან და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყოფ მ.დ.-ს შვილს სის­ტე­მა­ტუ­რად ეპყრო­ბოდ­ნენ და­მამ­ცი­რებ­ლად და დას­ჯის მიზ­ნით, 6 წლის ბავ­შვზე ხან­გრძლი­ვად ახორ­ცი­ე­ლებ­დნენ ფი­ზი­კურ ძა­ლა­დო­ბას - სცემ­დნენ, ხელ-ფეხს უკ­რავ­დნენ, რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ აძ­ლევ­დნენ საკ­ვებს და სა­წო­ლი­დან ად­გო­მას უკ­რძა­ლავ­დნენ. ასე­ვე ხე­ლის არე­ში მი­ა­ყე­ნეს დამ­წვრო­ბა. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ქმე­დე­ბებ­მა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი არას­რულ­წლოვ­ნის ძლი­ე­რი ფი­ზი­კუ­რი ტკი­ვი­ლი და ტან­ჯვა გა­მო­იწ­ვია. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მ.დ. და ა.ს. 18 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. მათ ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა, 144-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ე“ და „ზ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ წა­მე­ბა, ჩა­დე­ნი­ლი ჯგუ­ფუ­რად, წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით არას­რულ­წლოვ­ნი­სა და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის მი­მართ) წა­რედ­გი­ნათ, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 9-დან 15 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­სა­მარ­თლო სხდო­მის და­წყე­ბამ­დე საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბუ­ლი მა­მი­ნაც­ვლის ად­ვო­კა­ტი აცხა­დებ­და, რომ წა­მე­ბის საქ­მის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არ­ცერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არ არ­სე­ბობს.

მუხ­რან ღურცკა­ი­ას გან­ცხა­დე­ბით, რე­ა­ლუ­რად საქ­მე არის შე­თი­თხნი­ლი.

"იმი­ტომ, რომ წა­მე­ბის საქ­მის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არ­ცერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა ბრალ­დე­ბის მხა­რეს არ წარ­მო­უდ­გე­ნია, მათ შო­რის ბავ­შვის ჩვე­ნე­ბა. ბავ­შვს ჩვე­ნე­ბა მი­ცე­მუ­ლი აქვს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლად სა­მარ­თლებ­რი­ვად. მას და­ა­წე­რი­ნეს ჩვე­ნე­ბა და მო­ა­წე­რი­ნეს ხელი, რო­მელ­საც საქ­მის გან­ხილ­ვის დროს ის ვერ და­ა­დას­ტუ­რებს. ჩემი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი თავს დამ­ნა­შა­ვედ არ ცნობს. დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე სა­სა­მარ­თლოს დაც­ვის მხა­რე მოს­თხოვს, რომ აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის გა­რე­შე მოხ­დეს და­ტო­ვე­ბა. რო­გორც ბრალ­დე­ბის მხა­რე ამ­ბობს, ეს ფო­ტო­მა­სა­ლა არის ერთი წლის წი­ნან­დე­ლი. გუ­შინ სა­სა­მარ­თლო­ზე იყო ბავ­შვი. რაც მე შევ­ხე­დე ბავ­შვს და­ზი­ა­ნე­ბა არ აქვს. რო­დის მი­ი­ღო ეს და­ზი­ა­ნე­ბა, ვინ გა­და­ი­ღო ფო­ტო­ე­ბი, ვინ გა­და­აგ­ზავ­ნა, ეს არის გა­სარ­კვე­ვი გა­მო­ძი­ე­ბის მიერ. ამ ფო­ტო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე არ შე­იძ­ლე­ბა ადა­მინს წა­უ­ყე­ნო წა­მე­ბის ბრალ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მუხ­რან ღურცკა­ი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
რომა
0

ადვოკატო, ვის რაში სჭირდებოდა საქმის შეთითხვნა. პოლიტიკური მოღვაწეები იყვნენ ის არაადამიანები, რომ ვინმეს რაიმე ინტერესი ჰქონოდა? 

nato
0

ak iseti ambebi weria namdvilad am ojaxis interesi akvs vigacas da unda mkacrad moxdes gamodxieba aseve vinc amas kveba

ავტორი:

სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეუფარდა

სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დედას და მამინაცვალს პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 წლის ბავშვის წამების საქმეზე დაკავებულ დედას და მამინაცვალს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლემ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

საქართველოს პაროკურატურამ სასამართლოს ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვა,

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ თბილისში, მ.დ. და მისი მეუღლე ა.ს. ერთი წლის განმავლობაში, არასრულწლოვან და უმწეო მდგომარეობაში მყოფ მ.დ.-ს შვილს სისტემატურად ეპყრობოდნენ დამამცირებლად და დასჯის მიზნით, 6 წლის ბავშვზე ხანგრძლივად ახორციელებდნენ ფიზიკურ ძალადობას - სცემდნენ, ხელ-ფეხს უკრავდნენ, რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ საკვებს და საწოლიდან ადგომას უკრძალავდნენ. ასევე ხელის არეში მიაყენეს დამწვრობა. ბრალდებულების ქმედებებმა დაზარალებული არასრულწლოვნის ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია. სამართალდამცავებმა მ.დ. და ა.ს. 18 ივნისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (ოჯახის წევრის მიმართ წამება, ჩადენილი ჯგუფურად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სასამართლო სხდომის დაწყებამდე საქმეზე დაკავებული მამინაცვლის ადვოკატი აცხადებდა, რომ წამების საქმის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.

მუხრან ღურცკაიას განცხადებით, რეალურად საქმე არის შეთითხნილი.

"იმიტომ, რომ წამების საქმის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია, მათ შორის ბავშვის ჩვენება. ბავშვს ჩვენება მიცემული აქვს ჩამოყალიბებულად სამართლებრივად. მას დააწერინეს ჩვენება და მოაწერინეს ხელი, რომელსაც საქმის განხილვის დროს ის ვერ დაადასტურებს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თავს დამნაშავედ არ ცნობს. დღევანდელ სხდომაზე სასამართლოს დაცვის მხარე მოსთხოვს, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე მოხდეს დატოვება. როგორც ბრალდების მხარე ამბობს, ეს ფოტომასალა არის ერთი წლის წინანდელი. გუშინ სასამართლოზე იყო ბავშვი. რაც მე შევხედე ბავშვს დაზიანება არ აქვს. როდის მიიღო ეს დაზიანება, ვინ გადაიღო ფოტოები, ვინ გადააგზავნა, ეს არის გასარკვევი გამოძიების მიერ. ამ ფოტოებიდან გამომდინარე არ შეიძლება ადამინს წაუყენო წამების ბრალდება", - განაცხადა მუხრან ღურცკაიამ.