პოლიტიკა
მსოფლიო

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, გვქონდა გულღია საუბარი..." - რაზე შეთანხმდნენ სახალხო დამცველი და მეუფე იაკობი
"ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, გვქონდა გულღია საუბარი..." - რაზე შეთანხმდნენ სახალხო დამცველი და მეუფე იაკობი

ეს იყო ძა­ლი­ან კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი შეხ­ვედ­რა, ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რად იყო გან­წყო­ბი­ლი მე­უ­ფე ია­კო­ბი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ, - ამის შე­სა­ხებ სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა ნინო ლომ­ჯა­რი­ამ ბოდ­ბის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­თან, მე­უ­ფე ია­კობ­თან შეხ­ვედ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე მოხ­და რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხზე შე­თან­ხმე­ბა, მათ შო­რის, იმა­ზე, რომ დიდი ზო­მის ბავ­შვთა სახ­ლე­ბი არ არის კარ­გი ბავ­შვე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის, ასე­ვე იმა­ზე, რომ სა­ხალ­ხო დამ­ცველს უნდა ჰქონ­დეს ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ონ­ში მო­ნი­ტო­რინ­გის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა. ლომ­ჯა­რი­ას გან­ცხა­დე­ბით, ის და მე­უ­ფე ია­კო­ბი პან­სი­ონ­ში მო­მა­ვა­ლი კვი­რის ბო­ლოს ერ­თად ჩავ­ლენ, რათა ბავ­შვებს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის ინ­სტი­ტუ­ტის მი­მართ გა­უ­ცხო­ვე­ბა არ ჰქონ­დეთ.

„ჩვენ შევ­თან­ხმდით იმა­ზე, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი გა­აგ­რძე­ლე­ბენ დარ­ჩე­ნი­ლი ბავ­შვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, რო­გორც იქ­ნე­ბა ბავ­შვე­ბის­თვის, მათი სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის სა­ჭი­რო, ისე გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ერ­თობ­ლივ გეგ­მებს, ვა­პი­რებთ, რომ შემ­დეგ კვი­რა­ში ერ­თობ­ლი­ვად ჩა­ვი­დეთ პან­სი­ონ­ში, ვი­ნა­ი­დან ბავ­შვებ­საც აქვთ გარ­კვე­უ­ლი გა­უ­ცხო­ვე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მი­მართ და მე მინ­და, რომ ჩვენ მო­ნი­ტო­რინ­გი ისე ჩა­ვა­ტა­როთ, რომ ჩვენს შო­რის არ­სე­ბობ­დეს ნდო­ბა და არ იყოს მტრუ­ლად გან­წყო­ბა იქ მყო­ფი პი­რე­ბის მხრი­დან. მე ვფიქ­რობ, რომ ეს ვი­ზი­ტი სი­ტუ­ა­ცი­ას გან­მუხ­ტავს და ამის შემ­დეგ უკვე ჩემი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, და­ი­წყე­ბენ ვი­თა­რე­ბის შეს­წავ­ლას.

ეს იყო ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი, კე­თილ­გან­წყო­ბი­ლი სა­უბ­რე­ბი, არა­ნა­ი­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა. ბევრ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ გვაქვს სრუ­ლი თან­ხმო­ბა ბავ­შვე­ბის ინ­ტე­რე­სებ­თან მი­მარ­თე­ბით. ეს იყო უფრო მე­ტად ჩვე­ნი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბი და სა­უბ­რე­ბი პან­სი­ონ­ში არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ბავ­შვე­ბის გაყ­ვა­ნას რაც შე­ე­ხე­ბა, ჩვენ შევ­თან­ხმდით, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი აგ­რძე­ლებს ბავ­შვე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბას და რო­გორც იქ­ნე­ბა გა­და­წყვე­ტი­ლი თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვის სა­ჭი­რო­ე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ისე გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი,“ - გა­ნა­ცხა­და ლომ­ჯა­რი­ამ.

მე­უ­ფე ია­კო­ბის გან­ცხა­დე­ბით, არ­ცერ­თი ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, რომ­ლებ­ზეც პან­სი­ო­ნის აღ­საზ­რდე­ლებს პრე­ტენ­ზია აქვთ, და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში აღარ იმუ­შა­ვებს.

რო­გორც მე­უ­ფე ია­კობ­მა აღ­ნიშ­ნა, პან­სი­ო­ნი მსოფ­ლიო სტან­დარ­ტებს და­უ­ახ­ლოვ­დე­ბა და მას­ში ბავ­შვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც შემ­ცირ­დე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან შეხ­ვედ­რა­ზე მიღ­წე­ულ შე­თან­ხმე­ბას, რო­გორც მე­უ­ფე ია­კო­ბი აღ­ნიშ­ნავს, ის ომ­ბუდსმენ­თან ერ­თად და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მომ­დევ­ნო კვი­რის ბო­ლოს შევა.

„ჩვენ გვქონ­და ძა­ლი­ან გულ­ღია, გუ­ლი­თა­დი სა­უ­ბა­რი. მი­მო­ვი­ხი­ლეთ ის პრობ­ლე­მე­ბი, რა­ზეც იყო სა­უ­ბა­რი და ზო­გა­დად სი­ტუ­ა­ცია. შევ­თან­ხმდით, რომ მე და სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი შემ­დე­გი კვი­რის ბო­ლოს ერ­თად ჩა­ვალთ პან­სი­ონ­ში, იქ ვნა­ხავთ სი­ტუ­ა­ცი­ას. ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა მოგ­ვე­ცით მუ­შა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ალყა რომ გაქვთ შე­მორ­ტყმუ­ლი ყი­ზილ­ბა­შე­ბი­ვით. ეს ბავ­შვე­ბის­თვის დიდი სტრე­სია და ვერ გა­მო­დი­ან ამ სტრე­სი­დან. მომ­ზა­დე­ბის შემ­დეგ შევ­ლენ მო­ნი­ტო­რე­ბი. მტყუ­ან-მარ­თალ­ზე არ იყო ამ შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი, ჩვენ ვცდი­ლობთ, რომ ბავ­შვე­ბის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სე­ბი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ.

თვი­თონ ნი­ნოწ­მინ­და­ში, სხვა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მოხ­დე­ბა ბავ­შვე­ბის გა­დაყ­ვა­ნა. აქ იქ­ნე­ბა დღის ცენ­ტრი. გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს. აქამ­დე ჩარ­თუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით სა­ხელ­მწი­ფო, ეკ­ლე­სია, ევ­რო­კავ­ში­რი, USAID და ასე­ვე „ვორლდ ვი­ჟე­ნი“, ახლა მო­ნა­წი­ლე­ობს სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლიც. მე თა­ვი­დან­ვე ვთქვი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ ყვე­ლა რჩე­ვას და რე­კო­მენ­და­ცი­ას. ეს საქ­მე ჩემ­თვის ახა­ლია, მაგ­რამ უცხო არ არის, მივ­ხე­დავთ და უმაღ­ლე­სი სტან­დარ­ტე­ბით გა­ვა­კე­თებთ ყვე­ლა­ფერს“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, თუ ვინ­მეს წას­ვლის სურ­ვი­ლი ექ­ნე­ბა, სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი გა­და­წყვე­ტენ სად წა­ვიდ­ნენ.

„რაც შე­ე­ხე­ბა თა­ნამ­შრომ­ლებს, თუ ერთ ბავ­შვს მა­ინც ჰქონ­და ნათ­ქვა­მი რამე, არ ვარ­კვევთ ბავ­შვი მარ­თა­ლია თუ მტყუ­ა­ნი, ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ჩვენ­თან აღარ და­იშ­ვე­ბი­ან. ვა­კე­თებთ ცვლი­ლე­ბებს და დარ­ჩე­ბი­ან ისი­ნი, ვის­თა­ნაც პრე­ტენ­ზია არ არის. ზოგ­თან გვქონ­და პრე­ტენ­ზი­ე­ბი. ასე­თი დიდი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი არ შე­იძ­ლე­ბა, იმი­ტომ მი­დის შეც­ვლის პრო­ცე­სი. 2022 წლის 1-ელ აპ­რი­ლამ­დეა ლი­ცენ­ზი­რე­ბუ­ლი ეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. მად­ლო­ბა ამ აჟი­ო­ტა­ჟის­თვის, უფრო სწრა­ფად და ხა­რის­ხი­ა­ნად შევ­ცვლით“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მე­უ­ფე ია­კო­ბის თქმით, ახა­ლი ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მი­სი­ვე გეგ­მით, 10-მდე ბავ­შვი უნდა იყოს.

„მქონ­და სა­უ­ბა­რი UNICEF-ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნელ­თან და მისი თქმით, მსოფ­ლიო სტან­დარ­ტია 6 ბავ­შვი ერთ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. ამი­ტომ ამ გეგ­მით წა­ვალთ. გა­ვა­კე­თებთ მსოფ­ლიო სტან­დარ­ტე­ბით“, - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იონა
11

ორი უკიდურესობა!

წმინდა გაგა
10

არ გამიკვირდება ცნობი მეგრანტე ცნობილი დედაო რომ გახდეს-გააჩნია რამდენს გადაუხდიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, გვქონდა გულღია საუბარი..." - რაზე შეთანხმდნენ სახალხო დამცველი და მეუფე იაკობი

"ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, გვქონდა გულღია საუბარი..." - რაზე შეთანხმდნენ სახალხო დამცველი და მეუფე იაკობი

ეს იყო ძალიან კონსტრუქციული შეხვედრა, ძალიან პოზიტიურად იყო განწყობილი მეუფე იაკობი სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ბოდბის მთავარეპისკოპოსთან, მეუფე იაკობთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე მოხდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე შეთანხმება, მათ შორის, იმაზე, რომ დიდი ზომის ბავშვთა სახლები არ არის კარგი ბავშვების საუკეთესო ინტერესებისთვის, ასევე იმაზე, რომ სახალხო დამცველს უნდა ჰქონდეს ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგის განხორციელების საშუალება. ლომჯარიას განცხადებით, ის და მეუფე იაკობი პანსიონში მომავალი კვირის ბოლოს ერთად ჩავლენ, რათა ბავშვებს სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ გაუცხოვება არ ჰქონდეთ.

„ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ სოციალური მუშაკები გააგრძელებენ დარჩენილი ბავშვების საჭიროებების შეფასებას და შესაბამისად, როგორც იქნება ბავშვებისთვის, მათი საუკეთესო ინტერესებისთვის საჭირო, ისე განვითარდება მოვლენები. რაც შეეხება ჩვენს ერთობლივ გეგმებს, ვაპირებთ, რომ შემდეგ კვირაში ერთობლივად ჩავიდეთ პანსიონში, ვინაიდან ბავშვებსაც აქვთ გარკვეული გაუცხოვება სახალხო დამცველის მიმართ და მე მინდა, რომ ჩვენ მონიტორინგი ისე ჩავატაროთ, რომ ჩვენს შორის არსებობდეს ნდობა და არ იყოს მტრულად განწყობა იქ მყოფი პირების მხრიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს ვიზიტი სიტუაციას განმუხტავს და ამის შემდეგ უკვე ჩემი წარმომადგენლები, სპეციალისტები, დაიწყებენ ვითარების შესწავლას.

ეს იყო ძალიან პოზიტიური, კეთილგანწყობილი საუბრები, არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა. ბევრ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს სრული თანხმობა ბავშვების ინტერესებთან მიმართებით. ეს იყო უფრო მეტად ჩვენი შთაბეჭდილებები და საუბრები პანსიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

ბავშვების გაყვანას რაც შეეხება, ჩვენ შევთანხმდით, რომ სოციალური სამსახური აგრძელებს ბავშვების საჭიროებების შეფასებას და როგორც იქნება გადაწყვეტილი თითოეული ბავშვის საჭიროებიდან გამომდინარე, ისე განვითარდება მოვლენები,“ - განაცხადა ლომჯარიამ.

მეუფე იაკობის განცხადებით, არცერთი ის თანამშრომელი, რომლებზეც პანსიონის აღსაზრდელებს პრეტენზია აქვთ, დაწესებულებაში აღარ იმუშავებს.

როგორც მეუფე იაკობმა აღნიშნა, პანსიონი მსოფლიო სტანდარტებს დაუახლოვდება და მასში ბავშვების რაოდენობაც შემცირდება.

რაც შეეხება სახალხო დამცველთან შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებას, როგორც მეუფე იაკობი აღნიშნავს, ის ომბუდსმენთან ერთად დაწესებულებაში მომდევნო კვირის ბოლოს შევა.

„ჩვენ გვქონდა ძალიან გულღია, გულითადი საუბარი. მიმოვიხილეთ ის პრობლემები, რაზეც იყო საუბარი და ზოგადად სიტუაცია. შევთანხმდით, რომ მე და სახალხო დამცველი შემდეგი კვირის ბოლოს ერთად ჩავალთ პანსიონში, იქ ვნახავთ სიტუაციას. ჟურნალისტებმა მოგვეცით მუშაობის საშუალება ალყა რომ გაქვთ შემორტყმული ყიზილბაშებივით. ეს ბავშვებისთვის დიდი სტრესია და ვერ გამოდიან ამ სტრესიდან. მომზადების შემდეგ შევლენ მონიტორები. მტყუან-მართალზე არ იყო ამ შეხვედრაზე საუბარი, ჩვენ ვცდილობთ, რომ ბავშვების საუკეთესო ინტერესები გავითვალისწინოთ.

თვითონ ნინოწმინდაში, სხვა ტერიტორიაზე მოხდება ბავშვების გადაყვანა. აქ იქნება დღის ცენტრი. გავაკეთებთ ყველაფერს. აქამდე ჩართულები ვიყავით სახელმწიფო, ეკლესია, ევროკავშირი, USAID და ასევე „ვორლდ ვიჟენი“, ახლა მონაწილეობს სახალხო დამცველიც. მე თავიდანვე ვთქვი, რომ აუცილებლად გავითვალისწინებთ ყველა რჩევას და რეკომენდაციას. ეს საქმე ჩემთვის ახალია, მაგრამ უცხო არ არის, მივხედავთ და უმაღლესი სტანდარტებით გავაკეთებთ ყველაფერს“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე ინფორმაციით, თუ ვინმეს წასვლის სურვილი ექნება, სოციალური მუშაკები გადაწყვეტენ სად წავიდნენ.

„რაც შეეხება თანამშრომლებს, თუ ერთ ბავშვს მაინც ჰქონდა ნათქვამი რამე, არ ვარკვევთ ბავშვი მართალია თუ მტყუანი, ის თანამშრომლები ჩვენთან აღარ დაიშვებიან. ვაკეთებთ ცვლილებებს და დარჩებიან ისინი, ვისთანაც პრეტენზია არ არის. ზოგთან გვქონდა პრეტენზიები. ასეთი დიდი დაწესებულებები არ შეიძლება, იმიტომ მიდის შეცვლის პროცესი. 2022 წლის 1-ელ აპრილამდეა ლიცენზირებული ეს დაწესებულებები. მადლობა ამ აჟიოტაჟისთვის, უფრო სწრაფად და ხარისხიანად შევცვლით“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფე იაკობის თქმით, ახალი ტიპის დაწესებულებაში მისივე გეგმით, 10-მდე ბავშვი უნდა იყოს.

„მქონდა საუბარი UNICEF-ის წარმომადგენლობის ხელმძღვანელთან და მისი თქმით, მსოფლიო სტანდარტია 6 ბავშვი ერთ დაწესებულებაში. ამიტომ ამ გეგმით წავალთ. გავაკეთებთ მსოფლიო სტანდარტებით“, - განაცხადა მეუფე იაკობმა.

დღეს სულთმოფენობაა - "საქართველოს ყველა ტაძარი ყვავილებითა და ხის ტოტებით იმოსება"

"ის, რაც მეუფე იაკობმა აღასრულა, მეუფე სპირიდონს რომ გაეკეთებინა, ალბათ, უკეთესი იქნებოდა" - მეუფე გრიგოლი

საქართველოში კორონავირუსის 521 ახალი შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 911 პირი - ბოლო დღე-ღამის მონაცემები რეგიონების მიხედვით