სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

15 მაისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთვრამეტე, მთვარე 23:56-ზე ესტუმრება თხის რქას არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ გაცივდეთ, რადგან დღეს ჯანმრთელობის შესუსტება გაცივებით იწყება.
მსოფლიო
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თევზის საუკეთესო თვისებები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ
თევზის საუკეთესო თვისებები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

თევ­ზი რომ ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქ­ტია, ეს უკვე ბევ­რმა იცის. ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი წე­სის მომ­ხრე­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად არამ­ხო­ლოდ მსოფ­ლი­ო­ში, არა­მედ სა­ქარ­თვე­ლო­შიც იზ­რდე­ბა.

კო­რო­ნა ვირუ­სის პან­დე­მი­ამ ეს ტენ­დენ­ცია კი­დევ უფრო ააჩ­ქა­რა, რად­გან ადა­მი­ა­ნებს იმუ­ნი­ტე­ტის გაძ­ლი­ე­რე­ბი­სა თუ და­ა­ვა­დე­ბის შემ­დეგ აღ­დგე­ნის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა გა­უჩ­ნდათ.

რო­გორც წესი, ექი­მე­ბი და დი­ე­ტო­ლო­გე­ბი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, რა­ცი­ონ­ში ხი­ლი­სა და ბოსტნე­უ­ლის გარ­და, უფრო მეტი თევ­ზის და­მა­ტე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას იძ­ლე­ვი­ან. რა­ტომ არის თევ­ზი ასე­თი სა­სარ­გებ­ლო? ჩვენ მო­გიყ­ვე­ბით, თუ რა უნდა იცო­დეთ თევზზე, რათა ჩვე­ნი არ­ჩე­ვა­ნი უფრო ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყოს, ჩვე­ნი რა­ცი­ო­ნი კი - და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, გემ­რი­ე­ლი და ჯან­სა­ღი.

ომე­გა-3

ჩვენ ბევ­რი რამ გაგ­ვი­გია, ომე­გა-3-ის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ. რა­ტომ არის ის ასე­თი სა­სარ­გებ­ლო ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის? რო­გორც კვლე­ვე­ბი გვიჩ­ვე­ნებს, ომე­გა-3-ის ცხი­მო­ვა­ნი მჟა­ვე­ბი - EPA და DHA ჩარ­თუ­ლია კარ­დი­ო­ვას­კუ­ლა­რუ­ლი სის­ტე­მის სა­შენ მა­სა­ლა­ში. ეს კი იმას ნიშ­ნავს, რომ ის ადა­მი­ა­ნის გულ­სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა­ზე და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს. აგ­რეთ­ვე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მისი როლი ტვი­ნი­სა და მხედ­ვე­ლო­ბის­თვის. კვლე­ვე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ კავ­შირს ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში დე­დის მიერ ომე­გა-3-ის მი­ღე­ბა­სა და ნა­ყო­ფის ტვი­ნის ნორ­მა­ლურ გან­ვი­თა­რე­ბას შო­რის. კარგ მახ­სოვ­რო­ბა­სა და სხარტ აზ­როვ­ნე­ბას სწო­რედ ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ნივ­თი­ე­რე­ბას უნდა ვუ­მად­ლო­დეთ.

D ვი­ტა­მი­ნი

გა­გიღ­ვი­ძი­ათ დი­ლით უე­ნერ­გი­ოდ და უხა­სი­ა­თოდ? გი­ფიქ­რი­ათ, რომ რა­მის სწავ­ლა ან და­მახ­სოვ­რე­ბა, დიდი პრო­ექ­ტის აღე­ბა აღარ შე­გიძ­ლი­ათ? ეს შე­იძ­ლე­ბა D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­დეს.

D ვი­ტა­მი­ნის ნაკ­ლე­ბო­ბა ყვე­ლა­ზე ხში­რად ზამ­თარ­ში შე­ი­ნიშ­ნე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ში, მა­შინ, როცა ამ ვი­ტა­მი­ნის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი „მომ­წო­დე­ბე­ლი“ მზე ჩვენ­გან შორ­საა. სე­ზო­ნუ­რი დეპ­რე­სია, წო­ნის მა­ტე­ბა, უძი­ლო­ბა, დაღ­ლი­ლო­ბა - ამ ყვე­ლა­ფერს სწო­რედ D ვი­ტა­მი­ნი აკონ­ტრო­ლებს.

ჯან­სა­ღი და დაბ­ლან­სე­ბუ­ლი კვე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი

თევ­ზი, მდი­და­რია იო­დით, თუ­თი­ით, მან­გა­ნუ­მი­თა და სპი­ლენ­ძით, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორ­გა­ნიზ­მში ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის პრო­ცეს­თა ნორ­მა­ლუ­რად წარ­მარ­თვი­სათ­ვის. თევზში კონ­ცენ­ტრი­რე­ბუ­ლია ისე­თი მიკ­რო­ე­ლე­მენ­ტე­ბი, რო­გო­რიც არის ბორი, რკი­ნა, ლი­თი­უ­მი, ფტო­რი, ბრო­მი და სხვა, ამი­ტომ მას დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ფა­რი­სებ­რი ჯირ­კვლის და­ა­ვა­დე­ბა­თა პრო­ფი­ლაქ­ტი­კის­თვის.

თევ­ზი ექ­სტრაქ­ტუ­ლი (ხსნა­დი) ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი­თაც მდი­და­რი პრო­დუქ­ტია. ამ ნივ­თი­ე­რე­ბა­თა წყა­ლო­ბით თევ­ზის ნა­ხარ­ში მა­დის აღ­მძვრელ სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს. თევ­ზის ნა­ხარშში უხ­ვად გა­მო­ყო­ფი­ლი ექ­სტრაქ­ტუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ას­ტი­მუ­ლი­რე­ბენ საჭ­მლის მომ­ნე­ლე­ბე­ლი წვე­ნე­ბის სეკ­რე­ცი­ას, ამი­ტომ, თევ­ზის ნა­ხარ­ში რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია მათ­თვის, ვი­საც კუ­ჭის წვე­ნის გა­მო­ყო­ფის დაქ­ვე­ი­თე­ბით მიმ­დი­ნა­რე გას­ტრი­ტი აქვს. იო­დის მა­რი­ლე­ბი­თა და ამი­ნომ­ჟა­ვა მე­თი­ო­ნი­ნით მდი­და­რი თევ­ზი აფერ­ხებს ათე­როსკლე­რო­ზულ პრო­ცე­სებს, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სა­სარ­გებ­ლოა ჰი­პერ­ტო­ნი­უ­ლი და­ა­ვა­დე­ბი­სა და გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს.

თუმ­ცა, აქვე აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ვაკ­ვირ­დეთ თევ­ზის წარ­მო­მავ­ლო­ბას, როცა პრო­დუქტს ვყი­დუ­ლობთ. აუ­ცი­ლე­ბე­ლია, შე­ვი­ძი­ნოთ ისე­თი თევ­ზი, რო­მე­ლიც არ არის გაზ­რდი­ლი ფერ­მა­ში, ხე­ლოვ­ნუ­რი საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბი­თა და ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბით. ვე­ლუ­რი ორა­გუ­ლი ალას­კი­დან სწო­რედ ასე­თი პრო­დუქ­ტია - ალას­კის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში გაზ­რდი­ლი ვე­ლუ­რი ორა­გუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­და­პირ ოკე­ა­ნი­დან მო­დის. მისი შე­ძე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს ნე­ბის­მი­ერ დიდ სუ­პერ­მარ­კეტ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი.

R

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ფაფა
0

საპატრიარქოს ტბებს ჭილის ლისის გლდანის ტბებს , მაინც მიხედეთ და გაათევზიანეთ თევზის ნასახი რომ.აღარ დარჩა

თაკო
0

და მერე ფასები? მაგას რატომ აღარ წერთ? წყლის ბინადარს "ცეცხლი" რომ უკიდია ნორმალურია? ამას წინათ ერთმა "ექიმმა" კვირაში ორჯერ მაინც უნდა მიირთვათ თევზეულიო, მაგრამ რომ ძვირია და ბევრ ოჯახს ყიდვის საშუალება არ აქვს ის კი არ თქვა, არამდე საქართველოში თევზეულობა დიდად არ უყვართო. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილს გირაო პატიმრობით შეუცვალა
ავტორი:

თევზის საუკეთესო თვისებები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

თევზის საუკეთესო თვისებები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

თევზი რომ ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო პროდუქტია, ეს უკვე ბევრმა იცის. ცხოვრების ჯანსაღი წესის მომხრეთა რაოდენობა ყოველწლიურად არამხოლოდ მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც იზრდება.

კორონა ვირუსის პანდემიამ ეს ტენდენცია კიდევ უფრო ააჩქარა, რადგან ადამიანებს იმუნიტეტის გაძლიერებისა თუ დაავადების შემდეგ აღდგენის აუცილებლობა გაუჩნდათ.

როგორც წესი, ექიმები და დიეტოლოგები მსოფლიოს მასშტაბით, რაციონში ხილისა და ბოსტნეულის გარდა, უფრო მეტი თევზის დამატების რეკომენდაციას იძლევიან. რატომ არის თევზი ასეთი სასარგებლო? ჩვენ მოგიყვებით, თუ რა უნდა იცოდეთ თევზზე, რათა ჩვენი არჩევანი უფრო ინფორმირებული იყოს, ჩვენი რაციონი კი - დაბალანსებული, გემრიელი და ჯანსაღი.

ომეგა-3

ჩვენ ბევრი რამ გაგვიგია, ომეგა-3-ის აუცილებლობის შესახებ. რატომ არის ის ასეთი სასარგებლო ჩვენი ორგანიზმისთვის? როგორც კვლევები გვიჩვენებს, ომეგა-3-ის ცხიმოვანი მჟავები - EPA და DHA ჩართულია კარდიოვასკულარული სისტემის საშენ მასალაში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანის გულსისხლძარღვთა სისტემაზე დადებითად მოქმედებს. აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია მისი როლი ტვინისა და მხედველობისთვის. კვლევები ადასტურებენ კავშირს ორსულობის პერიოდში დედის მიერ ომეგა-3-ის მიღებასა და ნაყოფის ტვინის ნორმალურ განვითარებას შორის. კარგ მახსოვრობასა და სხარტ აზროვნებას სწორედ ამ არაჩვეულებრივ ნივთიერებას უნდა ვუმადლოდეთ.

D ვიტამინი

გაგიღვიძიათ დილით უენერგიოდ და უხასიათოდ? გიფიქრიათ, რომ რამის სწავლა ან დამახსოვრება, დიდი პროექტის აღება აღარ შეგიძლიათ? ეს შეიძლება D ვიტამინის ნაკლებობას უკავშირდებოდეს.

D ვიტამინის ნაკლებობა ყველაზე ხშირად ზამთარში შეინიშნება ადამიანებში, მაშინ, როცა ამ ვიტამინის ყველაზე მთავარი „მომწოდებელი“ მზე ჩვენგან შორსაა. სეზონური დეპრესია, წონის მატება, უძილობა, დაღლილობა - ამ ყველაფერს სწორედ D ვიტამინი აკონტროლებს.

ჯანსაღი და დაბლანსებული კვებისთვის მნიშვნელოვანი ნივთიერებები

თევზი, მდიდარია იოდით, თუთიით, მანგანუმითა და სპილენძით, რომლებიც აუცილებელია ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესთა ნორმალურად წარმართვისათვის. თევზში კონცენტრირებულია ისეთი მიკროელემენტები, როგორიც არის ბორი, რკინა, ლითიუმი, ფტორი, ბრომი და სხვა, ამიტომ მას დიდი მნიშვნელობა აქვს ფარისებრი ჯირკვლის დაავადებათა პროფილაქტიკისთვის.

თევზი ექსტრაქტული (ხსნადი) ნივთიერებებითაც მდიდარი პროდუქტია. ამ ნივთიერებათა წყალობით თევზის ნახარში მადის აღმძვრელ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს. თევზის ნახარშში უხვად გამოყოფილი ექსტრაქტული ნივთიერებები ასტიმულირებენ საჭმლის მომნელებელი წვენების სეკრეციას, ამიტომ, თევზის ნახარში რეკომენდებულია მათთვის, ვისაც კუჭის წვენის გამოყოფის დაქვეითებით მიმდინარე გასტრიტი აქვს. იოდის მარილებითა და ამინომჟავა მეთიონინით მდიდარი თევზი აფერხებს ათეროსკლეროზულ პროცესებს, აქედან გამომდინარე, სასარგებლოა ჰიპერტონიული დაავადებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების დროს.

თუმცა, აქვე აუცილებელია დავაკვირდეთ თევზის წარმომავლობას, როცა პროდუქტს ვყიდულობთ. აუცილებელია, შევიძინოთ ისეთი თევზი, რომელიც არ არის გაზრდილი ფერმაში, ხელოვნური საკვები დანამატებითა და ანტიბიოტიკებით. ველური ორაგული ალასკიდან სწორედ ასეთი პროდუქტია - ალასკის აკვატორიაში გაზრდილი ველური ორაგული საქართველოში პირდაპირ ოკეანიდან მოდის. მისი შეძენა საქართველოს ნებისმიერ დიდ სუპერმარკეტშია შესაძლებელი.

R

ვინ არის ქართველი გოგონა, რომელიც ვალენტინოს, სინდი კროუფორდისა და პიკასოს საღამოებზე საპატიო სტუმარია?!

რას ნიშნავს ორგანული საკვები, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით პოპულარული გახდა

„მასტერშეფის“ ისტორიაში ყველაზე რთული და დაძაბული ფინალი იქნება!“ - 20 ივნისს მეხუთე სეზონის გამარჯვებული გამოვლინდება