მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თამარ გვერდწითელი შვილიშვილზე ოცნებობს, თუმცა ამბობს, რომ სანდრო არ ჩქარობს - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს ცნობილი მომღერლის ვაჟი?
თამარ გვერდწითელი შვილიშვილზე ოცნებობს, თუმცა ამბობს, რომ სანდრო არ ჩქარობს - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს ცნობილი მომღერლის ვაჟი?

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი თა­მარ გვერდწი­თე­ლი სამ­ჯერ იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი. პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან რე­ჟი­სორ გი­ორ­გი (კახა) კა­ხაბ­რიშ­ვილ­თან - ერ­თა­დერ­თი ვაჟი, ალექ­სან­დრე (სან­დრო) კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი ჰყავს.

2021 წლის 20 მა­ისს რე­ჟი­სო­რი კახა კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი 74 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ყო­ფი­ლი ქმრის გარ­დაც­ვა­ლე­ბას გვერდწი­თე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა:

“წა­ვი­და კახა კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი - სა­ქარ­თვე­ლო­ზე, ქარ­თველ ხალ­ხზე, ქარ­თულ კულ­ტუ­რა­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე უზო­მოდ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი, უნი­ჭი­ე­რე­სი რე­ჟი­სო­რი, რო­მელ­მაც მთე­ლი ეპო­ქა შექ­მნა ქარ­თულ სა­ტე­ლე­ვი­ზიო თე­ატ­რში...“

პა­ტა­რა სან­დრო მშობ­ლებ­თან ერ­თად

მომ­ღერ­ლის მე­ო­რე ქმა­რი - დი­მიტ­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი გახ­ლდათ, მათ ერ­თმა­ნე­თი ამე­რი­კა­ში გას­ტრო­ლის დროს გა­იც­ნეს. ერ­თად ორი წელი გა­ა­ტა­რეს, ერთ დღეს კი მოს­კოვ­ში მყოფ თა­მარს, შუ­ა­ღა­მეს და­უ­რე­კეს და უთხრეს, რომ დი­მიტ­რი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გუ­ლის შე­ტე­ვით გარ­და­იც­ვა­ლა.

წლე­ბის შემ­დეგ გვერდწი­თე­ლის მე­სა­მე ქმა­რი კარ­დი­ო­ქი­რურ­გი სერ­გეი ამ­ბა­ტი­ე­ლო გახ­და, თუმ­ცა ეს ქორ­წი­ნე­ბაც ხან­მოკ­ლე აღ­მოჩ­ნდა და ისი­ნი 2005 წელს ერ­თმა­ნეთს და­შორ­დნენ. მე­დი­ა­ში წერ­დნენ, რომ ქმა­რი დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ალ­კოჰოლს მო­იხ­მარ­და და მომ­ღე­რალს ფი­ზი­კუ­რა­დაც კი უს­წორ­დე­ბო­და.

სწო­რედ ეს ქორ­წი­ნე­ბა გახ­და მი­ზე­ზი, რომ გვერდწი­თელ­მა მე­დი­ას­თან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე სა­უ­ბა­რი შე­წყვი­ტა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ ურ­თი­ერ­თო­ბას შეც­დო­მაც კი უწო­და.

"მე, და­კარ­გუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ტან­ჯვა­ით გა­მოწ­ვე­ულ მარ­ტო­ხე­ლო­ბას მინ­დო­და გავ­ქცე­ო­დი და დიდი შეც­დო­მა და­ვუშ­ვი. შე­მო­ვუშ­ვი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ის ადა­მი­ა­ნი, ვინც არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო ჩემს გვერ­დით. მე არ ვახ­სე­ნებ მის სა­ხელს და არც მსურს ვი­სა­უბ­რო ჩვენს ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ან მი­ზე­ზებ­ზე, თუ რა­ტომ დავ­შორ­დით ერ­თმა­ნეთს. ყვე­ლა ახ­სნა იქ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი. მთა­ვა­რია ის, რომ მან ვერც მე გა­მი­გო და ვერც ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი გა­ი­ზი­ა­რა ", - ამ­ბობ­და მომ­ღე­რა­ლი.

სამი ქორ­წი­ნე­ბი­დან თა­მარს ერ­თა­დერ­თი ვაჟი, სან­დრო ჰყავს. მისი ცხოვ­რე­ბა ძნე­ლად ხელ­მი­საწ­ვდო­მია რუ­სუ­ლი მე­დი­ის­თვი­საც, რად­გან გვერდწი­თე­ლი იშ­ვი­ა­თად ლა­პა­რა­კობს რო­გორც სა­კუ­თარ, ასე­ვე ვა­ჟის ცხოვ­რე­ბა­ზე. დედა-შვი­ლის სა­ერ­თო ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძნე­ლად იძებ­ნე­ბა.

პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე კახა კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი თა­მარ გვერდწი­თელ­ზე 15 წლით უფ­რო­სი გახ­ლდათ. მათი ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ წლე­ბის შემ­დე­გაც ლა­პა­რა­კობ­დნენ, რად­გან ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ალს, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით მყო­ფი მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რი ედუ­არდ შე­ვარ­დნა­ძეს­თან ერ­თად და­ეს­წრო.

კა­ხაბ­რიშ­ვი­ლი და გვერდწი­თე­ლის წყვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ერ­თმა­ნეთს 1995 წელს და­შორ­და. მომ­ღე­რა­ლი უკვე წლე­ბი ცხოვ­რობ­და მოს­კოვ­ში, შვილ­თან და დე­დას­თან ერ­თად, რე­ჟი­სორ ქმარს კი სამ­შობ­ლო­სა და საქ­მის მი­ტო­ვე­ბა გა­უ­ჭირ­და.

სან­დრო დე­დას­თან მოს­კოვ­ში გა­ი­ზარ­და, რო­გორც მომ­ღე­რა­ლი ამ­ბობს, მან მემ­კვიდ­რე­ო­ბით მუ­სი­კა­ლუ­რი ნიჭი მი­ი­ღო, აქვს ლა­მა­ზი ხმა და "კარ­გი ყური“, ანუ კარ­გი მუ­სი­კა­ლუ­რი სმე­ნა, თუმ­ცა, რო­გორც ირ­კვე­ვა, ცნო­ბი­ლი მშობ­ლე­ბის შვი­ლის­თვის გა­უ­საძ­ლი­სია გა­ნა­თე­ბულ სცე­ნა­ზე დგო­მა.

"მას მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის სა­ჭი­რო უნა­რე­ბი აქვს, გა­ნათ­ლე­ბუ­ლი, წიგ­ნი­ე­რი და ერუ­დი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნია“, - ამ­ბობს მომ­ღე­რა­ლი ვაჟ­ზე.

რო­დე­საც გვერდწი­თელ­მა მე­ო­რედ იქორ­წი­ნა, მთე­ლი ოჯა­ხი ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვი­და შტა­ტებ­ში. ამი­ტომ სან­დრომ სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბა ბოს­ტონ­ში მი­ი­ღო. სერ­თი­ფი­კა­ტის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად და ლონ­დო­ნის ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მა­ს­მე­დი­ი­სა და კულ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­აგ­რძე­ლა სწავ­ლა.

თა­მარ გვერდწი­თე­ლი შვი­ლიშ­ვილ­ზე ოც­ნე­ბობს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ სან­დრო არ ჩქა­რობს. ის ნაშ­რო­მებს წერს, კი­თხუ­ლობს ლექ­ცი­ებს ინ­გლი­სურ და რუ­სულ ენებ­ზე და ჩაფ­ლუ­ლია სა­მეც­ნი­ე­რო საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. რო­გორც რუ­სუ­ლი მე­დია წერს, ლონ­დონ­ში სან­დრო მე­გო­ბარ გო­გო­ნას­თან ერ­თად ცხოვ­რობს, თუმ­ცა და­ქორ­წი­ნე­ბას ჯერ არ გეგ­მავს.

"ჩემი აზ­რით, მშობ­ლე­ბი შვი­ლებს უნდა და­ეხ­მა­რონ თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში. რთუ­ლია, იყო ცნო­ბი­ლი მხატ­ვრის ან მომ­ღერ­ლის შვი­ლი, ძა­ლი­ან რთუ­ლია. თუ სან­დრო მუ­სი­კა­ლურ კა­რი­ე­რას აირ­ჩევ­და, მას აუ­ცი­ლებ­ლად შე­ა­და­რებ­დნენ დე­დას. სა­მეც­ნი­ე­რო სფე­რო­ში, რო­გორც ის­ტო­რი­კოსს და კულ­ტუ­რო­ლოგს, მას შე­უძ­ლია სრუ­ლად გა­მო­ხა­ტოს სა­კუ­თა­რი თავი“, - ამ­ბობს თა­მარ გვერდწი­თე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
beso
2

თამრიკო გვერდწითელი არა მხოლოდ უდიდესი ქართველი მუსიკოსია (მომღერალი, პიანისტი, კომპოზიტორი), არამედ დიდი პიროვნული ღირსებების მატარებელი ქალბატონიცაა. პირადად მაქვს მისი ცნობის ბედნიერება. ეს არის დიდი ვარსკვლავი, საოცარი თავმდაბლობით და უბრალოებით. მორწმუნე, სულით და გულით ქართველი, დარბაისელი პიროვნება. სამაგალითო პიროვნება, ხელოვანი, დედა, შვილი და მამულიშვილი. მან დატოვა რუსეთი, დაბრუნდა საქართველოში... გააუქმა 30-ზე მეტი კონცერტი რუსეთში, რის გამოც დიდი პრობლემები შეექმნა და დიდი ჯარიმაც დაუწესეს. ომის გამო 6 თვე ყველანაირი კონცერტი შეაჩერა. ის იყო ჩვენი კულტურის ელჩი რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, სადაც კონცერტებს ატარებდა და სხვადასხვა ეროვნების ხალხს ქართულ მუსიკას და საქართველოს აყვარებდა...

მოვეფეროთ და მოვუფრთხილდეთ!

dodo
2

ბედნიერებას და სამშობლოში დაბრუნებას ვუსურვებ თამარს და მის არაჩვეულებრივ შვილს ისინი ჭირდება ჩვენ ქვეყანას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

თამარ გვერდწითელი შვილიშვილზე ოცნებობს, თუმცა ამბობს, რომ სანდრო არ ჩქარობს - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს ცნობილი მომღერლის ვაჟი?

თამარ გვერდწითელი შვილიშვილზე ოცნებობს, თუმცა ამბობს, რომ სანდრო არ ჩქარობს - სად ცხოვრობს და რას საქმიანობს ცნობილი მომღერლის ვაჟი?

რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამარ გვერდწითელი სამჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან რეჟისორ გიორგი (კახა) კახაბრიშვილთან - ერთადერთი ვაჟი, ალექსანდრე (სანდრო) კახაბრიშვილი ჰყავს.

2021 წლის 20 მაისს რეჟისორი კახა კახაბრიშვილი 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყოფილი ქმრის გარდაცვალებას გვერდწითელი სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე ასე გამოეხმაურა:

“წავიდა კახა კახაბრიშვილი - საქართველოზე, ქართველ ხალხზე, ქართულ კულტურასა და ლიტერატურაზე უზომოდ შეყვარებული ადამიანი, უნიჭიერესი რეჟისორი, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა ქართულ სატელევიზიო თეატრში...“

პატარა სანდრო მშობლებთან ერთად

მომღერლის მეორე ქმარი - დიმიტრი აზერბაიჯანელი გახლდათ, მათ ერთმანეთი ამერიკაში გასტროლის დროს გაიცნეს. ერთად ორი წელი გაატარეს, ერთ დღეს კი მოსკოვში მყოფ თამარს, შუაღამეს დაურეკეს და უთხრეს, რომ დიმიტრი მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.

წლების შემდეგ გვერდწითელის მესამე ქმარი კარდიოქირურგი სერგეი ამბატიელო გახდა, თუმცა ეს ქორწინებაც ხანმოკლე აღმოჩნდა და ისინი 2005 წელს ერთმანეთს დაშორდნენ. მედიაში წერდნენ, რომ ქმარი დიდი რაოდენობით ალკოჰოლს მოიხმარდა და მომღერალს ფიზიკურადაც კი უსწორდებოდა.

სწორედ ეს ქორწინება გახდა მიზეზი, რომ გვერდწითელმა მედიასთან პირად ცხოვრებაზე საუბარი შეწყვიტა. მოგვიანებით ამ ურთიერთობას შეცდომაც კი უწოდა.

"მე, დაკარგული სიყვარულის ტანჯვაით გამოწვეულ მარტოხელობას მინდოდა გავქცეოდი და დიდი შეცდომა დავუშვი. შემოვუშვი ჩემს ცხოვრებაში ის ადამიანი, ვინც არ უნდა ყოფილიყო ჩემს გვერდით. მე არ ვახსენებ მის სახელს და არც მსურს ვისაუბრო ჩვენს ურთიერთობებზე ან მიზეზებზე, თუ რატომ დავშორდით ერთმანეთს. ყველა ახსნა იქნება კონკრეტული. მთავარია ის, რომ მან ვერც მე გამიგო და ვერც ჩემი გულისტკივილი გაიზიარა ", - ამბობდა მომღერალი.

სამი ქორწინებიდან თამარს ერთადერთი ვაჟი, სანდრო ჰყავს. მისი ცხოვრება ძნელად ხელმისაწვდომია რუსული მედიისთვისაც, რადგან გვერდწითელი იშვიათად ლაპარაკობს როგორც საკუთარ, ასევე ვაჟის ცხოვრებაზე. დედა-შვილის საერთო ფოტოები სოციალურ ქსელში ძნელად იძებნება.

პირველი მეუღლე კახა კახაბრიშვილი თამარ გვერდწითელზე 15 წლით უფროსი გახლდათ. მათი ქორწინების შესახებ წლების შემდეგაც ლაპარაკობდნენ, რადგან ხელმოწერის ცერემონიალს, მაშინ საქართველოში საქმიანი ვიზიტით მყოფი მარგარეტ ტეტჩერი ედუარდ შევარდნაძესთან ერთად დაესწრო.

კახაბრიშვილი და გვერდწითელის წყვილი ოფიციალურად ერთმანეთს 1995 წელს დაშორდა. მომღერალი უკვე წლები ცხოვრობდა მოსკოვში, შვილთან და დედასთან ერთად, რეჟისორ ქმარს კი სამშობლოსა და საქმის მიტოვება გაუჭირდა.

სანდრო დედასთან მოსკოვში გაიზარდა, როგორც მომღერალი ამბობს, მან მემკვიდრეობით მუსიკალური ნიჭი მიიღო, აქვს ლამაზი ხმა და "კარგი ყური“, ანუ კარგი მუსიკალური სმენა, თუმცა, როგორც ირკვევა, ცნობილი მშობლების შვილისთვის გაუსაძლისია განათებულ სცენაზე დგომა.

"მას მეცნიერებისთვის საჭირო უნარები აქვს, განათლებული, წიგნიერი და ერუდირებული ადამიანია“, - ამბობს მომღერალი ვაჟზე.

როდესაც გვერდწითელმა მეორედ იქორწინა, მთელი ოჯახი ემიგრაციაში წავიდა შტატებში. ამიტომ სანდრომ საშუალო განათლება ბოსტონში მიიღო. სერთიფიკატის მიღების შემდეგ კი დიდ ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად და ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში მასმედიისა და კულტურის ფაკულტეტზე გააგრძელა სწავლა.

თამარ გვერდწითელი შვილიშვილზე ოცნებობს, თუმცა ამბობს, რომ სანდრო არ ჩქარობს. ის ნაშრომებს წერს, კითხულობს ლექციებს ინგლისურ და რუსულ ენებზე და ჩაფლულია სამეცნიერო საქმიანობაში. როგორც რუსული მედია წერს, ლონდონში სანდრო მეგობარ გოგონასთან ერთად ცხოვრობს, თუმცა დაქორწინებას ჯერ არ გეგმავს.

"ჩემი აზრით, მშობლები შვილებს უნდა დაეხმარონ თვითრეალიზაციაში. რთულია, იყო ცნობილი მხატვრის ან მომღერლის შვილი, ძალიან რთულია. თუ სანდრო მუსიკალურ კარიერას აირჩევდა, მას აუცილებლად შეადარებდნენ დედას. სამეცნიერო სფეროში, როგორც ისტორიკოსს და კულტუროლოგს, მას შეუძლია სრულად გამოხატოს საკუთარი თავი“, - ამბობს თამარ გვერდწითელი.