მოზაიკა
მსოფლიო

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან" -  კობახიძის მორიგი ბრალდებები გახარიას წინააღმდეგ
"20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან" -  კობახიძის მორიგი ბრალდებები გახარიას წინააღმდეგ

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მთა­ვა­რი არ­ხის" ეთერ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ 20 ივ­ნი­სის ოპე­რა­ცია იყო "აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გებ­რად და­გეგ­მი­ლი გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას მიერ“.

კო­ბა­ხი­ძე "მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთერ­ში ამ­ბობს, რომ გა­ხა­რი­ას მი­ნის­ტრო­ბი­სა და პრე­მი­ე­რო­ბის დროს იყო გარ­კვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბი, რაც ამ­ყა­რებ­და ეჭვს - "რომ გავ­ლე­ნის ქვეშ იყო“.

კო­ბა­ხი­ძეს მი­აჩ­ნია, რომ 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შე­იძ­ლე­ბო­და რბი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა.

"დაგ­როვ­და ქმე­დე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ამ­ყა­რებს ეჭვს, რომ გა­ხა­რია გავ­ლე­ნის ქვეშ გა­ცი­ლე­ბით უფრო ადრე იყო. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩვენ გაგ­ვიჩ­ნდა ბუ­ნებ­რი­ვია კი­თხვე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ. ამის მა­გა­ლი­თად კი 2019 წლის ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბი და­ა­სა­ხე­ლა.

"20 ივ­ნი­სის დაშ­ლის ოპე­რა­ცია იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­უ­გებ­რად და­გეგ­მი­ლი გა­ხა­რი­ას მხრი­დან, რა­მაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში, სამ­წუ­ხა­როდ, მძი­მე შე­დე­გე­ბამ­დე მიგ­ვიყ­ვა­ნა. ვგუ­ლის­ხმობ მარ­ტივ რა­ღა­ცას, ვინც ერ­კვე­ვა... ამა­ზე კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბიც მაქვს გავ­ლი­ლი და გარ­კვე­უ­ლი კი­თხვე­ბი მაქვს დას­მუ­ლი. რა­ტომ იდ­გნენ შსს-ს სპე­ცჯ­გუ­ფე­ბი ჭიშ­კრის გა­რეთ და არა ჭიშ­კრის შიგ­ნით, ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხი არ არ­სე­ბობს, ეს ერთი“.

რო­გორც კო­ბა­ხი­ძე ღა­ნიშ­ნა,2 0 ივ­ნისს გა­ხა­რია იღებ­და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს და თა­ვად არის პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ოპე­რა­ცი­ის და­გეგ­მვა­ზე. დე­პუ­ტა­ტი გა­ხა­რი­ას მი­სა­მარ­თით კონ­კრე­ტულ შე­კი­თხვებს სვამს: "თვი­თონ აკე­თებ­და ამას ერთ-ერთ მო­ად­გი­ლეს­თან (კახა სა­ბა­ნა­ძეს­თან) ერ­თად. რა­ტომ იდგა ე.წ. სპეც­რაზ­მი გა­რეთ? მე­ო­რე, რა­ტომ არ იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი წყლის ჭავ­ლი და სხვა რბი­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი? სა­ბო­ლოო ჯამ­ში, უკვე იძუ­ლე­ბა იყო ტყვი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რომ მო­გე­რი­ე­ბუ­ლი­ყო შტურ­მი პარ­ლა­მენტზე... ჭიშ­კრის დაც­ვა იყო მარ­ტი­ვი, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ადა­მი­ა­ნის რა­ო­დე­ნო­ბა არ იყო იმ­დე­ნი, რო­მე­ლიც იძ­ლე­ო­და მეტი საფრ­თხის სა­შიშ­რო­ე­ბის სა­ფუძ­ველს“.

ასე­ვე ნა­ხეთ გა­ხა­რი­ას მტკი­ცე­ბით, 20 ივ­ნისს აქ­ცი­ის დაშ­ლას­თან ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს კავ­ში­რი არ ჰქო­ნია ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის თქმით კი, გა­ხა­რი­ას მოქ­მე­დე­ბე­ბი მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შეც­დო­მად მი­აჩ­ნდა, თუმ­ცა თა­ვად ამა­ტებს, რომ შე­საძ­ლოა, ეს არც იყო შეც­დო­მა.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 66 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოპაა
17

რაო ამომრჩევლების გულის მოგება გინდა ირუშ? მანამდე სად იყავი? გეძინა ტკბილად 20 ივნისს თუ გიორგის გეშინოდა და ხმა ვერ ამოიღე ჰააა?

როგორი სამართლიანი და კეთილი ყოფილხარ, აი ისემც შენ რა გითხარი რა მართლა!

სტატუს ქუო
29

ყველაფერთან ერთად, კობახიძეს შიშისგან გაუფრენია. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან" -  კობახიძის მორიგი ბრალდებები გახარიას წინააღმდეგ

"20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან" -  კობახიძის მორიგი ბრალდებები გახარიას წინააღმდეგ

"ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა, რომ 20 ივნისის ოპერაცია იყო "აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გიორგი გახარიას მიერ“.

კობახიძე "მთავარი არხის“ ეთერში ამბობს, რომ გახარიას მინისტრობისა და პრემიერობის დროს იყო გარკვეული ქმედებები, რაც ამყარებდა ეჭვს - "რომ გავლენის ქვეშ იყო“.

კობახიძეს მიაჩნია, რომ 20 ივნისის აქციის მონაწილეების წინააღმდეგ შეიძლებოდა რბილი საშუალებების გამოყენება.

"დაგროვდა ქმედებები, რომელიც ამყარებს ეჭვს, რომ გახარია გავლენის ქვეშ გაცილებით უფრო ადრე იყო. ამასთან დაკავშირებით ჩვენ გაგვიჩნდა ბუნებრივია კითხვები“, - განაცხადა კობახიძემ. ამის მაგალითად კი 2019 წლის ივნისის მოვლენები დაასახელა.

"20 ივნისის დაშლის ოპერაცია იყო აბსოლუტურად გაუგებრად დაგეგმილი გახარიას მხრიდან, რამაც საბოლოო ჯამში, სამწუხაროდ, მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანა. ვგულისხმობ მარტივ რაღაცას, ვინც ერკვევა... ამაზე კონსულტაციებიც მაქვს გავლილი და გარკვეული კითხვები მაქვს დასმული. რატომ იდგნენ შსს-ს სპეცჯგუფები ჭიშკრის გარეთ და არა ჭიშკრის შიგნით, ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, ეს ერთი“.

როგორც კობახიძე ღანიშნა,2 0 ივნისს გახარია იღებდა გადაწყვეტილებებს და თავად არის პასუხისმგებელი ოპერაციის დაგეგმვაზე. დეპუტატი გახარიას მისამართით კონკრეტულ შეკითხვებს სვამს: "თვითონ აკეთებდა ამას ერთ-ერთ მოადგილესთან (კახა საბანაძესთან) ერთად. რატომ იდგა ე.წ. სპეცრაზმი გარეთ? მეორე, რატომ არ იქნა გამოყენებული წყლის ჭავლი და სხვა რბილი საშუალებები? საბოლოო ჯამში, უკვე იძულება იყო ტყვიების გამოყენება, რომ მოგერიებულიყო შტურმი პარლამენტზე... ჭიშკრის დაცვა იყო მარტივი, გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანის რაოდენობა არ იყო იმდენი, რომელიც იძლეოდა მეტი საფრთხის საშიშროების საფუძველს“.

ასევე ნახეთ გახარიას მტკიცებით, 20 ივნისს აქციის დაშლასთან ბიძინა ივანიშვილს კავშირი არ ჰქონია ირაკლი კობახიძის თქმით კი, გახარიას მოქმედებები მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას შეცდომად მიაჩნდა, თუმცა თავად ამატებს, რომ შესაძლოა, ეს არც იყო შეცდომა.

ხატია დეკანოიძე კობახიძე-გახარიაზე - ერთიც კურდღელია, მეორეც კურდღელია და გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილი მგელია, თუ როგორ არის საქმე?

"ამას არასდროს  დავმალავ" - რას ყვება პარლამენტარი რიმა ბერაძე ოჯახზე, კარიერასა და საბჭოთა რაიკომის მდივნობის პერიოდზე

"მიშა ვერ მოვა - ხმას არ მისცემენ იდეას, რომ ხალხი ცხვრის ფარაა, რომელიც უნდა მწყემსო და ალაგ-ალაგ მკაცრად მათრახები ურტყა" - იაგო ხვიჩია