საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა, ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან..." - რას აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის დედა
"23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა, ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან..." - რას აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის დედა

23-ში ჩემი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეა და ან იქით მხა­რეს გა­და­ვალთ და ჩვენც ჩავ­ბარ­დე­ბით, ან ასე აღარ გავ­ჩერ­დე­ბით, - ამის შე­სა­ხებ სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ზაზა გა­ხე­ლა­ძის დე­დამ ნანა ბუნ­ტურ­მა გა­ნა­ცხა­და.

ზაზა გა­ხე­ლა­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი გო­რის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში სო­ფელ ცი­ცა­გი­ანთკარ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც სას­მე­ლი წყლის სის­ტე­მის მო­წყო­ბის პრო­ექ­ტის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ალს ეუთო-ს გე­ნე­რა­ლუ­რი მდი­ვა­ნი ჰელ­გა მა­რია შმი­დი, აშშ-ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში კელი დეგ­ნა­ნი და იტა­ლი­ის ელჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში ენ­რი­კო ვალ­ვო და­ეს­წრნენ.

ნანა ბუნ­ტუ­რი კელი დეგ­ნანს და ჰელ­გა მა­რია შმიდს შეხ­ვდა და რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ისი­ნი და­პირ­დნენ, რომ ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­დე­ბი­ან.

"შევ­ხვდით ამე­რი­კის ელჩს, ეუთო-ს გე­ნე­რა­ლურ მდი­ვანს. დაგვპირ­დნენ, რომ დღემ­დეც, ყვე­ლა­ნა­ი­რად ვცდი­ლობთ და კი­დევ უფრო გა­ვაქ­ტი­ურ­დე­ბი­თო. გვი­თხრეს, რომ ხვალ ერგნე­თის შეხ­ვედ­რა­ზეც იქ­ნე­ბინ და უფრო მწვა­ვედ და­ა­ყე­ნე­ბენ ამ სა­კითხს.

ჩვენც ვიქ­ნე­ბით ხვალ ერგნე­თის შეხ­ვედ­რა­ზე. და­ვე­ლო­დე­ბით, იქ­ნებ ჩვენს სა­სი­კე­თოდ რამე გა­და­წყდეს.

პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან ჩემი შვი­ლის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ვი­თხოვ. სხვა სა­თხო­ვა­რი არა­ფე­რი არ გვაქვს.

23-ში ჩემი შვი­ლის და­ბა­დე­ბის დღეა და ან იქით მხა­რეს გა­და­ვალთ და ჩვენც ჩავ­ბარ­დე­ბით, ან ასე აღარ გავ­ჩერ­დე­ბით.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი თვის ბო­ლომ­დე დაგვპირ­და, მაგ­რამ მე­ო­რე თვის ნა­ხე­ვა­რია დღეს და შე­დე­გი არა­ფე­რია“, - გა­ნა­ცხა­და ბუნ­ტურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, თუ მისი შვი­ლი არ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებს და­ი­წყე­ბენ.

აღ­ნიშ­ნულს გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი. თეა ახვლე­დი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მაქ­სი­მა­ლუ­რი კონ­სო­ლი­დი­რე­ბუ­ლი ძა­ლის­ხმე­ვით იყე­ნებს ყვე­ლა ბერ­კეტს, რათა მოგ­ვარ­დეს უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი ფაქ­ტე­ბი.

"ეს არის მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სი. ჩვენ გვაქვს საქ­მე საკ­მა­ოდ რთულ შემ­თხვე­ვას­თან. ჩვენ გვაქვს საქ­მე რუ­სულ ოკუ­პა­ცი­ას­თან, დესტრუქ­ცი­ულ მიდ­გო­მას­თან.

გა­სულ წლებ­ში ბევ­რად უფრო რთულ შემ­თვე­ვებ­თან გვქონ­და საქ­მე და დაგ­ვიხ­სნია ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბი­დან" , - გა­ნა­ცხა­და ახვლე­დი­ან­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, 33 წლის ზაზა გა­ხე­ლა­ძე სა­ო­კუ­პა­ციო რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა გა­სუ­ლი წლის 11 ივ­ლისს, კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, სხვი­ლოს ცი­ხის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს. და­კა­ვე­ბი­სას, ე.წ. მე­სა­ზღვრე­ებ­მა გა­ხე­ლა­ძე ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბით ფე­ხის არე­ში დაჭ­რეს, რის შემ­დე­გაც უკა­ნო­ნოდ აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

5 თე­ბერ­ვალს, ე.წ. სა­სა­მარ­თლომ ზაზა გა­ხე­ლა­ძეს 12 წლით და 6 თვის ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
)
27

რეგიონის კურიერი მოგხედავთ)))

llcl
13

ჩვენი მთავრობისთვის პრიორიტეტული სომეხი ტყვეების განთავისუფლებაა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა, ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან..." - რას აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის დედა

"23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა, ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან..." - რას აცხადებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ დატყვევებული ზაზა გახელაძის დედა

23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით, - ამის შესახებ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დედამ ნანა ბუნტურმა განაცხადა.

ზაზა გახელაძის ოჯახის წევრები გორის მუნიციპალიტეტში სოფელ ციცაგიანთკარში იმყოფებოდნენ, სადაც სასმელი წყლის სისტემის მოწყობის პროექტის გახსნის ცერემონიალს ეუთო-ს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი და იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო დაესწრნენ.

ნანა ბუნტური კელი დეგნანს და ჰელგა მარია შმიდს შეხვდა და როგორც მან აღნიშნა, ისინი დაპირდნენ, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ უფრო გააქტიურდებიან.

"შევხვდით ამერიკის ელჩს, ეუთო-ს გენერალურ მდივანს. დაგვპირდნენ, რომ დღემდეც, ყველანაირად ვცდილობთ და კიდევ უფრო გავაქტიურდებითო. გვითხრეს, რომ ხვალ ერგნეთის შეხვედრაზეც იქნებინ და უფრო მწვავედ დააყენებენ ამ საკითხს.

ჩვენც ვიქნებით ხვალ ერგნეთის შეხვედრაზე. დაველოდებით, იქნებ ჩვენს სასიკეთოდ რამე გადაწყდეს.

პირველივე დღიდან ჩემი შვილის გათავისუფლებას ვითხოვ. სხვა სათხოვარი არაფერი არ გვაქვს.

23-ში ჩემი შვილის დაბადების დღეა და ან იქით მხარეს გადავალთ და ჩვენც ჩავბარდებით, ან ასე აღარ გავჩერდებით.

ირაკლი ღარიბაშვილი თვის ბოლომდე დაგვპირდა, მაგრამ მეორე თვის ნახევარია დღეს და შედეგი არაფერია“, - განაცხადა ბუნტურმა.

მისივე თქმით, თუ მისი შვილი არ გათავისუფლდება, საპროტესტო აქციებს დაიწყებენ.

აღნიშნულს გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრი. თეა ახვლედიანმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალური კონსოლიდირებული ძალისხმევით იყენებს ყველა ბერკეტს, რათა მოგვარდეს უკანონო დაკავების აღნიშნული ფაქტები.

"ეს არის მიმდინარე პროცესი. ჩვენ გვაქვს საქმე საკმაოდ რთულ შემთხვევასთან. ჩვენ გვაქვს საქმე რუსულ ოკუპაციასთან, დესტრუქციულ მიდგომასთან.

გასულ წლებში ბევრად უფრო რთულ შემთვევებთან გვქონდა საქმე და დაგვიხსნია ჩვენი მოქალაქეები უკანონო პატიმრობიდან" , - განაცხადა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ, 33 წლის ზაზა გახელაძე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა გასული წლის 11 ივლისს, კასპის მუნიციპალიტეტში, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს. დაკავებისას, ე.წ. მესაზღვრეებმა გახელაძე ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ფეხის არეში დაჭრეს, რის შემდეგაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება.

5 თებერვალს, ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

"დახმარების სანაცვლოდ რუს ექიმებს "სახელმწიფო აგარაკებს" აძლევენ" - უმძიმესი ეპიდვითარება აფხაზეთში, ჩავარდნილი ტურისტული სეზონი და პუტინის იმედად მყოფი ბჟანია

ანატოლი ბიბილოვმა ზაზა გახელაძე შეიწყალა

"სურათი ისე სწრაფად მძიმდება, რომ თბილისში წაყვანილ იმ ერთ პატარას, შესაძლოა, ბავშვების არმია მიჰყვეს" - რთული ეპიდვითარება აფხაზეთში და ადგილობრივების კომენტარები