"მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში", - ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელ "ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრის ფასილიტაციითა და აშშ-ის ჩართულობით მიღწეულ შეთანხმებას.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის შეფასებით, ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი მომავლის დამყარებას, რომელსაც მისი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს.
The U.S. welcomes the release by Azerbaijan of 15 Armenian detainees. We're grateful to the Government of Georgia for its vital role facilitating discussions between the sides. Such steps will bring the people of the region closer to the peaceful future they deserve.
— Secretary Antony Blinken (@SecBlinken) June 12, 2021
"ამერიკის შეერთებული შტატები მიესალმება აზერბაიჯანის მიერ 15 სომეხი დაკავებულის გათავისუფლებას. მადლობას მოვახსენებთ საქართველოს მთავრობას შუამდგომლის უმნიშვნელოვანესი როლის შესრულებისთვის მხარეთა შორის დისკუსიების ფარგლებში.
ასეთი ნაბიჯები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რეგიონში მშვიდობიანი მომავლის დამყარებას, რომელსაც მისი მოსახლეობა ნამდვილად იმსახურებს“, - აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი
უნდა მოხდეს ევრო კავშირის მაგალითზე გაერთიანება და თუ გაამართლა შესაძლებელია ჩრდილოეთ კავკასიაც შემოუერთდეს
მასეთი ფოტო სპეციალურად გამოუქვეყნეთ?