საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლეს, ქალბატონ დიანა ნაუსედიენეს უმასპინძლა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლეს, ქალბატონ დიანა ნაუსედიენეს უმასპინძლა

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ, სტუ-ის ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენის, კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტში, დღეს, ლი­ე­ტუ­ვას რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლეს დი­ა­ნა ნა­უ­სე­დი­ე­ნეს და ლი­ე­ტუ­ვას რეს­პუბ­ლი­კის დე­ლე­გა­ცი­ას: პრე­ზი­დენ­ტის უფ­როს მრჩე­ველს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­კი­თხებ­ში იო­ლან­ტა კარ­პა­ვი­ჩი­ე­ნეს, პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­კი­თხებ­ში რა­გი­ნა სტატ­კუ­ვი­ე­ნეს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ლი­ე­ტუ­ვას რეს­პუბ­ლი­კის ელ­ჩის მე­უღ­ლეს და­ი­ვა კა­ლინ­დრი­ე­ნეს უმას­პინ­ძლა. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას სტუ-ის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, სტუმ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენის, კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრს, უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­თან ერ­თად, გაც­ნო­ბის მიზ­ნით ეს­ტუმრნენ, ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელს, ვილ­ნი­უ­სის კო­ლე­გი­ის პრო­ფე­სორ ვი­დას კა­ვა­ლი­ა­უს­კას­სა და უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს შეხ­ვდნენ.

რო­გორც რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენის, კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრი, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს და ლი­ე­ტუ­ვას რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს ერ­თობ­ლი­ვი წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტია.

„ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა ვუ­მას­პინ­ძლოთ ლი­ე­ტუ­ვას რეს­პუბ­ლი­კის პირ­ველ ქალ­ბა­ტონს და ოფი­ცი­ა­ლურ დე­ლე­გა­ცი­ას. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენის, კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრი 9 წლის წინ შე­იქ­მნა ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­სა და ლი­ე­ტუ­ვას რეს­პუბ­ლი­კის გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით და მას შემ­დეგ წარ­მა­ტე­ბით ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს, რა­შიც მი­ნის­ტრ მი­ხე­ილ ჩხენ­კელს დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის, მად­ლო­ბა მას გვერ­დით დგო­მის­თვის. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ცენ­ტრი ოფი­ცი­ა­ლუ­რად ლი­ე­ტუ­ვას რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა და­ლია გრი­ბა­უს­კა­ი­ტემ გახ­სნა. ამ პე­რი­ოდ­ში არა­ერ­თმა სტუ­დენ­ტმა შე­ის­წავ­ლა ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენა და მი­ი­ღო ლი­ე­ტუ­ვას სა­ხელ­მწი­ფო გრან­ტი, რაც ლი­ე­ტუ­ვა­ში სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მა­ზე სწავ­ლის და­ფი­ნან­სე­ბა­სა და სტი­პენ­დი­ას მო­ი­ცავს. 300-მდე სტუ­დენ­ტი, სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტით, ჩა­ერ­თო ლი­ე­ტუ­ვას სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მებ­ში. ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი წვლი­ლი შე­აქვთ ორ ქვე­ყა­ნას შო­რის მე­გობ­რო­ბი­სა და თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს ლი­ე­ტუ­ვას ექვს უმაღ­ლეს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბას­თან ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მე­ბი აკავ­ში­რებს. ღრმად გვწამს, რომ ლი­ე­ტუ­ვას დე­ლე­გა­ცი­ის სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სტუმ­რო­ბა კი­დევ უფრო გა­აღ­რმა­ვებს ორ ქვე­ყა­ნას შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბას და ჩვე­ნი ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენის, კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრის­თვის მო­მა­ვა­ლი წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რი იქ­ნე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

ლი­ე­ტუ­ვას რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტის მე­უღ­ლის, დი­ა­ნა ნა­უ­სე­დი­ე­ნეს გან­ცხა­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­სა და ლი­ე­ტუ­ვას ხან­გრძლი­ვი მე­გობ­რო­ბა და პარტნი­ო­რო­ბა აკავ­ში­რებთ, რისი ერთ-ერთი თვალ­ნა­თე­ლი შე­დე­გი სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენის, კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრის წარ­მა­ტე­ბუ­ლი ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბაა.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ და შე­მიძ­ლია მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ქარ­თვე­ლებს. დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენის, კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრის შექ­მნი­სა და მისი წარ­მა­ტე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, რად­გან ვხე­დავთ, რომ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნი­ვერ­სი­ტეტს დიდი სა­მუ­შაო აქვს გა­წე­უ­ლი. ლი­ე­ტუ­ვას ხალ­ხის სა­ხე­ლით, გი­სურ­ვებთ ნა­თელ და წარ­მა­ტე­ბულ მო­მა­ვალს“, - აღ­ნიშ­ნა დი­ა­ნა ნა­უ­სე­დი­ე­ნემ.

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ლი­ე­ტუ­ვუ­რი ენის, კულ­ტუ­რი­სა და გა­ნათ­ლე­ბის ცენ­ტრი ლი­ე­ტუ­ვას პრე­ზი­დენ­ტმა და­ლია გრი­ბა­უს­კა­ი­ტემ, 2018 წლის 26 მა­ისს, ოფი­ცი­ა­ლუ­რად გახ­სნა. ცენ­ტრი სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, აქ­ტი­უ­რად შე­ი­წავ­ლონ ენა, ეზი­ა­რონ მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფოს კულ­ტუ­რას და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ ლი­ე­ტუ­ვურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პრო­ექ­ტებ­ში.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლეს, ქალბატონ დიანა ნაუსედიენეს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორმა, დავით გურგენიძემ ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლეს, ქალბატონ დიანა ნაუსედიენეს უმასპინძლა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, სტუ-ის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტში, დღეს, ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლეს დიანა ნაუსედიენეს და ლიეტუვას რესპუბლიკის დელეგაციას: პრეზიდენტის უფროს მრჩეველს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხებში იოლანტა კარპავიჩიენეს, პრეზიდენტის მრჩეველს კომუნიკაციის საკითხებში რაგინა სტატკუვიენეს და საქართველოში ლიეტუვას რესპუბლიკის ელჩის მეუღლეს დაივა კალინდრიენეს უმასპინძლა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, სტუმრები საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრს, უნივერსიტეტის რექტორთან ერთად, გაცნობის მიზნით ესტუმრნენ, ცენტრის ხელმძღვანელს, ვილნიუსის კოლეგიის პროფესორ ვიდას კავალიაუსკასსა და უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.

როგორც რექტორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ლიეტუვას რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი წარმატებული პროექტია.

„ჩვენთვის ძალიან სასიამოვნოა ვუმასპინძლოთ ლიეტუვას რესპუბლიკის პირველ ქალბატონს და ოფიციალურ დელეგაციას. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი 9 წლის წინ შეიქმნა ჩვენი უნივერსიტეტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ლიეტუვას რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით და მას შემდეგ წარმატებით ფუნქციონირებს, რაშიც მინისტრ მიხეილ ჩხენკელს დიდი წვლილი მიუძღვის, მადლობა მას გვერდით დგომისთვის. აღსანიშნავია, რომ ცენტრი ოფიციალურად ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ გახსნა. ამ პერიოდში არაერთმა სტუდენტმა შეისწავლა ლიეტუვური ენა და მიიღო ლიეტუვას სახელმწიფო გრანტი, რაც ლიეტუვაში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის დაფინანსებასა და სტიპენდიას მოიცავს. 300-მდე სტუდენტი, სხვადასხვა პროექტით, ჩაერთო ლიეტუვას საგანმანათლებლო პროგრამებში. ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს უმნიშვნელოვანესი წვლილი შეაქვთ ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის გაძლიერებაში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვას ექვს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები აკავშირებს. ღრმად გვწამს, რომ ლიეტუვას დელეგაციის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სტუმრობა კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას და ჩვენი ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრისთვის მომავალი წარმატების საწინდარი იქნება“, - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ.

ლიეტუვას რესპუბლიკის პრეზიდენტის მეუღლის, დიანა ნაუსედიენეს განცხადებით, საქართველოსა და ლიეტუვას ხანგრძლივი მეგობრობა და პარტნიორობა აკავშირებთ, რისი ერთ-ერთი თვალნათელი შედეგი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის წარმატებული ფუნქციონირებაა.

„მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვარ და შემიძლია მადლობა გადავუხადო არაჩვეულებრივ ქართველებს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრის შექმნისა და მისი წარმატებული საქმიანობისთვის, რადგან ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით უნივერსიტეტს დიდი სამუშაო აქვს გაწეული. ლიეტუვას ხალხის სახელით, გისურვებთ ნათელ და წარმატებულ მომავალს“, - აღნიშნა დიანა ნაუსედიენემ.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ლიეტუვური ენის, კულტურისა და განათლების ცენტრი ლიეტუვას პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ, 2018 წლის 26 მაისს, ოფიციალურად გახსნა. ცენტრი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, აქტიურად შეიწავლონ ენა, ეზიარონ მეგობარი სახელმწიფოს კულტურას და მონაწილეობა მიიღონ ლიეტუვურ საგანმანათლებლო პროექტებში.

NS

"პროგნოზები არ მართლდება და ზუსტად ეს არის ამ შოუს ხიბლიც" - რას ჰყვება "სამზარეულოს ომების" ჟიურის წევრი?

რა თანხით დააფინანსებს სახელმწიფო ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს - გრანტს 185 მიგრანტი მიიღებს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრეზიდენტ ადელა დე ლა ტორესა და აკადემიური დელეგაციის ვიზიტი KIU-ში