მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროგნოზები არ მართლდება და ზუსტად ეს არის ამ შოუს ხიბლიც" - რას ჰყვება "სამზარეულოს ომების" ჟიურის წევრი?
"პროგნოზები არ მართლდება და ზუსტად ეს არის ამ შოუს ხიბლიც" - რას ჰყვება "სამზარეულოს ომების"  ჟიურის წევრი?

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას“ პრო­ექ­ტი "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი“ სა­ინ­ტე­რე­სოდ და­ი­წყო და ასე­ვე მიმ­დი­ნა­რე­ობს. შო­უ­ში ძლი­ე­რი ოთხე­უ­ლია დარ­ჩე­ნი­ლი - სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს კუ­ლი­ნა­რი­ულ ჯა­დოქ­რო­ბა­ში კვლა­ვაც შე­ე­ჯიბ­რე­ბი­ან. მა­ნამ­დე კი შეფი მიშა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი ambebi.ge-სთან ერ­თად "სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბის“ კონ­კურ­სან­ტე­ბის მიერ გან­ვლილ არც ისე მარ­ტივ ეტა­პებს აფა­სებს.

მიშა ავ­სა­ჯა­ნიშ­ვი­ლი:

- ეს კონ­კურ­სი იმით გან­სხვავ­დე­ბა, რომ მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ტუ­რი­დან ტუ­რამ­დე იზ­რდე­ბი­ან. გაზ­რდა­ში იგუ­ლის­ხმე­ბა ის, რომ ახალ-ახალ ტექ­ნი­კას სწავ­ლო­ბენ, ბევ­რს მუ­შა­ო­ბენ, რომ უკე­თე­სი შე­დე­გე­ბი ჰქონ­დეთ. მოკ­ლედ, ეს გა­და­ცე­მა იმის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია, რომ კონ­კურ­სან­ტებ­მა შე­იძ­ლე­ბა ისე­თი პრო­დუქ­ტი მოგ­ვცენ, ისე და­იხ­ვე­წონ, ვერც შე­ა­და­რო წინა ტუ­რებს - სე­რი­ო­ზუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი იქ­მნე­ბა. ისე კი, ეს სე­ზო­ნი გა­მორ­ჩე­უ­ლია, არა მხო­ლოდ რო­მე­ლი­მე წინა სე­ზო­ნის­გან, არა­მედ ზო­გა­დად სა­ქარ­თვე­ლოს კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შო­უ­ე­ბის ის­ტო­რი­ა­ში.

- ეს რითი აიხ­სნე­ბა?

- პირ­ველ რიგ­ში იმით, რომ თა­ვი­დან­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ის პრო­დაქ­შე­ნის მიერ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იქნა მი­ღე­ბუ­ლი, რომ შოუ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს­თვის მი­ე­ძღვნათ. ამან ავ­ტო­მა­ტუ­რად გა­მო­იწ­ვია ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლოს მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­ტე­რე­სი და აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ო­ბა. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო და­ეხ­ვე­წათ, მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე აეყ­ვა­ნათ და კერ­ძე­ბი ჩვენ­თვის ასე წარ­მო­ედ­გი­ნათ. ამას­თან, ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლოს უფრო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე აყ­ვა­ნის დრო უკვე კი არ მო­ვი­და, ცოტა დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლიც კია...

- ე.ი. შე­ფე­ბის, ჟი­უ­რის მო­ლო­დი­ნი გა­მარ­თლდა, ხომ?

- გა­და­ა­ჭარ­ბა კი­დეც. სი­მარ­თლე რომ ვთქვა, თა­ვი­დან არ მქონ­და მო­ლო­დი­ნი, რომ კონ­კურ­სან­ტე­ბი რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ასე გან­ვი­თარ­დე­ბოდ­ნენ. მა­ღა­ლი ხა­რის­ხის კერ­ძებს წარ­მოგ­ვიდ­გენ­დნენ. თურ­მე ვცდე­ბო­დი.

- თქვენ რომ იწყებ­დით მზა­რე­უ­ლო­ბას, ე.ი. იმ პე­რი­ო­დის­გან ბევ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­აა?

- მა­შინ მე თვი­თონ ვცდი­ლობ­დი, სი­ახ­ლე­ე­ბი და­მე­ნერ­გა, მაგ­რამ ამას გარ­შე­მო არა­ვინ იღებ­და, ხელს არა­ვინ მი­წყობ­და, არა­და, მონ­დო­მე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი... დღეს უფრო დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და მო­თხოვ­ნაა და ეს ახალ­გაზ­რდე­ბი მე­ტად თა­მა­მე­ბი ამი­ტო­მაც არი­ან.

- თან, მათი უმე­ტე­სო­ბა უკვე მზა­რე­უ­ლია, თა­ვი­ანთ კუ­თხე­ებ­ში არი­ან და­საქ­მე­ბუ­ლი, გარ­კვე­უ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვთ. ამას­თა­ნა­ვე, თი­თო­ე­უ­ლი შეყ­ვა­რე­ბუ­ლია თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ზე...

- ძა­ლი­ან მსი­ა­მოვ­ნებს ამის მოს­მე­ნა... რე­ა­ლუ­რად ამ თა­ო­ბა­ში ეს პრო­ფე­სია ტრენ­დუ­ლი და მო­თხოვ­ნა­დია. პან­დე­მი­ამ ბევ­რი რამ უკან და­ხია, თო­რემ ტუ­რიზ­მის დამ­სა­ხუ­რე­ბით, ეს დარ­გიც კარ­გად გან­ვი­თარ­და. ხომ ვამ­ბობ, მო­თხოვ­ნაც იყო და შე­ფე­ბის, მზა­რე­უ­ლე­ბის ხელ­ფა­სებ­მაც შე­სა­ბა­მი­სად, საგ­რძნობ­ლად აი­წია. მე ის მი­ხა­რია, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ამ სფე­რო­ში მა­ღა­ლი ხელ­ფა­სის გამო კი არ წა­ვიდ­ნენ, არა­მედ, იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან უყ­ვართ. ეს სიყ­ვა­რუ­ლი რომ არ არ­სე­ბობ­დეს, დარ­გი ასე ვერ გან­ვი­თარ­დე­ბო­და. ამი­ტო­მაც გა­ვიდ­ნენ ჩვე­ნი შოუს კონ­კურ­სან­ტე­ბი ასეთ შე­დე­გებ­ზე, თო­რემ ამ რთულ სა­ფე­ხუ­რებ­საც ვერ გა­ივ­ლიდ­ნენ. ასე რომ, ჩვე­ნი შოუ მათ­თვის არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, თი­თო­ე­ულ­მა სა­კუ­თა­რი თავი წარ­მო­ა­ჩი­ნოს, რე­ა­ლუ­რად ვინ არის, ვინ უნდა, რომ იყოს და შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბა­მაც რომ და­ი­ნა­ხოს და გა­იც­ნოს.

- პან­დე­მი­ამ ტუ­რიზმს დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა, შე­სა­ბა­მი­სად, და­ზა­რალ­და სა­რეს­ტორ­ნო ბიზ­ნე­სიც.

- რა თქმა უნდა, ცუ­დია, რომ რეს­ტორ­ნე­ბი და­ი­კე­ტა და ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩა, ამან ბიზ­ნე­სიც უკან დას­წია, მაგ­რამ მე­ო­რე მხრივ, გას­ტრო­ნო­მი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით უც­ნა­უ­რი რამ მოხ­და - როცა რეს­ტორ­ნე­ბი და­ი­ხუ­რა, ისეთ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა, რომ­ლებ­მაც პრო­დუქ­ტე­ბის და­მუ­შა­ვე­ბაც კი არ იცოდ­ნენ, შინ კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა და­ი­წყეს, რა­მაც, ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით, ავ­ტო­მა­ტუ­რად გე­მოვ­ნე­ბის დახ­ვე­წა გა­მო­იწ­ვია. ინ­ტერ­ნეტ­შიც მეტი სო­ცი­ა­ლუ­რი ჯგუ­ფი შე­იქ­მნა, და­ი­წყეს კერ­ძე­ბის გან­ხილ­ვა, სა­დაც სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და. ახლა ისეთ სა­ფე­ხურ­ზე ვართ, როცა უკვე თვი­თონ ამ­ზა­დე­ბენ და მუდ­მი­ვად სწავ­ლო­ბენ... მიხ­ვდნენ, რომ სი­ტყვა­ზე, პას­ტის მომ­ზა­დე­ბა სუ­ლაც არ არის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ. თურ­მე თვი­თო­ნაც შე­უძ­ლი­ათ.

მთა­ვა­რია, ისე მოხ­დეს, რომ ამის შემ­დეგ რეს­ტორ­ნე­ბიც მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე ავი­დეს. იქ რომ მი­ვალთ, ისე­თი ნაშ­რო­მი უნდა დაგ­ვხვდეს, რო­მელ­საც ჩვენ სახ­ლში ვერ მო­ვამ­ზა­დებთ.

- სა­ინ­ტე­რე­სო ტუ­რე­ბი იყო, რო­მელ­შიც სხვა­დას­ხვა კუ­თხის კერ­ძე­ბი ასე­ვე ამა თუ იმ კუ­თხის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა წარ­მო­ა­ჩი­ნეს...

- კი, მეგ­რე­ლე­ბი კა­ხურ კერ­ძებს ამ­ზა­დებ­დნენ, კა­ხე­ლე­ბი აჭა­რულს და ა.შ. ეს მარ­თლა სა­ინ­ტე­რე­სოა, ანუ ჩვენ და­გე­ბულ "ხა­ფან­გებს“ თავი გა­არ­თვეს. ბავ­შვო­ბი­დან შეჩ­ვე­ულ გე­მო­ებ­ში ყვე­ლა მა­გა­რია, მაგ­რამ რო­დე­საც მათ ამო­ცა­ნას ურ­თუ­ლებ, აქ სა­ინ­ტე­რე­სოა, თავს რო­გორ გა­არ­თმე­ვენ. უდა­ვოდ კარ­გად წარ­მო­ა­ჩი­ნეს, ყვე­ლა მო­თხოვ­ნი­ლე­ბი­სა და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ანუ რა­საც ვი­თხოვ­დით, იმის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა შეძ­ლეს... მა­ყუ­რებ­ლის ნა­წი­ლი ამას ცოტა ვერ აღიქ­ვამს, მაგ­რამ თუ არ გან­ვი­თარ­დი, არ იშ­რო­მე და რა­ღა­ცე­ბი არ შეც­ვა­ლე, წინ ვერ წახ­ვალ... მა­გა­ლი­თად, "ჩა­ქა­ფუ­ლის“ წი­ნა­აღ­მდე­გი კი არ ვარ, ის ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის ერთ-ერთი სა­გან­ძუ­რია, ჩვე­ნი სამ­ზა­რე­უ­ლოს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კერ­ძი და ასეთ კერ­ძებს არ უნდა შე­ვე­ხოთ, მაგ­რამ არ­სე­ბობს მი­ვი­წყე­ბუ­ლე­ბი, რო­მელ­თა პა­ტა­რა ხე­ლის შევ­ლე­ბით, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ტი შეგ­ვიძ­ლია, მი­ვი­ღოთ.

- რა პროგ­ნო­ზი გაქვთ - ვინ მო­ი­გებს კონ­კურსს?

- რა­ტომ მომ­წონს ამ შოუს გან­ვი­თა­რე­ბა და დი­ნა­მი­კა, იმი­ტომ, რომ არაპ­როგ­ნო­ზი­რე­ბა­დია - ვინც ტუ­რის ლი­დე­რე­ბი იყ­ვნენ და აღგ­ვაფრ­თო­ვა­ნეს, მე­ო­რე ტურ­ში აუტ­სა­ი­დე­რე­ბი გახ­დნენ და აუტ­სა­ი­დე­რე­ბი კი, პი­რი­ქით - ლი­დე­რე­ბი. ხში­რად გვე­კი­თხე­ბი­ან, - ვინ არის თქვე­ნი ფა­ვო­რი­ტიო? არა­ვის გვაქვს პა­სუ­ხი. რო­გორც წესი, ეს პროგ­ნო­ზე­ბი არ მარ­თლდე­ბა და ზუს­ტად ეს არის ამ შოუს ხიბ­ლიც. მოკ­ლედ, ვნა­ხოთ...

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯარი
14

მასტერშეფს კი გადაუჯოკრეს და

vita
8

ორივე კულინარიული შოუ რომელიც გადის სხვადასხვა სატელევიზიო სივრცეში მართლაც ფანტასტიკურია,იმედია შემდგომ სეზონებშიც გაგრძელდება .

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"პროგნოზები არ მართლდება და ზუსტად ეს არის ამ შოუს ხიბლიც" - რას ჰყვება "სამზარეულოს ომების" ჟიურის წევრი?

"პროგნოზები არ მართლდება და ზუსტად ეს არის ამ შოუს ხიბლიც" - რას ჰყვება "სამზარეულოს ომების"  ჟიურის წევრი?

ტელეკომპანია "ფორმულას“ პროექტი "სამზარეულოს ომები“ საინტერესოდ დაიწყო და ასევე მიმდინარეობს. შოუში ძლიერი ოთხეულია დარჩენილი - საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები ერთმანეთს კულინარიულ ჯადოქრობაში კვლავაც შეეჯიბრებიან. მანამდე კი შეფი მიშა ავსაჯანიშვილი ambebi.ge-სთან ერთად "სამზარეულოს ომების“ კონკურსანტების მიერ განვლილ არც ისე მარტივ ეტაპებს აფასებს.

მიშა ავსაჯანიშვილი:

- ეს კონკურსი იმით განსხვავდება, რომ მონაწილეები ტურიდან ტურამდე იზრდებიან. გაზრდაში იგულისხმება ის, რომ ახალ-ახალ ტექნიკას სწავლობენ, ბევრს მუშაობენ, რომ უკეთესი შედეგები ჰქონდეთ. მოკლედ, ეს გადაცემა იმის ნათელი მაგალითია, რომ კონკურსანტებმა შეიძლება ისეთი პროდუქტი მოგვცენ, ისე დაიხვეწონ, ვერც შეადარო წინა ტურებს - სერიოზული ნამუშევრები იქმნება. ისე კი, ეს სეზონი გამორჩეულია, არა მხოლოდ რომელიმე წინა სეზონისგან, არამედ ზოგადად საქართველოს კულინარიული შოუების ისტორიაში.

- ეს რითი აიხსნება?

- პირველ რიგში იმით, რომ თავიდანვე ტელევიზიის პროდაქშენის მიერ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ შოუ ქართული სამზარეულოსთვის მიეძღვნათ. ამან ავტომატურად გამოიწვია ქართულ სამზარეულოს მიმართულებით ინტერესი და აქტიურად მუშაობა. მონაწილეები ვალდებულები იყვნენ, ქართული სამზარეულო დაეხვეწათ, მაღალ საფეხურზე აეყვანათ და კერძები ჩვენთვის ასე წარმოედგინათ. ამასთან, ჩვენი სამზარეულოს უფრო მაღალ საფეხურზე აყვანის დრო უკვე კი არ მოვიდა, ცოტა დაგვიანებულიც კია...

- ე.ი. შეფების, ჟიურის მოლოდინი გამართლდა, ხომ?

- გადააჭარბა კიდეც. სიმართლე რომ ვთქვა, თავიდან არ მქონდა მოლოდინი, რომ კონკურსანტები რამდენიმე თვის განმავლობაში ასე განვითარდებოდნენ. მაღალი ხარისხის კერძებს წარმოგვიდგენდნენ. თურმე ვცდებოდი.

- თქვენ რომ იწყებდით მზარეულობას, ე.ი. იმ პერიოდისგან ბევრად განსხვავებული სიტუაციაა?

- მაშინ მე თვითონ ვცდილობდი, სიახლეები დამენერგა, მაგრამ ამას გარშემო არავინ იღებდა, ხელს არავინ მიწყობდა, არადა, მონდომებული ვიყავი... დღეს უფრო დიდი შესაძლებლობა და მოთხოვნაა და ეს ახალგაზრდები მეტად თამამები ამიტომაც არიან.

- თან, მათი უმეტესობა უკვე მზარეულია, თავიანთ კუთხეებში არიან დასაქმებული, გარკვეული გამოცდილებაც აქვთ. ამასთანავე, თითოეული შეყვარებულია თავის პროფესიაზე...

- ძალიან მსიამოვნებს ამის მოსმენა... რეალურად ამ თაობაში ეს პროფესია ტრენდული და მოთხოვნადია. პანდემიამ ბევრი რამ უკან დახია, თორემ ტურიზმის დამსახურებით, ეს დარგიც კარგად განვითარდა. ხომ ვამბობ, მოთხოვნაც იყო და შეფების, მზარეულების ხელფასებმაც შესაბამისად, საგრძნობლად აიწია. მე ის მიხარია, რომ ეს ადამიანები ამ სფეროში მაღალი ხელფასის გამო კი არ წავიდნენ, არამედ, იმიტომ, რომ ძალიან უყვართ. ეს სიყვარული რომ არ არსებობდეს, დარგი ასე ვერ განვითარდებოდა. ამიტომაც გავიდნენ ჩვენი შოუს კონკურსანტები ასეთ შედეგებზე, თორემ ამ რთულ საფეხურებსაც ვერ გაივლიდნენ. ასე რომ, ჩვენი შოუ მათთვის არის შესაძლებლობა, თითოეულმა საკუთარი თავი წარმოაჩინოს, რეალურად ვინ არის, ვინ უნდა, რომ იყოს და შესაბამისად, მოსახლეობამაც რომ დაინახოს და გაიცნოს.

- პანდემიამ ტურიზმს დიდი დარტყმა მიაყენა, შესაბამისად, დაზარალდა სარესტორნო ბიზნესიც.

- რა თქმა უნდა, ცუდია, რომ რესტორნები დაიკეტა და ამდენი ადამიანი უმუშევარი დარჩა, ამან ბიზნესიც უკან დასწია, მაგრამ მეორე მხრივ, გასტრონომიის მიმართულებით უცნაური რამ მოხდა - როცა რესტორნები დაიხურა, ისეთმა ადამიანებმა, რომლებმაც პროდუქტების დამუშავებაც კი არ იცოდნენ, შინ კერძების მომზადება დაიწყეს, რამაც, ჩემი დაკვირვებით, ავტომატურად გემოვნების დახვეწა გამოიწვია. ინტერნეტშიც მეტი სოციალური ჯგუფი შეიქმნა, დაიწყეს კერძების განხილვა, სადაც სხვადასხვა კატეგორიის უამრავი ადამიანი გაერთიანდა. ახლა ისეთ საფეხურზე ვართ, როცა უკვე თვითონ ამზადებენ და მუდმივად სწავლობენ... მიხვდნენ, რომ სიტყვაზე, პასტის მომზადება სულაც არ არის წარმოუდგენელი რამ. თურმე თვითონაც შეუძლიათ.

მთავარია, ისე მოხდეს, რომ ამის შემდეგ რესტორნებიც მაღალ საფეხურზე ავიდეს. იქ რომ მივალთ, ისეთი ნაშრომი უნდა დაგვხვდეს, რომელსაც ჩვენ სახლში ვერ მოვამზადებთ.

- საინტერესო ტურები იყო, რომელშიც სხვადასხვა კუთხის კერძები ასევე ამა თუ იმ კუთხის წარმომადგენლებმა წარმოაჩინეს...

- კი, მეგრელები კახურ კერძებს ამზადებდნენ, კახელები აჭარულს და ა.შ. ეს მართლა საინტერესოა, ანუ ჩვენ დაგებულ "ხაფანგებს“ თავი გაართვეს. ბავშვობიდან შეჩვეულ გემოებში ყველა მაგარია, მაგრამ როდესაც მათ ამოცანას ურთულებ, აქ საინტერესოა, თავს როგორ გაართმევენ. უდავოდ კარგად წარმოაჩინეს, ყველა მოთხოვნილებისა და თანამედროვე სტანდარტის გათვალისწინებით, ანუ რასაც ვითხოვდით, იმის განხორციელება შეძლეს... მაყურებლის ნაწილი ამას ცოტა ვერ აღიქვამს, მაგრამ თუ არ განვითარდი, არ იშრომე და რაღაცები არ შეცვალე, წინ ვერ წახვალ... მაგალითად, "ჩაქაფულის“ წინააღმდეგი კი არ ვარ, ის ქართული კერძების ერთ-ერთი საგანძურია, ჩვენი სამზარეულოს მნიშვნელოვანი კერძი და ასეთ კერძებს არ უნდა შევეხოთ, მაგრამ არსებობს მივიწყებულები, რომელთა პატარა ხელის შევლებით, მაღალი ხარისხის პროდუქტი შეგვიძლია, მივიღოთ.

- რა პროგნოზი გაქვთ - ვინ მოიგებს კონკურსს?

- რატომ მომწონს ამ შოუს განვითარება და დინამიკა, იმიტომ, რომ არაპროგნოზირებადია - ვინც ტურის ლიდერები იყვნენ და აღგვაფრთოვანეს, მეორე ტურში აუტსაიდერები გახდნენ და აუტსაიდერები კი, პირიქით - ლიდერები. ხშირად გვეკითხებიან, - ვინ არის თქვენი ფავორიტიო? არავის გვაქვს პასუხი. როგორც წესი, ეს პროგნოზები არ მართლდება და ზუსტად ეს არის ამ შოუს ხიბლიც. მოკლედ, ვნახოთ...

"ნანატრი შვილი, რომელსაც წლები ველოდით, უმძიმესი დიაგნოზის წინაშე დადგა" - 4 თვის ნენეს საზოგადოების დახმარება ესაჭიროება

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელად მეუფე იაკობი დაინიშნა - "მოხდა ისე, რომ მეუფე სპირიდონი საკუთარი ნებით წავიდა"

„საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა მომცა ბაზა, რაც პროფესიულ განვითარებას და კარიერულ წინსვლას სჭირდება“ - სტუ-ის მაგისტრანტი