მსოფლიო
წიგნები

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათუნა სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან
დათუნა სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან

და­ვით სა­რა­ლი­ძის გან­ზრახ, ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნილ მკვლე­ლო­ბა­ში მსჯავ­რდე­ბულ მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას კი­დევ ერთ და­ნა­შა­ულს ედა­ვე­ბი­ან. მას 2017 წლის პირ­ველ დე­კემ­ბერს, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე ლე­ვან და­დუ­ნაშ­ვი­ლი­სა და და­ვით სა­რა­ლი­ძის მკვლე­ლო­ბის და­ფარ­ვა­საც ედა­ვე­ბი­ან.

რო­გორც „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ კა­ლან­დი­ას ად­ვო­კატ­მა ზუ­რაბ თო­დუ­ამ გა­ნუ­ცხა­და, მსგავ­სი რამ უპ­რე­ცე­დენ­ტოა, რად­გან გა­მო­რი­ცხუ­ლია, ადა­მი­ანს იმ და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა­ზე წა­უ­ყე­ნო ბრა­ლი, რომ­ლის ჩა­დე­ნის­თვი­საც ის მსჯავ­რდე­ბუ­ლია.

აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბი 2017 წლის შემ­დეგ არ გა­მარ­თუ­ლა, 15 ივ­ნი­სი­დან კი მისი გან­ხილ­ვა იწყე­ბა.

„2021 წლის 15 ივ­ნისს, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს სის­ხლის სა­მარ­თლის სქ­მე­თა კო­ლე­გი­ის მო­სა­მარ­თლე ე. გაბ­რი­ჩი­ძე იწყებს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის გან­ხილ­ვას მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას მი­მართ და­ნა­შა­უ­ლი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი სსკ 370-ე მუხ­ლით, რაც და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვას გუ­ლის­ხმობს. ამ ში­ნა­არ­სის საქ­მის არ­სე­ბო­ბა ქვეყ­ნის სა­სა­მარ­თლო­ში პირ­და­პი­რი და უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა არის იმის, თუ რო­გორ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფომ, კერ­ძოდ, იმ­ჟა­მინ­დელ­მა შს მი­ნის­ტრმა გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­სა“ და „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თა, რო­დე­საც მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას მი­მართ და­ა­ყე­ნა გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი გა­ნა­ჩე­ნი, სა­ნაც­ვლოდ კი მი­ი­ღო დრო­ე­ბი­თი პო­ლი­ტი­კუ­რი მშვი­დო­ბა ქვეყ­ნის სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წინ მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის შე­წყვე­ტის სა­ხით. სა­მარ­თლებ­რი­ვად კი უდა­ვოა, რომ ად­გი­ლი აქვს მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას მი­მართ პო­ლი­ტი­კუ­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, რა­მე­თუ სა­ხე­ზეა უპ­რე­ცე­დენ­ტო ფაქ­ტობ­რი­ვი გა­რე­მო­ე­ბა, მო­ცე­მუ­ლო­ბა - მი­ხე­ილ კა­ლან­დი­ას ერ­თდრო­უ­ლად ედა­ვე­ბი­ან უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლის - მკვლე­ლო­ბის ჩა­დე­ნას და პა­რა­ლე­ლუ­რად ცდი­ლო­ბენ და­ა­ყე­ნონ გა­ნა­ჩე­ნი ამ მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ და­ნა­შა­უ­ლის მა­ტა­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის და­ფარ­ვა­ში, ანუ ედა­ვე­ბი­ან - შენ რომ მკვლე­ლო­ბა ჩა­ი­დი­ნე, ის რა­ტომ და­ფა­რე და თა­ვის დრო­ზე არ გა­ნა­ცხა­დეო. მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ ით­ვა­ლის­წი­ნებს მსჯავ­რდე­ბუ­ლის მიერ ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლის გა­ნუ­ცხა­დებ­ლო­ბი­სათ­ვის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას“, - გა­ნა­ცხა­და თო­დუ­ამ.

ცნო­ბის­თვის, და­ვით სა­რა­ლი­ძის ჯგუ­ფუ­რად და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში ჩა­დე­ნი­ლი გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა მი­ხე­ილ კა­ლან­დია 2019 წლის 4 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. ის თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ დამ­ნა­შა­ვედ ცნო და მას 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა შე­უ­ფარ­და, თუმ­ცა, არას­რულ­წლო­ვან­თა მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის კო­დექ­სის თა­ნახ­მად, სას­ჯე­ლი ერთი მე­სა­მე­დით შე­უმ­ცირ­და და სა­ბო­ლო­ოდ, სას­ჯე­ლის სა­ხით 11 წელი და 3 თვე შე­უ­ფარ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ძა­ლა­ში და­ტო­ვა თბი­ლი­სის სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლომ. უზე­ნა­ეს­მა სა­სა­მარ­თლომ კი, სა­კა­სა­ციო სა­ჩი­ვა­რი სა­ერ­თოდ და­უშ­ვევბლად მი­იჩ­ნია. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე სა­ჩი­ვა­რი სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო­შია გაგ­ზავ­ნი­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

დათუნა სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან

დათუნა სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან

დავით სარალიძის განზრახ, ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას კიდევ ერთ დანაშაულს ედავებიან. მას 2017 წლის პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის დაფარვასაც ედავებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ კალანდიას ადვოკატმა ზურაბ თოდუამ განუცხადა, მსგავსი რამ უპრეცედენტოა, რადგან გამორიცხულია, ადამიანს იმ დანაშაულის დაფარვაზე წაუყენო ბრალი, რომლის ჩადენისთვისაც ის მსჯავრდებულია.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლო სხდომები 2017 წლის შემდეგ არ გამართულა, 15 ივნისიდან კი მისი განხილვა იწყება.

„2021 წლის 15 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის სქმეთა კოლეგიის მოსამართლე ე. გაბრიჩიძე იწყებს სისხლის სამართლის საქმის განხილვას მიხეილ კალანდიას მიმართ დანაშაულისათვის გათვალისწინებული სსკ 370-ე მუხლით, რაც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. ამ შინაარსის საქმის არსებობა ქვეყნის სასამართლოში პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება არის იმის, თუ როგორ განახორციელა საქართველოს სახელმწიფომ, კერძოდ, იმჟამინდელმა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნებისა“ და „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური დაკვეთა, როდესაც მიხეილ კალანდიას მიმართ დააყენა გამამტყუნებელი განაჩენი, სანაცვლოდ კი მიიღო დროებითი პოლიტიკური მშვიდობა ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წინ მიმდინარე საპროტესტო აქციების შეწყვეტის სახით. სამართლებრივად კი უდავოა, რომ ადგილი აქვს მიხეილ კალანდიას მიმართ პოლიტიკური მართლმსაჯულების განხორციელებას, რამეთუ სახეზეა უპრეცედენტო ფაქტობრივი გარემოება, მოცემულობა - მიხეილ კალანდიას ერთდროულად ედავებიან უმძიმესი დანაშაულის - მკვლელობის ჩადენას და პარალელურად ცდილობენ დააყენონ განაჩენი ამ მკვლელობის შესახებ დანაშაულის მატარებელი ინფორმაციის დაფარვაში, ანუ ედავებიან - შენ რომ მკვლელობა ჩაიდინე, ის რატომ დაფარე და თავის დროზე არ განაცხადეო. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის განუცხადებლობისათვის პასუხისმგებლობას“, - განაცხადა თოდუამ.

ცნობისთვის, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა მიხეილ კალანდია 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს. ის თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა და საბოლოოდ, სასჯელის სახით 11 წელი და 3 თვე შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. უზენაესმა სასამართლომ კი, საკასაციო საჩივარი საერთოდ დაუშვევბლად მიიჩნია. აღნიშნულ საქმეზე საჩივარი სტრასბურგის სასამართლოშია გაგზავნილი.

სააპელაციო სასამართლომ 8 წლის ბავშვის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა

მარნეულში, ნაცნობი ქალისთვის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს გადაღების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

დაკავებულია "ქურდული სამყაროსთან" კავშირში მყოფი 13 პირი, "კანონიერ ქურდ" "გლეხოვიჩს" კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა - რა ინფორმაციას ავრცელებს შსს