მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვინ გაიყვანეს სათითაოდ დარბაზიდან და ვინ შემოვიდა სათითაოდ, მთელმა საზოგადოებამ დაინახა" - არჩილ თალაკვაძის პასუხი ნიკა მელიას
"ვინ გაიყვანეს სათითაოდ დარბაზიდან და ვინ შემოვიდა სათითაოდ, მთელმა საზოგადოებამ დაინახა" - არჩილ თალაკვაძის პასუხი ნიკა მელიას

ვინ გა­იყ­ვა­ნეს სა­თი­თა­ოდ დარ­ბა­ზი­დან და ვინ შე­მო­ვი­და სა­თი­თა­ოდ დარ­ბაზ­ში მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ნა­ხა ეს ამ­ბა­ვი, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ პარ­ლა­მენ­ტში სა­გა­ზა­ფხუ­ლო სე­სი­ის პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ თავ­მჯდო­მა­რე ნიკა მე­ლი­ას მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის თქმით, “პარ­ლა­მენ­ტში შე­მო­ვი­და იმის­თვის, რომ თი­თო­ე­უ­ლი მმარ­თვე­ლი გუნ­დის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო დარ­ბა­ზი­დან გა­იყ­ვა­ნოს“.

არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის გან­ცხა­დე­ბით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ევ­რო­პას 800 წლით ჩა­მორ­ჩე­ბა, რად­გან ევ­რო­პა­ში 800 წლის წინ გა­და­წყვი­ტეს, რომ პარ­ლა­მენ­ტში არ­ჩე­უ­ლი პარ­ტია ვალ­დე­ბუ­ლია სა­პარ­ლა­მენ­ტო მუ­შა­ო­ბა და­ი­წყოს.

"აშ­კა­რაა, რომ დღეს ნი­კა­ნორ მე­ლი­ამ ამ დარ­ბაზ­ში პირ­და­პირ გა­ნა­ცხა­და თუ რა იყო ამ თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში და ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის დროს „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ რე­ა­ლუ­რი ამო­ცა­ნა და მი­ზა­ნი. პირ­და­პირ თქვა ცი­ტა­ტა, რომ ჩვე­ნი პარ­ლა­მენ­ტი­დან გაყ­ვა­ნა იყო მათი მთა­ვა­რი ამო­ცა­ნა. სწო­რედ ამი­ტომ ვამ­ბობ­დით, რომ აქ მო­წყო­ბი­ლი დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცია, ძა­ლა­დობ­რი­ვი შე­ტე­ვა პარ­ლა­მენტზე იყო იმის­თვის მო­წო­დე­ბუ­ლი, რომ მო­ეხ­დი­ნათ პარ­ლა­მენ­ტის სა­ბო­ტა­ჟი და არა­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით მი­ეღ­წი­ათ იმ ცვლი­ლე­ბე­ბის­თვის, რაც ასე ძა­ლი­ან უნ­დათ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს არის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რომ 20-21 ივ­ნისს მარ­თლა ჰქონ­და ად­გი­ლი პარ­ლა­მენტზე შე­ტე­ვა და ამის მი­ზა­ნი იყო არა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დაც­ვა არა­მედ ის, რომ არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბულ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას რო­გორ­მე ძა­ლა­დო­ბით მი­ეღ­წია თა­ვი­სი მიზ­ნის­თვის და რო­გორ­მე გა­ვეყ­ვა­ნეთ აქე­დან. ვინ გა­იყ­ვა­ნეს სა­თი­თა­ოდ და ვინ შე­მო­ვი­და სა­თი­თა­ოდ დარ­ბაზ­ში მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ნა­ხა ეს ამ­ბა­ვი.

ზუს­ტად 800 წლით ჩა­მორ­ჩე­ბით ევ­რო­პულ დროს, რად­გან 800 წლის წინ ევ­რო­პა­ში პო­ლი­ტი­კო­სებ­მა და ადა­მი­ა­ნებ­მა გა­და­წყვი­ტეს, რომ რო­დე­საც პარ­ტია არ­ჩევ­ნებ­ში მხარ­და­ჭე­რას მი­ი­ღებს ის ვალ­დე­ბუ­ლად თვლის თავს შე­ვი­დეს პარ­ლა­მენ­ტში და არ მოს­ვლი­ათ ამ ას­წლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე აზ­რად, რომ პარ­ლა­მენ­ტში იყოს არ­ჩე­უ­ლი და ყო­ველ­გვა­რი მი­ზე­ზის გა­რე­შე გა­ნა­ცხა­დონ, რომ არ უნ­დათ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა იმა­ში რის­თვი­საც აირ­ჩი­ეს. თქვენ მო­ა­ტყუ­ეთ თქვე­ნი ამომ­რჩევ­ლე­ბი და ამის ფასს შემ­დეგ არ­ჩევ­ნებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­იხ­დით. მსურს მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო ყვე­ლა იმ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას, ვინც მო­იქ­ცა პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნად, თავი და­აღ­წია პო­ლი­ტი­კურ შან­ტაჟს, რო­მელ­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ახორ­ცი­ე­ლებ­და და ხელი მო­ა­წე­რა დო­კუ­მენტს, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სებ­ში იყო“, - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
შიო
82

სანამ ნაცები იქნებიან, ოცნებას არაფერი ემუქრება.

5555
75

რომ დაინახა საზოგადოებამ, ევროპამ და ამერიკამაც, მაგიტომ იჭამთ ეხლა საკუთარ თითებს, ქოცსექტა საერთოდ მაზოხისტური გაერთიანებაა. საკუთარ ფეხებში სროლაც ბიძინამ გასწავლათ?! ფეხები არავის მოაჭამოთ ..... ყველა ყველაფერს ხედავს და ყველა ყველაფერს უთქვენოთაც გებულობს... იხტიბარი არ გაიტეხოთ.....

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ვინ გაიყვანეს სათითაოდ დარბაზიდან და ვინ შემოვიდა სათითაოდ, მთელმა საზოგადოებამ დაინახა" - არჩილ თალაკვაძის პასუხი ნიკა მელიას

"ვინ გაიყვანეს სათითაოდ დარბაზიდან და ვინ შემოვიდა სათითაოდ, მთელმა საზოგადოებამ დაინახა" - არჩილ თალაკვაძის პასუხი ნიკა მელიას

ვინ გაიყვანეს სათითაოდ დარბაზიდან და ვინ შემოვიდა სათითაოდ დარბაზში მთელმა საზოგადოებამ დაინახა ეს ამბავი, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმით, “პარლამენტში შემოვიდა იმისთვის, რომ თითოეული მმართველი გუნდის წარმომადგენელი საპარლამენტო დარბაზიდან გაიყვანოს“.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" ევროპას 800 წლით ჩამორჩება, რადგან ევროპაში 800 წლის წინ გადაწყვიტეს, რომ პარლამენტში არჩეული პარტია ვალდებულია საპარლამენტო მუშაობა დაიწყოს.

"აშკარაა, რომ დღეს ნიკანორ მელიამ ამ დარბაზში პირდაპირ განაცხადა თუ რა იყო ამ თვეების განმავლობაში და ივნისის მოვლენების დროს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური ამოცანა და მიზანი. პირდაპირ თქვა ციტატა, რომ ჩვენი პარლამენტიდან გაყვანა იყო მათი მთავარი ამოცანა. სწორედ ამიტომ ვამბობდით, რომ აქ მოწყობილი დესტაბილიზაცია, ძალადობრივი შეტევა პარლამენტზე იყო იმისთვის მოწოდებული, რომ მოეხდინათ პარლამენტის საბოტაჟი და არადემოკრატიული გზით მიეღწიათ იმ ცვლილებებისთვის, რაც ასე ძალიან უნდათ წლების განმავლობაში. ეს არის მტკიცებულება, რომ 20-21 ივნისს მართლა ჰქონდა ადგილი პარლამენტზე შეტევა და ამის მიზანი იყო არა დამოუკიდებლობის დაცვა არამედ ის, რომ არჩევნებში დამარცხებულ პოლიტიკურ პარტიას როგორმე ძალადობით მიეღწია თავისი მიზნისთვის და როგორმე გავეყვანეთ აქედან. ვინ გაიყვანეს სათითაოდ და ვინ შემოვიდა სათითაოდ დარბაზში მთელმა საზოგადოებამ დაინახა ეს ამბავი.

ზუსტად 800 წლით ჩამორჩებით ევროპულ დროს, რადგან 800 წლის წინ ევროპაში პოლიტიკოსებმა და ადამიანებმა გადაწყვიტეს, რომ როდესაც პარტია არჩევნებში მხარდაჭერას მიიღებს ის ვალდებულად თვლის თავს შევიდეს პარლამენტში და არ მოსვლიათ ამ ასწლეულების მანძილზე აზრად, რომ პარლამენტში იყოს არჩეული და ყოველგვარი მიზეზის გარეშე განაცხადონ, რომ არ უნდათ მონაწილეობა იმაში რისთვისაც აირჩიეს. თქვენ მოატყუეთ თქვენი ამომრჩევლები და ამის ფასს შემდეგ არჩევნებში აუცილებლად გადაიხდით. მსურს მადლობა გადავუხადო ყველა იმ პოლიტიკურ პარტიას, ვინც მოიქცა პასუხისმგებლიანად, თავი დააღწია პოლიტიკურ შანტაჟს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ახორციელებდა და ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში იყო“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ხმაურის და ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ, პარლამენტის რიგგარეშე პლენარული სხდომა დაიწყო

არეულობა პარლამენტში - ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ჩხუბობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია

პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება