წიგნები
კულტურა/შოუბიზნესი

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
სამართალი
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საპარლამენტო პარტიები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელს მოაწერენ - რა წერია დოკუმენტში
საპარლამენტო პარტიები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელს მოაწერენ - რა წერია დოკუმენტში

პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი პარ­ტი­ე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის მხარ­და­ჭე­რის შე­სა­ხებ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას მო­ა­წე­რენ ხელს. ცნო­ბი­ლია გან­ცხა­დე­ბის ტექ­სტი, რო­მელ­საც სა­პარ­ლა­მენ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბი სა­კუ­თა­რი ხელ­მო­წე­რით შე­უ­ერ­თდე­ბი­ან.

"ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნი­ლი, ქვე­ვით ხელ­მომ­წე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბი: ვხელ­მძღვა­ნე­ლობთ რა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი­თა და სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ით; ვა­დას­ტუ­რებთ რა 2020 წლის 29 დე­კემ­ბერს მი­ღე­ბულ სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის რე­ზო­ლუ­ცი­ას „სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის შე­სა­ხებ“; ვემ­ხრო­ბით რა წე­სებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო წეს­რი­გის პრინ­ცი­პებს; სრუ­ლად ვი­ზი­ა­რებთ რა იმ ფა­სე­უ­ლო­ბებს, რომ­ლებ­საც ემ­ყა­რე­ბა ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია; ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რა, რომ კო­ლექ­ტი­უ­რი თავ­დაც­ვი­სად­მი ნა­ტოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის თა­ნა­მიმ­დევ­რულ­მა მიდ­გო­მამ უზ­რუნ­ველ­ყო ერ­თი­ა­ნი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და მშვი­დო­ბი­ა­ნი ევ­რო­პა; აღ­ვნიშ­ნავთ რა, რომ ნატო-ს ღია კა­რის პო­ლი­ტი­კა არის მთა­ვა­რი ხელ­შემ­წყო­ბი ფაქ­ტო­რი ცენ­ტრა­ლუ­რი და აღ­მო­სავ­ლე­თი ევ­რო­პის დე­მოკ­რა­ტი­ულ გარ­დაქ­მნა­ში; ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რა ნატო-ს 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო გახ­დე­ბა ნატო-ს წევ­რი; აღ­ვნიშ­ნავთ რა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ს წევ­რო­ბის­თვის აქვს ყვე­ლა პრაქ­ტი­კუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტი, გა­ნაგ­რძობს თავ­დაც­ვი­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბას და ახორ­ცი­ე­ლებს პროგ­რესს ნა­ტოს­თან სრუ­ლი თავ­სე­ბა­დო­ბის მი­საღ­წე­ვად; ვით­ვა­ლის­წი­ნებთ რა, რომ ნატო-ს სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ებ­სა და ოპე­რა­ცი­ებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლომ და­ამ­ტკი­ცა, რომ შე­უძ­ლია იყოს არა მხო­ლოდ ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის მიმ­ღე­ბი, არა­მედ მის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წვლი­ლის შემ­ტა­ნი,

ერ­თი­ა­ნი ვართ სა­ქარ­თვე­ლოს ნატო-ში გა­წევ­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში და ვა­ცხა­დებთ შემ­დეგს:

1. ერ­თხმად ვა­დას­ტუ­რებთ, რომ ნატო-ს წევ­რო­ბა არის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის უმ­თავ­რე­სი ინ­ტე­რე­სი და ეფუძ­ნე­ბა ერ­თსუ­ლო­ვან, ფარ­თო პო­ლი­ტი­კურ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მხარ­და­ჭე­რას.

2. გა­მოვ­ხა­ტავთ მად­ლი­ე­რე­ბას ალი­ან­სი­სა და მისი წევ­რი სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბი­სად­მი არ­სე­ბი­თი პო­ლი­ტი­კუ­რი და პრაქ­ტი­კუ­ლი მხარ­და­ჭე­რის­თვის, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, სა­ქარ­თვე­ლომ გა­ზარ­დოს მე­დე­გო­ბა და ალი­ანსთან ურ­თი­ერ­თთავ­სე­ბა­დო­ბა, აგ­რეთ­ვე მო­ემ­ზა­დოს ნატო-ს წევ­რო­ბის­თვის.

3. მო­ვუ­წო­დებთ ნატო-ს და მის წევრ სა­ხელ­მწი­ფო­ებს, გა­ნაგ­რძონ სა­ქარ­თვე­ლოს­თან მჭიდ­რო პარტნი­ო­რო­ბა, ვი­ნა­ი­დან ქვე­ყა­ნა ემ­ზა­დე­ბა სა­პარ­ლა­მენ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის მიერ ერ­თობ­ლი­ვად შე­თან­ხმე­ბუ­ლი, დე­მოკ­რა­ტი­ის კონ­სო­ლი­და­ცი­ის­თვის გა­მიზ­ნუ­ლი, ამ­ბი­ცი­უ­რი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყონ უფრო მტკი­ცე დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა მზარ­დი და ჰიბ­რი­დუ­ლი საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში.

4. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ შავი ზღვის უსაფრ­თხო­ე­ბის­თვის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის გაღ­რმა­ვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ფარ­თო შავი ზღვის რე­გი­ო­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის გა­რე­მო საგ­რძნობ­ლად გა­უ­ა­რეს­და. რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბი საფრ­თხეს უქ­მნის რე­გი­ო­ნულ უსაფრ­თხო­ე­ბას და რე­გი­ო­ნის ქვეყ­ნე­ბის დე­მოკ­რა­ტი­ებს. არ­სე­ბუ­ლი მო­ცე­მუ­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შავი ზღვის რე­გი­ონ­ში ნატო-ს ჩარ­თუ­ლო­ბა, რო­გორც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­მა­კა­ვე­ბე­ლი და მას­ტა­ბი­ლი­ზე­ბე­ლი ფაქ­ტო­რი, უწინ­დელ­ზე გა­ცი­ლე­ბით მეტ მნიშ­ვნე­ლო­ბას იძენს.

5. მი­ვე­სალ­მე­ბით ამ­ბი­ცი­ურ ან­გა­რიშს „ნატო 2030: გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი ახა­ლი ეპო­ქი­სათ­ვის“ და გა­მოვ­თქვამთ იმედს, რომ ალი­ან­სის ახა­ლი სტრა­ტე­გი­უ­ლი კონ­ცეფ­ცია სა­თა­ნა­დოდ ასა­ხავს ამ მოხ­სე­ნე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ებს ღია კა­რის პო­ლი­ტი­კის, შავი ზღვის შე­სა­ხებ ნა­ტოს ხედ­ვი­სა და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში მისი რო­ლის თა­ო­ბა­ზე.

6. გა­მოვ­ხა­ტავთ სა­ერ­თო ერ­თგუ­ლე­ბას უფრო ძლი­ე­რი ნატო-სად­მი, რო­მე­ლიც მოქ­მე­დებს თა­ვი­სუფ­ლე­ბის­მოყ­ვა­რე ერე­ბის, მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლოს, მშვი­დო­ბის, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის და­სა­ცა­ვად.

7. ხაზ­გას­მით აღ­ვნიშ­ნავთ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს ალი­ან­სში გა­წევ­რე­ბას­თან და­სა­ახ­ლო­ებ­ლად. სა­ქარ­თვე­ლოს და აღ­მო­სავ­ლეთ ევ­რო­პის სხვა, ნა­ტოს წევ­რო­ბის მო­სურ­ნე ქვეყ­ნე­ბის ნატო-ში გა­წევ­რე­ბა გა­ამ­ყა­რებს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი სივ­რცის უსაფრ­თხო­ე­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბას, შე­ა­ჩე­რებს პო­ტენ­ცი­ურ აგ­რე­სო­რებს და დაგ­ვა­ახ­ლო­ებს „ერ­თი­ან, თა­ვი­სუ­ფალ და მშვი­დო­ბი­ან ევ­რო­პას­თან“.

8. გვჯე­რა, რომ ნატო-ს ბრი­უ­სე­ლის სა­მი­ტი იძ­ლე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის გზა­ზე პროგ­რე­სის და­ფიქ­სი­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას. ვი­ნა­ი­დან სა­ქარ­თვე­ლო არ არის წარ­მოდ­გე­ნი­ლი აღ­ნიშ­ნულ სა­მიტ­ზე, ნა­ტო­ში ჩვენს პარტნი­ო­რებს ვთხოვთ, სა­პარ­ლა­მენ­ტო პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ე­ბის ეს ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბა მი­ი­ღონ, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში გა­წევ­რე­ბის მკა­ფიო მრა­ვალ­პარ­ტი­უ­ლი მხარ­და­ჭე­რა.

9. გა­მოვ­ხა­ტავთ მზად­ყოფ­ნას, გა­მო­ვი­ყე­ნოთ ყვე­ლა ხელ­მი­საწ­ვდო­მი პლატ­ფორ­მა, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ე­ბის ჩათ­ვლით, რათა ხელი შე­ვუ­წყოთ სა­ქარ­თვე­ლოს ნა­ტო­ში უფრო ღრმა ინ­ტეგ­რა­ცი­ას და სა­ბო­ლოო წევ­რო­ბას".

ამას­თან, ეს არის ღია დო­კუ­მენ­ტი, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტის რუს­თა­ვე­ლის დარ­ბაზ­ში და­ი­დე­ბა და მას­ზე ხე­ლის მო­წე­რა ყვე­ლა დე­პუ­ტატს შე­ეძ­ლე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
muamar kadafi
0

აფხაზეთი და სამაჩაბლო?

გრიგოლი1408
7

ხალხს კითხეთ უნდათ თუ არა ნატოში? ხალხის სახელით ნურაფერს ნუ აწერთ ხელს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

საპარლამენტო პარტიები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელს მოაწერენ - რა წერია დოკუმენტში

საპარლამენტო პარტიები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის შესახებ ერთობლივ განცხადებას ხელს მოაწერენ - რა წერია დოკუმენტში

პარლამენტში წარმოდგენილი პარტიები საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარდაჭერის შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერენ ხელს. ცნობილია განცხადების ტექსტი, რომელსაც საპარლამენტო პოლიტიკური ძალები საკუთარი ხელმოწერით შეუერთდებიან.

"ჩვენ, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი, ქვევით ხელმომწერი პოლიტიკური პარტიები: ვხელმძღვანელობთ რა საქართველოს ეროვნული ინტერესებითა და საქართველოს კონსტიტუციით; ვადასტურებთ რა 2020 წლის 29 დეკემბერს მიღებულ საქართველოს პარლამენტის რეზოლუციას „საქართველოს საგარეო პოლიტიკის შესახებ“; ვემხრობით რა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პრინციპებს; სრულად ვიზიარებთ რა იმ ფასეულობებს, რომლებსაც ემყარება ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია; ვითვალისწინებთ რა, რომ კოლექტიური თავდაცვისადმი ნატოს წევრი ქვეყნების თანამიმდევრულმა მიდგომამ უზრუნველყო ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპა; აღვნიშნავთ რა, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა არის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის დემოკრატიულ გარდაქმნაში; ვითვალისწინებთ რა ნატო-ს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებას, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წევრი; აღვნიშნავთ რა, რომ საქართველოს ნატო-ს წევრობისთვის აქვს ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი, განაგრძობს თავდაცვითი შესაძლებლობების განმტკიცებას და ახორციელებს პროგრესს ნატოსთან სრული თავსებადობის მისაღწევად; ვითვალისწინებთ რა, რომ ნატო-ს სამშვიდობო მისიებსა და ოპერაციებში მონაწილეობით საქართველომ დაამტკიცა, რომ შეუძლია იყოს არა მხოლოდ ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმღები, არამედ მის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანი წვლილის შემტანი,

ერთიანი ვართ საქართველოს ნატო-ში გაწევრების მხარდაჭერაში და ვაცხადებთ შემდეგს:

1. ერთხმად ვადასტურებთ, რომ ნატო-ს წევრობა არის საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების უმთავრესი ინტერესი და ეფუძნება ერთსულოვან, ფართო პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მხარდაჭერას.

2. გამოვხატავთ მადლიერებას ალიანსისა და მისი წევრი სახელმწიფოებისადმი არსებითი პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის, რაც საშუალებას იძლევა, საქართველომ გაზარდოს მედეგობა და ალიანსთან ურთიერთთავსებადობა, აგრეთვე მოემზადოს ნატო-ს წევრობისთვის.

3. მოვუწოდებთ ნატო-ს და მის წევრ სახელმწიფოებს, განაგრძონ საქართველოსთან მჭიდრო პარტნიორობა, ვინაიდან ქვეყანა ემზადება საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების მიერ ერთობლივად შეთანხმებული, დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის გამიზნული, ამბიციური რეფორმების განხორციელებისთვის, ასევე უზრუნველყონ უფრო მტკიცე დახმარების გაწევა და გამოცდილების გაზიარება მზარდი და ჰიბრიდული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლაში.

4. ხაზგასმით აღვნიშნავთ შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას. ბოლო წლების განმავლობაში ფართო შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების გარემო საგრძნობლად გაუარესდა. რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონულ უსაფრთხოებას და რეგიონის ქვეყნების დემოკრატიებს. არსებული მოცემულობის გათვალისწინებით, შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს ჩართულობა, როგორც მნიშვნელოვანი შემაკავებელი და მასტაბილიზებელი ფაქტორი, უწინდელზე გაცილებით მეტ მნიშვნელობას იძენს.

5. მივესალმებით ამბიციურ ანგარიშს „ნატო 2030: გაერთიანებულები ახალი ეპოქისათვის“ და გამოვთქვამთ იმედს, რომ ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია სათანადოდ ასახავს ამ მოხსენების რეკომენდაციებს ღია კარის პოლიტიკის, შავი ზღვის შესახებ ნატოს ხედვისა და ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში მისი როლის თაობაზე.

6. გამოვხატავთ საერთო ერთგულებას უფრო ძლიერი ნატო-სადმი, რომელიც მოქმედებს თავისუფლებისმოყვარე ერების, მათ შორის, საქართველოს, მშვიდობის, დემოკრატიისა და კეთილდღეობის დასაცავად.

7. ხაზგასმით აღვნიშნავთ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების მნიშვნელობას საქართველოს ალიანსში გაწევრებასთან დასაახლოებლად. საქართველოს და აღმოსავლეთ ევროპის სხვა, ნატოს წევრობის მოსურნე ქვეყნების ნატო-ში გაწევრება გაამყარებს ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას, შეაჩერებს პოტენციურ აგრესორებს და დაგვაახლოებს „ერთიან, თავისუფალ და მშვიდობიან ევროპასთან“.

8. გვჯერა, რომ ნატო-ს ბრიუსელის სამიტი იძლევა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე პროგრესის დაფიქსირების შესაძლებლობას. ვინაიდან საქართველო არ არის წარმოდგენილი აღნიშნულ სამიტზე, ნატოში ჩვენს პარტნიორებს ვთხოვთ, საპარლამენტო პოლიტიკური პარტიების ეს ერთობლივი განცხადება მიიღონ, როგორც საქართველოს ნატოში გაწევრების მკაფიო მრავალპარტიული მხარდაჭერა.

9. გამოვხატავთ მზადყოფნას, გამოვიყენოთ ყველა ხელმისაწვდომი პლატფორმა, საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეების ჩათვლით, რათა ხელი შევუწყოთ საქართველოს ნატოში უფრო ღრმა ინტეგრაციას და საბოლოო წევრობას".

ამასთან, ეს არის ღია დოკუმენტი, რომელიც პარლამენტის რუსთაველის დარბაზში დაიდება და მასზე ხელის მოწერა ყველა დეპუტატს შეეძლება.

"მომესმა, რომ ვიღაცას მუსიკა ჰქონდა ჩართული, მეგონა, ვიღაცას ტელეფონი დარჩა და რეკავდა..." - კახა კუჭავა პარლამენტში რუსეთის ჰიმნის ჩართვაზე

პარლამენტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებების პროექტი დაამტკიცა - რა შეიცვლება საარჩევო რეფორმის შედეგად

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"