მსოფლიო
სამართალი

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპორტი, პოლიტიკა და სკანდალი ევროპის ჩემპიონატზე - რა არის დატანილი უკრაინის ეროვნული ნაკრების მაისურზე, რის გამოც რუსეთი აღშფოთებულია
სპორტი, პოლიტიკა და სკანდალი ევროპის ჩემპიონატზე - რა არის დატანილი უკრაინის ეროვნული ნაკრების მაისურზე, რის გამოც რუსეთი აღშფოთებულია

11 ივ­ნი­სი­დან ევ­რო­პის 2020 წლის სა­ფეხ­ბურ­თო ჩემ­პი­ო­ნა­ტი იწყე­ბა (შე­ნიშ­ვნა: ჩემ­პი­ო­ნა­ტი შარ­შან უნდა გა­მარ­თუ­ლი­ყო, თუმ­ცა პან­დე­მი­ის გამო გა­და­ი­დო. უე­ფამ კი სა­ხე­ლი არ შეც­ვა­ლა და ტურ­ნირს ოფი­ცი­ა­ლუ­რად - ევრო 2020-ს უწო­დე­ბენ). ჩემ­პი­ო­ნა­ტის და­წყე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე კი რუ­სუ­ლი მხა­რე უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მა­ი­სუ­რებ­მა აღაშ­ფო­თა.

საქ­მე ისაა, რომ მა­ი­სურ­ზე და­ტა­ნი­ლია უკ­რა­ი­ნის რუ­კის კონ­ტუ­რე­ბი, რო­მელ­შიც შე­დის რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი. გარ­და ამი­სა, მა­ი­სურ­ზე არის წარ­წე­რა - "დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას.“

აღ­ნი­შუ­ნულ სა­კი­თხზე BBC-სთან კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა Uefa-ს წარ­მო­მად­გე­ნელ­მა - "უკ­რა­ი­ნის ეროვ­ნუ­ლი გუნ­დის მა­ი­სუ­რე­ბი (და ასე­ვე სხვა გუნ­დე­ბის) ევრო 2020-სთვის უე­ფას მიერ უკვე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლია, შე­სა­ბა­მი­სი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით“, - აცხა­დე­ბენ უე­ფა­ში.

სა­რეკ­ლა­მო ვი­დე­ორ­გოლ­ში კარ­გად ჩანს უკ­რა­ი­ნელ­თა ფორ­მა, მას­ზე თეთ­რი კონ­ტუ­რი­თაა და­ტა­ნი­ლი უკ­რა­ი­ნის რუკა, რომ­ლის შე­მად­გენ­ლო­ბა­შიც მოქ­ცე­უ­ლია პრო­რუ­სი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მიერ კონ­ტრო­ლი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბი - დო­ნეც­კი და ლუ­განსკი, ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მი.

"დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას“ - მა­ი­სუ­რის უკა­ნა მხა­რეს წე­რია. ამ სლო­განს სკან­დი­რებ­დნენ ვიქ­ტორ ია­ნუ­კო­ვი­ჩის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში 2014 წელს.

"გვჯე­რა, რომ ეს მა­ი­სუ­რი უფრო მეტ ძა­ლას მის­ცემს ჩვენს მო­თა­მა­შე­ებს, იმი­ტომ, რომ მათ უკ­რა­ი­ნის­თვის უნდა იბ­რძო­ლონ“, - ამ­ბობს უკ­რა­ი­ნის ფეხ­ბურ­თის ასო­ცი­ა­ცი­ის ხემ­ძღვა­ნე­ლი, ან­რეი პა­ველ­კო.

სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რე­ბი რუ­სეთ­ში მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კო­სებ­მა გა­ა­კე­თეს. ისი­ნი აცხა­დე­ბენ, რომ რუ­კის და­ტა­ნა უკ­რა­ი­ნე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბის მა­ი­სუ­რებ­ზე, უკ­რა­ი­ნის მხრი­დან "პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ვო­კა­ცი­აა.“

რუ­სე­თის სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრესს­პი­კერ­მა, მა­რია ზა­ხა­რო­ვამ გა­აკ­რი­ტი­კა უკ­რა­ი­ნა აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­ი­სუ­რე­ბის გამო და თქვა, რომ ის, რაც მა­ი­სუ­რებ­ზეა და­ტა­ნი­ლი "შე­უძ­ლე­ბელ ილუ­ზი­ას“ ქმნის. მი­სი­ვე თქმით, სლო­გა­ნი - "დი­დე­ბა უკ­რა­ი­ნას“, ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რია.

დუ­მის დე­უ­ტა­ტი დმიტ­რი სვიშ­ჩო­ვი კი აცხა­დებს, რომ მა­ი­სუ­რი "სრუ­ლი­ად შე­უ­სა­ბა­მოა“ და უე­ფას "ზო­მე­ბის მი­ღე­ბის­კენ“ მო­უ­წო­დებს.

ცნო­ბის­თვის, ევრო 2020 11 ივ­ნისს და­ი­წყე­ბა და 11 ივ­ლი­სის ჩათ­ვლით გაგ­რძელ­დე­ბა. ჩემ­პი­ო­ნატს 11 სხვა­დას­ხვა ქა­ლა­ქი უმას­პინ­ძლებს, მათ შო­რი­საა, რუ­სე­თის ქა­ლა­ქი სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გი, სა­დაც ჩემ­პი­ო­ნა­ტის მე­ო­თხე­დფი­ნა­ლუ­რი შეხ­ვედ­რა გა­ი­მარ­თე­ბა.

წყა­რო: BBC.com

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვაჰ
108

მგონი არ ღირს ამ მაისურების გამო რუსების გაღიზიანება. იქნებ უკრაინელები მიხვდენ და გახადონ ეს მაისურები. 

ვოოტ
39

არადა, არც რუსისაა და არც უკრაინელის, ისტორიულად ყირიმელ თათრებს ეკუთვნით, რომლებიც ისე დაფანტა და გადაასახლა სტალინმა, დღემდე ვერ შეგროვდნენ... დაახლოებით აფხაზეთის მსგავსი სიტუაციაა - ვინ აღარ ეპოტინება და ნამდვილი აფხაზი კი სანთლით არის საძებნელი...

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სპორტი, პოლიტიკა და სკანდალი ევროპის ჩემპიონატზე - რა არის დატანილი უკრაინის ეროვნული ნაკრების მაისურზე, რის გამოც რუსეთი აღშფოთებულია

სპორტი, პოლიტიკა და სკანდალი ევროპის ჩემპიონატზე - რა არის დატანილი უკრაინის ეროვნული ნაკრების მაისურზე, რის გამოც რუსეთი აღშფოთებულია

11 ივნისიდან ევროპის 2020 წლის საფეხბურთო ჩემპიონატი იწყება (შენიშვნა: ჩემპიონატი შარშან უნდა გამართულიყო, თუმცა პანდემიის გამო გადაიდო. უეფამ კი სახელი არ შეცვალა და ტურნირს ოფიციალურად - ევრო 2020-ს უწოდებენ). ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე კი რუსული მხარე უკრაინის ეროვნული გუნდის მაისურებმა აღაშფოთა.

საქმე ისაა, რომ მაისურზე დატანილია უკრაინის რუკის კონტურები, რომელშიც შედის რუსეთის მიერ ანექსირებული ტერიტორიები. გარდა ამისა, მაისურზე არის წარწერა - "დიდება უკრაინას.“

აღნიშუნულ საკითხზე BBC-სთან კომენტარი გააკეთა Uefa-ს წარმომადგენელმა - "უკრაინის ეროვნული გუნდის მაისურები (და ასევე სხვა გუნდების) ევრო 2020-სთვის უეფას მიერ უკვე დამტკიცებულია, შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით“, - აცხადებენ უეფაში.

სარეკლამო ვიდეორგოლში კარგად ჩანს უკრაინელთა ფორმა, მასზე თეთრი კონტურითაა დატანილი უკრაინის რუკა, რომლის შემადგენლობაშიც მოქცეულია პრორუსი სეპარატისტების მიერ კონტროლირებული რეგიონები - დონეცკი და ლუგანსკი, ანექსირებული ყირიმი.

"დიდება უკრაინას“ - მაისურის უკანა მხარეს წერია. ამ სლოგანს სკანდირებდნენ ვიქტორ იანუკოვიჩის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციის მონაწილეები უკრაინაში 2014 წელს.

"გვჯერა, რომ ეს მაისური უფრო მეტ ძალას მისცემს ჩვენს მოთამაშეებს, იმიტომ, რომ მათ უკრაინისთვის უნდა იბრძოლონ“, - ამბობს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციის ხემძღვანელი, ანრეი პაველკო.

საკითხზე კომენტარები რუსეთში მაღალი რანგის პოლიტიკოსებმა გააკეთეს. ისინი აცხადებენ, რომ რუკის დატანა უკრაინელი ფეხბურთელების მაისურებზე, უკრაინის მხრიდან "პოლიტიკური პროვოკაციაა.“

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ გააკრიტიკა უკრაინა აღნიშნული მაისურების გამო და თქვა, რომ ის, რაც მაისურებზეა დატანილი "შეუძლებელ ილუზიას“ ქმნის. მისივე თქმით, სლოგანი - "დიდება უკრაინას“, ნაციონალისტურია.

დუმის დეუტატი დმიტრი სვიშჩოვი კი აცხადებს, რომ მაისური "სრულიად შეუსაბამოა“ და უეფას "ზომების მიღებისკენ“ მოუწოდებს.

ცნობისთვის, ევრო 2020 11 ივნისს დაიწყება და 11 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ჩემპიონატს 11 სხვადასხვა ქალაქი უმასპინძლებს, მათ შორისაა, რუსეთის ქალაქი სანკტ-პეტერბურგი, სადაც ჩემპიონატის მეოთხედფინალური შეხვედრა გაიმართება.

წყარო: BBC.com

არეულობა კუბაში, დაშავებულები და ათობით დაკავებული - რა ხდება ქვეყანაში, სადაც საკვებისა და მედიკამენტების დეფიციტის გამო ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა

ტრაგედია ერაყში - საავადმყოფოში, სადაც კოვიდინფიცირებულებს მკურნალობდნენ, ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 66-მდე გაიზარდა

"არასდროს მოვიხდი ბოდიშს იმაზე, თუ ვინ ვარ და საიდან მოვედი გუნდში" - რასისტული თავდასხმები ინგლისის ნაკრების წევრებზე, კაპიტნის ღირსეული პასუხი და დაწყებული გამოძიება