პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სამზარეულოს ომების" შესანიშნავი ხუთეული რუხი კიტელებისთვის იბრძოლებს - გაიცანით ჯოზი და თამთა საუკეთესო კონკურსანტებიდან
"სამზარეულოს ომების" შესანიშნავი ხუთეული რუხი კიტელებისთვის იბრძოლებს - გაიცანით ჯოზი და თამთა საუკეთესო კონკურსანტებიდან

„სამ­ზა­რე­უ­ლოს ომებ­ში“ შე­სა­ნიშ­ნა­ვი ხუ­თე­უ­ლი გა­მოვ­ლე­ნი­ლია, რომ­ლებ­მაც წი­თე­ლი კი­ტე­ლე­ბი და­იმ­სა­ხუ­რეს. მომ­დევ­ნო ტურ­ში ისი­ნი რუხი კი­ტე­ლე­ბის­თვის იბ­რძო­ლე­ბენ. ბრძო­ლი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბა და წინსვლის სურ­ვი­ლი არც ერთს აკ­ლია. ვნა­ხოთ, ვის გა­უ­მარ­თლებს. AMBEBI.GE კი ამ­ჯე­რად ჯო­ზის და მის მე­წყვი­ლე თამ­თა და­ლა­ქიშ­ვილს გა­გაც­ნობთ.

ჯოზი:

- მე­ექ­ვსე წელი იწყე­ბა, მზე­რე­უ­ლი ვარ. ამ ეტაპ­ზე კაფე-რეს­ტორ­ნის სუ­შე­ფი გახ­ლა­ვართ. ძა­ლი­ან მომ­წონს ეს საქ­მე. ვი­ცო­დი, 12 კლასს რომ და­ვამ­თავ­რებ­დი, უნდა მეს­წავ­ლა და ამ პრო­ფე­სი­ას გავ­ყო­ლო­დი. ასეც მო­ვი­ქე­ცი, ჩა­ვა­ბა­რე კუ­ლი­ნა­რი­ის აკა­დე­მი­ა­ში. ვის­წავ­ლე თე­ო­რი­უ­ლი და პრაქ­ტი­კუ­ლი სა­კი­თხე­ბი. ჩემი პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი იყო სას­ტუმ­რო „რუმ­სი“, სა­დაც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში და­ვი­წყე საქ­მი­ა­ნო­ბა. სა­ერ­თოდ, ბავ­შვო­ბი­დან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი ვარ. მიჩ­ვე­უ­ლი ვარ ამას, ბევრ რა­მეს ჩე­მით მი­ვაღ­წიე და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­კუ­თა­რი თავი თვი­თონ შევ­ქმე­ნი. თა­ვი­დან ბო­ლომ­დე ვარ ამ სფე­რო­ში ჩარ­თუ­ლი და მას­ზე მთლი­ა­ნად ვარ და­მო­კი­დე­ბუ­ლი. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში დრო რო­გორ გა­დის, ვერ ვი­გებ.

- ამ კონ­კურ­სში რა­ტომ მოხ­ვე­დი?

- მო­მე­წო­ნა თა­ვად შოუს კონ­ტენ­ტი, რო­მე­ლიც ით­ვა­ლის­წი­ნებს უშუ­ა­ლოდ ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს წა­მო­წე­ვას და ამ კონ­კურ­სში ჩარ­თუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი მო­ნა­წი­ლე ქარ­თუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­ის, სამ­ზა­რე­უ­ლოს გან­ვი­თა­რე­ბა­ში რომ მო­ნა­წი­ლე­ობს და პრო­ფე­სი­ულ უნარ-ჩვე­ვებს მე­ტად იმუ­შა­ვებს. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერ­მა ძა­ლი­ან და­მა­ინ­ტე­რე­სა. პირ­ველ რიგ­ში, რაც პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მი­ვი­ღე, ეს დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა, ექ­სტრე­მა­ლურ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა. როცა გე­უბ­ნე­ბი­ან, - კერ­ძი უნდა გა­და­ა­კე­თო, უნდა და­და­ა­კე­თო. ეს მაქ­სი­მა­ლუ­რი ფორ­სმა­ჟო­რუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბაა. თუ გა­უმკლავ­დე­ბი, კარ­გი უნარ-ჩვე­ვე­ბი გი­მუ­შავ­დე­ბა. ასე რომ, აქ მი­ღე­ბუ­ლი დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა ცხოვ­რე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბა. ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი­დევ რაც არის, თუ მა­ღა­ლი ხა­რის­ხის ქარ­თულ პრო­დუქტს, ქარ­თულ კერძს „და­დებ“, ეს კი­დევ უფრო მა­გა­რია, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაა. სა­ბო­ლო­ოდ კი, დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას იღებ.

- ქარ­თუ­ლი სამ­ზრე­უ­ლო შენ­თვის რა არის?

- ერთი დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბა - რო­დე­საც ვმუ­შაბ ქარ­თულ კერ­ძებ­ზე, თუ სწო­რად გა­კეთ­და ყვე­ლაფ­რი, ქმნი გე­მო­ე­ბის ჰარ­მო­ნი­ას, ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სოა კერ­ძე­ბის გა­თა­ნა­მედ­რო­ვე­ბაც. რა­ღა­ცას და­ა­მა­ტებ, პა­ტა­რა ტექ­ნი­კურ მხა­რეს „მი­ხე­დავ“ და კერძს უკვე მა­ღალ ხა­რისხში აიყ­ვან. რაც ასე­ვე დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბაა. ტექ­ნი­კუ­რი თვალ­საზ­რი­სით, ყვე­ლა კერ­ძის წინ წა­მო­წე­ვა შე­იძ­ლე­ბა. რა­ი­მე კონ­კრე­ტუ­ლი კერ­ძი არ მაქვს, რომ ის უფრო მიყ­ვარს და მას უფრო გარ­დავ­ქმნი­დი. თი­თო­ე­ულს თა­ვი­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა აქვს და ერ­თმა­ნი­ე­თის­გან ყვე­ლა გან­სხვავ­დე­ბა.

- მე­წყვი­ლე თამ­თა­ზე რას გვე­ტყვი?

- მე და თამ­თამ ერ­თმა­ნე­თი სამ­სა­ხურ­ში გა­ვი­ცა­ნით. მას მერე თით­ქმის ერ­თად ვმუ­შა­ობთ - ერთი ობი­ექ­ტი გა­მო­ვიც­ვა­ლეთ და მე­ო­რე­შიც გა­და­ვე­დით. მოკ­ლედ, სამ­სა­ხუ­რიც გვა­კავ­ში­რებ­და, ერ­თად მუ­შა­ო­ბა ვი­ცო­დით და ამი­ტომ აღ­მოვ­ჩნდით შო­უ­შიც წყვილ­ში. აქ კი­დევ უფრო დავ­მე­გობ­რდით, მე­ტად გან­ვი­ხი­ლავთ სამ­ზა­რე­უ­ლოს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სხვა­დას­ხვა სა­კითხს და კარ­გად ვე­წყო­ბით.

- კონ­კურ­სან­ტე­ბი, ანუ კონ­კუ­რენ­ტე­ბი მოგ­წონს?

- ჯერ და­ვი­წყოთ იმით, რომ შოუს სა­ხელ­წო­დე­ბა სწო­რე­დაც რომ ამარ­თლებს „სამ­ზა­რე­უ­ლოს ომე­ბი“. მარ­თლა ომია - ისე­თი რთუ­ლი ეტა­პე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ. ძა­ლი­ან მა­გა­რი ბი­ჭე­ბი და გო­გო­ე­ბი არი­ან, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვი­დან­ვე შო­უ­ში ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტე­ბი იყ­ვნენ, სა­სა­წა­უ­ლი ფი­ნა­ლუ­რი ათე­უ­ლი შედ­გა, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის მას­ტერკლა­სი ჩა­ტარ­და. სუ­პერ­შო­უა. მად­ლი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ვარ და აქამ­დე რაც შო­უ­ში მოხ­და, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის უკვე გა­მარ­ჯვე­ბაა! თუნ­დაც ის რად ღირს, რომ ასეთ და ამ­ხე­ლა კვა­ლი­ფი­ცი­ურ შე­ფებ­თან მო­მი­წია გა­მოს­ვლა, რომ­ლე­ბიც გვა­ფა­სებ­დნენ, რჩე­ვას გვაძ­ლევ­დნენ. სა­წუ­წუ­ნოც არა­ფე­რი გვაქვს, ფი­ნა­ლურ 5-ეულ­შიც გა­ვე­დით. ბოლო-ბოლო წი­თე­ლი კი­ტე­ლი მო­ვირ­გეთ. ეს, ხომ ვამ­ბობ, ჩემ­თვის გა­მარ­ჯვე­ბის ტოლ­ფა­სია. შოუს მსვლე­ლო­ბი­სას კო­რო­ნა­ვირუ­სი გა­და­ვი­ტა­ნე, ამი­ტომ მად­ლო­ბა და აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბი ჩემს მე­წყვი­ლეს, მარ­ტო ას­პა­რე­ზობ­და...

ჯო­ზის მე­წყვი­ლემ თამ­თა და­ლა­ქიშ­ვილ­მა მზა­რე­უ­ლო­ბა 16 წლის ასა­კი­დან გა­და­წყვი­ტა და ამ­ბობს, რომ ამ სფე­რო­ში იქი­დან მო­დის. და­ამ­თავ­რა აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის კუ­ლი­ნა­რი­ის აკა­დე­მია. უხა­რია, რომ ეს დარ­გი სა­ქარ­თვე­ლო­ში ნელ-ნელა ვი­თარ­დე­ბა და სულ უფრო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზე ადის. „ჩემი პრო­ფე­სი­ით უკვე 4 წე­ლია, ვმუ­შა­ობ, ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია სხვა სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბა და სხვა სამ­სა­ხუ­რი. ვა­პი­რებ, მო­მა­ვალ­შიც ამ პრო­ფე­სი­ით ვი­ცხოვ­რო და მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ვი­ღო ამ დარ­გის გან­ვით­რე­ბა­ში. ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი პრო­ფე­სია და არა ჰობი და გა­ტა­ცე­ბა. მინ­და, ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და შე­ფა­სე­ბა მე­ტად დამ­კვიდ­რდეს. კარ­გი პრო­ფე­სი­აა, რაც მაძ­ლევს სა­კუ­თა­რი თა­ვის მე­ტად გა­მოვ­ლე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას და დიდ სი­ა­მოვ­ნე­ბას,“ - აღ­ნიშ­ნავს თამ­თა.

თამ­თა:

- ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო რა არის შენ­თვის?

- ზო­გა­დად ადა­მი­ა­ნი სა­ი­და­ნაც არის და რო­მელ ქვე­ყა­ნა­შიც ცხოვ­რობს, მის­თვის იქ არ­სე­ბუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ნო­მერ პირ­ვე­ლია. ამი­ტომ, ქარ­თუ­ლი სამ­ზა­რე­უ­ლო ჩემ­თვი­საც პირ­ვე­ლია. ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბი რომ არ მომ­წო­ნე­ბო­და, არ შემყვა­რე­ბო­და, არ გა­მე­კე­თე­ბი­ნა და სი­ა­მოვ­ნე­ბა არ მი­მე­ღო, პირ­ველ ად­გილს ალ­ბათ არ მი­ვა­ნი­ჭებ­დი.

- ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი კერ­ძი შენ­თვის რო­მე­ლია?

- ასე­თი კერ­ძი არის ჩქა­ფუ­ლი და ხინ­კა­ლი. რო­გო­რიც არის, ისე­თი უნდა დარ­ჩეს. არ უნდა შე­იც­ვა­ლოს, არ უნდა მოხ­დეს მისი გარ­და­სახ­ვა ისე, რომ გემო და­ე­კარ­გოს, ან წვნი­ა­ნო­ბა. ამი­ტომ ცოტა რთუ­ლია მას­თან შე­ჭი­დე­ბა... პრო­ექ­ტში რა­ტომ მოხ­ვე­დიო, - მკი­თხეთ. პირ­ველ რიგ­ში, იმი­ტომ, რომ ბევ­რი ხალ­ხი გა­მეც­ნო, მეტი მეს­წავ­ლა. ასეც მოხ­და, ბევ­რი ხალ­ხი გა­ვი­ცა­ნი და ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. რას­თა­ნაც ახლა მი­წევს შე­ხე­ბა, აქამ­დე არ მქო­ნია და მი­ხა­რია, რომ ამ პრო­ექ­ტში მოს­ვლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ამ პე­რი­ოდ­ში ახალ გაც­ნო­ბილ ადა­მი­ა­ნებს შო­რის კარ­გი მზა­რე­უ­ლე­ბი არი­ან. ეს არის მთა­ვა­რი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი.

- რთუ­ლი პე­რი­ო­დი კი გა­მო­ი­ა­რეთ. კონ­კურ­სან­ტებ­მა ბევრ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­უ­ძე­ლით.

- კი, რთუ­ლი იყო და ყო­ვე­ლი გა­და­ღე­ბის დროს ამო­ცა­ნა რთულ­დე­ბო­და, მაგ­რამ სა­ინ­ტე­რე­სო იყო, უცებ რომ იგებ­დი, - რა უნდა გა­გე­კე­თე­ბი­ნა და რა უნდა მომ­ხდა­რი­ყო. მოკ­ლედ, სა­ინ­ტე­რე­სო იყო ჩემ­თვის. კონ­კურ­სან­ტებს რაც შე­ე­ხე­ბა, დიდი კონ­კუ­რენ­ცია იყო. ყვე­ლა­ნი კარ­გე­ბი არი­ან და წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას. თი­თო­ე­ულს მშვე­ნი­ე­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს. რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მე­წყვი­ლეს - გა­მი­მარ­თლა, რომ ასე­თი მე­წყვი­ლე მყავს. ერ­თად შევ­ძე­ლით ის, რაც გვინ­დო­და.

- მზა­რე­უ­ლის რა მთა­ვარ თვი­სე­ბებს გა­მო­ყოფ­დი?

- გამ­ძლე­ო­ბა, მოთ­მი­ნე­ბის უნა­რი, კარ­გი ფსი­ქი­კა სჭირ­დე­ბა და რაც მთა­ვა­რია, სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ის სიყ­ვა­რუ­ლი. თუ არ გიყ­ვარს და ოდ­ნავ მა­ინც ეჭვი გე­პა­რე­ბა, მუ­შა­ო­ბა გა­გიძ­ნელ­დე­ბა. ამი­ტომ უნდა და­ფიქ­რდე - გაჰ­ყვე­ბი ამ პრო­ფე­სი­ას თუ არა.

- რა ის­წავ­ლე ამ შო­უ­ში ისე­თი, რა­საც შენს საქ­მი­ა­ნო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ნებ და ამ პრო­ექტს გა­გახ­სე­ნებს?

- ბევ­რი წვრილ­მა­ნია, ასეთ კარგ შე­ფებ­თან მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა და მათ­გან რო­გორ არ ვის­წავ­ლი­დი? მოკ­ლედ, არის რა­ღაც წვრილ­მა­ნე­ბი, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ვი­ყე­ნებ. უნდა ვთქვა, რომ ჩემი თა­ვის მი­ნუ­სე­ბიც და­ვი­ნა­ხე. ესეც ძა­ლი­ან კარ­გია. სა­ბო­ლო­ოდ კი, ამ შო­უ­თი კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და, რომ ეს ნამ­დვი­ლად ჩემი პრო­ფე­სი­აა, რომ ამით უნდა ვი­ცხოვ­რო. მე ვი­პო­ვე ჩემი თავი ამ საქ­მე­ში.

მია
5

ვფიქრობ, რომ ქართულ ტელესივრცეს მსგავსი კულინარიული გადაცემა არ ქონია.. ყოჩაღ...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სამზარეულოს ომების" შესანიშნავი ხუთეული რუხი კიტელებისთვის იბრძოლებს - გაიცანით ჯოზი და თამთა საუკეთესო კონკურსანტებიდან

"სამზარეულოს ომების" შესანიშნავი ხუთეული რუხი კიტელებისთვის იბრძოლებს - გაიცანით ჯოზი და თამთა საუკეთესო კონკურსანტებიდან

„სამზარეულოს ომებში“ შესანიშნავი ხუთეული გამოვლენილია, რომლებმაც წითელი კიტელები დაიმსახურეს. მომდევნო ტურში ისინი რუხი კიტელებისთვის იბრძოლებენ. ბრძოლისუნარიანობა და წინსვლის სურვილი არც ერთს აკლია. ვნახოთ, ვის გაუმართლებს. AMBEBI.GE კი ამჯერად ჯოზის და მის მეწყვილე თამთა დალაქიშვილს გაგაცნობთ.

ჯოზი:

- მეექვსე წელი იწყება, მზერეული ვარ. ამ ეტაპზე კაფე-რესტორნის სუშეფი გახლავართ. ძალიან მომწონს ეს საქმე. ვიცოდი, 12 კლასს რომ დავამთავრებდი, უნდა მესწავლა და ამ პროფესიას გავყოლოდი. ასეც მოვიქეცი, ჩავაბარე კულინარიის აკადემიაში. ვისწავლე თეორიული და პრაქტიკული საკითხები. ჩემი პირველი სამსახური იყო სასტუმრო „რუმსი“, სადაც სამზარეულოში დავიწყე საქმიანობა. საერთოდ, ბავშვობიდან დამოუკიდებელი ადამიანი ვარ. მიჩვეული ვარ ამას, ბევრ რამეს ჩემით მივაღწიე და შეიძლება ითქვას, რომ საკუთარი თავი თვითონ შევქმენი. თავიდან ბოლომდე ვარ ამ სფეროში ჩართული და მასზე მთლიანად ვარ დამოკიდებული. სამზარეულოში დრო როგორ გადის, ვერ ვიგებ.

- ამ კონკურსში რატომ მოხვედი?

- მომეწონა თავად შოუს კონტენტი, რომელიც ითვალისწინებს უშუალოდ ქართული სამზარეულოს წამოწევას და ამ კონკურსში ჩართული თითოეული მონაწილე ქართული კულინარიის, სამზარეულოს განვითარებაში რომ მონაწილეობს და პროფესიულ უნარ-ჩვევებს მეტად იმუშავებს. მოკლედ, ამ ყველაფერმა ძალიან დამაინტერესა. პირველ რიგში, რაც პროექტში მონაწილეობით მივიღე, ეს დიდი სიამოვნებაა, ექსტრემალურ სიტუაციაში მუშაობის გამოცდილება. როცა გეუბნებიან, - კერძი უნდა გადააკეთო, უნდა დადააკეთო. ეს მაქსიმალური ფორსმაჟორული მდგომარეობაა. თუ გაუმკლავდები, კარგი უნარ-ჩვევები გიმუშავდება. ასე რომ, აქ მიღებული დიდი გამოცდილება ცხოვრებაში დამეხმარება. ყველაზე მთავარი კიდევ რაც არის, თუ მაღალი ხარისხის ქართულ პროდუქტს, ქართულ კერძს „დადებ“, ეს კიდევ უფრო მაგარია, დიდი გამოცდილებაა. საბოლოოდ კი, დიდ სიამოვნებას იღებ.

- ქართული სამზრეულო შენთვის რა არის?

- ერთი დიდი სიამოვნება - როდესაც ვმუშაბ ქართულ კერძებზე, თუ სწორად გაკეთდა ყველაფრი, ქმნი გემოების ჰარმონიას, ასევე საინტერესოა კერძების გათანამედროვებაც. რაღაცას დაამატებ, პატარა ტექნიკურ მხარეს „მიხედავ“ და კერძს უკვე მაღალ ხარისხში აიყვან. რაც ასევე დიდი სიამოვნებაა. ტექნიკური თვალსაზრისით, ყველა კერძის წინ წამოწევა შეიძლება. რაიმე კონკრეტული კერძი არ მაქვს, რომ ის უფრო მიყვარს და მას უფრო გარდავქმნიდი. თითოეულს თავისი დანიშნულება აქვს და ერთმანიეთისგან ყველა განსხვავდება.

- მეწყვილე თამთაზე რას გვეტყვი?

- მე და თამთამ ერთმანეთი სამსახურში გავიცანით. მას მერე თითქმის ერთად ვმუშაობთ - ერთი ობიექტი გამოვიცვალეთ და მეორეშიც გადავედით. მოკლედ, სამსახურიც გვაკავშირებდა, ერთად მუშაობა ვიცოდით და ამიტომ აღმოვჩნდით შოუშიც წყვილში. აქ კიდევ უფრო დავმეგობრდით, მეტად განვიხილავთ სამზარეულოსთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს და კარგად ვეწყობით.

- კონკურსანტები, ანუ კონკურენტები მოგწონს?

- ჯერ დავიწყოთ იმით, რომ შოუს სახელწოდება სწორედაც რომ ამართლებს „სამზარეულოს ომები“. მართლა ომია - ისეთი რთული ეტაპები გამოვიარეთ. ძალიან მაგარი ბიჭები და გოგოები არიან, მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე შოუში ძლიერი კონკურსანტები იყვნენ, სასაწაული ფინალური ათეული შედგა, მაღალი ხარისხის მასტერკლასი ჩატარდა. სუპერშოუა. მადლიერი ადამიანი ვარ და აქამდე რაც შოუში მოხდა, ეს ყველაფერი ჩემთვის უკვე გამარჯვებაა! თუნდაც ის რად ღირს, რომ ასეთ და ამხელა კვალიფიციურ შეფებთან მომიწია გამოსვლა, რომლებიც გვაფასებდნენ, რჩევას გვაძლევდნენ. საწუწუნოც არაფერი გვაქვს, ფინალურ 5-ეულშიც გავედით. ბოლო-ბოლო წითელი კიტელი მოვირგეთ. ეს, ხომ ვამბობ, ჩემთვის გამარჯვების ტოლფასია. შოუს მსვლელობისას კორონავირუსი გადავიტანე, ამიტომ მადლობა და აპლოდისმენტები ჩემს მეწყვილეს, მარტო ასპარეზობდა...

ჯოზის მეწყვილემ თამთა დალაქიშვილმა მზარეულობა 16 წლის ასაკიდან გადაწყვიტა და ამბობს, რომ ამ სფეროში იქიდან მოდის. დაამთავრა აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემია. უხარია, რომ ეს დარგი საქართველოში ნელ-ნელა ვითარდება და სულ უფრო მაღალ საფეხურზე ადის. „ჩემი პროფესიით უკვე 4 წელია, ვმუშაობ, ვერ წარმომიდგენია სხვა სფეროში საქმიანობა და სხვა სამსახური. ვაპირებ, მომავალშიც ამ პროფესიით ვიცხოვრო და მონაწილეობა მივიღო ამ დარგის განვითრებაში. ეს არის სერიოზული პროფესია და არა ჰობი და გატაცება. მინდა, ასეთი დამოკიდებულება და შეფასება მეტად დამკვიდრდეს. კარგი პროფესიაა, რაც მაძლევს საკუთარი თავის მეტად გამოვლენის საშუალებას და დიდ სიამოვნებას,“ - აღნიშნავს თამთა.

თამთა:

- ქართულ სამზარეულო რა არის შენთვის?

- ზოგადად ადამიანი საიდანაც არის და რომელ ქვეყანაშიც ცხოვრობს, მისთვის იქ არსებული სამზარეულო ნომერ პირველია. ამიტომ, ქართული სამზარეულო ჩემთვისაც პირველია. ქართული კერძები რომ არ მომწონებოდა, არ შემყვარებოდა, არ გამეკეთებინა და სიამოვნება არ მიმეღო, პირველ ადგილს ალბათ არ მივანიჭებდი.

- ხელშეუხებელი კერძი შენთვის რომელია?

- ასეთი კერძი არის ჩქაფული და ხინკალი. როგორიც არის, ისეთი უნდა დარჩეს. არ უნდა შეიცვალოს, არ უნდა მოხდეს მისი გარდასახვა ისე, რომ გემო დაეკარგოს, ან წვნიანობა. ამიტომ ცოტა რთულია მასთან შეჭიდება... პროექტში რატომ მოხვედიო, - მკითხეთ. პირველ რიგში, იმიტომ, რომ ბევრი ხალხი გამეცნო, მეტი მესწავლა. ასეც მოხდა, ბევრი ხალხი გავიცანი და ბევრი რამ ვისწავლე. რასთანაც ახლა მიწევს შეხება, აქამდე არ მქონია და მიხარია, რომ ამ პროექტში მოსვლის გადაწყვეტილება მივიღე. მნიშვნელოვანია, რომ ამ პერიოდში ახალ გაცნობილ ადამიანებს შორის კარგი მზარეულები არიან. ეს არის მთავარი და მნიშვნელოვანი.

- რთული პერიოდი კი გამოიარეთ. კონკურსანტებმა ბევრ წინააღმდეგობას გაუძელით.

- კი, რთული იყო და ყოველი გადაღების დროს ამოცანა რთულდებოდა, მაგრამ საინტერესო იყო, უცებ რომ იგებდი, - რა უნდა გაგეკეთებინა და რა უნდა მომხდარიყო. მოკლედ, საინტერესო იყო ჩემთვის. კონკურსანტებს რაც შეეხება, დიდი კონკურენცია იყო. ყველანი კარგები არიან და წარმატებას ვუსურვებ ყველას. თითოეულს მშვენიერი ურთიერთობა გვაქვს. რაც შეეხება ჩემს მეწყვილეს - გამიმართლა, რომ ასეთი მეწყვილე მყავს. ერთად შევძელით ის, რაც გვინდოდა.

- მზარეულის რა მთავარ თვისებებს გამოყოფდი?

- გამძლეობა, მოთმინების უნარი, კარგი ფსიქიკა სჭირდება და რაც მთავარია, საკუთარი პროფესიის სიყვარული. თუ არ გიყვარს და ოდნავ მაინც ეჭვი გეპარება, მუშაობა გაგიძნელდება. ამიტომ უნდა დაფიქრდე - გაჰყვები ამ პროფესიას თუ არა.

- რა ისწავლე ამ შოუში ისეთი, რასაც შენს საქმიანობაში გამოიყენებ და ამ პროექტს გაგახსენებს?

- ბევრი წვრილმანია, ასეთ კარგ შეფებთან მქონდა ურთიერთობა და მათგან როგორ არ ვისწავლიდი? მოკლედ, არის რაღაც წვრილმანები, რასაც აუცილებლად გამოვიყენებ. უნდა ვთქვა, რომ ჩემი თავის მინუსებიც დავინახე. ესეც ძალიან კარგია. საბოლოოდ კი, ამ შოუთი კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ეს ნამდვილად ჩემი პროფესიაა, რომ ამით უნდა ვიცხოვრო. მე ვიპოვე ჩემი თავი ამ საქმეში.

ჟან კლოდ ვანდამის ვაჟმა ცოლად აზერბაიჯანელი გოგონა მოიყვანა - აზერბაიჯანულ-ჰოლივუდური ქორწილის დეტალები

"...იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინში იყო, მაგრამ უამისოდ არ გამოვიდოდა" - რას ამბობენ ნატალია ქუთათელაძის საერთაშორისო წარმატებაზე დედა და ბებია?

"შვილიკო, მეც ძალიან მიყვარხარ, ვეცდები, - კარგად ვიყოო... - ჩემთვის თითქოს ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი" - რას იხსენებს ქეთი წიკლაური მამაზე?