მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორც კი სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში" - რას ყვება სოზარ სუბარი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატსა და მეუფე სპირიდონზე
"როგორც კი სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში" - რას ყვება სოზარ სუბარი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატსა და მეუფე სპირიდონზე

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რის, სო­ზარ სუ­ბა­რის გან­ცხა­დე­ბით, ნი­ნოწ­მინ­დის ბავ­შვთა პან­სი­ო­ნატ­ში რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბი იმ­ყო­ფე­ბი­ან. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ად­გილ­ზე ჩავ­ლენ ფსი­ქო­ლო­გე­ბიც.

„ამ წუ­თებ­ში ნი­ნოწ­მინ­დის პან­სი­ო­ნატ­ში შე­სუ­ლე­ბი არი­ან რე­გუ­ლი­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი და 4 სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კი ზრუნ­ვის სა­ა­გენ­ტო­დან, ასე­ვე, გზა­ში არი­ან ფსი­ქო­ლო­გე­ბიც. წუ­ხელ, ექ­ვსმა ბავ­შვმა, რო­მელ­მაც მო­ი­თხო­ვა გა­მოყ­ვა­ნა, სხვა­გან არის გა­დაყ­ვა­ნი­ლი. 2006 წლი­დან ვმუ­შა­ობთ, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ეს შე­ნო­ბა შე­იქ­მნა, მა­შინ მე­უ­ფე სპი­რი­დო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ორი ბავ­შვთა სახ­ლი არ­სე­ბობ­და, ეს იყო ნი­ნოწ­მინ­და­სა და ზეს­ტა­ფონ­ში. მა­ში­ნაც გვქონ­და შეს­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით მცი­რე პრობ­ლე­მე­ბი, თუმ­ცა, მალე და­ლაგ­და, მა­შინ 60-მდე ბავ­შვთა სახ­ლი იყო, ეს კონ­კრე­ტუ­ლი ორი გა­მო­ირ­ჩე­ო­და, რო­გორც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო", - აღ­ნიშ­ნავს სუ­ბა­რი.

მი­სი­ვე თქმით, სა­ხალ­ხო დამ­ცველს ბავ­შვთა სახ­ლში შეს­ვლის უფ­ლე­ბა აქვს, რო­დე­საც არ უშ­ვე­ბენ, "გან­გა­ში მა­შინ­ვე უნდა ატე­ხოს“.

„სა­ხალ­ხო დამ­ცველს ბუ­ნებ­რი­ვია, უფ­ლე­ბა აქვს და აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ვი­დეს. ცოტა გა­ოგ­ნე­ბუ­ლიც ვი­ყა­ვი, რო­დე­საც გა­ვი­გე, რომ 2018 წლი­დან არ შე­სუ­ლა, არ ვიცი დღეს რა­ტომ გახ­და აქ­ტუ­ა­ლუ­რი ეს სა­კი­თხი. რო­გორც კი სა­ხალ­ხო დამ­ცველს არ ეძ­ლე­ვა შეს­ვლის უფ­ლე­ბა, მა­შინ­ვე უნდა აე­ტე­ხა გან­გა­ში, ეს სას­წრა­ფოდ გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია ", - აღ­ნიშ­ნავს სუ­ბა­რი.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასო
41

აი ეს თუ სახალხო დამცველია და მაშინ მე ვინ ვარ?უნამუსო დედაკაცი,მარტო ხელისუფლების კრიტიკაში იკლავს თავს და რაც მართლა გასაკეთებელია იმას თავს არიდებს.

mimino
55

ან გამოიყვან იმ ბავშვებს იმ პანსიობატიდან ან მიიღებთ საზოგადოებუსაგან პასუხს.... თუ არსებობს სისხლის ან/და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ფაქტები, დაუყოვნებლივ იმოქმედოს სახელმწიფომ, არა აქვს მნიშვნელობა ანაფორა ეცმევა თუ შარვალ-კოსრუმი...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"როგორც კი სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში" - რას ყვება სოზარ სუბარი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატსა და მეუფე სპირიდონზე

"როგორც კი სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში" - რას ყვება სოზარ სუბარი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატსა და მეუფე სპირიდონზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და სოციალური მუშაკები იმყოფებიან. მისივე ინფორმაციით, ადგილზე ჩავლენ ფსიქოლოგებიც.

„ამ წუთებში ნინოწმინდის პანსიონატში შესულები არიან რეგულირების სააგენტოს თანამშრომლები და 4 სოციალური მუშაკი ზრუნვის სააგენტოდან, ასევე, გზაში არიან ფსიქოლოგებიც. წუხელ, ექვსმა ბავშვმა, რომელმაც მოითხოვა გამოყვანა, სხვაგან არის გადაყვანილი. 2006 წლიდან ვმუშაობთ, სახალხო დამცველი ვიყავი, როდესაც ეს შენობა შეიქმნა, მაშინ მეუფე სპირიდონის ხელმძღვანელობით ორი ბავშვთა სახლი არსებობდა, ეს იყო ნინოწმინდასა და ზესტაფონში. მაშინაც გვქონდა შესვლასთან დაკავშირებით მცირე პრობლემები, თუმცა, მალე დალაგდა, მაშინ 60-მდე ბავშვთა სახლი იყო, ეს კონკრეტული ორი გამოირჩეოდა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო", - აღნიშნავს სუბარი.

მისივე თქმით, სახალხო დამცველს ბავშვთა სახლში შესვლის უფლება აქვს, როდესაც არ უშვებენ, "განგაში მაშინვე უნდა ატეხოს“.

„სახალხო დამცველს ბუნებრივია, უფლება აქვს და აუცილებლად უნდა შევიდეს. ცოტა გაოგნებულიც ვიყავი, როდესაც გავიგე, რომ 2018 წლიდან არ შესულა, არ ვიცი დღეს რატომ გახდა აქტუალური ეს საკითხი. როგორც კი სახალხო დამცველს არ ეძლევა შესვლის უფლება, მაშინვე უნდა აეტეხა განგაში, ეს სასწრაფოდ გამოსასწორებელია ", - აღნიშნავს სუბარი.