მსოფლიო
სამართალი

16

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 02:31-ზე, მთვარე თხის რქაშია საშიში დღეა, ფრთხილად იყავით. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ყოველგვარ ვაჭრობას, ფინანსური ოპერაციების ჩატარებას. ცუდი დღეა საქმის, საქმიანობის შესაცვლელად. მოგზაურობა და შორ მანძილზე მგზავრობა დაუშვებელია. უფრო მეტიც, უმჯობესია, ეს დღე შინ გაატაროთ. პასიურად დაისვენეთ. არავითარ შემთხვევაში არ დაქორწინდეთ დღეს, გადადეთ ნიშნობაც. განქორწინებაც კი სხვა დღეს დანიშნეთ. გაუფრთხილდით სახსრებსა და ხერხემალს, არ ამოიღოთ კბილი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ორ ოპოზიციონერს შორის საქმის გარჩევაში მე ვერ ჩავერევი" - ირაკლი კობახიძე "მუქარის წერილის" შესახებ ბადრი ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება
"ორ ოპოზიციონერს შორის საქმის გარჩევაში მე ვერ ჩავერევი" - ირაკლი კობახიძე "მუქარის წერილის" შესახებ ბადრი ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება

არის ორი ადა­მი­ა­ნი, ორი პო­ლი­ტი­კო­სი და მათ ერ­თმა­ნეთ­ში გა­არ­კვი­ონ ეს ურ­თი­ერ­თო­ბა - ორ ოპო­ზი­ცი­ო­ნერს შო­რის საქ­მის გარ­ჩე­ვა­ში მე ვერ ჩა­ვე­რე­ვი, - ასე ეხ­მი­ა­ნე­ბა პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას შე­სა­ხებ ბად­რი ჯა­ფა­რი­ძის გან­ცხა­დე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა, გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის და­ფი­ნან­სე­ბას, კო­ბა­ხი­ძის თქმით, გარ­კვე­ულ ეჭ­ვებ­ზე სა­უ­ბა­რი შე­იძ­ლე­ბა იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გან­ცხა­დე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ­ლე­ბიც იმედს გა­მოთ­ქვა­მენ, რომ გა­ხა­რი­ას პარ­ტია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” მხარ­და­ჭე­რას შე­ამ­ცი­რებს.

მისი თქმით, ვერც გა­ხა­რია, ვერც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" და ვერც უგუ­ლა­ვა 43 პრო­ცენ­ტი­ან ბა­რი­ერს ვერ მათ ვერ და­ახ­ლო­ებს.

"მე არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომც მქონ­დეს, ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამას ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ. თუმ­ცა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რო­მე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი აპი­ა­რებს გა­ხა­რი­ას, ვის წის­ქვილ­ზე ას­ხამს წყალს მისი პო­ლი­ტი­კუ­რი აქ­ტი­უ­რო­ბა, რა­ღაც ეჭ­ვებ­ზე შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­როთ, მაგ­რამ მე ჩემი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ამას ვერ და­ვა­დას­ტუ­რებ.

წა­მოც­დე­ნე­ბი ჰქონ­დათ პო­ლიტ­კო­სებს - უგუ­ლა­ვას, ცის­კა­რიშ­ვილს და ა.შ. მათ პირ­და­პირ თქვეს, რომ ამ­ყა­რე­ბენ იმე­დებს გა­ხა­რი­ა­ზე, რომ მათ და­ეხ­მა­რე­ბა რა­ღაც­ნა­ი­რად იმა­ში, რომ ჩვენ დაგ­ვა­ახ­ლო­ვონ 43 პრო­ცენ­ტი­ან ბა­რი­ერს. ეს არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, ვერც გა­ხა­რია, ვერც ნაც­მოძ­რა­ო­ბა და ვერც უგუ­ლა­ვა ჩვენ ამ ბა­რი­ერს ვერ დაგ­ვა­ახ­ლო­ვებს, ეს არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, გა­მომ­დი­ნა­რე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რი­დან, ამას იხი­ლავს ყვე­ლა ოქ­ტომ­ბერ­ში", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის“ გა­და­ცე­მა­ში „360 გრა­დუ­სი“ და­ა­დას­ტუ­რა, რომ ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ მას ე.წ. მუ­ქა­რის შემ­ცვე­ლი წე­რი­ლი პი­რა­დად გა­დას­ცა. "ჩვენ რომ გვყავ­დეს და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა, რა თქმა უნდა, და­ად­გენ­და, ვისი თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბია ამ წე­რილ­ზე. სა­ბო­ლო­ოდ ხომ გვსურს, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სი­მარ­თლე იცო­დეს. სი­მარ­თლე არის ერთი, ეს მუ­ქა­რის წე­რი­ლი იყო მის­გან ჩემ­ზე პი­რა­დად გად­მო­ცე­მუ­ლი. მას უნდა ეყოს გამ­ბე­და­ო­ბა, ეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას უთხრას. ჩემი აზ­რით, ეს იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯი მისი მხრი­დან“, - გა­ნა­ცხა­და ბად­რი ჯა­ფა­რი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კარლო
57

ჩიჩილაკის კიდევ ერთი შეცდომა - მევახშე ოპოზიციონერს კი არ ედავება, არამედ ამ ხელისუფლების პრემიერის ქმედებას ხდის სადაოდ (უფრო სწორად ცილს სწამებს)

goga
16

ჩიჩი მაგარი კაცია. თავიდან ვბრაზდებოდი რომ ვუსმენდი, მაგრამ ნელნელა ისე მივეჩვიე, კვირაში ერთი სისულელე თუ არ თქვა რაღაც მოუსვენრად ვარ. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს - დუშეთში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ, მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი
ავტორი:

"ორ ოპოზიციონერს შორის საქმის გარჩევაში მე ვერ ჩავერევი" - ირაკლი კობახიძე "მუქარის წერილის" შესახებ ბადრი ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება

"ორ ოპოზიციონერს შორის საქმის გარჩევაში მე ვერ ჩავერევი" - ირაკლი კობახიძე "მუქარის წერილის" შესახებ ბადრი ჯაფარიძის განცხადებას ეხმაურება

არის ორი ადამიანი, ორი პოლიტიკოსი და მათ ერთმანეთში გაარკვიონ ეს ურთიერთობა - ორ ოპოზიციონერს შორის საქმის გარჩევაში მე ვერ ჩავერევი, - ასე ეხმიანება პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებთან გიორგი გახარიას შესახებ ბადრი ჯაფარიძის განცხადებას.

რაც შეეხება, გახარიას პარტიის დაფინანსებას, კობახიძის თქმით, გარკვეულ ეჭვებზე საუბარი შეიძლება იმ პოლიტიკოსების განცხადებებიდან გამომდინარე, რომლებიც იმედს გამოთქვამენ, რომ გახარიას პარტია “ქართული ოცნების” მხარდაჭერას შეამცირებს.

მისი თქმით, ვერც გახარია, ვერც "ნაციონალური მოძრაობა" და ვერც უგულავა 43 პროცენტიან ბარიერს ვერ მათ ვერ დაახლოებს.

"მე არ მაქვს ინფორმაცია დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომც მქონდეს, ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ამას ვერ დავადასტურებ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომელი ტელევიზიები აპიარებს გახარიას, ვის წისქვილზე ასხამს წყალს მისი პოლიტიკური აქტიურობა, რაღაც ეჭვებზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ მე ჩემი პოლიტიკური პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ამას ვერ დავადასტურებ.

წამოცდენები ჰქონდათ პოლიტკოსებს - უგულავას, ცისკარიშვილს და ა.შ. მათ პირდაპირ თქვეს, რომ ამყარებენ იმედებს გახარიაზე, რომ მათ დაეხმარება რაღაცნაირად იმაში, რომ ჩვენ დაგვაახლოვონ 43 პროცენტიან ბარიერს. ეს არის გამორიცხული, ვერც გახარია, ვერც ნაცმოძრაობა და ვერც უგულავა ჩვენ ამ ბარიერს ვერ დაგვაახლოვებს, ეს არის გამორიცხული, გამომდინარე საზოგადოებრივი მხარდაჭერიდან, ამას იხილავს ყველა ოქტომბერში", - განაცხადა კობახიძემ.

ბადრი ჯაფარიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ დაადასტურა, რომ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მას ე.წ. მუქარის შემცველი წერილი პირადად გადასცა. "ჩვენ რომ გვყავდეს დამოუკიდებელი პროკურატურა, რა თქმა უნდა, დაადგენდა, ვისი თითის ანაბეჭდებია ამ წერილზე. საბოლოოდ ხომ გვსურს, საზოგადოებამ სიმართლე იცოდეს. სიმართლე არის ერთი, ეს მუქარის წერილი იყო მისგან ჩემზე პირადად გადმოცემული. მას უნდა ეყოს გამბედაობა, ეს საზოგადოებას უთხრას. ჩემი აზრით, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მისი მხრიდან“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

"მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია..." - რა განცხადებას აქვეყნებს მამუკა მდინარაძე

“მოქალაქეებმა“ რეგლამენტში ცვლილებები მოამზადეს, რომლის მიხედვით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას ორ დეპუტატი შეძლებს

"დადგინდეს, თუკი ვინმეს გადატრიალება ჰქონდა მომზადებული, სხვაგვარად ეს იქნება მხოლოდ ჭორაობა" - მიხეილ დაუშვილი მმართველი პარტიის ბრალდებებზე