მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დევიდ გარეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილეზე დაუკრავს
დევიდ გარეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილეზე დაუკრავს

ცნო­ბი­ლი გერ­მა­ნე­ლი მუ­სი­კო­სი, მე­ვი­ო­ლი­ნე დე­ვიდ გა­რე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის 100 წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ცერტს გა­მარ­თავს. ინ­ფორ­მა­ცი­ას სტუ-ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ავ­რცე­ლებს.

მათი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­ვიდ გა­რე­ტი ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე, თბი­ლის­ში, 2022 წლის 22 მა­ისს წარ­სდგე­ბა.

ცნო­ბი­ლი მუ­სი­კო­სი სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა, სპორ­ტი­სა და კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის და სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა და­ვით ოქი­ტაშ­ვილ­მა მო­იწ­ვია.

ძა­ლი­ან უყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი. ხში­რად მი­კავ­შირ­დე­ბა მისი პრო­დი­უ­სე­რი და მე­კი­თხე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის შე­სა­ხებ. ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში კი­დევ უფრო გაღ­რმავ­და. ერთ-ერთი სა­უბ­რი­სას ვუ­თხა­რი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის 100 წლის იუ­ბი­ლე, 2022 წელს, გრან­დი­ო­ზუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბით უნდა აღი­ნიშ­ნოს, მი­ვა­წო­დე ინ­ფორ­მა­ცია სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის მას­შტა­ბით ჩვე­ნი პირ­ვე­ლი და უძ­ვე­ლე­სი სა­ინ­ჟინ­რო-ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი უმაღ­ლე­სი სკო­ლის, მისი ის­ტო­რი­ი­სა და შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ტრა­დი­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ. ისიც ვკი­თხე, ხომ არ ჩა­მო­ვი­დო­და დე­ვიდ გა­რე­ტი კონ­ცერ­ტით თბი­ლის­ში. რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­მი­დას­ტუ­რეს, რომ გა­რე­ტი სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­ბი­ლე­სად­მი მი­ძღვნილ კონ­ცერტს თბი­ლის­ში, მა­ი­სის თვე­ში გა­მარ­თავს. სა­სი­ხა­რუ­ლოა, რომ ისე­თი ვირ­ტუ­ო­ზი, რო­გო­რიც დე­ვიდ გა­რე­ტია, გა­დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კის მი­უ­ხე­და­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვა და ჩვე­ნი უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­ი­უ­ბი­ლეო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში კონ­ცერტს გა­მარ­თავს“, - აცხა­დებს და­ვით ოქი­ტაშ­ვი­ლი.

ცნო­ბი­სათ­ვის, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში 100 წლის­თა­ვი­სად­მი მი­ძღვნი­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ფარ­გლებ­ში, რამ­დე­ნი­მე დღის წინ გა­ი­მარ­თა პირ­ვე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო შეხ­ვედ­რა, რო­მელ­საც უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, სა­მეც­ნი­ე­რო-აკა­დე­მი­უ­რი წრე­ე­ბი­სა და სტუ­დენ­ტე­ბის გარ­და, ეს­წრე­ბოდ­ნენ სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნუნუ მიც­კე­ვი­ჩი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე ავ­თან­დილ ენუ­ქი­ძე, პარ­ლა­მენ­ტის გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე შალ­ვა პა­პუ­აშ­ვი­ლი, კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე თა­მარ ტა­ლი­აშ­ვი­ლი, კულ­ტუ­რის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ელი­სო ბოლ­ქვა­ძე, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვი­ლი, ასე­ვე, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის ცნო­ბი­ლი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რო­მელ­თა მოღ­ვა­წე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კურ უნი­ვერ­სი­ტეტს უკავ­შირ­დე­ბა.

NS

კი
5

დათო ოქიტაშვილი უნდა იყოს პარლამენტში. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

დევიდ გარეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილეზე დაუკრავს

დევიდ გარეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილეზე დაუკრავს

ცნობილი გერმანელი მუსიკოსი, მევიოლინე დევიდ გარეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოში კონცერტს გამართავს. ინფორმაციას სტუ-ის უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დევიდ გარეტი ქართველი მაყურებლის წინაშე, თბილისში, 2022 წლის 22 მაისს წარსდგება.

ცნობილი მუსიკოსი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ საკითხთა, სპორტისა და კულტურის დეპარტამენტის და საქართველოს კულტურის პალატის ხელმძღვანელმა დავით ოქიტაშვილმა მოიწვია.

ძალიან უყვარს საქართველო და ქართველი მაყურებელი. ხშირად მიკავშირდება მისი პროდიუსერი და მეკითხება საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ. ჩვენი ურთიერთობა პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო გაღრმავდა. ერთ-ერთი საუბრისას ვუთხარი, რომ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილე, 2022 წელს, გრანდიოზული ღონისძიებებით უნდა აღინიშნოს, მივაწოდე ინფორმაცია სამხრეთ კავკასიის მასშტაბით ჩვენი პირველი და უძველესი საინჟინრო-ტექნოლოგიური უმაღლესი სკოლის, მისი ისტორიისა და შთამბეჭდავი სახელოვნებო ტრადიციების შესახებ. ისიც ვკითხე, ხომ არ ჩამოვიდოდა დევიდ გარეტი კონცერტით თბილისში. რამდენიმე დღის წინ დამიდასტურეს, რომ გარეტი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილ კონცერტს თბილისში, მაისის თვეში გამართავს. სასიხარულოა, რომ ისეთი ვირტუოზი, როგორიც დევიდ გარეტია, გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საქართველოში ჩამოვა და ჩვენი უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში კონცერტს გამართავს“, - აცხადებს დავით ოქიტაშვილი.

ცნობისათვის, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ გაიმართა პირველი ოფიციალური გაფართოებული საინფორმაციო შეხვედრა, რომელსაც უნივერსიტეტის რექტორის, ადმინისტრაციის, სამეცნიერო-აკადემიური წრეებისა და სტუდენტების გარდა, ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ ენუქიძე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თამარ ტალიაშვილი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი, ასევე, კულტურისა და სპორტის ცნობილი წარმომადგენლები, რომელთა მოღვაწეობა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს უკავშირდება.

NS

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „დიდი იდეების გამოწვევა 2021“-ის საუკეთესო ათეული გამოვლინდა

რატომ არის სფეისის ონლაინ სესხი ყველაზე მოსახერხებელი?

სემეკი შპს „თბილისი ენერჯის“ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მაისში მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვის პრინციპს განმარტავს