კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით, ქართული ბიოტექნოლოგიური კომპანია ვეტერინარული ანტიბიოტიკების ალტერნატივის წარმოებას გაზრდის
ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით, ქართული ბიოტექნოლოგიური კომპანია ვეტერინარული ანტიბიოტიკების ალტერნატივის წარმოებას გაზრდის

ევ­რო­კავ­ში­რი და FAO ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ მწარ­მო­ე­ბელ ქარ­თულ კომ­პა­ნია „ბი­ო­ქიმ­ფარმს“ (BioChimPharm) ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის შემ­ცვლე­ლი, ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად 150,000 აშშ დო­ლარს გა­მო­უ­ყო­ფენ.

გრან­ტის მი­ზა­ნია ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გის პრე­პა­რატ PowerPhage®-ისა (ფა­უ­ერ­ფა­გი) და სხვა ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბის გაზ­რდა. PowerPhage®-ი ბუ­ნებ­რი­ვი, ან­ტი­მიკ­რო­ბუ­ლი, ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი პრე­პა­რა­ტია მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბის­თვის და შე­საძ­ლოა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნეს რო­გორც ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვა. პრო­ექ­ტის წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ, შე­საძ­ლოა გა­დაჭ­რას ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის მი­მართ რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ბაქ­ტე­რი­უ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრობ­ლე­მა.

გრან­ტი, კომ­პა­ნი­ის 1,000,000 აშშ დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის ინ­ვეს­ტი­ცი­ის ნა­წი­ლია და იგი წარ­მო­ე­ბის 300%-ით გაზ­რდას ისა­ხავს მიზ­ნად. ინ­ვეს­ტი­ცი­ის ფარ­გლებ­ში ასე­ვე მოხ­დე­ბა სა­წარ­მოს ტექ­ნი­კურ გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა და ევ­რო­პულ სა­წარ­მოო სტან­დარტთან (GMP) შე­სა­ბა­მი­სო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფაა.

„მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბის ფერ­მებ­ში ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის ფარ­თო გა­მო­ყე­ნე­ბა ზრდის მომ­ხმა­რე­ბელ­თა ჯან­მრთე­ლო­ბის რის­კებს. „ბი­ო­ქიმ­ფარ­მის“ ინო­ვა­ცი­უ­რი პრო­დუქ­ტე­ბი გთა­ვა­ზობთ ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ვის ქარ­თულ წარ­მო­ე­ბას. ევ­რო­კავ­ში­რი­სა და FAO-ს დახ­მა­რე­ბით, კომ­პა­ნია შეძ­ლებს კი­დევ უფრო გა­ნა­ვი­თა­როს თა­ვი­სი პრო­დუქ­ტი, გა­ზარ­დოს წარ­მო­ე­ბა და და­აკ­მა­ყო­ფი­ლოს ევ­რო­კავ­ში­რის სტან­დარ­ტე­ბი. ეს დახ­მა­რე­ბა, ENPARD და EU4Business პროგ­რა­მე­ბის ფარ­გლებ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის მიერ ქარ­თუ­ლი ბიზ­ნე­სის მხარ­და­ჭე­რის ერთ-ერთი მა­გა­ლი­თია,“ – აღ­ნიშ­ნავს სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ბაზ­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გუნ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლი, დო­მი­ნიკ პა­პე­ნ­ჰე­ი­მი.

„დღეს, ევ­რო­კავ­ში­რის მიერ და­ფი­ნან­სე­ბუ­ლი ENPARD III პროგ­რა­მის სა­შუ­ა­ლე­ბით, FAO მხარს უჭერს ფრინ­ვე­ლი­სა და პი­რუ­ტყვის ღი­რე­ბუ­ლე­ბის ჯაჭ­ვე­ბის „ბი­ო­ქიმ­ფარ­მის“ ინო­ვა­ცი­ურ მიდ­გო­მას. ჩვე­ნი ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რა ხელს შე­უ­წყობს წარ­მო­ე­ბის 300%-ით გაზ­რდას და გახ­სნის ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ბაზ­რებს მწარ­მო­ებ­ლი­სა და მისი პრო­დუქ­ტის­თვის. აღ­ნიშ­ნუ­ლი გრან­ტი, იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბი­თი მიდ­გო­მის ნა­წი­ლია, რო­მელ­საც FAO აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს და რო­მელ­მაც ერ­თმა­ნეთ­თან უნდა და­ა­კავ­ში­როს, მწარ­მო­ებ­ლე­ბი, ფერ­მე­რე­ბი და მომ­ხმა­რებ­ლე­ბი“ – აცხა­დებს FAO სა­ქარ­თვე­ლოს პროგ­რა­მის კო­ორ­დი­ნა­ტორ­მა, ხა­ვი­ერ სან ალ­ვა­რეს­მა.

„ბი­ო­ქიმ­ფარ­მა“ (BioChimPharm), ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი ბი­ო­ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­არ­სე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­აა, რო­მელ­საც ბაქ­ტე­რი­ო­ფა­გე­ბი­სა და კვლე­ვე­ბის 80 წლი­ა­ნი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. კომ­პა­ნია ფლობს ხა­რის­ხის ISO 9001-2015 სერ­თი­ფი­კატს, 12 რე­გის­ტრი­რე­ბულ პრო­დუქტს და 2 სა­ერ­თა­შო­რი­სო პა­ტენტს. კომ­პა­ნი­ას და­საქ­მე­ბუ­ლი ჰყავს 40-ზე მეტი თა­ნამ­შრო­მე­ლი და სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცია ექ­სპორტზე რვა ქვე­ყა­ნა­ში გა­აქვს. ევ­რო­კავ­ში­რის და FAO-ს მიერ გა­ცე­მუ­ლი გრან­ტი უზ­რუნ­ველ­ყოფს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ფი­ნან­სურ სტა­ბი­ლუ­რო­ბას, შექ­მნის ახალ სა­მუ­შაო ად­გი­ლებს და „ბი­ო­ქიმ­ფარ­მა“ შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, შე­ი­ტა­ნოს სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ცია ევ­რო­კავ­შირ­სა და და­მა­ტე­ბით სა­ექ­სპორ­ტო ბაზ­რებ­ზე.

ევ­რო­კავ­ში­რი და FAO, გრანტს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბი­სა და სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბის ევ­რო­პის სა­მე­ზობ­ლო პროგ­რა­მის (ENPARD III) ფარ­გლებ­ში გას­ცე­მენ. პროგ­რა­მის მი­ზა­ნია იმ სტრუქ­ტუ­რუ­ლი და სის­ტე­მუ­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვა, რომ­ლე­ბიც ხელს უშ­ლი­ან სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის გან­ვი­თა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში და უარ­ყო­ფით გავ­ლე­ნას ახ­დე­ნენ სოფ­ლად მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და გა­რე­მო­ზე. 2020 წლის მარ­ტი­დან დე­კემ­ბრამ­დე პე­რი­ოდ­ში, პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, ქარ­თველ ფერ­მე­რებ­ზე, მე­წარ­მე­ებ­სა და მცი­რე მე­წარ­მე­ებ­ზე გა­ი­ცა 8.5 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე სა­ერ­თო ღი­რე­ბუ­ლე­ბის 132 გრან­ტი.

ევ­რო­კავ­ში­რი მხარს უჭერს სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­სა და სოფ­ლის გან­ვი­თა­რე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში ENPARD-ის პროგ­რა­მის დახ­მა­რე­ბით. პროგ­რა­მა ხორ­ცი­ელ­დე­ბა 2013 წლი­დან სა­ერ­თო ბი­უ­ჯე­ტით 234.5 მი­ლი­ო­ნი ევრო. მისი მი­ზა­ნია სოფ­ლად ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და სა­ქარ­თვე­ლო­ში სი­ღა­რი­ბის შემ­ცი­რე­ბა. მეტი ინ­ფორ­მა­ცია ENPARD-ის შე­სა­ხებ შე­გიძ­ლი­ათ იხი­ლოთ ვებ-გვერ­დზე: www.enpard.ge

https://www.facebook.com/watch/?v=511076056602878

xx
0

ევროკავშირი ბოლომდე ჩაგძირავთ თქვენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით, ქართული ბიოტექნოლოგიური კომპანია ვეტერინარული ანტიბიოტიკების ალტერნატივის წარმოებას გაზრდის

ევროკავშირის და FAO-ს მხარდაჭერით, ქართული ბიოტექნოლოგიური კომპანია ვეტერინარული ანტიბიოტიკების ალტერნატივის წარმოებას გაზრდის

ევროკავშირი და FAO ბაქტერიოფაგების მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებელ ქართულ კომპანია „ბიოქიმფარმს“ (BioChimPharm) ანტიბიოტიკების შემცვლელი, ვეტერინარული ბაქტერიოფაგების საწარმოებლად 150,000 აშშ დოლარს გამოუყოფენ.

გრანტის მიზანია ბაქტერიოფაგის პრეპარატ PowerPhage®-ისა (ფაუერფაგი) და სხვა ვეტერინარული პროდუქტების წარმოების გაზრდა. PowerPhage®-ი ბუნებრივი, ანტიმიკრობული, ვეტერინარული პრეპარატია მეფრინველეობისთვის და შესაძლოა გამოყენებული იქნეს როგორც ანტიბიოტიკების ალტერნატივა. პროექტის წარმატებით განხორციელებამ, შესაძლოა გადაჭრას ქვეყანაში არსებული ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტული ბაქტერიული ინფექციების პრობლემა.

გრანტი, კომპანიის 1,000,000 აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციის ნაწილია და იგი წარმოების 300%-ით გაზრდას ისახავს მიზნად. ინვესტიციის ფარგლებში ასევე მოხდება საწარმოს ტექნიკურ გადაიარაღება და ევროპულ საწარმოო სტანდარტთან (GMP) შესაბამისობის უზრუნველყოფაა.

„მეფრინველეობის ფერმებში ანტიბიოტიკების ფართო გამოყენება ზრდის მომხმარებელთა ჯანმრთელობის რისკებს. „ბიოქიმფარმის“ ინოვაციური პროდუქტები გთავაზობთ ვეტერინარული ანტიბიოტიკების ალტერნატივის ქართულ წარმოებას. ევროკავშირისა და FAO-ს დახმარებით, კომპანია შეძლებს კიდევ უფრო განავითაროს თავისი პროდუქტი, გაზარდოს წარმოება და დააკმაყოფილოს ევროკავშირის სტანდარტები. ეს დახმარება, ENPARD და EU4Business პროგრამების ფარგლებში, ევროკავშირის მიერ ქართული ბიზნესის მხარდაჭერის ერთ-ერთი მაგალითია,“ – აღნიშნავს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ეკონომიკური განვითარებისა და ბაზრის შესაძლებლობების გუნდის ხელმძღვანელი, დომინიკ პაპენჰეიმი.

„დღეს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD III პროგრამის საშუალებით, FAO მხარს უჭერს ფრინველისა და პირუტყვის ღირებულების ჯაჭვების „ბიოქიმფარმის“ ინოვაციურ მიდგომას. ჩვენი ფინანსური მხარდაჭერა ხელს შეუწყობს წარმოების 300%-ით გაზრდას და გახსნის ახალი შესაძლებლობების ბაზრებს მწარმოებლისა და მისი პროდუქტისთვის. აღნიშნული გრანტი, იმ ღირებულებითი მიდგომის ნაწილია, რომელსაც FAO აქტიურად უჭერს მხარს და რომელმაც ერთმანეთთან უნდა დააკავშიროს, მწარმოებლები, ფერმერები და მომხმარებლები“ – აცხადებს FAO საქართველოს პროგრამის კოორდინატორმა, ხავიერ სან ალვარესმა.

„ბიოქიმფარმა“ (BioChimPharm), ავტორიზებული ბიოფარმაცევტული, საქართველოში დაარსებული კომპანიაა, რომელსაც ბაქტერიოფაგებისა და კვლევების 80 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია ფლობს ხარისხის ISO 9001-2015 სერთიფიკატს, 12 რეგისტრირებულ პროდუქტს და 2 საერთაშორისო პატენტს. კომპანიას დასაქმებული ჰყავს 40-ზე მეტი თანამშრომელი და საკუთარი პროდუქცია ექსპორტზე რვა ქვეყანაში გააქვს. ევროკავშირის და FAO-ს მიერ გაცემული გრანტი უზრუნველყოფს ორგანიზაციის ფინანსურ სტაბილურობას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და „ბიოქიმფარმა“ შესაძლებლობას მისცემს, შეიტანოს საკუთარი პროდუქცია ევროკავშირსა და დამატებით საექსპორტო ბაზრებზე.

ევროკავშირი და FAO, გრანტს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში გასცემენ. პროგრამის მიზანია იმ სტრუქტურული და სისტემური გამოწვევების დაძლევა, რომლებიც ხელს უშლიან სოფლის მეურნეობის განვითარებას საქართველოში და უარყოფით გავლენას ახდენენ სოფლად მცხოვრებ მოსახლეობასა და გარემოზე. 2020 წლის მარტიდან დეკემბრამდე პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, ქართველ ფერმერებზე, მეწარმეებსა და მცირე მეწარმეებზე გაიცა 8.5 მილიონ ლარამდე საერთო ღირებულების 132 გრანტი.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 234.5 მილიონი ევრო. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების უზრუნველყოფა და საქართველოში სიღარიბის შემცირება. მეტი ინფორმაცია ENPARD-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/eVhSjBw0S8Y" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>

https://www.facebook.com/watch/?v=511076056602878

1000 ლარიანი ვაუჩერი და სხვა საჩუქრები - „მიჰაუსის“ დაბადების დღესთან დაკავშირებით მომხმარებლებს სურპრიზები ელოდება

"თურმე ოცნებები ხდება და ეს ყველაფერი ახლა რეალობაა - "რედიზაინმა“ 4 შვილის სოციალურად დაუცველ დედას სახლი გაურემონტა

რა ელოდებათ Art-გენი 2021–ის სტუმრებს