საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სემეკსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სემეკსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ეროვ­ნულ კო­მი­სი­ა­სა (სე­მეკ) და სსიპ „აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტს“ შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და. მე­მო­რან­დუმს ხელი მო­ა­წე­რეს სე­მე­კის თავ­მჯდო­მა­რემ, და­ვით ნარ­მა­ნი­ამ და უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, რო­ლანდ კო­პა­ლი­ან­მა.

მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში მხა­რე­ე­ბი გა­მოთ­ქვა­მენ მზად­ყოფ­ნას ხელი შე­უ­წყონ უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს კო­მი­სი­ა­ში სტა­ჟი­რე­ბი­სა და სას­წავ­ლო პრაქ­ტი­კის გავ­ლა­ში, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში, და­ეხ­მა­რონ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი­სა და მა­გის­ტრა­ტუ­რის სტუ­დენ­ტებს, დოქ­ტო­რან­ტებ­სა და მკვლევ­რებს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სფე­რო­ში კვლე­ვე­ბის ჩა­ტა­რე­ბის მიზ­ნით არ­სე­ბუ­ლი ხელ­მი­საწ­ვდო­მი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის მო­ძი­ე­ბა-გაც­ნო­ბა­ში. სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მხა­რე­ე­ბი ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ სხვა­დას­ხვა სა­მეც­ნი­ე­რო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტე­ბის მო­სამ­ზა­დებ­ლად, ერ­თობ­ლი­ვი კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი­სა და სა­მეც­ნი­ე­რო ფო­რუ­მე­ბის მო­სა­წყო­ბად.

„მო­ხა­რუ­ლი ვარ, რომ ვი­წყებთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­თან. პი­რა­დად ჩემ­თვის და სე­მე­კის თი­თო­ე­უ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლი­სათ­ვის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სფე­რო­ებ­ში კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბის კუ­თხით ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი ხელ­შე­წყო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, რომ რაც შე­იძ­ლე­ბა მე­ტად მოხ­დეს ენერ­გე­ტი­კი­სა და წყალ­მო­მა­რა­გე­ბის სა­კი­თხე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია სტუ­დენ­ტებ­ში. სე­მე­კის ერთ-ერთი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტია გა­ნათ­ლე­ბის მუდ­მი­ვი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და ამას ჩვენს მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტე­ბიც მოწ­მობს.

სე­მეკ­ში ვმუ­შა­ობთ სას­წავ­ლო ცენ­ტრის შექ­მნა­ზე, რო­მე­ლიც მათ შო­რის სტუ­დენ­ტებს მის­ცემს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, რომ მუდ­მი­ვად ჩარ­თუ­ლი იყ­ვნენ პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის პრო­ცეს­ში. ცოდ­ნის მი­ღე­ბა და კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის სის­ტე­მა­ტუ­რი ამაღ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს ერ­თგვარ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას გან­სა­კუთ­რე­ბით ელექტრო­ე­ნერ­გე­ტი­კუ­ლი ბაზ­რის რე­ფორ­მი­რე­ბის პრო­ცეს­ში. ამ­ჟა­მად, ბევ­რი რამ იც­ვლე­ბა ზო­გა­დად ენერ­გე­ტი­კა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სე­მე­კის მხრი­დან გა­და­იდ­გმე­ბა ყვე­ლა ნა­ბი­ჯი, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა აწსუ-ს სტუ­დენ­ტე­ბის­თვის გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში“, - გა­ნა­ცხა­და და­ვით ნარ­მა­ნი­ამ.

„დღე­ვან­დე­ლი დღე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ცხოვ­რე­ბა­ში. სე­მეკ­სა და ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტს შო­რის მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბა მკა­ფიო გა­მოვ­ლი­ნე­ბაა თა­ნა­მედ­რო­ვე გა­მოწ­ვე­ვე­ბის მი­მართ აწსუ-ს მზა­ო­ბი­სა. გა­მოც­დი­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ ახალ­გაზ­რდე­ბი­სათ­ვის ცოდ­ნის გა­და­ცე­მი­სა და გა­მოც­დი­ლე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა. სი­ა­მოვ­ნე­ბით მინ­და გა­ვიხ­სე­ნო, რომ, ამ მხრივ, ჩვენ კარ­გი ტრა­დი­ცია უკვე გვაქვს. წლე­ბის წინ სე­მე­კი და აკა­კი წე­რეთ­ლის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ენერ­გე­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბა ნა­ყო­ფი­ე­რად თა­ნამ­შრომ­ლობ­და, თუმ­ცა 2016 წელს გა­ფორ­მე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტი­სა­გან თვი­სებ­რი­ვად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია დღე­ვან­დე­ლი მე­მო­რან­დუ­მი, რო­მე­ლიც, ფაქ­ტობ­რი­ვად, უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბის გან­მსა­ზღვრელ ყვე­ლა სფე­როს მო­ი­ცავს, იქ­ნე­ბა ეს სტა­ჟი­რე­ბა-კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა, სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის სა­ჭი­რო მა­სა­ლის მი­წო­დე­ბა კვლე­ვე­ბის სა­წარ­მო­ებ­ლად, თუ ერ­თობ­ლი­ვი სა­მეც­ნი­ე­რო ფო­რუ­მე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. ეს ყო­ვე­ლი­ვე კი­დევ უფრო კონ­კუ­რენ­ტულს გახ­დის ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ენერ­გე­ტი­კის სპე­ცი­ა­ლო­ბას, ასე­ვე, მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ეკო­ნო­მი­კი­სა და სა­მარ­თლის პროგ­რა­მე­ბის შე­სა­ბა­მის მი­მარ­თუ­ლე­ბებს.

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არც ერთი მხა­რე არ და­ი­შუ­რებს ენერ­გი­ას, თა­ვის­თა­ვად ამ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ინი­ცი­ა­ტი­ვის ხორ­ცშეს­ხმა­სა და მე­მო­რან­დუ­მით ნა­კის­რი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის წარ­მა­ტე­ბულ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში“,- აღ­ნიშ­ნა რო­ლანდ კო­პა­ლი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

რა დროს უნივერსიტეტებია,,,,გთხოვთ არ შეაჩეროთ კომუნალური ტარიფების მომატება,,,ეს ხომ შეგიძლიათ და მიდით არ დაინდოთ ხალხი................

აკაკი
0

მოერიდეთ სემეკს,არაფერი გაგიძვიროთ ჩუმად!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

სემეკსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სემეკსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და უნივერსიტეტის რექტორმა, როლანდ კოპალიანმა.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას ხელი შეუწყონ უნივერსიტეტის სტუდენტებს კომისიაში სტაჟირებისა და სასწავლო პრაქტიკის გავლაში, კვალიფიკაციის ამაღლებაში, დაეხმარონ უნივერსიტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს, დოქტორანტებსა და მკვლევრებს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროში კვლევების ჩატარების მიზნით არსებული ხელმისაწვდომი ინფორმაციისა და ლიტერატურის მოძიება-გაცნობაში. საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეები ითანამშრომლებენ სხვადასხვა სამეცნიერო-საგანმანათლებლო საკითხთან დაკავშირებული ერთობლივი პროექტების მოსამზადებლად, ერთობლივი კონფერენციებისა და სამეცნიერო ფორუმების მოსაწყობად.

„მოხარული ვარ, რომ ვიწყებთ თანამშრომლობას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან. პირადად ჩემთვის და სემეკის თითოეული წარმომადგენლისათვის უაღრესად მნიშვნელოვანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროებში კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით ახალგაზრდებისათვის მაქსიმალური ხელშეწყობის უზრუნველყოფა. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება მეტად მოხდეს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების საკითხების პოპულარიზაცია სტუდენტებში. სემეკის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია განათლების მუდმივი გაუმჯობესება და ამას ჩვენს მიერ განხორციელებული სხვადასხვა პროექტებიც მოწმობს.

სემეკში ვმუშაობთ სასწავლო ცენტრის შექმნაზე, რომელიც მათ შორის სტუდენტებს მისცემს შესაძლებლობას, რომ მუდმივად ჩართული იყვნენ პროფესიული განვითარების პროცესში. ცოდნის მიღება და კვალიფიკაციის სისტემატური ამაღლება წარმოადგენს ერთგვარ აუცილებლობას განსაკუთრებით ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში. ამჟამად, ბევრი რამ იცვლება ზოგადად ენერგეტიკაში. აქედან გამომდინარე, სემეკის მხრიდან გადაიდგმება ყველა ნაბიჯი, რაც მნიშვნელოვანი იქნება აწსუ-ს სტუდენტებისთვის განათლების მიღების პროცესში“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

„დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცხოვრებაში. სემეკსა და ჩვენს უნივერსიტეტს შორის მემორანდუმის გაფორმება მკაფიო გამოვლინებაა თანამედროვე გამოწვევების მიმართ აწსუ-ს მზაობისა. გამოცდილი სპეციალისტების მიერ ახალგაზრდებისათვის ცოდნის გადაცემისა და გამოცდილების გაზიარების გარეშე შეუძლებელია მომავალი პროფესიონალების ჩამოყალიბება. სიამოვნებით მინდა გავიხსენო, რომ, ამ მხრივ, ჩვენ კარგი ტრადიცია უკვე გვაქვს. წლების წინ სემეკი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის მიმართულება ნაყოფიერად თანამშრომლობდა, თუმცა 2016 წელს გაფორმებული დოკუმენტისაგან თვისებრივად განსხვავებულია დღევანდელი მემორანდუმი, რომელიც, ფაქტობრივად, უნივერსიტეტის განვითარების განმსაზღვრელ ყველა სფეროს მოიცავს, იქნება ეს სტაჟირება-კვალიფიკაციის ამაღლება, სტუდენტებისათვის საჭირო მასალის მიწოდება კვლევების საწარმოებლად, თუ ერთობლივი სამეცნიერო ფორუმების ჩატარება. ეს ყოველივე კიდევ უფრო კონკურენტულს გახდის ჩვენს უნივერსიტეტში ენერგეტიკის სპეციალობას, ასევე, მასთან დაკავშირებულ ეკონომიკისა და სამართლის პროგრამების შესაბამის მიმართულებებს.

დარწმუნებული ვარ, არც ერთი მხარე არ დაიშურებს ენერგიას, თავისთავად ამ არაჩვეულებრივი ინიციატივის ხორცშესხმასა და მემორანდუმით ნაკისრი ვალდებულებების წარმატებულ განხორციელებაში“,- აღნიშნა როლანდ კოპალიანმა.

"COVID გადატანილებს იმუნიტეტი, ე.წ. აფრიკული შტამისგან ყველაზე ნაკლებად იცავს, არსებული ვაქცინები ასევე ნაკლებად იცავენ ე.წ. ინდური შტამისგან" - თენგიზ ცერცვაძე ვირუსის მუტაციებზე

"შეგვიძლია ვთქვათ, რომ მესამე ტალღის პიკი გადავლილია" - ამირან გამყრელიძე

"ამ ასაკის პაციენტები ასე არ მძიმდებოდნენ, მძიმდებიან უფრო ადრეულ პერიოდში - მე-3, მე-5 დღეს" - მარინა ენდელაძის თქმით, ახალგაზრდებში კოვიდის გავრცელებამ მოიმატა