საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მეგონა, ცუდი აღარაფერი მოხდება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ... ქირურგმა დიაგნოზი მითხრა: - არაკეთილთვისებიანი სიმსივნე" - რას ჰყვება ირაკლი იმნაიშვილი გადატანილ ორ მძიმე დაავადებაზე
"მეგონა, ცუდი აღარაფერი მოხდება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ... ქირურგმა დიაგნოზი მითხრა: - არაკეთილთვისებიანი სიმსივნე" - რას ჰყვება ირაკლი იმნაიშვილი გადატანილ ორ მძიმე დაავადებაზე

"რუს­თა­ვი 2"-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ზე, გა­და­ცე­მა "ფა­რულ კონ­ვერტს" სტუმ­რობ­და, სა­დაც ისა­უბ­რა თუ რო­გორ და­ა­მარ­ცხა ჯერ C ჰე­პა­ტი­ტი, შემ­დეგ კი სიმ­სივ­ნე. მას მძი­მე დი­აგ­ნო­ზი 2006 წელს და­უს­ვეს და ოჯა­ხის წევ­რებს უთხრეს, რომ პა­ცი­ენტს სი­ცო­ცხლის 3-დან 6-თვემ­დე პე­რი­ო­დი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი. ირაკ­ლის თქმით, ეს დი­აგ­ნო­ზი მა­შინ გა­ნა­ჩე­ნი იყო, რად­გან იმ პე­რი­ოდ­ში და­ა­ვა­დე­ბა სტიგ­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი იყო. საქ­მე ისაა, რომ იმ­ხა­ნად ეს და­ა­ვა­დე­ბა წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და.

"ერთი ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ ბევ­რი სის­ხლი დავ­კარ­გე, რა­მაც გა­მო­იწ­ვია პრობ­ლე­მე­ბი სის­ხლთან და­კავ­ში­რე­ბით, მარ­ტი­ვი ენით რომ ვთქვათ, რა­ღაც ელე­მენ­ტი სის­ხლში ქრე­ბო­და, თან იმ­დე­ნად სწრა­ფად, რომ იყო პე­რი­ო­დი, რო­დე­საც დღე­ში ორ­ჯერ იღებ­დნენ სის­ხლის ანა­ლიზს და ამით ზო­მავ­დნენ სი­ცო­ცხლის დარ­ჩე­ნილ დროს. მქონ­და სა­ში­ნე­ლი სი­სუს­ტე, 50 მეტ­რის გავ­ლა არ შე­მეძ­ლო. ერთ-ერ­თმა ექიმ­მა თქვა, რომ დარ­ჩე­ნი­ლი მქონ­და სა­მი­დან ექვს თვემ­დე სი­ცო­ცხლე.

C ჰე­პა­ტი­ტი იყო ერ­თგვა­რი სი­ნო­ნი­მი, რომ ეს არის მხო­ლოდ წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის და­ა­ვა­დე­ბა. სტიგ­მის გამო დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვდუმ­დი. სი­ნამ­დვი­ლე­ში წა­მალ­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი წარ­მო­ად­გე­ნენ ძა­ლი­ან მცი­რე პრო­ცენტს, ადა­მი­ა­ნე­ბის უმე­ტე­სო­ბა უხა­რის­ხო სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის გამო და­ინ­ფი­ცირ­და. ჩემს შემ­თხვე­ვა­ში ეს იყო სტო­მა­ტო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კა. მა­შინ თი­ნე­ი­ჯე­რი ვი­ყა­ვი. ავად­მყო­ფო­ბის სი­ვე­რა­გე იმა­ში მდგო­მა­რე­ობს, რომ სიმპტო­მი არ გაქვს. რომ არ და­წყე­ბუ­ლი­ყო რუ­ტი­ნუ­ლი კვლე­ვა, C ჰე­პა­ტი­ტი გა­ნაგ­რძობ­და გან­ვი­თა­რე­ბას.

52 ნემ­სი გა­ვი­კე­თე, მკურ­ნა­ლო­ბა 1 წელი გაგ­რძელ­და... ძა­ლი­ან მძი­მე გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი ჰქონ­და. ნემსს მოჰ­ყვე­ბო­და თა­ვი­სი ანო­ტა­ცია - იწ­ვევს მძი­მე ქი­მი­ურ დეპ­რე­სი­ას, რა­საც მოს­დევს თვით­მკვლე­ლო­ბის მცდე­ლო­ბე­ბი, ხოლო შემ­დეგ აბ­ზაც­ში წე­რია, რომ იყო თვით­მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტე­ბი. ჩავ­თვა­ლე, რომ მე არ უნდა გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა ან­ტი­დეპ­რე­სან­ტე­ბი, რა­საც მოჰ­ყვა უმ­ძი­მე­სი ქი­მი­უ­რი დეპ­რე­სია, ამ სიმ­ძი­მეს თან და­ერ­თო, რომ მე ჩემი ად­გი­ლის დამ­კვიდ­რე­ბას ვცდი­ლობ­დი ლონ­დონ­ში, ერთ-ერთი მე­დი­ა­კომ­პა­ნი­ა­ში.

ლონ­დონ­ში ცხოვ­რობს ჩვე­ნი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გო­ბა­რი ელი­სა­ბედ ჩა­ჩხი­ანი, რო­მელ­მაც შეგ­ვი­ფა­რა. მის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იქ­ნე­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. მი­ხა­რია, რომ იმ პრე­პა­რა­ტით მკურ­ნა­ლო­ბა, რო­მე­ლიც დღეს სა­ქარ­თვე­ლო­შია შე­მო­სუ­ლი, სა­უ­კე­თე­სოა, რაც კი მსოფ­ლი­ო­ში არ­სე­ბობს, "- ჰყვე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი.

ირაკ­ლი ასე­ვე იხ­სე­ნებს 2019 წელს. მას შემ­დეგ, რაც C ჰე­პა­ტიტ­თან ბრძო­ლა და­ას­რუ­ლა, მას კი­დევ ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა შე­ექ­მნა:

"უკან სიბ­რძნის კბილ­თან, მე­გო­ნა, რომ კანი მქონ­და გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლი. მე და ჩემი მე­უღ­ლე ნა­თია ჩავფრინ­დით ვე­ნა­ში, გან­ცდა, მაქვს, რომ C ჰე­პა­ტი­ტი მორ­ჩა და ცუდი აღა­რა­ფე­რი მოხ­დე­ბა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ექიმ­მა შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ და­რე­კა და სას­წრა­ფო სა­ო­პე­რა­ციო და­ჯავ­შნა. და­კი­და ყურ­მი­ლი და თქვა, რომ ეს არის სიმ­სივ­ნუ­რი წარ­მო­ნაქ­მნი და უნდა ამოვ­კვე­თო­თო. ქი­რურ­გმა დი­აგ­ნო­ზი მა­ლე­ვე მი­თხრა: - არა­კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე, ვხვდე­ბო­დი, რომ ეს სიზ­მა­რი არ იყო.

რად­გა­ნაც სიმ­სივ­ნე პი­რის ღრუ­ში იყო, ქი­რურ­გმა გა­მაფრ­თხი­ლა, რომ ოპე­რა­ცი­ამ შე­საძ­ლოა, მე­ტყვე­ლე­ბის სე­რი­ო­ზუ­ლი დე­ფექ­ტი გა­მო­იწ­ვი­ოს.

ღა­მით დავ­ჯე­ქი და ამ ქი­რურგს მივ­წე­რე უზარ­მა­ზა­რი მე­ი­ლი, თუ რამე არის შე­საძ­ლე­ბე­ლი რომ გა­კეთ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნა­ში, თუ შე­იძ­ლე­ბა, ვინ­მე კი­დევ ჩავ­რთოთ-მეთ­ქი. მივ­წე­რე, რომ თუ დავ­სა­ხიჩ­რდე­ბო­დი, ეს ნიშ­ნავ­და, რომ რაც რამე მი­კე­თე­ბია, ყვე­ლა­ფე­რი გა­ჩერ­დე­ბა… დი­ლის 5 სა­ათ­ზე გა­ვუგ­ზავ­ნე, 1 სა­ა­თი ვწერ­დი და მი­პა­სუ­ხა 15 წუთ­ში. მი­თხრა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის, და­ა­მა­ტეს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის რამ­დე­ნი­მე ბრი­გა­და, რომ­ლე­ბიც ამოწ­მე­ბენ, უჯრე­დი რამ­დე­ნად ჯან­მრთე­ლია, რომ არ მოჭ­რან იმა­ზე მეტი, ვიდ­რე სა­ჭი­როა"… - იხ­სე­ნებს "რუს­თა­ვი 2-ის" აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი.

მისი თქმით, მო­სა­ფიქ­რებ­ლად სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ჰქონ­და.

"ძა­ლი­ან შე­მე­ცო­და დე­და­ჩე­მი ისევ, რად­გან 2006 წლი­დან 2019 წლამ­დე ეს მორ­ჩა (C ჰე­პა­ტიტ­თან ბრძო­ლა). ჩა­ვიც­ვამ­დი ტან­საც­მელს, ჩა­ვი­დო­დი სას­ტუმ­როს კა­ფე­ში, ჩავ­წერ­დი ვი­დე­ოს – "დე, გუ­შინ გვი­ა­ნო­ბამ­დე ვი­ყა­ვით გა­რეთ ვერ და­გი­რე­კე, გკოც­ნი"… გა­და­ვი­ღებ­დი სელ­ფებს, ამო­ვი­დო­დი, გა­მო­ვიც­ვლი­დი, ჩა­ვი­დო­დი მე­ო­რე კუ­თხე­ში – გა­და­ვი­ღებ­დი. ვაგ­რო­ვებ­დი ჩემი ჭკუ­ით – თუ და­ზი­ან­და მე­ტყვე­ლე­ბა, თუ შე­იძ­ლე­ბა რომ ეს იყოს გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი, რა­ტომ ინერ­ვი­უ­ლოს, მე ჩავ­წერ ვი­დე­ო­ე­ბის სე­რი­ას, თით­ქოს სხვა­დას­ხვა დროს არის ჩა­წე­რი­ლი. უამ­რა­ვი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა ჩავ­წე­რე"… – იხ­სე­ნებს ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი.

მისი თქმით, ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, თუმ­ცა მცი­რე ცვლი­ლე­ბა მა­ინც და­უ­ტო­ვა.

"ზოგ­ჯერ, გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა ხან­გრძლი­ვი გა­და­ცე­მა მიმ­ყავს და სწრა­ფად არის აზრი ჩა­მო­სა­ყა­ლი­ბე­ბე­ლი, პი­რის აპა­რა­ტი არ მომ­ყვე­ბა და არის არა­ბუ­ნებ­რი­ვი პა­უ­ზე­ბი. ვნა­ხე, ამა­ზე ქი­ლი­კი და და­ცინ­ვე­ბი იყო, მაგ­რამ ეს არის ერ­თა­დერ­თი და არა­ფე­რი სა­წუ­წუ­ნო არ მაქვს," – ყვე­ბა ირაკ­ლი იმ­ნა­იშ­ვი­ლი "ფა­რულ კონ­ვერ­ტში".

მკითხველის კომენტარები / 21 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
------
8

ღმერთმა ჯანმრთელი გამყოფოს

სტატუს ქუო
6

ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეს. 

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"მეგონა, ცუდი აღარაფერი მოხდება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ... ქირურგმა დიაგნოზი მითხრა: - არაკეთილთვისებიანი სიმსივნე" - რას ჰყვება ირაკლი იმნაიშვილი გადატანილ ორ მძიმე დაავადებაზე

"მეგონა, ცუდი აღარაფერი მოხდება ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ... ქირურგმა დიაგნოზი მითხრა: - არაკეთილთვისებიანი სიმსივნე" - რას ჰყვება ირაკლი იმნაიშვილი გადატანილ ორ მძიმე დაავადებაზე

"რუსთავი 2"-ის აღმასრულებელი დირექტორი, ირაკლი იმნაიშვილი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე, გადაცემა "ფარულ კონვერტს" სტუმრობდა, სადაც ისაუბრა თუ როგორ დაამარცხა ჯერ C ჰეპატიტი, შემდეგ კი სიმსივნე. მას მძიმე დიაგნოზი 2006 წელს დაუსვეს და ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ პაციენტს სიცოცხლის 3-დან 6-თვემდე პერიოდი ჰქონდა დარჩენილი. ირაკლის თქმით, ეს დიაგნოზი მაშინ განაჩენი იყო, რადგან იმ პერიოდში დაავადება სტიგმატიზირებული იყო. საქმე ისაა, რომ იმხანად ეს დაავადება წამალდამოკიდებულებასთან ასოცირდებოდა.

"ერთი ინციდენტის შემდეგ ბევრი სისხლი დავკარგე, რამაც გამოიწვია პრობლემები სისხლთან დაკავშირებით, მარტივი ენით რომ ვთქვათ, რაღაც ელემენტი სისხლში ქრებოდა, თან იმდენად სწრაფად, რომ იყო პერიოდი, როდესაც დღეში ორჯერ იღებდნენ სისხლის ანალიზს და ამით ზომავდნენ სიცოცხლის დარჩენილ დროს. მქონდა საშინელი სისუსტე, 50 მეტრის გავლა არ შემეძლო. ერთ-ერთმა ექიმმა თქვა, რომ დარჩენილი მქონდა სამიდან ექვს თვემდე სიცოცხლე.

C ჰეპატიტი იყო ერთგვარი სინონიმი, რომ ეს არის მხოლოდ წამალდამოკიდებულების დაავადება. სტიგმის გამო დიდი ხნის განმავლობაში ვდუმდი. სინამდვილეში წამალდამოკიდებულები წარმოადგენენ ძალიან მცირე პროცენტს, ადამიანების უმეტესობა უხარისხო სამედიცინო სერვისის გამო დაინფიცირდა. ჩემს შემთხვევაში ეს იყო სტომატოლოგიური კლინიკა. მაშინ თინეიჯერი ვიყავი. ავადმყოფობის სივერაგე იმაში მდგომარეობს, რომ სიმპტომი არ გაქვს. რომ არ დაწყებულიყო რუტინული კვლევა, C ჰეპატიტი განაგრძობდა განვითარებას.

52 ნემსი გავიკეთე, მკურნალობა 1 წელი გაგრძელდა... ძალიან მძიმე გვერდითი მოვლენები ჰქონდა. ნემსს მოჰყვებოდა თავისი ანოტაცია - იწვევს მძიმე ქიმიურ დეპრესიას, რასაც მოსდევს თვითმკვლელობის მცდელობები, ხოლო შემდეგ აბზაცში წერია, რომ იყო თვითმკვლელობის ფაქტები. ჩავთვალე, რომ მე არ უნდა გამომეყენებინა ანტიდეპრესანტები, რასაც მოჰყვა უმძიმესი ქიმიური დეპრესია, ამ სიმძიმეს თან დაერთო, რომ მე ჩემი ადგილის დამკვიდრებას ვცდილობდი ლონდონში, ერთ-ერთი მედიაკომპანიაში.

ლონდონში ცხოვრობს ჩვენი არაჩვეულებრივი მეგობარი ელისაბედ ჩაჩხიანი, რომელმაც შეგვიფარა. მის გარეშე წარმოუდგენელი იქნებოდა ეს ყველაფერი. მიხარია, რომ იმ პრეპარატით მკურნალობა, რომელიც დღეს საქართველოშია შემოსული, საუკეთესოა, რაც კი მსოფლიოში არსებობს, "- ჰყვება ჟურნალისტი.

ირაკლი ასევე იხსენებს 2019 წელს. მას შემდეგ, რაც C ჰეპატიტთან ბრძოლა დაასრულა, მას კიდევ ერთი სერიოზული პრობლემა შეექმნა:

"უკან სიბრძნის კბილთან, მეგონა, რომ კანი მქონდა გაღიზიანებული. მე და ჩემი მეუღლე ნათია ჩავფრინდით ვენაში, განცდა, მაქვს, რომ C ჰეპატიტი მორჩა და ცუდი აღარაფერი მოხდება ჩემს ცხოვრებაში. ექიმმა შემოწმების შემდეგ დარეკა და სასწრაფო საოპერაციო დაჯავშნა. დაკიდა ყურმილი და თქვა, რომ ეს არის სიმსივნური წარმონაქმნი და უნდა ამოვკვეთოთო. ქირურგმა დიაგნოზი მალევე მითხრა: - არაკეთილთვისებიანი სიმსივნე, ვხვდებოდი, რომ ეს სიზმარი არ იყო.

რადგანაც სიმსივნე პირის ღრუში იყო, ქირურგმა გამაფრთხილა, რომ ოპერაციამ შესაძლოა, მეტყველების სერიოზული დეფექტი გამოიწვიოს.

ღამით დავჯექი და ამ ქირურგს მივწერე უზარმაზარი მეილი, თუ რამე არის შესაძლებელი რომ გაკეთდეს თანამედროვე მედიცინაში, თუ შეიძლება, ვინმე კიდევ ჩავრთოთ-მეთქი. მივწერე, რომ თუ დავსახიჩრდებოდი, ეს ნიშნავდა, რომ რაც რამე მიკეთებია, ყველაფერი გაჩერდება… დილის 5 საათზე გავუგზავნე, 1 საათი ვწერდი და მიპასუხა 15 წუთში. მითხრა, რომ ყველაფერი ესმის, დაამატეს სპეციალისტების რამდენიმე ბრიგადა, რომლებიც ამოწმებენ, უჯრედი რამდენად ჯანმრთელია, რომ არ მოჭრან იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა"… - იხსენებს "რუსთავი 2-ის" აღმასრულებელი დირექტორი.

მისი თქმით, მოსაფიქრებლად სულ რამდენიმე საათი ჰქონდა.

"ძალიან შემეცოდა დედაჩემი ისევ, რადგან 2006 წლიდან 2019 წლამდე ეს მორჩა (C ჰეპატიტთან ბრძოლა). ჩავიცვამდი ტანსაცმელს, ჩავიდოდი სასტუმროს კაფეში, ჩავწერდი ვიდეოს – "დე, გუშინ გვიანობამდე ვიყავით გარეთ ვერ დაგირეკე, გკოცნი"… გადავიღებდი სელფებს, ამოვიდოდი, გამოვიცვლიდი, ჩავიდოდი მეორე კუთხეში – გადავიღებდი. ვაგროვებდი ჩემი ჭკუით – თუ დაზიანდა მეტყველება, თუ შეიძლება რომ ეს იყოს გამოსასწორებელი, რატომ ინერვიულოს, მე ჩავწერ ვიდეოების სერიას, თითქოს სხვადასხვა დროს არის ჩაწერილი. უამრავი ვიდეომიმართვა ჩავწერე"… – იხსენებს ირაკლი იმნაიშვილი.

მისი თქმით, ოპერაცია წარმატებული აღმოჩნდა, თუმცა მცირე ცვლილება მაინც დაუტოვა.

"ზოგჯერ, განსაკუთრებით, როცა ხანგრძლივი გადაცემა მიმყავს და სწრაფად არის აზრი ჩამოსაყალიბებელი, პირის აპარატი არ მომყვება და არის არაბუნებრივი პაუზები. ვნახე, ამაზე ქილიკი და დაცინვები იყო, მაგრამ ეს არის ერთადერთი და არაფერი საწუწუნო არ მაქვს," – ყვება ირაკლი იმნაიშვილი "ფარულ კონვერტში".

"გადავწყვიტეთ, ნინოწმინდის პანსიონში რამდენიმე დღე დარჩნენ სოცმუშაკები" - მეუფე ნიკოლოზი

"ჩვენც შესაძლოა, 12 წლის ასაკის ზემოთ დავიწყოთ ვაქცინაცია" - რა განცხადებას აკეთებს ამირან გამყრელიძე?

აჭარაში ზღვაში ორი ადამიანი დაიხრჩო - მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები