კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ახლა მნიშვნელოვანი იქნება, როგორ იდირიჟორებს გიორგი გახარია... მას ცეცხლი ორმხრივად გაუხსნეს" - ექსპერტი
"ახლა მნიშვნელოვანი იქნება, როგორ იდირიჟორებს გიორგი გახარია... მას ცეცხლი ორმხრივად გაუხსნეს" - ექსპერტი

29 მა­ისს გა­ი­მარ­თა ექ­სპრე­მი­ერ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ყრი­ლო­ბა, თუმ­ცა ამ ღო­ნის­ძი­ე­ბამ­დე მას­ზე პირ­და­პირ იე­რი­ში მი­ი­ტა­ნეს რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, ისე ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა. ამ თე­მა­ზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ისა­უბ­რა ექ­სპერ­ტმა რა­მაზ საყ­ვა­რე­ლი­ძემ. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- რას ფიქ­რობთ გა­ხა­რი­ას სი­ტყვა­ზე, რომ­ლის მთა­ვა­რი გზავ­ნი­ლი ასე შე­იძ­ლე­ბა ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს: "ჩვენ ვერ­თი­ან­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ!"

- გა­ხა­რი­ა­სა და მის პარ­ტი­ას, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ცე­ცხლი მარ­თლაც ორ­მხრი­ვად გა­უხ­სნეს... ეს გან­სა­კუთ­რე­ბით ცხა­დად გა­მოჩ­ნდა პო­ლი­ტი­კურ მხა­რედ ქცე­უ­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მიერ გა­ხა­რი­ას პარ­ტი­ის ყრი­ლო­ბის გა­შუ­ქე­ბა­ში, რო­დე­საც პრო­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო და პრო­ო­პო­ზი­ცი­უ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის სი­უ­ჟე­ტე­ბი ლა­მის იდენ­ტუ­რი იყო. ამ ფონ­ზე მისი გზავ­ნი­ლი: "არა­ვის წი­ნა­აღ­მდეგ" კი­დევ უფრო სა­ინ­ტე­რე­სო და მომ­გე­ბი­ა­ნი ჩანს. გა­ხა­რია კონ­კრე­ტულ დის­კუ­სი­ებ­ში რო­გორ მო­იქ­ცე­ვა, ვნა­ხოთ. მას ოპო­ნი­რე­ბა, თან საკ­მა­ოდ მწა­რე­დაც, რომ შე­უძ­ლია, ვი­ცით. მან გა­აკ­რი­ტი­კა მმარ­თვე­ლი ძალა, მაგ­რამ ისე, რომ ამ კრი­ტი­კის­გან სა­კუ­თა­რი დის­ტან­ცი­რე­ბის გა­რე­შე - თქვა, რომ ისიც იზი­ა­რებს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ყვე­ლა­ფერ­ზე და მე­ტიც, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას რომ გრძნობს, სწო­რედ ამი­ტომ ბრუნ­დე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში. მას აქ­ცენ­ტი "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­ზე" არ გა­უ­კე­თე­ბია, ზო­გა­დად ისა­უბ­რა ოპო­ზი­ცი­ა­ზე, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. თქვა ისიც, რომ უნდა დას­რულ­დეს წარ­სულ­თან მუდ­მი­ვი შე­და­რე­ბა. მკა­ფი­ოდ გა­მოკ­ვე­თა, რომ მისი პარ­ტი­ის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი ევ­რო­პა­ზე ორი­ენ­ტა­ცი­აა, შიდა კი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა წეს­რი­გი­სა და კა­ნო­ნი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში. რაც შე­ე­ხე­ბა მის გუნდს, ძი­რი­თა­დად, ყო­ფი­ლი სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლე­ე­ბი არი­ან, მათ შო­რის ბევ­რია საქ­მის მკე­თე­ბე­ლი, თუმ­ცა არი­ან სპი­კე­რო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის მქო­ნე­ნიც. ახლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა, რო­გორ უდი­რი­ჟო­რებს მათ გი­ორ­გი გა­ხა­რია.

რო­დე­საც პო­ლი­ტი­კურ ას­პა­რეზ­ზე შე­მო­დის ახა­ლი მო­თა­მა­შე, მას ოპო­ნენ­ტად გა­ნი­ხი­ლა­ვენ და უპი­რის­პირ­დე­ბი­ან კი­დეც. მით უფრო, რომ ერთი შე­ხედ­ვით გა­ხა­რია ისე­თი ნი­შის და­კა­ვე­ბას აპი­რებს, რო­მე­ლიც შე­საძ­ლოა რო­გორც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პარ­ტი­ის, ისე ოპო­ზი­ცი­ის მხარ­დამ­ჭერ­თათ­ვის სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდეს.

ვფიქ­რობ, სა­ინ­ტე­რე­სო პო­ლი­ტი­კუ­რი პრო­ცე­სე­ბი იწყე­ბა. ჩნდე­ბი­ან ძა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც არ იქ­ნე­ბი­ან ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მუდ­მი­ვად მა­გი­დის აყი­რა­ვე­ბა­ზე, ისი­ნი არ ივ­ლი­ან რე­ვო­ლუ­ცი­ის მუ­ქა­რის გზით.

ამ შემ­თხვე­ვა­ში ორ მნიშ­ვნე­ლო­ვან ახალ აქ­ტორს ვგუ­ლის­ხმობ - გი­ორ­გი გა­ხა­რი­ა­სა და ლე­ვან ვა­სა­ძეს, ჩემი აზ­რით, ორი­ვე უფრო ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა არ­გუ­მენ­ტე­ბი­თა და ლო­გი­კუ­რი მსჯე­ლო­ბით ოპო­ნი­რე­ბა­ზე. ეს თქვა კი­დეც გა­ხა­რი­ამ, რო­დე­საც გა­ნა­ცხა­და, ჩვენ რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე კი არ უნდა ვი­ყოთ ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი, არა­მედ თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბის შექ­მნა­ზეო.

თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმ შავ პი­არს, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და მისი მხარ­დამ­ჭე­რი მე­დი­ის­გან გა­ხა­რი­ას წი­ნა­აღ­მდეგ მიმ­დი­ნა­რე­ობს, ალ­ბათ, უნდა ვი­ვა­რა­უ­დოთ, რომ უსა­ფუძ­ვლოა თქმა, გა­ხა­რი­ას უკან ბიძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი დგა­სო. ასე რომ იყოს, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ის ფრთა, რო­მე­ლიც კვლა­ვაც ივა­ნიშ­ვი­ლის გავ­ლე­ნა­შია, ასე­თი გა­აფ­თრე­ბუ­ლი არ იქ­ნე­ბო­და. თუმ­ცა ყვე­ლაფ­რის გა­მო­რი­ცხვაც არ შე­იძ­ლე­ბა. ახლა სა­ინ­ტე­რე­სოა, გა­უძ­ლებს თუ არა გი­ორ­გი გა­ხა­რია დარ­ტყმებს ისე, რომ არ გა­და­ი­ხა­როს რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ცენ­ტრის­კენ. ჩემი აზ­რით, სწო­რედ ამის მიღ­წე­ვას ცდი­ლობ­დნენ ისი­ნი, ვინც აა­გო­რა ჭორი, თით­ქოს გა­ხა­რი­ას კე­ზე­რაშ­ვი­ლი აფი­ნან­სებს. შე­ე­ცად­ნენ ისე წარ­მო­ე­ჩი­ნათ, თით­ქოს გა­ხა­რია მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რი­ლი ჯგუ­ფე­ბის­კენ იხ­რე­ბა, რი­სიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად არ მჯე­რა. გა­ხა­რია იყო ბიზ­ნე­სომ­ბუდსმე­ნი, ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრი, პრე­მი­ე­რი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, მო­ა­ხერ­ხა იმგვა­რი ავ­ტო­რი­ტე­ტის მო­პო­ვე­ბა ბიზ­ნეს­წრე­ებ­ში, რომ და­ფი­ნან­სე­ბა იშო­ვოს, თან მან კარ­გად იცის, რომ და­ფი­ნან­სე­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, ადრე თუ გვი­ან, დას­ჭირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ბევ­რი რამ მის­თვის წამ­გე­ბი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა აღ­მოჩ­ნდეს, თუ არას­წო­რი პი­რე­ბის­გან მი­ი­ღო ფი­ნან­სე­ბი.

დღეს გა­ხა­რი­ას არ­სე­ბი­თი, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი პლუ­სი ის არის, რომ აქვს პერ­სპექ­ტი­ვა, იქ­ცეს "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­სა" და "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" შო­რის შუა, მე­სა­მე ძა­ლად და არც ერთი ცენ­ტრის­კენ არ გა­და­ი­ხა­როს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში უკვე მო­მა­ვალ არ­ჩევ­ნებ­ზე შე­საძ­ლოა დიდი მხარ­და­ჭე­რაც მო­ი­პო­ვოს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჯიჯი ალფაიძე
11

მშვენივრად იდირიჟორებს, ჩემთვის ვილჰელმ ფურტვენგლერია...

ხარია
29

ისე მოძრაობს გეგონება პარიზის ფეშენ შოუში მონაწილეობდეს. ყველაფერში მაგარია რა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ახლა მნიშვნელოვანი იქნება, როგორ იდირიჟორებს გიორგი გახარია... მას ცეცხლი ორმხრივად გაუხსნეს" - ექსპერტი

"ახლა მნიშვნელოვანი იქნება, როგორ იდირიჟორებს გიორგი გახარია... მას ცეცხლი ორმხრივად გაუხსნეს" - ექსპერტი

29 მაისს გაიმართა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიის დამფუძნებელი ყრილობა, თუმცა ამ ღონისძიებამდე მასზე პირდაპირ იერიში მიიტანეს როგორც ხელისუფლებამ, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებმა. ამ თემაზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ისაუბრა ექსპერტმა რამაზ საყვარელიძემ. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- რას ფიქრობთ გახარიას სიტყვაზე, რომლის მთავარი გზავნილი ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: "ჩვენ ვერთიანდებით საქართველოსთვის და არავის წინააღმდეგ!"

- გახარიასა და მის პარტიას, შეიძლება ითქვას, რომ ცეცხლი მართლაც ორმხრივად გაუხსნეს... ეს განსაკუთრებით ცხადად გამოჩნდა პოლიტიკურ მხარედ ქცეული ტელევიზიების მიერ გახარიას პარტიის ყრილობის გაშუქებაში, როდესაც პროსახელისუფლებო და პროოპოზიციური ტელევიზიების სიუჟეტები ლამის იდენტური იყო. ამ ფონზე მისი გზავნილი: "არავის წინააღმდეგ" კიდევ უფრო საინტერესო და მომგებიანი ჩანს. გახარია კონკრეტულ დისკუსიებში როგორ მოიქცევა, ვნახოთ. მას ოპონირება, თან საკმაოდ მწარედაც, რომ შეუძლია, ვიცით. მან გააკრიტიკა მმართველი ძალა, მაგრამ ისე, რომ ამ კრიტიკისგან საკუთარი დისტანცირების გარეშე - თქვა, რომ ისიც იზიარებს პასუხისმგებლობას ყველაფერზე და მეტიც, პასუხისმგებლობას რომ გრძნობს, სწორედ ამიტომ ბრუნდება პოლიტიკაში. მას აქცენტი "ნაციონალურ მოძრაობაზე" არ გაუკეთებია, ზოგადად ისაუბრა ოპოზიციაზე, რაც მისასალმებელია. თქვა ისიც, რომ უნდა დასრულდეს წარსულთან მუდმივი შედარება. მკაფიოდ გამოკვეთა, რომ მისი პარტიის საგარეო პოლიტიკური კურსი ევროპაზე ორიენტაციაა, შიდა კი ადამიანის უფლებების დაცვა წესრიგისა და კანონიერების ფარგლებში. რაც შეეხება მის გუნდს, ძირითადად, ყოფილი სახელმწიფო მოხელეები არიან, მათ შორის ბევრია საქმის მკეთებელი, თუმცა არიან სპიკერობის გამოცდილების მქონენიც. ახლა მნიშვნელოვანი იქნება, როგორ უდირიჟორებს მათ გიორგი გახარია.

როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე შემოდის ახალი მოთამაშე, მას ოპონენტად განიხილავენ და უპირისპირდებიან კიდეც. მით უფრო, რომ ერთი შეხედვით გახარია ისეთი ნიშის დაკავებას აპირებს, რომელიც შესაძლოა როგორც სახელისუფლებო პარტიის, ისე ოპოზიციის მხარდამჭერთათვის საინტერესო აღმოჩნდეს.

ვფიქრობ, საინტერესო პოლიტიკური პროცესები იწყება. ჩნდებიან ძალები, რომლებიც არ იქნებიან ორიენტირებული მუდმივად მაგიდის აყირავებაზე, ისინი არ ივლიან რევოლუციის მუქარის გზით.

ამ შემთხვევაში ორ მნიშვნელოვან ახალ აქტორს ვგულისხმობ - გიორგი გახარიასა და ლევან ვასაძეს, ჩემი აზრით, ორივე უფრო ორიენტირებული იქნება არგუმენტებითა და ლოგიკური მსჯელობით ოპონირებაზე. ეს თქვა კიდეც გახარიამ, როდესაც განაცხადა, ჩვენ რევოლუციაზე კი არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული, არამედ თითოეული ადამიანისთვის შესაძლებლობის შექმნაზეო.

თუ გავითვალისწინებთ იმ შავ პიარს, რომელიც ხელისუფლების და მისი მხარდამჭერი მედიისგან გახარიას წინააღმდეგ მიმდინარეობს, ალბათ, უნდა ვივარაუდოთ, რომ უსაფუძვლოა თქმა, გახარიას უკან ბიძინა ივანიშვილი დგასო. ასე რომ იყოს, "ქართული ოცნების" ის ფრთა, რომელიც კვლავაც ივანიშვილის გავლენაშია, ასეთი გააფთრებული არ იქნებოდა. თუმცა ყველაფრის გამორიცხვაც არ შეიძლება. ახლა საინტერესოა, გაუძლებს თუ არა გიორგი გახარია დარტყმებს ისე, რომ არ გადაიხაროს რომელიმე პოლიტიკური ცენტრისკენ. ჩემი აზრით, სწორედ ამის მიღწევას ცდილობდნენ ისინი, ვინც ააგორა ჭორი, თითქოს გახარიას კეზერაშვილი აფინანსებს. შეეცადნენ ისე წარმოეჩინათ, თითქოს გახარია მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერილი ჯგუფებისკენ იხრება, რისიც აბსოლუტურად არ მჯერა. გახარია იყო ბიზნესომბუდსმენი, ეკონომიკის მინისტრი, პრემიერი და დარწმუნებული ვარ, მოახერხა იმგვარი ავტორიტეტის მოპოვება ბიზნესწრეებში, რომ დაფინანსება იშოვოს, თან მან კარგად იცის, რომ დაფინანსების გასაჯაროება, ადრე თუ გვიან, დასჭირდება. შესაბამისად, ბევრი რამ მისთვის წამგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს, თუ არასწორი პირებისგან მიიღო ფინანსები.

დღეს გახარიას არსებითი, უმნიშვნელოვანესი პლუსი ის არის, რომ აქვს პერსპექტივა, იქცეს "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" შორის შუა, მესამე ძალად და არც ერთი ცენტრისკენ არ გადაიხაროს. ასეთ შემთხვევაში უკვე მომავალ არჩევნებზე შესაძლოა დიდი მხარდაჭერაც მოიპოვოს. წაიკითხეთ სრულად

"მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ვერ გაერკვა, ვის მოედანზე თამაშობს გიორგი გახარია..." - რა განცხადებას აქვეყნებს მამუკა მდინარაძე

“მოქალაქეებმა“ რეგლამენტში ცვლილებები მოამზადეს, რომლის მიხედვით, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის შექმნას ორ დეპუტატი შეძლებს

"დადგინდეს, თუკი ვინმეს გადატრიალება ჰქონდა მომზადებული, სხვაგვარად ეს იქნება მხოლოდ ჭორაობა" - მიხეილ დაუშვილი მმართველი პარტიის ბრალდებებზე