კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა თქვა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას?
რა თქვა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას?

თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა­მარ­ტო ვაქ­ცი­ნებ­ზე, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ყვე­ლა იმ სა­კი­თხზე, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტია. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ყო­ვე­ლი ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა ვაქ­ცი­ოთ შე­საძ­ლებ­ლო­ბად“, - ამის შე­სა­ხებ ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრმა ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ასამ­ბლე­ის 74-ე სე­სი­ა­ზე, სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­ნის­ტრმა თა­ვის გა­მოს­ვლა­ში ხაზი გა­უს­ვა ვაქ­ცი­ნებ­ზე თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბას. ისა­უბ­რა პან­დე­მი­ის საფრ­თხე­ებ­ზე დრო­უ­ლი რე­ა­გი­რე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბა­ზე და პან­დე­მი­ის დაძ­ლე­ვის­თვის აუ­ცი­ლე­ბელ მე­ქა­ნიზ­მებ­ზე.

“პა­ტივ­ცე­მუ­ლო თავ­მჯდო­მა­რევ, პა­ტივ­ცე­მუ­ლო გე­ნე­რა­ლუ­რო დი­რექ­ტო­რო, ასამ­ბლე­ის წევ­რე­ბო, პირ­ველ რიგ­ში, მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორს კო­ვიდ-19-ის რე­ზო­ლუ­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბის ან­გა­რი­შის წარ­დგე­ნის­თვის. ასე­ვე მად­ლი­ე­რე­ბა მინ­და გა­მოვ­ხა­ტო ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მი­მართ, რო­მელ­მაც შე­უ­ფა­სე­ბე­ლი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია სა­ქარ­თვე­ლოს პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კულ პე­რი­ოდ­ში. სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის უდი­დე­სი ძა­ლის­ხმე­ვის მი­უ­ხე­და­ვად, გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მია ჯერ კი­დევ აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია და ადა­მი­ა­ნუ­რი და­ნა­კარ­გი, სამ­წუ­ხა­როდ, კვლავ მა­ღა­ლია. სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის გზა­ზე თავს იჩენს ახა­ლი, უფრო რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც პრო­ცე­სე­ბის მარ­თვას კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს. სწო­რედ ამი­ტომ, ჩვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნი უნდა იყოს მზა­ო­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა, რო­გორც და­მო­უ­კი­დებ­ლად, თი­თო­ე­უ­ლი ქვეყ­ნის, ისე გლო­ბა­ლუ­რი ჯან­დაც­ვის დო­ნე­ზე, რამ­დე­ნა­დაც ჩვენ ჯერ კი­დევ არ ვი­ცით, თუ რა სა­ხის ახალ საფრ­თხე­ებ­თან მოგ­ვი­წევს გამ­კლა­ვე­ბა. პან­დე­მი­ის საფრ­თხე­ებ­ზე რე­ა­გი­რე­ბის პრო­ცეს­ში კრი­ტი­კუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რია დრო. ამი­ტომ, ჩვენ უნდა ვი­ყოთ მაქ­სი­მა­ლუ­რად მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, მოქ­ნი­ლე­ბი და თან­მიმ­დევ­რუ­ლე­ბი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში.

უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, თვა­ლი უნდა გა­ვუს­წო­როთ ჩვენს წი­ნა­შე არ­სე­ბულ პრობ­ლე­მებ­სა და სა­ჭი­რო­ე­ბებს, რა­საც უნდა მოჰ­ყვეს მათი გა­დაჭ­რის ეფექ­ტუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბა და აღ­სრუ­ლე­ბა. გა­მოწ­ვე­ვე­ბის დაძ­ლე­ვის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია კომ­პლექ­სუ­რი მე­ქა­ნიზ­მე­ბის მდგრა­დი გაძ­ლი­ე­რე­ბა, რო­გო­რიც არის აქ­ტი­უ­რი ბი­ო­ლო­გი­უ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბა და ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი პროგ­ნო­ზი­რე­ბა, ასე­ვე დი­აგ­ნოს­ტი­კი­სა და მკურ­ნა­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გაზ­რდა და რაც მთა­ვა­რია პრე­ვენ­ცი­ის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბა. პან­დე­მი­ის და­სა­წყის­ში, პრე­ვენ­ცი­ის ძი­რი­თა­დი შე­საძ­ლებ­ლო­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, ჰი­გი­ე­ნის გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და სო­ცი­ა­ლუ­რი შე­ზღუდ­ვე­ბი იყო. დღეს კი, ჩვენ უკვე ვფლობთ პან­დე­მი­ის დას­რუ­ლე­ბის მთა­ვარ ინ­სტრუ­მენტს-ვაქ­ცი­ნებს. ახლა კი, გა­დამ­წყვე­ტია მათ­ზე თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა ყვე­ლა ქვეყ­ნის­თვის. თა­ნა­ბა­რი ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია არა­მარ­ტო ვაქ­ცი­ნებ­ზე, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ყვე­ლა იმ სა­კი­თხზე, რო­მე­ლიც პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის მთა­ვა­რი ინ­სტრუ­მენ­ტია. ჩვენ შეგ­ვიძ­ლია ყო­ვე­ლი ახა­ლი გა­მოწ­ვე­ვა ვაქ­ცი­ოთ შე­საძ­ლებ­ლო­ბად. ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თია სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­მაც პან­დე­მი­ის მარ­თვის პრო­ცეს­ში გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი გა­ა­ტა­რა ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მდგრა­დო­ბის, სა­მე­დი­ცი­ნო ინფრას­ტრუქ­ტუ­რის, პერ­სო­ნა­ლის, კლი­ნი­კუ­რი მარ­თვის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის.

გარ­და ამი­სა, მოხ­და სრუ­ლი­ად ახა­ლი მიდ­გო­მე­ბი­სა და ინო­ვა­ცი­უ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის და­ნერგვა, რომ­ლე­ბიც მო­წო­ნე­ბუ­ლი იქნა ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის მიერ. თუმ­ცა, მიღ­წე­ვე­ბის მი­უ­ხე­და­ვად წინ საკ­მა­ოდ რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი გზაა. გლო­ბა­ლუ­რი რე­სურ­სე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბით, მათი სა­მარ­თლი­ა­ნი (თა­ნა­ბა­რი) გა­ნა­წი­ლე­ბით და სა­უ­კე­თე­სო გა­მოც­დი­ლე­ბე­ბის გა­ზი­ა­რე­ბით, ჩვენ აუ­ცი­ლებ­ლად შევ­ძლებთ და­ვას­რუ­ლოთ გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მია”,- გა­ნა­ცხა­და ეკა­ტე­რი­ნე ტი­კა­რა­ძემ.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ასამ­ბლეა ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა და მას­ში ჯან­მრთე­ლო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ყვე­ლა წევ­რი ქვე­ყა­ნის დე­ლე­გა­ცია, პარტნი­ო­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და დარ­გის ექ­სპერ­ტე­ბი იღე­ბენ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ariel
0

ამას რა უნდა ეთქვა ძლივს ლაპარაკობს

მაიამ
0

შეიცვალოს ჯანდაცვის მინისტრიი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

რა თქვა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას?

რა თქვა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას?

თანაბარი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია არამარტო ვაქცინებზე, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა იმ საკითხზე, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტია. ჩვენ შეგვიძლია ყოველი ახალი გამოწვევა ვაქციოთ შესაძლებლობად“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეის 74-ე სესიაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრმა თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა ვაქცინებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის მნიშვნელობას. ისაუბრა პანდემიის საფრთხეებზე დროული რეაგირების მნიშვნელობაზე და პანდემიის დაძლევისთვის აუცილებელ მექანიზმებზე.

“პატივცემულო თავმჯდომარევ, პატივცემულო გენერალურო დირექტორო, ასამბლეის წევრებო, პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო გენერალურ დირექტორს კოვიდ-19-ის რეზოლუციის შესრულების ანგარიშის წარდგენისთვის. ასევე მადლიერება მინდა გამოვხატო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიმართ, რომელმაც შეუფასებელი დახმარება გაუწია საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე კრიტიკულ პერიოდში. სახელმწიფოების უდიდესი ძალისხმევის მიუხედავად, გლობალური პანდემია ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია და ადამიანური დანაკარგი, სამწუხაროდ, კვლავ მაღალია. საყურადღებოა, რომ პანდემიასთან ბრძოლის გზაზე თავს იჩენს ახალი, უფრო რთული გამოწვევები, რომლებიც პროცესების მართვას კიდევ უფრო ართულებს. სწორედ ამიტომ, ჩვენი უპირველესი მიზანი უნდა იყოს მზაობის გაძლიერება, როგორც დამოუკიდებლად, თითოეული ქვეყნის, ისე გლობალური ჯანდაცვის დონეზე, რამდენადაც ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რა სახის ახალ საფრთხეებთან მოგვიწევს გამკლავება. პანდემიის საფრთხეებზე რეაგირების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორია დრო. ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებულები, მოქნილები და თანმიმდევრულები, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

უპირველეს ყოვლისა, თვალი უნდა გავუსწოროთ ჩვენს წინაშე არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებს, რასაც უნდა მოჰყვეს მათი გადაჭრის ეფექტური მექანიზმების შემუშავება და აღსრულება. გამოწვევების დაძლევისთვის აუცილებელია კომპლექსური მექანიზმების მდგრადი გაძლიერება, როგორიც არის აქტიური ბიოლოგიური ზედამხედველობა და ეპიდემიოლოგიური პროგნოზირება, ასევე დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესაძლებლობების გაზრდა და რაც მთავარია პრევენციის ღონისძიებების გაძლიერება. პანდემიის დასაწყისში, პრევენციის ძირითადი შესაძლებლობა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, ჰიგიენის გაძლიერებული ღონისძიებები და სოციალური შეზღუდვები იყო. დღეს კი, ჩვენ უკვე ვფლობთ პანდემიის დასრულების მთავარ ინსტრუმენტს-ვაქცინებს. ახლა კი, გადამწყვეტია მათზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა ქვეყნისთვის. თანაბარი ხელმისაწვდომობა მნიშვნელოვანია არამარტო ვაქცინებზე, არამედ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ყველა იმ საკითხზე, რომელიც პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტია. ჩვენ შეგვიძლია ყოველი ახალი გამოწვევა ვაქციოთ შესაძლებლობად. ამის ნათელი მაგალითია საქართველო, რომელმაც პანდემიის მართვის პროცესში გადაუდებელი საჭიროებებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი ღონისძიებები გაატარა ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის, სამედიცინო ინფრასტრუქტურის, პერსონალის, კლინიკური მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის.

გარდა ამისა, მოხდა სრულიად ახალი მიდგომებისა და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა, რომლებიც მოწონებული იქნა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მიერ. თუმცა, მიღწევების მიუხედავად წინ საკმაოდ რთული გამოწვევებით დატვირთული გზაა. გლობალური რესურსების გაერთიანებით, მათი სამართლიანი (თანაბარი) განაწილებით და საუკეთესო გამოცდილებების გაზიარებით, ჩვენ აუცილებლად შევძლებთ დავასრულოთ გლობალური პანდემია”,- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეა ყოველწლიურად იმართება და მასში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა წევრი ქვეყანის დელეგაცია, პარტნიორი ორგანიზაციები, სამოქალაქო საზოგადოება და დარგის ექსპერტები იღებენ მონაწილეობას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი განათლების მე-11 საერთაშორისო გამოფენაში მონაწილეობს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის გამწვანების ღონისძიებაში ჩაერთო

"თემომ მითხრა, მარინას გარეშე ცხოვრების მეშინიაო... ერთად უნდა ჩამეწერა და მოულოდნელად გახდა ავად" - როგორ იხსენებენ ცნობილ მსახიობს მეგობრები და კოლეგები?