მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაფინანსებას ემიგრანტების შემოწირული თანხებით ვიღებთ, საუბარია რამდენიმე ათასზე... გახდება საჯარო" - ვარლამ გოლეთიანი
"დაფინანსებას ემიგრანტების შემოწირული თანხებით ვიღებთ, საუბარია რამდენიმე ათასზე... გახდება საჯარო" - ვარლამ გოლეთიანი

თუ ხალ­ხმა არ იგ­რძნო, რომ ეს მისი გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მეა, აქ ჩე­მოდ­ნე­ბით მო­ტა­ნი­ლი ფული არა­ვის სჭირ­დე­ბა, რად­გან ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი პრო­ტეს­ტი არა­ვის სჭირ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბის" წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ვარ­ლამ გო­ლე­თი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც "რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბის" და­ფი­ნან­სე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დას­მულ კი­თხვას უპა­სუ­ხა.

გო­ლე­თი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, "რი­ო­ნის ხე­ო­ბის მცვე­ლე­ბი" და­ფი­ნან­სე­ბას ემიგ­რან­ტე­ბის მიერ შე­მო­წი­რუ­ლი თან­ხე­ბით იღე­ბენ და ემიგ­რან­ტე­ბის­ვე სურ­ვი­ლია, რომ მათი გვა­რე­ბი და სა­ხე­ლე­ბი სა­ჯა­რო არ გახ­დეს. თუმ­ცა, რო­გორც გო­ლე­თი­ან­მა გან­მარ­ტა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან, რომ ვი­ნა­ო­ბის გა­სა­ჯა­რო­ე­ბით არ და­ზი­ან­დეს თან­ხის გად­მომ­რი­ცხვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი, სა­კითხს გა­ივ­ლი­ან იუ­რის­ტებ­თან, რის მე­რეც გა­სა­ჯა­როვ­დე­ბა თან­ხის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე დე­ტა­ლე­ბი.

"ბუ­ღალ­ტე­რი­ა­საც გა­ვა­კე­თებთ, გახ­დე­ბა სა­ჯა­რო. სა­უ­ბა­რია რამ­დე­ნი­მე ათას­ზე, რაც ნა­ხე­ვა­რი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შეკ­რე­ბი­ლია ემიგ­რან­ტე­ბის­გან", - აცხა­დებს ვარ­ლამ გო­ლე­თი­ა­ნი.

მისი თქმით, მათი პრო­ტეს­ტის წი­ნა­აღ­მდეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რე­სურსსაც იყე­ნებს.

„სა­ერ­თოდ, ზო­გა­დად სურ­ვი­ლია, რო­დე­საც ემიგ­რან­ტე­ბი და სხვა­დას­ხვა ადა­მი­ა­ნე­ბი რი­ცხა­ვენ ხოლ­მე ფულს, პირ­და­პირ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რომ მათი სა­ხე­ლი და გვა­რი სა­ჯა­რო არ იყოს. ადა­მი­ა­ნებს პირ­და­პირ ამუ­ნა­თე­ბენ, ვინც ამ ბრძო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. ვხე­დავთ, რომ მე­რი­ა­ში იბა­რე­ბენ გამ­გებ­ლებს, სკო­ლის დი­რექ­ტო­რებს ეუბ­ნე­ბი­ან, რომ პოს­ტი არ გა­ა­ზი­ა­როთ და მხა­რი არ და­უ­ჭი­რო­თო.ზო­გა­დად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ რე­სურსს აკონ­ტრო­ლებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ვი­ცით, რომ ჩვენ ის ხალ­ხი მხარს გვი­ჭერს, მათ შო­რის, ამ პრო­ცეს­ში თან­ხით მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და არ უნ­დათ, რომ გა­მოჩ­ნდეს თა­ვი­ან­თი სა­ხე­ლი და გვა­რი", - აცხა­დებს გო­ლე­თი­ა­ნი.

მისი თქმით, პრო­ტეს­ტი დიდი ხა­ნია და­წყე­ბუ­ლია და დახ­მა­რე­ბის მსგავ­სი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბი იყო და ყვე­ლას მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად უარს ეუბ­ნე­ბი­ან, რად­გან ამას სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი არ მოჰ­ყვეს.

„თან ამ ტი­პის დახ­მა­რე­ბას ჩვენ არ ვსა­ჭი­რო­ებთ. თუ ხალ­ხმა არ იგ­რძნო, რომ ეს მისი გა­სა­კე­თე­ბე­ლი საქ­მეა, აქ ჩე­მოდ­ნე­ბით მო­ტა­ნი­ლი ფული არა­ვის სჭირ­დე­ბა, იმი­ტომ, რომ არც ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნი­ლი პრო­ტეს­ტი სჭირ­დე­ბა ვინ­მეს და არც ხე­ლოვ­ნუ­რად მო­წყო­ბი­ლი პრო­ტეს­ტი. ჩვენ არ გვჭირ­დე­ბა არა­ვის თან­ხა. რაც რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში დავ­დე­ქით, არა­ვის­თვის გვით­ქვამს, მო­დით, დაგ­ვი­დე­ქით და ა.შ. ამ ტი­პის დი­ა­ლო­გი ჩემს მე­გობ­რებ­თა­ნაც კი არ მქო­ნია. ვინც სა­ჭი­როდ ჩათ­ვლი­და, რომ ეს არის ეროვ­ნუ­ლი საქ­მე და თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნის სა­კე­თე­ბე­ლია, მოვა, დად­გე­ბა და მათ შო­რის, და­დებს ფულს", - აცხა­დებს გო­ლე­თი­ა­ნი.

გარ­და ამი­სა, რო­გორც გო­ლე­ა­თი­ან­მა აღ­ნიშ­ნა, მას შემ­დეგ, რაც თბი­ლი­სის­დან რი­ო­ნის ხე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით წავ­ლენ, გა­და­კე­ტა­ვენ რი­ო­ნის ხე­ო­ბა­ში შე­სას­ვლელ ტე­რი­ტო­რი­ას იქამ­დე, სა­ნამ­დეც ბა­რი­კა­დე­ბია გან­ლა­გე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ალექს
11

ასეთ საქმეებში გამჭვირვალობა აუცილებელია ! სწორად გათვლილი, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და დემოგრაფიულ, ასევე ეკოლოგიურ ჭრილში ენერგო პროექტები დიახაც გვჭირდება, ცხადია , თუნდაც სულ მთელი მსოფლიოს კრიპტოვალუტა აქ აწარმოონ , ტარიფი სპეციალურად მათთვის დადგინდეს უნდა, იხადონ ნატურით, და არა ლარებში-კრიპტოვალუტით, დიახ , რა იყო , ვერ დავთვლით ?! მეორე -მაგ კრიპტოვალუტჩიკებს ქარიან მზიან ადგილებში, ყარაიაზში მაგალითად , გარეჯის უდაბნო და ეგეთი საკაზინოვე ადგილები , გავატანინოთ წარმოება , ავაშენებინოთ იქვე აი ის ენერგობლოკი და ჭრან საკუთარი დენით მონეტები , რამდენიც გაუხარდებათ და იქვე კიდეც ფსონი დადონ კაზინოში ! გველები ! ? გველების მეტი რა გვყავს , ბევრი პირდაპირ უბეშიც -მაგალითად ბანკირები ხელისუფლებაში, ასპიტია უბეში და მაგათაც მოვუვლით, ქართველებია ეგენიც , გიურზაც სუგუბა ნატურალნი ქართული გველია , არა? "გიურზინ" აბა რას ნიშნავს , ქართველიო, არა, ვრაც, ვრაც , გიჟ, გიჟ , არადა ვრაც მგელს ნიშნავს , მთის მგელს -გორგარსლანიანები ვართ ჩვენა , ნუ თბილისელები მაინც, დანარჩენები ფარნავაზიან ქუჯიანები ვართ და რაც კარგები ვართ, ჩვენა ვართ, ხომ კი?! ქართველზე უფრო ორგვარი არავინ და არაფერი შეუქმნია ღმერთს !

tngh
103

ჭეშმარტი "მამულიშვილია" ღრმად პატივცემული ვ. გოლეთიანი... უამრავი "კომპლიმენტი" ისმის მის მიმართ...

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

"დაფინანსებას ემიგრანტების შემოწირული თანხებით ვიღებთ, საუბარია რამდენიმე ათასზე... გახდება საჯარო" - ვარლამ გოლეთიანი

"დაფინანსებას ემიგრანტების შემოწირული თანხებით ვიღებთ, საუბარია რამდენიმე ათასზე... გახდება საჯარო" - ვარლამ გოლეთიანი

თუ ხალხმა არ იგრძნო, რომ ეს მისი გასაკეთებელი საქმეა, აქ ჩემოდნებით მოტანილი ფული არავის სჭირდება, რადგან ხელოვნურად შექმნილი პროტესტი არავის სჭირდება, - ამის შესახებ "რიონის ხეობის მცველების" წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც "რიონის ხეობის მცველების" დაფინანსებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას უპასუხა.

გოლეთიანის განცხადებით, "რიონის ხეობის მცველები" დაფინანსებას ემიგრანტების მიერ შემოწირული თანხებით იღებენ და ემიგრანტებისვე სურვილია, რომ მათი გვარები და სახელები საჯარო არ გახდეს. თუმცა, როგორც გოლეთიანმა განმარტა, გამომდინარე იქიდან, რომ ვინაობის გასაჯაროებით არ დაზიანდეს თანხის გადმომრიცხველი ემიგრანტების ინტერესები, საკითხს გაივლიან იურისტებთან, რის მერეც გასაჯაროვდება თანხის რაოდენობაზე დეტალები.

"ბუღალტერიასაც გავაკეთებთ, გახდება საჯარო. საუბარია რამდენიმე ათასზე, რაც ნახევარი წლის განმავლობაში შეკრებილია ემიგრანტებისგან", - აცხადებს ვარლამ გოლეთიანი.

მისი თქმით, მათი პროტესტის წინააღმდეგ ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსსაც იყენებს.

„საერთოდ, ზოგადად სურვილია, როდესაც ემიგრანტები და სხვადასხვა ადამიანები რიცხავენ ხოლმე ფულს, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ მათი სახელი და გვარი საჯარო არ იყოს. ადამიანებს პირდაპირ ამუნათებენ, ვინც ამ ბრძოლაში მონაწილეობს. ვხედავთ, რომ მერიაში იბარებენ გამგებლებს, სკოლის დირექტორებს ეუბნებიან, რომ პოსტი არ გააზიაროთ და მხარი არ დაუჭიროთო.ზოგადად, ადმინისტრაციულ რესურსს აკონტროლებს ხელისუფლება. ვიცით, რომ ჩვენ ის ხალხი მხარს გვიჭერს, მათ შორის, ამ პროცესში თანხით მონაწილეობენ და არ უნდათ, რომ გამოჩნდეს თავიანთი სახელი და გვარი", - აცხადებს გოლეთიანი.

მისი თქმით, პროტესტი დიდი ხანია დაწყებულია და დახმარების მსგავსი პოლიტიკური შემოთავაზებები იყო და ყველას მიზანმიმართულად უარს ეუბნებიან, რადგან ამას სპეკულაციები არ მოჰყვეს.

„თან ამ ტიპის დახმარებას ჩვენ არ ვსაჭიროებთ. თუ ხალხმა არ იგრძნო, რომ ეს მისი გასაკეთებელი საქმეა, აქ ჩემოდნებით მოტანილი ფული არავის სჭირდება, იმიტომ, რომ არც ხელოვნურად შექმნილი პროტესტი სჭირდება ვინმეს და არც ხელოვნურად მოწყობილი პროტესტი. ჩვენ არ გვჭირდება არავის თანხა. რაც რიონის ხეობაში დავდექით, არავისთვის გვითქვამს, მოდით, დაგვიდექით და ა.შ. ამ ტიპის დიალოგი ჩემს მეგობრებთანაც კი არ მქონია. ვინც საჭიროდ ჩათვლიდა, რომ ეს არის ეროვნული საქმე და თითოეული ჩვენგანის საკეთებელია, მოვა, დადგება და მათ შორის, დადებს ფულს", - აცხადებს გოლეთიანი.

გარდა ამისა, როგორც გოლეათიანმა აღნიშნა, მას შემდეგ, რაც თბილისისდან რიონის ხეობის მიმართულებით წავლენ, გადაკეტავენ რიონის ხეობაში შესასვლელ ტერიტორიას იქამდე, სანამდეც ბარიკადებია განლაგებული.

"მიხეილ სააკაშვილს არ ვეთანხმები, საქართველოს ჰესები სჭირდება" - რომან გოცირიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"

"მნიშვნელოვანია ქართველი ხალხის ამბიციების შემცირება, რადგან თქვენ ვერ მიიღებთ "კის" 2024 წელს" - მარინა კალიურანდი ევროკავშირის გაფართოებაზე