საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში არ აქვს მნიშვნელობა საით წახვალ - ოთხივე მიმართულებით ყველაფერი საოცარია" - რას წერენ შვეიცარული გაზეთი და მისი მკითხველები?
"საქართველოში არ აქვს მნიშვნელობა საით წახვალ - ოთხივე მიმართულებით ყველაფერი საოცარია" - რას წერენ შვეიცარული გაზეთი და მისი მკითხველები?

"ვი­ნე­ტუ [აპა­ჩე­ბის ბე­ლა­დი] არ­წი­ვის ხე­ო­ბა­ში - კირ­ქვი­ა­ნი კლდე­ე­ბის კა­ნი­ონ­ში. ხე­ო­ბის ფსკერ­ზე ფსტის ას­წლო­ვა­ნი ხე­ე­ბი დგას. ლან­დშაფ­ტი ისე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, რომ აქ ათა­სი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა. არ­სად ადა­მი­ა­ნის კვა­ლი არ ჩანს...“, - ასე იწყე­ბა შვე­ი­ცა­რი­ის გა­ზეთ "ცი­ურ­ხერ უნ­ტერ­ლან­დერ­ში" («Zürcher Unterländer») გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტია, სა­თა­უ­რით: "ვი­ნე­ტუს მო­მენ­ტი ვე­ლურ სა­ქარ­თვე­ლო­ში“ (ქვე­სა­თა­უ­რი "ვაშ­ლოვ­ნის ეროვ­ნუ­ლი პარ­კი ამე­რი­კუ­ლი ვე­ლუ­რი და­სავ­ლე­თი­ვით გა­მო­ი­ყუ­რე­ბა და ძა­ლი­ან ჰგავს ბედ­ლენ­დსის ეროვ­ნულ პარკს“ (ავ­ტო­რი - ჰანს გა­სე­რი).

გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს სტა­ტი­ი­დან:

"ერთ-ერთ კირ­ქვი­ან კლდე­ზე ას­ვლა ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­მოდ­გა. წინ დაჩი შო­ში­ტა­იშ­ვი­ლი მი­დის, 24 წლის ბი­ო­ლო­გი, ეკო­ლო­გი­ი­სა და ორ­ნი­ტო­ლო­გი­ის სპე­ცი­ა­ლის­ტი. დაჩი თა­ვი­სი გრძე­ლი თმე­ბით და მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ფე­რა­დი სა­მა­ჯუ­რე­ბით თით­ქმის ინ­დი­ელს ჩა­მოჰ­გავს, იგი ჩუ­მად მი­დის, მაგ­რამ გნო­ლე­ბის გუნ­დმა დაჩი მა­ინც შე­ამ­ჩნია და ჰა­ერ­ში ხმა­უ­რით აფ­რინ­დნენ.

მთის წვე­რი­დან სა­ო­ცა­რი პე­ი­ზა­ჟი იშ­ლე­ბა: ირ­გვლივ ნაკ­რძა­ლის დი­უ­ნე­ბია, შორს კი, რო­გორც ამიხ­სნეს, სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­ზღვა­რი. იქვე მთის ძირ­ში კი სა­მო­თხის ბა­ღის მსგავ­სი ვე­ლია გაშ­ლი­ლი, სა­დაც სამი სა­ხის ზამ­ბა­ხი ჰყვა­ვის - იის­ფე­რი, ყვი­თე­ლი და თეთ­რი. არი­ან ვე­ლუ­რი ენ­დე­მუ­რი წი­თე­ლი ტი­ტე­ბი და სხვა ყვე­ლა­ნა­ი­რი ყვა­ვი­ლი. "ასე­თი რამ მეც კი არ მი­ნა­ხავს“, - ამ­ბობს გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი დაჩი და ფო­ტო­ებს იღებს.

  • ტუ­რიზ­მი კო­რო­ნამ­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში

ვინც პან­დე­მი­ის დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში გამ­გზავ­რე­ბას გა­და­წყვეტს, იქ ისეთ ადა­მი­ა­ნებს შეხ­ვდე­ბა, რომ­ლებ­საც ტუ­რიზ­მის აღორ­ძი­ნე­ბა სწყუ­რი­ათ. ამას თა­ვი­სი მი­ზე­ზი აქვს: ბოლო წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ტუ­რიზ­მის ნამ­დვი­ლი ბუმი იდგა, ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­ურ­თა რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად ორ­მაგ­დე­ბო­და.

სვა­ნე­თი - კავ­კა­სი­ის ქე­დის ძირ­ში, კა­ხე­თი - ღვი­ნის რე­გი­ო­ნი, შავი ზღვა - პლა­ჟე­ბი­თა და პალ­მე­ბით, დე­და­ქა­ლა­ქი თბი­ლი­სი - უძ­ვე­ლე­სი ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბე­ბით... ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დი­ო­და: ქარ­თვე­ლე­ბი დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბე­ბი­დან და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი­და­ნაც კი ოჯა­ხურ სას­ტუმ­რო­ებს ქმნიდ­ნენ, რო­მელ­თა ნომ­რე­ბი მეტ­წი­ლად Airbnb-ის სის­ტე­მით იყო და­ჯაშვნუ­ლი.

"2019 წელს იმ­დე­ნი შეკ­ვე­თა მქონ­და, რომ მომ­გე­ბი­ან გა­ფარ­თო­ე­ბას ვა­პი­რებ­დი“, - ამ­ბობს ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის Planet Georgia-ს მფლო­ბე­ლი ლაშა მო­წო­ნე­ლი­ძე, - "მაგ­რამ ახლა უკვე ერთი წელი გა­ვი­და და არა­ფე­რი ჩანს... ამ ზა­ფხულს მხო­ლოდ სამი დაკ­ვე­თა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი“.

ლა­შას ბედ­მა გა­უ­ღი­მა, რომ მას სა­ო­ფი­სე სა­მუ­შა­ოც აქვს ქარ­თულ პროგ­რა­მულ კომ­პა­ნი­ა­ში, სხვე­ბი კი ყოფ­ნა-არ­ყოფ­ნის წი­ნა­შე დად­გნენ.

"მე 30 წლის ვარ, - ამ­ბობს ლაშა, - მაგ­რამ უკვე ბევ­რი რამ გა­მოვ­ცა­დე: რამ­დე­ნი­მე ომი, შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ბან­დე­ბის პარ­პა­ში, ათწ­ლი­ა­ნი სა­ო­ცა­რი ტუ­რის­ტუ­ლი ბუმი და ახლა პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი კრი­ზი­სი. ძა­ლი­ან მა­გა­რი ცხოვ­რე­ბაა!“ მის ნათ­ქვამ­ში მთე­ლი თა­ო­ბის მიერ გა­და­ტა­ნი­ლი ცხოვ­რე­ბა ჩანს. გა­ნათ­ლე­ბულ, და­სავ­ლეთ­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ახალ­გაზ­რდებს სურთ თა­ვი­ან­თი ყოფა უკე­თე­სო­ბი­სა­კენ შეც­ვა­ლონ.

სამ­წუ­ხა­როდ, დღეს სა­ქარ­თვე­ლო ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ კრი­ზის­შია. მმარ­თვე­ლი პარ­ტია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ და მსხვი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა“ ერ­თმა­ნეთს მწვა­ვედ და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რი სა­პყრო­ბი­ლე­შიც კი იყო გა­მომ­წყვდე­უ­ლი. გარ­და ამი­სა, ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი აპ­რო­ტეს­ტებს ქა­ლაქ ქუ­თა­ის­თან ახ­ლოს ჰე­სის კაშხლის მშე­ნებ­ლო­ბას, თურ­ქი ინ­ვეს­ტო­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა თქმით, კაშ­ხა­ლი უკი­დუ­რე­სად ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას მო­ახ­დენს ბუ­ნე­ბა­ზე და გა­მო­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის ფა­სიც მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა.

სა­ერ­თოდ კი, ამ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში, რო­მე­ლიც შავ ზღვა­სა და კავ­კა­სი­ის ქედს შო­რის მდე­ბა­რე­ობს, ბუ­ნე­ბა მარ­თლაც სა­ო­ცა­რია, ბი­ო­ლო­გი­უ­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბით. სა­ქარ­თვე­ლო­ში ვაშ­ლოვ­ნის პარ­კის მსგავ­სი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რია საკ­მა­ოდ ბევ­რია, ისი­ნი ერ­თდრო­უ­ლად მოგ­ვა­გო­ნე­ბენ აფ­რი­კულ სა­ვა­ნა­საც და ამე­რი­კულ ბედ­ლენ­დსაც. აქ შეხ­ვდე­ბით მგელს, დათვს, ზო­ლე­ბი­ან აფ­თარს, მაჩვზღარბს, ირემს და სხვა ცხო­ვე­ლებს. რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნათ ფო­ტო­ხა­ფან­გის დახ­მა­რე­ბით და­ფიქ­სირ­და ლე­ო­პარ­დის (ჯი­ქის) არ­სე­ბო­ბაც, რო­მე­ლიც, სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ირა­ნი­დან შე­ვი­და.

  • ელ­დო­რა­დო ორ­ნი­ტო­ლო­გე­ბის­თვის

და­ვუბ­რუნ­დეთ ისევ ვაშ­ლოვ­ნის შე­მო­გა­რენს. აპ­რი­ლის ბო­ლოს აქა­უ­რო­ბა უამ­რა­ვი ფრინ­ვე­ლით ივ­სე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­ინ­კუ­ბა­ციო პე­რი­ო­დებს კლდე­ებ­ში არ­სე­ბულ ბუ­დე­ებ­სა და ნაპ­რა­ლებ­ში ატა­რე­ბენ. გა­ზა­ფხუ­ლო­ბით აქ ფრინ­ველ­თა მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა ისე­თია, რომ თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი ევ­რო­პის ფრთოს­ნე­ბი ბი­ნად­რო­ბენ. ამი­ტო­მაც თემო პო­პი­აშ­ვი­ლის სას­ტუმ­რო სახ­ლი, რო­მე­ლიც დე­დოფ­ლის­წყა­რო­ში მდე­ბა­რე­ობს, ჭა­ჭუ­ნას აღ­კვე­თი­ლის ახ­ლოს, ამ­ჟა­მად მთლი­ა­ნად და­ჯავ­შნუ­ლია, ჯერ კი­დევ გა­სუ­ლი წლი­დან, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით სი­ჩუ­მე დგას. "არ ვიცი, ჩა­მოვ­ლენ თუ არა ისი­ნი“, - ამ­ბობს თემო, 35 წლის მე­გობ­რუ­ლი ხა­სი­ა­თის მქო­ნე კაცი, ბუ­ნე­ბის დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "ნაკ­რე­სის“ თა­ნამ­შრო­მე­ლი. ორი დღის წი­ნათ იგი ვაშ­ლოვ­ნის პარკში იმ­ყო­ფე­ბო­და, სა­ძოვ­რებ­ზე მცე­ნა­რე­თა მდგო­მა­რე­ო­ბის შე­მოწ­მე­ბის მიზ­ნით.

როცა ვახ­შმის დროს თე­მოს­თან ქვეყ­ნის ბუ­ნე­ბის დაც­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ვსა­უბ­რობ­დი, იგი ამ­ბობ­და, რომ "ქარ­თუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბა კარ­გია, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ადა­მი­ა­ნე­ბი კა­ნო­ნე­ბით არ სარ­გებ­ლო­ბენ“. მა­გი­და ქარ­თუ­ლი საჭ­მე­ლე­ბის სი­უხ­ვი­სა­გან იზ­ნი­ქე­ბო­და, რო­მე­ლიც დე­და­მის­მა სო­ნი­ამ მოგ­ვიმ­ზა­და - ნიგვზი­ა­ნი ბად­რი­ჯა­ნი­დან და­წყე­ბუ­ლი, მწვა­დე­ბით და შემ­წვა­რი გო­ჭით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. წინა წლებ­ში ეკო­ტუ­რიზ­მის სე­ზონ­მა ისე კარ­გად ჩა­ი­ა­რა, რომ მან სას­ტუმ­რო გა­ა­ფარ­თო­ვა და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით აღ­ჭურ­ვა. "ბან­კის სეს­ხის და­ფარ­ვა რთუ­ლი გახ­და, მაგ­რამ რო­გორ­ღაც ვცდი­ლობ“, - ამ­ბობს თემო, - იმე­დი მაქვს, რომ ზა­ფხულ­ში და შე­მოდ­გო­მა­ზე სტუმ­რე­ბი ისევ მომ­რავ­ლდე­ბი­ან“.

  • მკი­თხველ­თა კო­მენ­ტა­რე­ბი:

ედ­ვინ ჰუ­ნ­ჰე­ლე­რი:

"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო პუბ­ლი­კა­ცი­აა. ვფიქ­რობ, შთა­ბეჭ­დი­ლე­ბე­ბის უფრო ვრცლად გად­მო­ცე­მა შე­იძ­ლე­ბო­და“.

ფი­ლიპ დ.

"სა­ქარ­თვე­ლო მარ­თლაც ფან­ტას­ტი­კუ­რი ქვე­ყა­ნაა. მე იქ ნამ­ყო­ფი ვარ და აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი, რო­გორც კი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მექ­ნე­ბა. ყვე­ლა­ზე კარ­გია ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ი­ქი­რა­ვო და ქვე­ყა­ნა მთლი­ა­ნად და­ათ­ვა­ლი­ე­რო. არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, საით წახ­ვალ - ოთხი­ვე მი­მარ­თუ­ლე­ბით ყვე­ლა­ფე­რი სა­ო­ცა­რია. სა­ინ­ტე­რე­სოს ყველ­გან ნა­ხავ! მე პი­რა­დად ძა­ლი­ან გა­ო­ცე­ბუ­ლი დავ­რჩი სტე­ფან­წმინ­დის ნახ­ვით“.

ან­დრეა მოლ­ნა­რი:

"მე კი­დევ იმას და­ვა­მა­ტებ, რომ ქარ­თუ­ლი საჭ­მე­ლე­ბიც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ფან­ტას­ტი­კუ­რია!"

წყა­რო

სტა­ტი­ის ნა­თარ­გმნ ვერ­სი­ა­ში გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლია ფო­ტო­ე­ბი დაჩი შო­ში­ტა­იშ­ვი­ლის "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დი­და­ნაც"

მო­ამ­ზა­და სი­მონ კი­ლა­ძემ

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
domenti
8

თქვენი "კაკლიანი ბადრიჯანი" არ გაიშვა))

კობი
6

თქვენი სტატიები ყოველთვის ძალიან საინტერესოა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"საქართველოში არ აქვს მნიშვნელობა საით წახვალ - ოთხივე მიმართულებით ყველაფერი საოცარია" - რას წერენ შვეიცარული გაზეთი და მისი მკითხველები?

"საქართველოში არ აქვს მნიშვნელობა საით წახვალ - ოთხივე მიმართულებით ყველაფერი საოცარია" - რას წერენ შვეიცარული გაზეთი და მისი მკითხველები?

"ვინეტუ [აპაჩების ბელადი] არწივის ხეობაში - კირქვიანი კლდეების კანიონში. ხეობის ფსკერზე ფსტის ასწლოვანი ხეები დგას. ლანდშაფტი ისე გამოიყურება, რომ აქ ათასი წლის განმავლობაში არაფერი შეცვლილა. არსად ადამიანის კვალი არ ჩანს...“, - ასე იწყება შვეიცარიის გაზეთ "ციურხერ უნტერლანდერში" («Zürcher Unterländer») გამოქვეყნებული სტატია, სათაურით: "ვინეტუს მომენტი ველურ საქართველოში“ (ქვესათაური "ვაშლოვნის ეროვნული პარკი ამერიკული ველური დასავლეთივით გამოიყურება და ძალიან ჰგავს ბედლენდსის ეროვნულ პარკს“ (ავტორი - ჰანს გასერი).

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან:

"ერთ-ერთ კირქვიან კლდეზე ასვლა ძალიან რთული გამოდგა. წინ დაჩი შოშიტაიშვილი მიდის, 24 წლის ბიოლოგი, ეკოლოგიისა და ორნიტოლოგიის სპეციალისტი. დაჩი თავისი გრძელი თმებით და მრავალრიცხოვანი ფერადი სამაჯურებით თითქმის ინდიელს ჩამოჰგავს, იგი ჩუმად მიდის, მაგრამ გნოლების გუნდმა დაჩი მაინც შეამჩნია და ჰაერში ხმაურით აფრინდნენ.

მთის წვერიდან საოცარი პეიზაჟი იშლება: ირგვლივ ნაკრძალის დიუნებია, შორს კი, როგორც ამიხსნეს, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი. იქვე მთის ძირში კი სამოთხის ბაღის მსგავსი ველია გაშლილი, სადაც სამი სახის ზამბახი ჰყვავის - იისფერი, ყვითელი და თეთრი. არიან ველური ენდემური წითელი ტიტები და სხვა ყველანაირი ყვავილი. "ასეთი რამ მეც კი არ მინახავს“, - ამბობს გაკვირვებული დაჩი და ფოტოებს იღებს.

  • ტურიზმი კორონამდელ საქართველოში

ვინც პანდემიის დროს საქართველოში გამგზავრებას გადაწყვეტს, იქ ისეთ ადამიანებს შეხვდება, რომლებსაც ტურიზმის აღორძინება სწყურიათ. ამას თავისი მიზეზი აქვს: ბოლო წლებში საქართველოში ტურიზმის ნამდვილი ბუმი იდგა, ქვეყანაში მოგზაურთა რაოდენობა ყოველწლიურად ორმაგდებოდა.

სვანეთი - კავკასიის ქედის ძირში, კახეთი - ღვინის რეგიონი, შავი ზღვა - პლაჟებითა და პალმებით, დედაქალაქი თბილისი - უძველესი ღირსშესანიშნაობებით... ყველაფერი კარგად მიდიოდა: ქართველები დამხმარე ნაგებობებიდან და საცხოვრებელი სახლებიდანაც კი ოჯახურ სასტუმროებს ქმნიდნენ, რომელთა ნომრები მეტწილად Airbnb-ის სისტემით იყო დაჯაშვნული.

"2019 წელს იმდენი შეკვეთა მქონდა, რომ მომგებიან გაფართოებას ვაპირებდი“, - ამბობს ტურისტული კომპანიის Planet Georgia-ს მფლობელი ლაშა მოწონელიძე, - "მაგრამ ახლა უკვე ერთი წელი გავიდა და არაფერი ჩანს... ამ ზაფხულს მხოლოდ სამი დაკვეთა მაქვს მიღებული“.

ლაშას ბედმა გაუღიმა, რომ მას საოფისე სამუშაოც აქვს ქართულ პროგრამულ კომპანიაში, სხვები კი ყოფნა-არყოფნის წინაშე დადგნენ.

"მე 30 წლის ვარ, - ამბობს ლაშა, - მაგრამ უკვე ბევრი რამ გამოვცადე: რამდენიმე ომი, შეიარაღებული ბანდების პარპაში, ათწლიანი საოცარი ტურისტული ბუმი და ახლა პანდემიით გამოწვეული კრიზისი. ძალიან მაგარი ცხოვრებაა!“ მის ნათქვამში მთელი თაობის მიერ გადატანილი ცხოვრება ჩანს. განათლებულ, დასავლეთზე ორიენტირებულ ახალგაზრდებს სურთ თავიანთი ყოფა უკეთესობისაკენ შეცვალონ.

სამწუხაროდ, დღეს საქართველო ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიზისშია. მმართველი პარტია "ქართული ოცნება“ და მსხვილი ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ერთმანეთს მწვავედ დაუპირისპირდნენ. ოპოზიციის ლიდერი საპყრობილეშიც კი იყო გამომწყვდეული. გარდა ამისა, ათასობით ადამიანი აპროტესტებს ქალაქ ქუთაისთან ახლოს ჰესის კაშხლის მშენებლობას, თურქი ინვესტორის მონაწილეობით. საპროტესტო აქციის მონაწილეთა თქმით, კაშხალი უკიდურესად ნეგატიურ გავლენას მოახდენს ბუნებაზე და გამომუშავებული ელექტროენერგიის ფასიც მაღალი იქნება.

საერთოდ კი, ამ პატარა ქვეყანაში, რომელიც შავ ზღვასა და კავკასიის ქედს შორის მდებარეობს, ბუნება მართლაც საოცარია, ბიოლოგიური მრავალფეროვნებით. საქართველოში ვაშლოვნის პარკის მსგავსი დაცული ტერიტორია საკმაოდ ბევრია, ისინი ერთდროულად მოგვაგონებენ აფრიკულ სავანასაც და ამერიკულ ბედლენდსაც. აქ შეხვდებით მგელს, დათვს, ზოლებიან აფთარს, მაჩვზღარბს, ირემს და სხვა ცხოველებს. რამდენიმე წლის წინათ ფოტოხაფანგის დახმარებით დაფიქსირდა ლეოპარდის (ჯიქის) არსებობაც, რომელიც, სავარაუდოდ, საქართველოში ირანიდან შევიდა.

  • ელდორადო ორნიტოლოგებისთვის

დავუბრუნდეთ ისევ ვაშლოვნის შემოგარენს. აპრილის ბოლოს აქაურობა უამრავი ფრინველით ივსება, რომლებიც საინკუბაციო პერიოდებს კლდეებში არსებულ ბუდეებსა და ნაპრალებში ატარებენ. გაზაფხულობით აქ ფრინველთა მრავალფეროვნება ისეთია, რომ თითქმის ნახევარი ევროპის ფრთოსნები ბინადრობენ. ამიტომაც თემო პოპიაშვილის სასტუმრო სახლი, რომელიც დედოფლისწყაროში მდებარეობს, ჭაჭუნას აღკვეთილის ახლოს, ამჟამად მთლიანად დაჯავშნულია, ჯერ კიდევ გასული წლიდან, თუმცა ჯერჯერობით სიჩუმე დგას. "არ ვიცი, ჩამოვლენ თუ არა ისინი“, - ამბობს თემო, 35 წლის მეგობრული ხასიათის მქონე კაცი, ბუნების დამცველი ორგანიზაციის "ნაკრესის“ თანამშრომელი. ორი დღის წინათ იგი ვაშლოვნის პარკში იმყოფებოდა, საძოვრებზე მცენარეთა მდგომარეობის შემოწმების მიზნით.

როცა ვახშმის დროს თემოსთან ქვეყნის ბუნების დაცვის მდგომარეობაზე ვსაუბრობდი, იგი ამბობდა, რომ "ქართული კანონმდებლობა კარგია, მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანები კანონებით არ სარგებლობენ“. მაგიდა ქართული საჭმელების სიუხვისაგან იზნიქებოდა, რომელიც დედამისმა სონიამ მოგვიმზადა - ნიგვზიანი ბადრიჯანიდან დაწყებული, მწვადებით და შემწვარი გოჭით დამთავრებული. წინა წლებში ეკოტურიზმის სეზონმა ისე კარგად ჩაიარა, რომ მან სასტუმრო გააფართოვა და თანამედროვე სტანდარტების მიხედვით აღჭურვა. "ბანკის სესხის დაფარვა რთული გახდა, მაგრამ როგორღაც ვცდილობ“, - ამბობს თემო, - იმედი მაქვს, რომ ზაფხულში და შემოდგომაზე სტუმრები ისევ მომრავლდებიან“.

  • მკითხველთა კომენტარები:

ედვინ ჰუნჰელერი:

"ძალიან საინტერესო პუბლიკაციაა. ვფიქრობ, შთაბეჭდილებების უფრო ვრცლად გადმოცემა შეიძლებოდა“.

ფილიპ დ.

"საქართველო მართლაც ფანტასტიკური ქვეყანაა. მე იქ ნამყოფი ვარ და აუცილებლად დავბრუნდები, როგორც კი შესაძლებლობა მექნება. ყველაზე კარგია ავტომობილი დაიქირავო და ქვეყანა მთლიანად დაათვალიერო. არ აქვს მნიშვნელობა, საით წახვალ - ოთხივე მიმართულებით ყველაფერი საოცარია. საინტერესოს ყველგან ნახავ! მე პირადად ძალიან გაოცებული დავრჩი სტეფანწმინდის ნახვით“.

ანდრეა მოლნარი:

"მე კიდევ იმას დავამატებ, რომ ქართული საჭმელებიც აბსოლუტურად ფანტასტიკურია!"

წყარო

სტატიის ნათარგმნ ვერსიაში გამოყენებულია ფოტოები დაჩი შოშიტაიშვილის "ფეისბუქგვერდიდანაც"

მოამზადა სიმონ კილაძემ

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 015 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - რამდენი ტესტი ჩატარდა ბოლო დღე-ღამეში და როგორია შედეგები რეგიონებში

"არ არის ტყვია, რომელიც მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა" - ბრძოლა, მარცხი, ემიგრაცია, მაწვნის წარმოება და ოცნება სამშობლოზე

როგორ ულოცავს Google-ი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს