მსოფლიო
სამხედრო
საზოგადოება
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ესპანეთში დინოზავრის ქანდაკებაში ცხედარი იპოვეს - რა დეტალებს ასაჯაროებს პოლიცია უჩვეულო საქმის შესახებ
ესპანეთში დინოზავრის ქანდაკებაში ცხედარი იპოვეს - რა დეტალებს ასაჯაროებს პოლიცია უჩვეულო საქმის შესახებ

კა­ტა­ლო­ნი­ის პო­ლი­ცია იძი­ებს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის გარ­დაც­ვა­ლე­ბის საქ­მეს, რომ­ლის ცხე­და­რიც დი­ნო­ზავ­რის ქან­და­კე­ბა­ში იპო­ვეს. წი­ნას­წა­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­მა­კა­ცის მას შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა, რაც ტე­ლე­ფო­ნის ამო­სა­ღე­ბად დი­ნო­ზავ­რის ქან­და­კე­ბა­ში ჩა­ვი­და და შემ­დეგ ვე­ღარ გა­მო­ვი­და.

რო­გორც "გარ­დი­ა­ნი“ წერს, ცხე­და­რი ბარ­სე­ლო­ნას გა­რე­უ­ბან­ში, სან­ტა კო­ლო­მა­ში მამა-შვილ­მა იპო­ვა. ისი­ნი ქან­და­კე­ბას­თან ახ­ლოს იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც შე­ნიშ­ნეს, რომ "იქ რა­ღაც იყო." ყო­ვე­ლი­ვეს შემ­დეგ მა­მამ პო­ლი­ცია გა­მო­ი­ძა­ხა.

პო­ლი­ცი­ის პრესს­პი­კე­რის გან­ცხა­დე­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი 39 წლის მა­მა­კა­ცია.

"მა­მამ და შვილ­მა შე­ნიშ­ნეს, რომ იქ რა­ღაც იყო და პო­ლი­ცი­ას მი­მარ­თეს. ჩვენ ცხე­და­რი ვი­პო­ვეთ დი­ნო­ზავ­რის ქან­და­კე­ბის ფეხ­ში. ეს არის შემ­თხვე­ვით სიკ­ვდი­ლი, ად­გი­ლი არ ჰქო­ნია ძა­ლა­დო­ბას. ეს ადა­მი­ა­ნი ქან­და­კე­ბის ფეხ­ში ჩა­ვი­და და გა­ი­ჭე­და. ჩანს, რომ მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ამო­ღე­ბას ცდი­ლობ­და, რო­მე­ლიც იქ ჩა­უ­ვარ­და, სწო­რედ ამის გამო შეძ­ვრა ქან­და­კე­ბა­ში“, - აცხა­დე­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი.

ცხედ­რის ამო­საყ­ვა­ნად გა­მო­ი­ძა­ხეს სა­მაშ­ვე­ლოს სამ­სა­ხუ­რი და ქან­და­კე­ბა გაჭ­რეს.

"ჯერ კი­დევ ვე­ლო­დე­ბით აუ­ტოფ­სი­ის შე­დე­გებს, ჯერ­ჯე­რო­ბით, არ ვი­ცით რამ­დენ ხანს იყო იქ. სა­ვა­რა­უ­დოდ, ორი დღე", - ამ­ბო­ბენ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ss
4

აბელასომ შენც კაი ვინმე ხაარ რას ძვრებობი რო ძვრებოდი. ისე საიდან შეძვრა ეგ საწყალი ამ ქანდაკებას მაგხელა ხვრელი არ უჩანს 

ჭკუიჩა
15

რაღაა გამოსაძიებელი ? შეჭამა დინოზავრმა, მორჩა და გათავდა !!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

ესპანეთში დინოზავრის ქანდაკებაში ცხედარი იპოვეს - რა დეტალებს ასაჯაროებს პოლიცია უჩვეულო საქმის შესახებ

ესპანეთში დინოზავრის ქანდაკებაში ცხედარი იპოვეს - რა დეტალებს ასაჯაროებს პოლიცია უჩვეულო საქმის შესახებ

კატალონიის პოლიცია იძიებს ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალების საქმეს, რომლის ცხედარიც დინოზავრის ქანდაკებაში იპოვეს. წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცის მას შემდეგ გარდაიცვალა, რაც ტელეფონის ამოსაღებად დინოზავრის ქანდაკებაში ჩავიდა და შემდეგ ვეღარ გამოვიდა.

როგორც "გარდიანი“ წერს, ცხედარი ბარსელონას გარეუბანში, სანტა კოლომაში მამა-შვილმა იპოვა. ისინი ქანდაკებასთან ახლოს იმყოფებოდნენ, რა დროსაც შენიშნეს, რომ "იქ რაღაც იყო." ყოველივეს შემდეგ მამამ პოლიცია გამოიძახა.

პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, გარდაცვლილი 39 წლის მამაკაცია.

"მამამ და შვილმა შენიშნეს, რომ იქ რაღაც იყო და პოლიციას მიმართეს. ჩვენ ცხედარი ვიპოვეთ დინოზავრის ქანდაკების ფეხში. ეს არის შემთხვევით სიკვდილი, ადგილი არ ჰქონია ძალადობას. ეს ადამიანი ქანდაკების ფეხში ჩავიდა და გაიჭედა. ჩანს, რომ მობილური ტელეფონის ამოღებას ცდილობდა, რომელიც იქ ჩაუვარდა, სწორედ ამის გამო შეძვრა ქანდაკებაში“, - აცხადებენ სამართალდამცველები.

ცხედრის ამოსაყვანად გამოიძახეს სამაშველოს სამსახური და ქანდაკება გაჭრეს.

"ჯერ კიდევ ველოდებით აუტოფსიის შედეგებს, ჯერჯერობით, არ ვიცით რამდენ ხანს იყო იქ. სავარაუდოდ, ორი დღე", - ამბობენ სამართალდამცველები.