სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამართალი
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„პაშა ბანკი“ საქართველო ADA უნივერსიტეტის ვებინარების სერიის სპონსორია
„პაშა ბანკი“ საქართველო ADA უნივერსიტეტის ვებინარების სერიის სპონსორია

„პაშა ბან­კი“ სა­ქარ­თვე­ლო სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რო­ბის შე­სა­ხებ ვე­ბი­ნა­რე­ბის სე­რი­ი­სა და პუბ­ლი­კა­ცი­ის სპონ­სო­რია. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „პაშა ბან­კი“ ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, მისი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი აზერ­ბა­ი­ჯა­ნის წამ­ყვა­ნი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ინ­სტი­ტუ­ტი ADA უნი­ვერ­სი­ტე­ტია. ის აზერ­ბა­ი­ჯა­ნის დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი აკა­დე­მი­ის (ADA) და ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი მემ­კვიდ­რეა.

„პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია, გა­ნი­ხი­ლოს სა­ქარ­თვე­ლო-აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სტრა­ტე­გი­უ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ყა­რა­ბა­ღის ომის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში; ასე­ვე, ხაზი გა­უს­ვას თბი­ლის­სა და ბა­ქოს შო­რის სტრა­ტე­გი­უ­ლი ღერ­ძის მნიშ­ვნე­ლო­ბას რე­გი­ო­ნა­ლუ­რი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის. პრო­ექ­ტი ასე­ვე მო­ი­ცავს, რო­გორც ორი­ვე ქვეყ­ნის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის დღის წეს­რიგს, ისე არ­სე­ბუ­ლი და გან­ვი­თა­რე­ბა­დი სატ­რან­სპორ­ტო დე­რეფ­ნე­ბის სა­კითხს.

პირ­ვე­ლი ვე­ბი­ნა­რი 27 მა­ისს შედ­გე­ბა. ქარ­თვე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ვე­ბი­ნა­რე­ბის სე­რი­ის სხვა მო­ნა­წი­ლე­ებ­თან ერ­თად, გა­ნი­ხი­ლა­ვენ რე­გი­ო­ნა­ლურ უსაფრ­თხო­ე­ბას, სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კას, ეკო­ნო­მი­კურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ვაჭ­რო­ბა­სა და სა­ვაჭ­რო კავ­ში­რებს, ენერ­გე­ტი­კულ უსაფრ­თხო­ე­ბას, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას და გა­ნათ­ლე­ბას.

1991 წლი­დან, სა­ქარ­თვე­ლო­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მიერ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნის შემ­დეგ, ეს ორი ქვე­ყა­ნა რე­გი­ო­ნე­ში ერ­თმა­ნე­თის სტრა­ტე­გი­უ­ლი პარტნი­ო­რია. ამის შე­დე­გია ისე­თი გრან­დი­ო­ზუ­ლი გლო­ბა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი, რო­გო­რე­ბი­ცაა ბაქო-თბი­ლი­სი-ჯე­ი­ჰა­ნის ნავ­თობ­სა­დე­ნი, ბაქო-თბი­ლი­სი-ერზრუ­მი, ბაქო-სუფ­სის ნავ­თობ­სა­დე­ნი, ბაქო-თბი­ლი­სი-ყარ­სის რკი­ნიგ­ზა, სამ­ხრეთ გა­ზის დე­რე­ფა­ნი და სხვა. აზერ­ბა­ი­ჯან­მა და სა­ქარ­თვე­ლომ მხა­რი და­უ­ჭი­რეს ერ­თმა­ნეთს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნა­ლურ ფო­რუმ­ზე და შექ­მნეს „სუ­ა­მი“, რო­გორც რე­გი­ო­ნა­ლუ­რი ინ­ტეგ­რა­ცი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცია.

„პაშა ბან­კი“ ბა­ქო­ში სა­თა­ვო ოფი­სის მქო­ნე ფი­ნან­სუ­რი ინ­სტი­ტუ­ტია, რო­მე­ლიც ოპე­რი­რებს აზერ­ბა­ი­ჯან­ში, სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქეთ­ში. „პაშა ბან­კი“ მსხვილ, სა­შუ­ა­ლო და მცი­რე ზო­მის კომ­პა­ნი­ებს სთა­ვა­ზობს კორ­პო­რა­ცი­ულ და სა­ინ­ვეს­ტი­ციო სა­ბან­კო მომ­სა­ხუ­რე­ბას.

ვე­ბი­ნარ­ზე დას­წრე­ბის მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ, გა­ი­ა­რონ მარ­ტი­ვი და უფა­სო რე­გის­ტრა­ცია შემ­დეგ ბმულ­ზე: https://zoom.us/j/2134206571 Meeting ID: 213 420 6571“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

„პაშა ბანკი“ საქართველო ADA უნივერსიტეტის ვებინარების სერიის სპონსორია

„პაშა ბანკი“ საქართველო ADA უნივერსიტეტის ვებინარების სერიის სპონსორია

„პაშა ბანკი“ საქართველო საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ვებინარების სერიისა და პუბლიკაციის სპონსორია. ამის შესახებ ინფორმაციას „პაშა ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, მისი ორგანიზატორი აზერბაიჯანის წამყვანი საგანმანათლებლო ინსტიტუტი ADA უნივერსიტეტია. ის აზერბაიჯანის დიპლომატიური აკადემიის (ADA) და ინფორმაციული ტექნოლოგიების უნივერსიტეტის იურიდიული მემკვიდრეა.

„პროექტის მიზანია, განიხილოს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული ურთიერთობები ყარაბაღის ომის შემდგომ პერიოდში; ასევე, ხაზი გაუსვას თბილისსა და ბაქოს შორის სტრატეგიული ღერძის მნიშვნელობას რეგიონალური სტაბილურობისა და განვითარებისათვის. პროექტი ასევე მოიცავს, როგორც ორივე ქვეყნის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგს, ისე არსებული და განვითარებადი სატრანსპორტო დერეფნების საკითხს.

პირველი ვებინარი 27 მაისს შედგება. ქართველი სპეციალისტები, ვებინარების სერიის სხვა მონაწილეებთან ერთად, განიხილავენ რეგიონალურ უსაფრთხოებას, საგარეო პოლიტიკას, ეკონომიკურ შესაძლებლობებს, ვაჭრობასა და სავაჭრო კავშირებს, ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, სამოქალაქო საზოგადოებას და განათლებას.

1991 წლიდან, საქართველოსა და აზერბაიჯანის მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ეს ორი ქვეყანა რეგიონეში ერთმანეთის სტრატეგიული პარტნიორია. ამის შედეგია ისეთი გრანდიოზული გლობალური პროექტები, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზრუმი, ბაქო-სუფსის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, სამხრეთ გაზის დერეფანი და სხვა. აზერბაიჯანმა და საქართველომ მხარი დაუჭირეს ერთმანეთს სხვადასხვა რეგიონალურ ფორუმზე და შექმნეს „სუამი“, როგორც რეგიონალური ინტეგრაციული ორგანიზაცია.

„პაშა ბანკი“ ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიც ოპერირებს აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. „პაშა ბანკი“ მსხვილ, საშუალო და მცირე ზომის კომპანიებს სთავაზობს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებას.

ვებინარზე დასწრების მსურველებს შეუძლიათ, გაიარონ მარტივი და უფასო რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://zoom.us/j/2134206571 Meeting ID: 213 420 6571“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

NS

გამოჯანმრთელდა 821 პირი, გარდაიცვალა 15 პაციენტი - რამდენი ახალი ინფიცირებულია საქართველოში და რომელი რეგიონი ლიდერობს მათი რაოდენობით

საქართველოში 4.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი?

"ხვალ ვაჩვენებთ გაცილებით მეტ ძალას, ვიდრე ვართ დღეს, გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს, მოვაწყობთ პიკეტირებას" - რა გეგმა აქვთ "ნახავანჰესის" მოწინააღმდეგეებს