საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გენერალ კვინიტაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გენერალ კვინიტაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა, პრო­ფე­სორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ, უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის წევ­რებ­მა, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებ­მა და სტუ­დენ­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი გმი­რის, პირ­ვე­ლი რეს­პუბ­ლი­კის უკა­ნას­კნე­ლი მთა­ვარ­სარ­დლის, გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძის ხსოვ­ნას პა­ტი­ვი მი­ა­გეს და სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მისი ნეშ­ტი გვირ­გვი­ნით შე­ამ­კეს.

დიდი ქარ­თვე­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლის სუ­ლის მო­სახ­სე­ნი­ე­ბე­ლი პა­ნაშ­ვი­დი მა­ღალ­ყოვ­ლა­დუ­სამ­ღვდლო­ეს­მა, მან­გლი­სი­სა და თეთ­რი­წყა­როს მიტ­რო­პო­ლიტ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის თე­ო­ლო­გი­ის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა, პრო­ფე­სორ­მა მე­უ­ფე ანა­ნი­ამ (ჯა­ფა­რი­ძე) გა­და­ი­ხა­და.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს ტექ­ნი­კუ­რი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ აღ­ნიშ­ნა, ეროვ­ნუ­ლი გმი­რის ცხედ­რის რე­პატ­რი­ა­ცია ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნაა მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის და გან­სა­კუთ­რე­ბით, მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბის­თვის.

„მისი ცხოვ­რე­ბა მა­გა­ლი­თია თავ­გან­წირ­ვი­სა და სუ­ლის გა­უ­ტეხ­ლო­ბი­სა. ეს ის­ტო­რი­უ­ლი მოვ­ლე­ნაა, რად­გან ჩვე­ნი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი ყო­ველ­თვის შეძ­ლე­ბენ მთაწ­მინ­დის პან­თე­ონ­ში გე­ნე­რალ კვი­ნი­ტა­ძის საფ­ლავ­ზე მის­ვლა­სა და პა­ტი­ვის მი­გე­ბას, სი­ა­მა­ყით აღვსილ­ნი მო­ი­გო­ნე­ბენ მის ფას­და­უ­დე­ბელ ღვაწლ­სა და არა­ერთ გმი­რო­ბას, გა­ი­თა­ვი­სე­ბენ, თუ რა რწმე­ნით ემ­სა­ხუ­რე­ბო­და გე­ნე­რა­ლი გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძე სამ­შობ­ლოს, რამ­დე­ნად შე­უ­რი­გე­ბე­ლი იყო მისი ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა და და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის­თვის“, - გა­ნა­ცხა­და რექ­ტორ­მა და­ვით გურ­გე­ნი­ძემ.

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ გმირს მთაწ­მინ­დის მწე­რალ­თა და სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე­თა პან­თე­ონ­ში 26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღეს დაკ­რძა­ლა­ვენ. გე­ნე­რალ გი­ორ­გი კვი­ნი­ტა­ძის ნეშ­ტი საფ­რან­გე­თი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში 22 მა­ისს გად­მო­ას­ვე­ნეს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გენერალ კვინიტაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა გენერალ კვინიტაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა დავით გურგენიძემ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წევრებმა, პროფესორ-მასწავლებლებმა და სტუდენტებმა საქართველოს ეროვნული გმირის, პირველი რესპუბლიკის უკანასკნელი მთავარსარდლის, გენერალ გიორგი კვინიტაძის ხსოვნას პატივი მიაგეს და სამების საკათედრო ტაძარში მისი ნეშტი გვირგვინით შეამკეს.

დიდი ქართველი მამულიშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი მაღალყოვლადუსამღვდლოესმა, მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მეუფე ანანიამ (ჯაფარიძე) გადაიხადა.

როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, ეროვნული გმირის ცხედრის რეპატრიაცია ისტორიული მოვლენაა მთელი საქართველოსთვის და განსაკუთრებით, მომავალი თაობებისთვის.

„მისი ცხოვრება მაგალითია თავგანწირვისა და სულის გაუტეხლობისა. ეს ისტორიული მოვლენაა, რადგან ჩვენი მომავალი თაობები ყოველთვის შეძლებენ მთაწმინდის პანთეონში გენერალ კვინიტაძის საფლავზე მისვლასა და პატივის მიგებას, სიამაყით აღვსილნი მოიგონებენ მის ფასდაუდებელ ღვაწლსა და არაერთ გმირობას, გაითავისებენ, თუ რა რწმენით ემსახურებოდა გენერალი გიორგი კვინიტაძე სამშობლოს, რამდენად შეურიგებელი იყო მისი ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის“, - განაცხადა რექტორმა დავით გურგენიძემ.

საქართველოს ეროვნულ გმირს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს დაკრძალავენ. გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტი საფრანგეთიდან საქართველოში 22 მაისს გადმოასვენეს.

საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა აკადემიკოს გოჩა ჩოგოვაძის იუბილე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციით აღნიშნა

კრიტერიუმები, რომელიც ინტერიერის დიზაინის არჩევისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ

ინფორმაცია, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდე, თუ ახალაშენებული ბინის შეძენას გეგმავ