საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიზანდასახულობა, მისკენ სწრაფვა და დაუღალავი შრომა – თამარ ვანიშვილის პროფესიული გზა
მიზანდასახულობა, მისკენ სწრაფვა და დაუღალავი შრომა – თამარ ვანიშვილის პროფესიული გზა

„მინ­და, თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა მიზ­ნის მიღ­წე­ვით მი­ღე­ბუ­ლი კმა­ყო­ფი­ლე­ბა გა­ნი­ცა­დოს.“ – ამ სი­ტყვე­ბის ავ­ტო­რი თა­მარ ვა­ნიშ­ვი­ლია – ეკო­ნო­მის­ტი, ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის დოქ­ტო­რი და ტრე­ნერ­თა ტრე­ნე­რი, რო­მელ­მაც არა­ერთ მი­ზანს მი­აღ­წია, ამით კმა­ყო­ფი­ლე­ბაც არა­ერ­თხელ გა­ნი­ცა­და და სურს, ადა­მი­ა­ნებს სა­კუ­თა­რი გა­მოც­დი­ლე­ბა გა­უ­ზი­ა­როს. უფრო მარ­ტი­ვად რომ ვთქვათ, თა­მა­რი ის ადა­მი­ა­ნია, რომ­ლის ერთი დიდი, მთა­ვა­რი მი­ზა­ნი, ზო­გა­დად, მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვაა.

–რას წარ­მო­ად­გენს დღეს თქვე­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის სფე­რო?

-დღეს მე ვმუ­შა­ობ და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის აკა­დე­მი­ა­ში სა­გა­მოც­დო ცენ­ტრის მთა­ვარ სპე­ცი­ა­ლის­ტად. მაქვს 22-წლი­ა­ნი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბა, აქე­დან 15 წელი აუ­დი­ტო­რი­ას­თან მუ­შა­ო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. მიმ­ყავ­და სა­ლექ­ციო კურ­სე­ბი უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში მე­ნე­ჯმენ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვარ მო­ნოგ­რა­ფი­ის – „მარ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დე­ლის ფორ­მი­რე­ბა და ორ­გა­ნი­ზა­ცი­უ­ლი ქცე­ვის რე­გუ­ლი­რე­ბის პრინ­ცი­პე­ბის“ – და 26 სა­მეც­ნი­ე­რო სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სა­ზღვარ­გა­რეთ. ვარ ჩარ­თუ­ლი პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლე­ბელ­თა გა­დამ­ზა­დე­ბის პრო­ექ­ტში და უწყვე­ტად ვმუ­შა­ობ პი­როვ­ნულ თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.

–რა გზა გა­ი­ა­რეთ იმი­სათ­ვის, რომ ამ პო­ზი­ცი­ის­თვის მი­გეღ­წი­ათ?

-წარ­მა­ტე­ბის­კენ სა­ვა­ლი არ­ცერ­თი ჩემი გზა არ ყო­ფი­ლა მარ­ტი­ვი. ყვე­ლა გზა სა­კუ­თარ სირ­თუ­ლე­ებს გვთა­ვა­ზობს. მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­სა და ბა­რი­ე­რე­ბის გა­და­ლახ­ვა­ში შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბა და­მეხ­მა­რა. სა­კუ­თარ თავ­ზე უწყვე­ტი მუ­შა­ო­ბით მი­ვი­წევ­დი წინ. ზუს­ტად ვი­ცო­დი, რომ რაც მინ­დო­და, მე იმას აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვაღ­წევ­დი! ეს გა­მო­ვი­დო­და! და ეს გა­მო­ვი­და!

–თუ შე­გიძ­ლი­ათ გა­იხ­სე­ნოთ პე­რი­ო­დი, როცა პირ­ვე­ლი წარ­მა­ტე­ბა აღი­ა­რეთ და რით გა­ნი­სა­ზღვრე­ბო­და ეს?

-პირ­ვე­ლი ჩემი სე­რი­ო­ზუ­ლი წარ­მა­ტე­ბა იყო სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ის დაც­ვა, რო­მე­ლიც შემ­დგომ და­მუ­შავ­და, გა­ფარ­თოვ­და და მო­ნოგ­რა­ფი­ად გა­მოქ­ვეყ­ნდა. ეს წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვის ორი ეტა­პი იყო. პირ­ველ­მა წარ­მა­ტე­ბამ მე­ო­რე გა­ნა­პი­რო­ბა, მთლი­ა­ნო­ბა­ში კი, ეს ყვე­ლა­ფე­რი მი­ზი­ნის­კენ სა­ვალ გზა­ზე შე­უ­ჩე­რებ­ლად სვლამ მო­მი­ტა­ნა. მა­შინ გა­ვი­აზ­რე ფრა­ზა, რო­მე­ლიც დღეს უკვე ჩემი ცხოვ­რე­ბის სლო­განს წარ­მო­ად­გენს: „მი­ზა­ნი, ეს არის შე­დე­გი, რო­მელ­საც უნდა მი­აღ­წიო!“. სა­კუ­თა­რი წარ­მა­ტე­ბის აღი­ა­რე­ბა მხო­ლოდ მა­შინ შეგ­ვიძ­ლია, რო­დე­საც შე­დეგს ვხე­დავთ. მე ეს და­ვი­ნა­ხე და ეს ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა.

–თვლით თუ არა, რომ ძლი­ერ პი­როვ­ნე­ბა ხართ?

-დიახ, მი­მაჩ­ნია, რომ ძლი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა ვარ. პი­როვ­ნუ­ლი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემი პი­როვ­ნე­ბის ძლი­ერ მხა­რეს უს­ვა­მენ ხაზს, ვთვლი, რომ თან­და­ყო­ლი­ლია. ეს ან გაქვს, ან – არა. რაც შე­ე­ხე­ბა მიზ­ნის მი­საღ­წე­ვად სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბას და მო­ბი­ლი­ზე­ბას, ეს პი­როვ­ნე­ბის საკ­მა­ოდ დიდ სიძ­ლი­ე­რეს მო­ი­თხოვს, რო­მე­ლიც, ვფიქ­რობ, ჩვენ თვი­თონ­ვე უნდა გან­ვა­ვი­თა­როთ.

რამ­დე­ნად რთუ­ლია ამის მიღ­წე­ვა?

-რო­დე­საც სა­კუ­თა­რი მიზ­ნის თუ სურ­ვი­ლის მკა­ფი­ო­ო­ბა­ში დარ­წმუნ­დე­ბი, მთე­ლი შე­მარ­თე­ბით ეც­დე­ბი მის ას­რუ­ლე­ბა­სა და მიღ­წე­ვას, ამი­ტომ რთუ­ლი არა­ფე­რია, თუ მო­ვინ­დო­მებთ.

–რა არის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თქვენს პრო­ფე­სი­ა­ში?

-ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლოვ­ნად სა­კუ­თარ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და ჩემს პრო­ფე­სი­ა­შიც მე მა­ინც პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა და შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა მი­მაჩ­ნია.

-ხართ თუ არა ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი მუდ­მივ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ეს?

-უწყვე­ტად ვზრუ­ნავ პი­როვ­ნულ თვით­გან­ვი­თა­რე­ბა­ზე და პრო­ფე­სი­ულ წინსვლა­ზე, რა­შიც მე დღეს ქო­უ­ჩინ­გის სა­ერ­თა­შო­რი­სო ასო­ცი­ა­ცი­ის მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ქო­უ­ჩინ­გი­სა და სპი­კე­რო­ბის სკო­ლა მეხ­მა­რე­ბა. ქო­უ­ჩინ­გი არის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ნე­ბის­მი­ე­რი დარ­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის­თვის, ვი­საც სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბა სურს.

-რას ეფუძ­ნე­ბა თქვე­ნი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პი?

-ჩემი მუ­შა­ო­ბის პრინ­ციპს და­წყე­ბუ­ლი სა­მუ­შა­ოს სის­რუ­ლე­ში მოყ­ვა­ნა და აუ­ცი­ლებ­ლად ხა­რის­ხი­ა­ნად დას­რუ­ლე­ბა წარ­მო­ად­გენს. არას­დროს ვი­წყებ საქ­მეს, რო­მე­ლიც ჩემ­თვის უინ­ტე­რე­სოა და არას­დროს ვტო­ვებ ნა­ხევ­რად შეს­რუ­ლე­ბულ სა­მუ­შა­ოს.

-რა პე­რი­ო­დი დაგ­ჭირ­დათ იმი­სათ­ვის, რომ სა­კუ­თა­რი თავი გე­ღი­ა­რე­ბი­ნათ?

-უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბი­დან დღემ­დე უწყვე­ტი სა­მუ­შაო სტა­ჟი მაქვს. ყვე­ლა ეტა­პი, რო­მე­ლიც კა­რი­ე­რულ წინსვლას გუ­ლის­ხმობ­და, გარ­კვე­ულ­წი­ლად, აღი­ა­რე­ბაც იყო, რად­გან სა­კუ­თა­რი შრო­მის, სწავ­ლის, გა­ნათ­ლე­ბის შე­დეგს უშუ­ა­ლოდ კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლით ვა­ფა­სებთ. რო­დე­საც ეს ასე ხდე­ბა, ეს უკვე გა­მარ­თლე­ბაა. არ­ცერ­თი სა­ფე­ხუ­რი არც გა­ნათ­ლე­ბის და არც კა­რი­ე­რის თვალ­საზ­რი­სით, იმ შეგ­რძნე­ბით არ და­მის­რუ­ლე­ბია, რომ მე ეს არ გა­მო­მი­ვი­და, პი­რი­ქით! ეს, ალ­ბათ, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბის და ისევ გან­ვმე­ორ­დე­ბი, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბის შე­დე­გია.

–რას სთა­ვა­ზობთ დღეს მომ­ხმა­რებ­ლებს?

-დღეს მომ­ხმა­რებ­ლებს მინ­და გა­ვუ­ზი­ა­რო ჩემი თე­ო­რი­უ­ლი თუ პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა, ყვე­ლა ის უნარ-ჩვე­ვა, რო­მე­ლიც და­სა­ხუ­ლი მიზ­ნის რე­ა­ლი­ზე­ბა­ში თუ მიღ­წე­ვა­ში გა­მო­ად­გე­ბათ. მომ­ხმა­რებ­ლე­ბი შეძ­ლე­ბენ:

· სა­კუ­თა­რი მიზ­ნე­ბის სწო­რად ფორ­მი­რე­ბას და მიზ­ნე­ბის რე­ა­ლუ­რო­ბის და­ნახ­ვას, რაც წარ­მა­ტე­ბის სა­წინ­და­რია;

· მიზ­ნე­ბის სი­ზუს­ტი­სა და მათი მკა­ფი­ო­ო­ბის გან­სა­ზღვრას, რაც მათ რე­ა­ლი­ზე­ბას გუ­ლის­ხმობს;

· ირ­წმუ­ნე­ბენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია, მთა­ვა­რია და­უ­ღა­ლა­ვი და მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი შრო­მა.

მინ­და, თი­თო­ე­ულ­მა ადა­მი­ან­მა მიზ­ნის მიღ­წე­ვით მი­ღე­ბუ­ლი კმა­ყო­ფი­ლე­ბა გა­ნი­ცა­დოს.

–რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ეს მომ­სა­ხუ­რე­ბა დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის?

–მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რად­გან ისი­ნი ის­წავ­ლი­ან არა მხო­ლოდ თე­ო­რი­ულ მა­სა­ლას, რო­მე­ლიც შე­სა­ბა­მის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­შიც შე­იძ­ლე­ბა ამო­ი­კი­თხოთ, არა­მედ ადა­მი­ა­ნე­ბი შეძ­ლე­ბენ:

· თა­ნა­მედ­რო­ვე, მოქ­ნი­ლი, მსუ­ბუ­ქი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის, მო­დე­ლე­ბის, პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი­სა და მა­გა­ლი­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მი­ი­ღონ და შე­არ­ჩი­ონ მათ­თვის და სა­კუ­თა­რი კომ­პა­ნი­ის­თვის – სა­სარ­გებ­ლო, თა­ნამ­შრო­მელ­თათ­ვის – მი­სა­ღე­ბი, მარ­ტი­ვი მო­დე­ლი თუ მო­საზ­რე­ბა, რო­მე­ლიც წარ­მა­ტე­ბულს გახ­დის რო­გორც მათ საქ­მი­ა­ნო­ბას, ასე­ვე, და­ეხ­მა­რე­ბა მთლი­ან გუნდს;

· მის­ცემს მათ იმის გა­აზ­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი და­ნერ­გი­ლი რგო­ლუ­რი სის­ტე­მა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა დღეს უფრო მე­ტად აუ­ცი­ლე­ბე­ლი ხდე­ბა რგო­ლურ სის­ტე­მა­ში არ­სე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი რგო­ლის აღი­ა­რე­ბა და მო­ტი­ვა­ცია;

· გან­სა­ზღვრა­ვენ, თუ რო­გო­რია მარ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მით, გუნ­დუ­რი მუ­შა­ო­ბის პრინ­ცი­პით მი­ღე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა და ა.შ.

–ზო­გა­დად, შე­საძ­ლე­ბე­ლია თუ არა, სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბით, შეც­ვა­ლო სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბა?

-სა­კუ­თარ თავ­ზე მუ­შა­ო­ბით, აუ­ცი­ლებ­ლად შეძ­ლებთ სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის შეც­ვლას. თუ შენ შე­იც­ვლე­ბი, ავ­ტო­მა­ტუ­რად გეც­ვლე­ბა ხედ­ვა და მიდ­გო­მე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, იც­ვლე­ბა შე­დე­გიც. ამი­ტომ, ეს შე­საძ­ლე­ბე­ლია.

–რა გეგ­მე­ბი გაქვთ სა­მო­მავ­ლოდ?

-მსურს, დაგ­რო­ვი­ლი თე­ო­რი­უ­ლი ცოდ­ნა გავ­ხა­დო სა­ზო­გა­დო­ე­ბის იმ ფე­ნის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი, რო­მელ­საც ეს და­ეხ­მა­რე­ბა და გა­მო­ად­გე­ბა. სამ­ყა­რო მუდ­მივ ცვლი­ლე­ბებს გვთა­ვა­ზობს. ჩვენ ვცხოვ­რობთ მო­უ­ლოდ­ნე­ლი და სწრა­ფი ცვლი­ლე­ბე­ბის ეპო­ქა­ში, ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ფეხი ავუ­წყოთ ამ ცვლი­ლე­ბებს და შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი გა­დავ­დგათ.

–შე­უძ­ლია თუ არა ადა­მი­ანს, მარ­თლაც მი­აღ­წი­ოს იმას, რაც სურს? და რა არის სა­ჭი­რო ამის­თვის?

-შე­უძ­ლია! თუ შენ გჯე­რა შენი მიზ­ნის რე­ა­ლუ­რო­ბის, მის მი­საღ­წე­ვად ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებ და ამა­ში მთე­ლი სამ­ყა­რო და­გეხ­მა­რე­ბა. ამი­სათ­ვის კი სა­ჭი­როა:

· მი­ზან­და­სა­ხუ­ლო­ბა;

· და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მა;

· მი­ზან­სწრა­ფუ­ლო­ბა.

შე­საძ­ლე­ბე­ლია ცვა­ლოთ მიზ­ნი­სა­კენ სა­ვა­ლი გზე­ბი, მაგ­რამ არას­დროს, და­ი­მახ­სოვ­რეთ, არას­დროს შეც­ვა­ლოთ მი­ზა­ნი!

–ყვე­ლა­ზე ხში­რად რას ეუბ­ნე­ბით სამ­ყა­როს? და რას ეტყო­დით ახლა ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ამ ინ­ტერ­ვი­უს წა­ი­კი­თხა­ვენ?

-ყვე­ლა­ზე ხში­რად ვე­უბ­ნე­ბი სამ­ყა­როს და ადა­მი­ა­ნებ­საც, რომ­ლე­ბიც ამ ინ­ტერ­ვი­უს წა­ი­კი­თხა­ვენ, ვე­ტყვი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლი არა­ფე­რია! თუ ეს შეძ­ლო სხვამ, შეძ­ლებ შენც! თუ ეს ვე­რა­ვინ შეძ­ლო, მა­შინ შენ პირ­ვე­ლი იქ­ნე­ბი! იყა­ვით პირ­ვე­ლე­ბი!

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Nino
0

Sauketeso adamiani xar tamo.gafaseb mixaria sheni warmateba.

იკარ ტონიანი
0

ეს ქოცი მდედრების კიდევ ერთი ახალი სახეა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მიზანდასახულობა, მისკენ სწრაფვა და დაუღალავი შრომა – თამარ ვანიშვილის პროფესიული გზა

მიზანდასახულობა, მისკენ სწრაფვა და დაუღალავი შრომა – თამარ ვანიშვილის პროფესიული გზა

„მინდა, თითოეულმა ადამიანმა მიზნის მიღწევით მიღებული კმაყოფილება განიცადოს.“ – ამ სიტყვების ავტორი თამარ ვანიშვილია – ეკონომისტი, ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი და ტრენერთა ტრენერი, რომელმაც არაერთ მიზანს მიაღწია, ამით კმაყოფილებაც არაერთხელ განიცადა და სურს, ადამიანებს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თამარი ის ადამიანია, რომლის ერთი დიდი, მთავარი მიზანი, ზოგადად, მიზნების მიღწევაა.

–რას წარმოადგენს დღეს თქვენი საქმიანობის სფერო?

-დღეს მე ვმუშაობ დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში საგამოცდო ცენტრის მთავარ სპეციალისტად. მაქვს 22-წლიანი სამუშაო გამოცდილება, აქედან 15 წელი აუდიტორიასთან მუშაობას უკავშირდება. მიმყავდა სალექციო კურსები უმაღლეს სასწავლებელში მენეჯმენტის მიმართულებით. ვარ მონოგრაფიის – „მართვის თანამედროვე მოდელის ფორმირება და ორგანიზაციული ქცევის რეგულირების პრინციპების“ – და 26 სამეცნიერო სტატიის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოში, ასევე საზღვარგარეთ. ვარ ჩართული პროფესორ-მასწავლებელთა გადამზადების პროექტში და უწყვეტად ვმუშაობ პიროვნულ თვითგანვითარებაზე.

–რა გზა გაიარეთ იმისათვის, რომ ამ პოზიციისთვის მიგეღწიათ?

-წარმატებისკენ სავალი არცერთი ჩემი გზა არ ყოფილა მარტივი. ყველა გზა საკუთარ სირთულეებს გვთავაზობს. მიზნების მიღწევასა და ბარიერების გადალახვაში შრომისმოყვარეობა და მიზანსწრაფულობა დამეხმარა. საკუთარ თავზე უწყვეტი მუშაობით მივიწევდი წინ. ზუსტად ვიცოდი, რომ რაც მინდოდა, მე იმას აუცილებლად მივაღწევდი! ეს გამოვიდოდა! და ეს გამოვიდა!

–თუ შეგიძლიათ გაიხსენოთ პერიოდი, როცა პირველი წარმატება აღიარეთ და რით განისაზღვრებოდა ეს?

-პირველი ჩემი სერიოზული წარმატება იყო სადოქტორო დისერტაციის დაცვა, რომელიც შემდგომ დამუშავდა, გაფართოვდა და მონოგრაფიად გამოქვეყნდა. ეს წარმატების მიღწევის ორი ეტაპი იყო. პირველმა წარმატებამ მეორე განაპირობა, მთლიანობაში კი, ეს ყველაფერი მიზინისკენ სავალ გზაზე შეუჩერებლად სვლამ მომიტანა. მაშინ გავიაზრე ფრაზა, რომელიც დღეს უკვე ჩემი ცხოვრების სლოგანს წარმოადგენს: „მიზანი, ეს არის შედეგი, რომელსაც უნდა მიაღწიო!“. საკუთარი წარმატების აღიარება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როდესაც შედეგს ვხედავთ. მე ეს დავინახე და ეს ძალიან სასიამოვნოა.

–თვლით თუ არა, რომ ძლიერ პიროვნება ხართ?

-დიახ, მიმაჩნია, რომ ძლიერი პიროვნება ვარ. პიროვნული მახასიათებლები, რომლებიც ჩემი პიროვნების ძლიერ მხარეს უსვამენ ხაზს, ვთვლი, რომ თანდაყოლილია. ეს ან გაქვს, ან – არა. რაც შეეხება მიზნის მისაღწევად საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას და მობილიზებას, ეს პიროვნების საკმაოდ დიდ სიძლიერეს მოითხოვს, რომელიც, ვფიქრობ, ჩვენ თვითონვე უნდა განვავითაროთ.

რამდენად რთულია ამის მიღწევა?

-როდესაც საკუთარი მიზნის თუ სურვილის მკაფიოობაში დარწმუნდები, მთელი შემართებით ეცდები მის ასრულებასა და მიღწევას, ამიტომ რთული არაფერია, თუ მოვინდომებთ.

–რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თქვენს პროფესიაში?

-ყველაზე მნიშვნელოვნად საკუთარ საქმიანობაში და ჩემს პროფესიაშიც მე მაინც პასუხისმგებლობის გრძნობა და შრომისმოყვარეობა მიმაჩნია.

-ხართ თუ არა ორიენტირებული მუდმივ განვითარებაზე და რაში გამოიხატება ეს?

-უწყვეტად ვზრუნავ პიროვნულ თვითგანვითარებაზე და პროფესიულ წინსვლაზე, რაშიც მე დღეს ქოუჩინგის საერთაშორისო ასოციაციის მიერ დაფუძნებული ქოუჩინგისა და სპიკერობის სკოლა მეხმარება. ქოუჩინგი არის შესაძლებლობა ნებისმიერი დარგის პროფესიონალისთვის, ვისაც საკუთარი მიზნების რეალიზება სურს.

-რას ეფუძნება თქვენი მუშაობის პრინციპი?

-ჩემი მუშაობის პრინციპს დაწყებული სამუშაოს სისრულეში მოყვანა და აუცილებლად ხარისხიანად დასრულება წარმოადგენს. არასდროს ვიწყებ საქმეს, რომელიც ჩემთვის უინტერესოა და არასდროს ვტოვებ ნახევრად შესრულებულ სამუშაოს.

-რა პერიოდი დაგჭირდათ იმისათვის, რომ საკუთარი თავი გეღიარებინათ?

-უნივერსიტეტის დამთავრებიდან დღემდე უწყვეტი სამუშაო სტაჟი მაქვს. ყველა ეტაპი, რომელიც კარიერულ წინსვლას გულისხმობდა, გარკვეულწილად, აღიარებაც იყო, რადგან საკუთარი შრომის, სწავლის, განათლების შედეგს უშუალოდ კარიერული წინსვლით ვაფასებთ. როდესაც ეს ასე ხდება, ეს უკვე გამართლებაა. არცერთი საფეხური არც განათლების და არც კარიერის თვალსაზრისით, იმ შეგრძნებით არ დამისრულებია, რომ მე ეს არ გამომივიდა, პირიქით! ეს, ალბათ, საკუთარ თავზე მუშაობის და ისევ განვმეორდები, შრომისმოყვარეობის შედეგია.

–რას სთავაზობთ დღეს მომხმარებლებს?

-დღეს მომხმარებლებს მინდა გავუზიარო ჩემი თეორიული თუ პრაქტიკული გამოცდილება, ყველა ის უნარ-ჩვევა, რომელიც დასახული მიზნის რეალიზებაში თუ მიღწევაში გამოადგებათ. მომხმარებლები შეძლებენ:

· საკუთარი მიზნების სწორად ფორმირებას და მიზნების რეალურობის დანახვას, რაც წარმატების საწინდარია;

· მიზნების სიზუსტისა და მათი მკაფიოობის განსაზღვრას, რაც მათ რეალიზებას გულისხმობს;

· ირწმუნებენ, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია, მთავარია დაუღალავი და მიზანმიმართული შრომა.

მინდა, თითოეულმა ადამიანმა მიზნის მიღწევით მიღებული კმაყოფილება განიცადოს.

–რამდენად მნიშვნელოვანია ეს მომსახურება დღეს საზოგადოებისთვის?

–მნიშვნელოვანია, რადგან ისინი ისწავლიან არა მხოლოდ თეორიულ მასალას, რომელიც შესაბამის სახელმძღვანელოშიც შეიძლება ამოიკითხოთ, არამედ ადამიანები შეძლებენ:

· თანამედროვე, მოქნილი, მსუბუქი შეთავაზებების, მოდელების, პრაქტიკული რჩევებისა და მაგალითების საფუძველზე, მიიღონ და შეარჩიონ მათთვის და საკუთარი კომპანიისთვის – სასარგებლო, თანამშრომელთათვის – მისაღები, მარტივი მოდელი თუ მოსაზრება, რომელიც წარმატებულს გახდის როგორც მათ საქმიანობას, ასევე, დაეხმარება მთლიან გუნდს;

· მისცემს მათ იმის გააზრების საშუალებას, რომ სისტემაში არსებული დანერგილი რგოლური სისტემა აუცილებელია, თუმცა დღეს უფრო მეტად აუცილებელი ხდება რგოლურ სისტემაში არსებული თითოეული რგოლის აღიარება და მოტივაცია;

· განსაზღვრავენ, თუ როგორია მართვის თანამედროვე მიდგომით, გუნდური მუშაობის პრინციპით მიღებული წარმატების ეფექტურობა და ა.შ.

–ზოგადად, შესაძლებელია თუ არა, საკუთარ თავზე მუშაობით, შეცვალო საკუთარი ცხოვრება?

-საკუთარ თავზე მუშაობით, აუცილებლად შეძლებთ საკუთარი ცხოვრების შეცვლას. თუ შენ შეიცვლები, ავტომატურად გეცვლება ხედვა და მიდგომები. შესაბამისად, იცვლება შედეგიც. ამიტომ, ეს შესაძლებელია.

–რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ?

-მსურს, დაგროვილი თეორიული ცოდნა გავხადო საზოგადოების იმ ფენისთვის ხელმისაწვდომი, რომელსაც ეს დაეხმარება და გამოადგება. სამყარო მუდმივ ცვლილებებს გვთავაზობს. ჩვენ ვცხოვრობთ მოულოდნელი და სწრაფი ცვლილებების ეპოქაში, ამიტომ აუცილებელია ფეხი ავუწყოთ ამ ცვლილებებს და შესაბამისი ნაბიჯები გადავდგათ.

–შეუძლია თუ არა ადამიანს, მართლაც მიაღწიოს იმას, რაც სურს? და რა არის საჭირო ამისთვის?

-შეუძლია! თუ შენ გჯერა შენი მიზნის რეალურობის, მის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებ და ამაში მთელი სამყარო დაგეხმარება. ამისათვის კი საჭიროა:

· მიზანდასახულობა;

· დაუღალავი შრომა;

· მიზანსწრაფულობა.

შესაძლებელია ცვალოთ მიზნისაკენ სავალი გზები, მაგრამ არასდროს, დაიმახსოვრეთ, არასდროს შეცვალოთ მიზანი!

–ყველაზე ხშირად რას ეუბნებით სამყაროს? და რას ეტყოდით ახლა ადამიანებს, რომლებიც ამ ინტერვიუს წაიკითხავენ?

-ყველაზე ხშირად ვეუბნები სამყაროს და ადამიანებსაც, რომლებიც ამ ინტერვიუს წაიკითხავენ, ვეტყვი, რომ შეუძლებელი არაფერია! თუ ეს შეძლო სხვამ, შეძლებ შენც! თუ ეს ვერავინ შეძლო, მაშინ შენ პირველი იქნები! იყავით პირველები!

NS

"ბაბუა სამუდამოდ დაუბრუნდა სამშობლოს!" - რას იხსენებს გენერალ კვინიტაძეზე შვილიშვილი, რომელსაც პოპულარობა ბონდის ფილმმა მოუტანა

"ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეებმა გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორია გადაკეტეს - რა ვითარებაა ადგილზე?

"იმდენად ვიყავით ერთმანეთზე მიკედლებულები, თითქოს ვგრძნობდით, რომ ცოტა დრო გვქონდა" - ნინო ამირეჯიბი მეუღლეზე, მითიურ სიყვარულსა და პოეტის ბოლო დღეებზე