პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
როგორც ღარიბაშვილი განმარტავს, აღნიშნული პარტია პარლამენტში შევა თუ არა, ეს მათთვის თანაბრად პრობლემურია.
"ნამდვილად აღარ მინდა ვისაუბრო ამ მართლაც რადიკალურ ჯგუფზე - "ნაცმოძრაობაზე“. რადგანაც მკითხეთ, გეტყვით, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ისინი 6 თვის განმავლობაში ამტკიცებდნენ, თითქოს, არჩევნები გაყალბდა და ა.შ. შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათ ხელი მოაწერეს რა თქმა უნდა, იმ დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირის მედიატორობით შემუშავდა... მათ სხვა გზა, გამოსავალი არ ჰქონდათ, რომ ამაზე თავიანთი ხელმოწერა არ გაეკეთებინათ.
ახლა არიან ძალიან რთული მდგომარეობის, რთული დილემის წინაშე. შესვლაც და არშესვლაც თანაბრად პრობლემურია მათთვის, იმიტომ, რომ თავად ჩაიგდეს საკუთარი თავი ასეთ ჩიხურ მდგომარეობაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ცუდ მდგომარეობაშია და შენ ნერვიულობ? შენი იკითხე!
კომპარტიის არიერგარდი, კომკავშირია ნაძმო , ეს მათი წარმოშობის ადგილა , მშობელი გარემო ! უფრო მეტი "პარტიაა" საქართველოში, ვიდრე კომლი სოფელში ! ერთი გააჩერეთ რომელიმე ნაცი,გარდა ბოკერიასი, თუ იციან რაიმე ნეოკონსერვატიზმის, ევროატლანტიზმის, სამოქალაქო ნაციონალიზმის შესახებ, არადა ეს მათი მთავარი იდეოლოგიური ფილოსოფიაა,ანალოგი კი არსადა აქვს,ანუ ერთ ღამეში მოფიქრებული იდეოლოგიაა, ბუშის და იმ დოისათვს ჯერ კიდევ ცოცხალი ანტირუსი სენატორების დასაბოლებლად, ხოლო თავად იდეოლოგიური იარაღი მგლის მიერ ცხვრის ქურქით ცხვრის ფარაში გარევა , კგბ-ს ინსტრუმენტალური პროექტია !