საზოგადოება
მსოფლიო

18

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 02:39-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 09:27-დან კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; გუნდური მუშაობისთვის; ვაჭრობისთვის. კარგია საერთო მიზნისთვის გაერთიანება, მომავლის დასახვა. კარგია მგზავრობა, მივლინება; საქმიანობის შეცვლა. მოაგვარეთ საოჯახო საქმეები; დაისვენეთ. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ერთგულების ფიცის დასადებად; მავნე ჩვევებისგან გასათავისუფლებლად. ნუ გადატვირთავთ ღვიძლს. გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის.
პოლიტიკა
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა - რა გამოცდილება აქვს ახალ მოადგილეს და რომელ მიმართულებებს ჩაიბარებს?
მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა - რა გამოცდილება აქვს ახალ მოადგილეს და რომელ მიმართულებებს ჩაიბარებს?

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე და ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი, მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა. ინ­ფორ­მა­ცი­ას ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი სა­მი­ნის­ტრო­ში ტუ­რიზ­მის, ავი­ა­ცი­ი­სა და კუ­რორ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბებს უხელ­მძღვა­ნე­ლებს.

"მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ პო­ლი­ტი­კუ­რი საბ­ჭოს წევ­რია. ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ვნამ­დე იგი სა­ქარ­თვე­ლოს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს დე­პუ­ტა­ტი და ევ­რო­პას­თან ინ­ტეგ­რა­ცი­ის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, ასე­ვე დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის წევ­რი იყო. მისი შრო­მი­თი საქ­მი­ა­ნო­ბა ასე­ვე უკავ­შირ­დე­ბა ევ­რო­კავ­ში­რი-სა­ქარ­თვე­ლოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასო­ცი­რე­ბის კო­მი­ტეტს, ევ­რო­პის საბ­ჭოს სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ას (PACE) და ევ­რო­ნეს­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო ასამ­ბლე­ას (EURONEST PA). 2021 წლის 21 იან­ვრი­დან მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის ღია მმარ­თვე­ლო­ბის მუდ­მივ­მოქ­მე­დი სა­პარ­ლა­მენ­ტო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რეა, ხოლო 2021 წლის 18 თე­ბერ­ვლი­დან - სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში ის­რა­ე­ლის სა­ხელ­მწი­ფოს, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ბან­გლა­დე­შის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის, გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის, კა­ტა­რის სა­ხელ­მწი­ფოს, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ჩრდი­ლო­ეთ ირ­ლან­დი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­მე­ფოს, ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფოს, ლი­ბა­ნის რეს­პუბ­ლი­კის, მა­რო­კოს სა­მე­ფოს, პო­ლო­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის, თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კის, სა­უ­დის არა­ბე­თის სა­მე­ფოს, საფ­რან­გე­თის რეს­პუბ­ლი­კის, ინ­დო­ე­თის რეს­პუბ­ლი­კის, ქუ­ვე­ი­თის სა­ხელ­მწი­ფოს, შვე­ი­ცა­რი­ის კონ­ფე­დე­რა­ცი­ის პარ­ლა­მენ­ტებ­თან მე­გობ­რო­ბის ჯგუ­ფის წევ­რია.

სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში არ­ჩე­ვამ­დე, 2019-2020 წლებ­ში მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნულ ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ამა­ვე ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლის პოს­ტი ეკა­ვა 2012-2014 წლებ­ში, ხოლო 2014 წლი­დან 2019 წლამ­დე ტუ­რო­პე­რა­ტო­რი კომ­პა­ნია "ვო­ი­ა­ჟე­რის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და, ამავდრო­უ­ლად, ავი­ა­კომ­პა­ნი­ის flydubai რე­გი­ო­ნა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რი იყო. 2010 - 2012 წლებ­ში ქვრი­ვიშ­ვი­ლი "აჭა­რა ჯგუ­ფის“ ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სე­ბის მარ­თვის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვი­ლი არის თა­ვი­სუ­ფა­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის (ESM Business School) მა­გის­ტრა­ტუ­რის კან­დი­და­ტი, ასე­ვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი აქვს შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ბიზ­ნე­სის მარ­თვის ფა­კულ­ტე­ტი (მარ­კე­ტინ­გის გან­ხრით) და ბიზ­ნე­სის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი კურ­სი კა­ლი­ფორ­ნი­ა­ში, ქ. ბერკლში (University of California, Berkeley).

კერ­ძო სექ­ტორ­ში მისი სა­მუ­შაო გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბით შე­იძ­ლე­ბა აღი­ნიშ­ნოს ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის - Flynas-ისა დ Salam Air-ის სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­და­პი­რი რე­გუ­ლა­რუ­ლი რე­ი­სე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბი­სა და წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის გახ­სნის პრო­ექ­ტე­ბის ინი­ცი­რე­ბა და მარ­თვა, ასე­ვე ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბის - Jazeera Airways-ის და Gulf Air-ის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში გახ­სნა და პირ­და­პი­რი რე­ი­სე­ბის კო­მერ­ცი­უ­ლი ოპე­რი­რე­ბა, პარტნი­ორ ავი­ა­კომ­პა­ნი­ებ­თან ერ­თად ბა­თუ­მი­სა და ქუ­თა­ი­სის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის გახ­სნა და ა.შ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ 2016 წელს მა­რი­ამ ქვრი­ვიშ­ვილს მი­ღე­ბუ­ლი აქვს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს ეროვ­ნუ­ლი ჯილ­დო "სა­ქარ­თვე­ლოს ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლის შე­ტა­ნის­თვის“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტოს მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ენი
53

WARMATEBEBI cKVIAN MAriamc

ქეთინო
9

საბავშვო ბაღიდან თუ მოიტანა ცნობა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა - რა გამოცდილება აქვს ახალ მოადგილეს და რომელ მიმართულებებს ჩაიბარებს?

მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა - რა გამოცდილება აქვს ახალ მოადგილეს და რომელ მიმართულებებს ჩაიბარებს?

საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიამ ქვრივიშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, მარიამ ქვრივიშვილი სამინისტროში ტურიზმის, ავიაციისა და კურორტების განვითარების მიმართულებებს უხელმძღვანელებს.

"მარიამ ქვრივიშვილი "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრია. ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ დანიშვნამდე იგი საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს დეპუტატი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ასევე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრი იყო. მისი შრომითი საქმიანობა ასევე უკავშირდება ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას (PACE) და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეას (EURONEST PA). 2021 წლის 21 იანვრიდან მარიამ ქვრივიშვილი პარლამენტის ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარეა, ხოლო 2021 წლის 18 თებერვლიდან - საქართველოს პარლამენტში ისრაელის სახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატების, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, კატარის სახელმწიფოს, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, ესპანეთის სამეფოს, ლიბანის რესპუბლიკის, მაროკოს სამეფოს, პოლონეთის რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის, საუდის არაბეთის სამეფოს, საფრანგეთის რესპუბლიკის, ინდოეთის რესპუბლიკის, ქუვეითის სახელმწიფოს, შვეიცარიის კონფედერაციის პარლამენტებთან მეგობრობის ჯგუფის წევრია.

საქართველოს პარლამენტში არჩევამდე, 2019-2020 წლებში მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ხელმძღვანელობდა. ამავე ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის პოსტი ეკავა 2012-2014 წლებში, ხოლო 2014 წლიდან 2019 წლამდე ტუროპერატორი კომპანია "ვოიაჟერის“ გენერალური დირექტორი და, ამავდროულად, ავიაკომპანიის flydubai რეგიონალური მენეჯერი იყო. 2010 - 2012 წლებში ქვრივიშვილი "აჭარა ჯგუფის“ ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით.

მარიამ ქვრივიშვილი არის თავისუფალი უნივერსიტეტის (ESM Business School) მაგისტრატურის კანდიდატი, ასევე დამთავრებული აქვს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი (მარკეტინგის განხრით) და ბიზნესის ადმინისტრირების მოკლევადიანი კურსი კალიფორნიაში, ქ. ბერკლში (University of California, Berkeley).

კერძო სექტორში მისი სამუშაო გამოცდილებიდან განსაკუთრებული წარმატებით შეიძლება აღინიშნოს ავიაკომპანიების - Flynas-ისა დ Salam Air-ის საქართველოში პირდაპირი რეგულარული რეისების განხორცილებისა და წარმომადგენლობის გახსნის პროექტების ინიცირება და მართვა, ასევე ავიაკომპანიების - Jazeera Airways-ის და Gulf Air-ის წარმომადგენლობების საქართველოში გახსნა და პირდაპირი რეისების კომერციული ოპერირება, პარტნიორ ავიაკომპანიებთან ერთად ბათუმისა და ქუთაისის მიმართულებების გახსნა და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს მარიამ ქვრივიშვილს მიღებული აქვს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ეროვნული ჯილდო "საქართველოს ტურიზმის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილის შეტანისთვის“,-აღნიშნულია ეკონომიკის სამინისტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ვიცით, რომ დაფინანსებულია საკმაოდ დიდი ფულით... დღეში ათეულობით ათასი ლარი იხარჯება" - კობახიძე "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციაზე

"მელია ამბობს, რომ არ სურს "ამნისტიის შესახებ" კანონის მასზე გავრცელება... პრაქტიკულად, ოპოზიცია ამ სურვილის წინააღმდეგ მიდის" - კობახიძე

LIVE - ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"