მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერია ღია წერილში, რომელსაც კარლ ჰარცელი და კენი დეგნანი 19-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულებს უგზავნიან
რა წერია ღია წერილში, რომელსაც კარლ ჰარცელი და კენი დეგნანი 19-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულებს უგზავნიან

შე­თან­ხმე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის მტკივ­ნე­ულ ეპი­ზოდ­თან არა მხო­ლოდ 2019 წლის 19-21 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის მსხვერ­პლთათ­ვის, არა­მედ იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­მოც, რის წი­ნა­შეც ამ მოვ­ლე­ნებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და­ა­ყე­ნა, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლო­ში აშშ-ის ელ­ჩის, კელი დეგ­ნა­ნი­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელ­ჩის, კარლ ჰარ­ცე­ლის წე­რილ­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი, რი­თაც ისი­ნი 2019 წლის 19-21 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბი­სას და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს ღია წე­რი­ლით პა­სუ­ხო­ბენ.

მათი გან­ცხა­დე­ბით, ასეთ პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი გა­რე­მო­ში სა­ჭი­როა ინ­კლუ­ზი­უ­რი პრო­ცე­სი პარ­ლა­მენ­ტში, რათა მოხ­დეს იმ რე­ფორ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, რომ­ლე­ბიც ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გან­მე­ო­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ას მო­ახ­დენს და მო­ი­ტანს უფრო დიდ გამჭვირ­ვა­ლო­ბა­სა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას.

"19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბა მიღ­წე­ულ იქნა რთუ­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის შე­დე­გად და წარ­მო­ად­გენს დიდი ძა­ლის­ხმე­ვის შე­დე­გად მიღ­წე­ულ კონ­სენ­სუსს პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს შო­რის. იმე­დი გვაქვს და გვჯე­რა, რომ ამ შე­თან­ხმე­ბით სა­ქარ­თვე­ლო გა­დაშ­ლის ფურ­ცელს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­დი პარ­ლა­მენ­ტის აღ­დგე­ნის­კენ, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ის გაღ­რმა­ვე­ბი­სა და კონ­სო­ლი­და­ცი­ის­კენ მი­მარ­თუ­ლი შორს მი­მა­ვა­ლი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბის ერ­თგუ­ლი იქ­ნე­ბა. 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა გა­მოწ­ვე­ვე­ბით სავ­სე მე­დი­ა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­დე­გად მოხ­და. მისი პირ­ვე­ლი მუხ­ლი ხაზს უს­ვამს ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, მოგ­ვარ­დეს პო­ლი­ტი­ზე­ბულ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბად აღ­ქმუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი. ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბა­ზე დაყ­რდნო­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში წარ­მოდ­გე­ნილ­მა პარ­ტი­ებ­მა უნდა გან­სა­ზღვრონ ამ ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ზუს­ტი მო­და­ლო­ბე­ბი, მათ შო­რის ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი, რო­მე­ლიც აკ­მა­ყო­ფი­ლებს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მიზ­ნებს და პა­ტივს სცემს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბას, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის ევ­რო­პულ კონ­ვენ­ცი­ას და სხვა შე­სა­ბა­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­ვენ­ცი­ებს, რო­მელ­თა წევ­რიც სა­ქარ­თვე­ლოა.

შე­თან­ხმე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ის კა­ნო­ნი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის მტკივ­ნე­ულ ეპი­ზოდ­თან არა მხო­ლოდ 2019 წლის 19-21 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის მსხვერ­პლთათ­ვის, არა­მედ იმ გა­მოწ­ვე­ვე­ბის გა­მოც, რის წი­ნა­შეც ამ მოვ­ლე­ნებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და­ა­ყე­ნა. ასეთ პო­ლა­რი­ზე­ბუ­ლი გა­რე­მო­ში სა­ჭი­როა ინ­კლუ­ზი­უ­რი პრო­ცე­სი პარ­ლა­მენ­ტში, რათა მოხ­დეს იმ რე­ფორ­მე­ბის ხელ­შე­წყო­ბა, რო­მე­ლიც ასე­თი ტრა­გი­კუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის გან­მე­ო­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ას მო­ახ­დენს და უფრო დიდ გამჭვირ­ვა­ლო­ბა­სა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბას მო­ტანს. შე­თან­ხმე­ბის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ, ახლა სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პა­რა­ლი­ზე­ბის გა­მომ­წვე­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის დას­რუ­ლე­ბის მიზ­ნით ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­მა მხა­რემ მისი წარ­მა­ტე­ბით შეს­რუ­ლე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს. ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ყვე­ლა მხა­რეს, გაძ­ლი­ე­რე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბის მეშ­ვე­ო­ბით იმუ­შა­ოს სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი კონ­სო­ლი­და­ცი­ის გან­მტკი­ცე­ბი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბი­სა და ან­გა­რიშ­ვალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­საღ­წე­ვად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია კარლ ჰარ­ცე­ლის და კელი დეგ­ნა­ნის წე­რილ­ში, რო­მელ­საც პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა „დროა“ ავ­რცე­ლებს.

ცნო­ბი­სათ­ვის, 2019 წლის 20 ივ­ნი­სის აქ­ცი­ა­ზე და­შა­ვე­ბულ­მა და და­პა­ტიმ­რე­ბულ­მა დე­მონ­სტრან­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის ელჩს, კარლ ჰარ­ცელ­სა და ამე­რი­კის ელჩს, კელი დეგ­ნანს ღია წე­რი­ლით რამ­დე­ნი­მე დღის წინ მი­მარ­თეს. წე­რილ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ 19 აპ­რი­ლის შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, მმარ­თვე­ლი პარ­ტი­ის და სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ის მიერ 19-21 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის ამ­ნის­ტი­ა­ზე და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტე­ბით, აქ­ცი­ის დამრბევ ყვე­ლა ხელ­მძღვა­ნელ და ამსრუ­ლე­ბელ პირ­ზე ავ­რცე­ლე­ბენ ამ­ნის­ტი­ას, რაც წე­რი­ლის ავ­ტო­რე­ბის­თვის „პრინ­ცი­პუ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლია“.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
NN
140

ანუ დამნაშავეები თხოვდნენ ჰარცელს და დეგნანას ვინც დაგვშალა ისინი უნდა დაისაჯონო? - იქნებ ეხლა ამ პასუხზე მაინც გაუღციძდეთ ტვინები რომ პარლამენტის შენობაზე შტურმი დანაშაული და დასჯადია და თუ დამნაშავე შტურმისტს უნდა მიეტევოს რატომ არ უნდა მიეტევოს მათ ვინც იძულებული გახდა ეს დანაშაული ძალით აღეკვეთა?!

ესეც ესე ჩემო სესე
71

ვაი საცოდავო საქართველო და ქართველებო რა დღეში ვართ??? და უფრიოუარესი გველოდება.!!!!! ამათი სიმღერა ძალიან კარგად მესმის და თავბრუ დამახვია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

რა წერია ღია წერილში, რომელსაც კარლ ჰარცელი და კენი დეგნანი 19-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულებს უგზავნიან

რა წერია ღია წერილში, რომელსაც კარლ ჰარცელი და კენი დეგნანი 19-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულებს უგზავნიან

შეთანხმებაში მითითებული ამნისტიის კანონი დაკავშირებულია საქართველოს ისტორიის მტკივნეულ ეპიზოდთან არა მხოლოდ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მსხვერპლთათვის, არამედ იმ გამოწვევების გამოც, რის წინაშეც ამ მოვლენებმა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები დააყენა, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის წერილშია აღნიშნული, რითაც ისინი 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულებს ღია წერილით პასუხობენ.

მათი განცხადებით, ასეთ პოლარიზებული გარემოში საჭიროა ინკლუზიური პროცესი პარლამენტში, რათა მოხდეს იმ რეფორმების ხელშეწყობა, რომლებიც ასეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორების პრევენციას მოახდენს და მოიტანს უფრო დიდ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.

"19 აპრილის შეთანხმება მიღწეულ იქნა რთული მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეულ კონსენსუსს პოლიტიკურ პარტიებს შორის. იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ამ შეთანხმებით საქართველო გადაშლის ფურცელს ფუნქციონირებადი პარლამენტის აღდგენისკენ, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაღრმავებისა და კონსოლიდაციისკენ მიმართული შორს მიმავალი რეფორმების გატარების ერთგული იქნება. 19 აპრილის შეთანხმების მიღწევა გამოწვევებით სავსე მედიაციის პროცესის შედეგად მოხდა. მისი პირველი მუხლი ხაზს უსვამს ვალდებულებას, მოგვარდეს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული შემთხვევები. ამ ვალდებულებაზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიებმა უნდა განსაზღვრონ ამ ვალდებულებების ზუსტი მოდალობები, მათ შორის ამნისტიის კანონი, რომელიც აკმაყოფილებს ხელშეკრულების მიზნებს და პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას, ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას და სხვა შესაბამის საერთაშორისო კონვენციებს, რომელთა წევრიც საქართველოა.

შეთანხმებაში მითითებული ამნისტიის კანონი დაკავშირებულია საქართველოს ისტორიის მტკივნეულ ეპიზოდთან არა მხოლოდ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მსხვერპლთათვის, არამედ იმ გამოწვევების გამოც, რის წინაშეც ამ მოვლენებმა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები დააყენა. ასეთ პოლარიზებული გარემოში საჭიროა ინკლუზიური პროცესი პარლამენტში, რათა მოხდეს იმ რეფორმების ხელშეწყობა, რომელიც ასეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორების პრევენციას მოახდენს და უფრო დიდ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას მოტანს. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარალიზების გამომწვევი პოლიტიკური კრიზისის დასრულების მიზნით ყველა დაინტერესებულმა მხარემ მისი წარმატებით შესრულება უზრუნველყოს. ეს საშუალებას მისცემს ყველა მხარეს, გაძლიერებული დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით იმუშაოს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის განმტკიცებისა და სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების მისაღწევად“, - აღნიშნულია კარლ ჰარცელის და კელი დეგნანის წერილში, რომელსაც პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ ავრცელებს.

ცნობისათვის, 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე დაშავებულმა და დაპატიმრებულმა დემონსტრანტებმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით რამდენიმე დღის წინ მიმართეს. წერილში აღნიშნულია, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, მმართველი პარტიის და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე დარეგისტრირებული კანონპროექტებით, აქციის დამრბევ ყველა ხელმძღვანელ და ამსრულებელ პირზე ავრცელებენ ამნისტიას, რაც წერილის ავტორებისთვის „პრინციპულად მიუღებელია“.

არეულობა პარლამენტში - ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ჩხუბობს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია

პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომის დაწყება ამ დრომდე ვერ ხერხდება

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"