გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, მისი ქვეყანა ვაქცინების გლობალური COVAX პლატფორმისთვის კიდევ 100 მილიონ ევროს, ხოლო ღარიბი ქვეყნებისთვის ვაქცინების 30 მილიონამდე დოზას გაიღებს. ამის შესახებ მერკელმა COVAX-ის საკითხზე გამართული G20-ის სამიტის შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მერკელმა ევროკავშირის სხვა ქვეყნებს მოუწოდა გერმანიის მაგალითს მიბაძონ და დარჩენილი ვაქცინები იმ ქვეყნებისთვის გაიმეტონ, რომელთაც საკუთარი მარაგები არ აქვთ.
„ჩვენ გვსურს გავაძლიეროთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის როლი“, - განაცხადა კანცლერმა და აქვე აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში ვაქცინების ხელმისაწვდომობის საკითხზე მსოფლიო ლიდერების შეხვედრა გაიმართება.
ცნობისთვის, COVAX-ის გლობალური ინიციატივის მიზანია, ნაკლებად განვითარებულმა ქვეყნებმა ასევე შესძლონ საკუთარი მოსახლეობის ვაქცინაცია.
Aravis chirdeba tkveni araferi. Tqvens dizelit gabolil germanias mixedet raaa. Chven tavi dagvanebet
მე ვაღმერთებ ფრანგულ გერმანული, ლუი პასტერისა და ოტტო ვარბურგის ბიოქიმიის სკოლას, მაგრამ რაც გერმანიაში ხდება აჩვენებს იმას, რომ მერკელი არ წავიდა სწორი მიმართულებით. მე მერკელის კოვიდპოლიტიკასთან ყოველთვის მექნება კითხვები>>>>!