შეიძლება მხოლოდ გონებრივად ჩამორჩენილ ადამიანს სჯეროდეს, რომ საგამოძიებო კომისია არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ რაიმეს დაადგენს და შედეგს დადებს , - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განმარტა, არანაირი საგამოძიებო კომისია არ სჭირდება იმისთვის, რომ დარღვევების არსებობა დაამტკიცოს და თუ მომავალში არჩევნების მიმართ ნდობა არ შედგება, „ქართული ოცნება“ უარეს პოლიტიკურ კრიზისს მიიღებს.
"ქართული ოცნება“ თავდაყირაც რომ დადგეს ეს არჩევნები მის პოლიტიკურ ბიოგრაფიაში შევა, როგორც შავი ლაქა. ასეთად შეაფასა საერთაშორისო თანამეგობრობამ. ლეგიტიმაციის ზღვარზე რომ ტარდება არჩევნები, ამით გეუბნებიან, რომ თქვენ საქმე გაქვთ ძალიან ცუდად. მთელი მსოფლიო დადგა ყირაზე იმისთვის, რომ საარჩევნო სისტემა ქვეყანაში შეიცვალოს. ამიტომ, რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ და საგამოძიებო კომისიაც შექმნან, არაფერი არ ეშველება იმ არჩევნებს. მე მაინტერესებს მომავალში რომ აღარ ჩატარდეს ასეთი არჩევნები.
არანაირი საგამოძიებო კომისია არ მჭირდება იმისთვის, რომ ვამტკიცო დარღვევების არსებობა, რომელმაც მოარყია და გაანადგურა ნდობა. თუ მომავალში არჩევნების მიმართ ნდობა არ შედგება ამ ქვეყანაში, „ქართული ოცნება“ მიიღებს კიდევ უარეს პოლიტიკურ კრიზისს. არსად არ წასულა ის უამრავი მოქალაქე, რომელსაც უნდა ხელისუფლების შეცვლა ამ ქვეყანაში და ის საერთაშორისო საზოგადოება, რომელმაც უყურა „ქართულ ოცნებას“, რა გააკეთეს ამ არჩევნებზე. ეს ყველაფერი ასმაგი ძალით დაუბრუნდებათ, თუ არ შედგება არჩევნების მიმართ ნდობა“, - აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.
სანამ " ქართულ ოცნებას" შენ , ალეკო ელისაშვილი, გიორგი ვაშაძე , უსუფაშვილი და ბაქრაძე ეყოლებით , მანამ არანაირ კრიზისს არ მიიღებს. ხაზარაძე და ჯაფარიძის თუ კიდევ ვინმეს ჯერა ხომ, საერთოდ .... მაგრამ, წარმოიდგინეთ, ინგა გრიგოლიას ჯერებია და ამათთვის მიუცია ხმა. ეს ის სასტავია, რომლებიც გულდათუთქულები იხსენებენ გიორგი კვირიკაშვილის ნაჩუქარ ანაკლიის პორტს, გეგონება ან კვირიკაშვილის საკუთრება იყო, ან ამათ მემკვიდრეობით ერგოთ. არა ჯიგრებო, ანაკლიის პორტის ავტორი და მშენებლობის დამწყები ჩვენი ზურაბა იყო, კვირიკაშვილმა მხოლოდ სახელი შეუცვალა . პატარა ვაშაძეს ხან პრემიერ მინისტრობა უნდა, ხან ქალაქის მერობა. ელისაშვილსაც დაახლოებით ეგეთი სურვილები ქონია თურმე. აი ეხლა, ყველამ ნამუსზე დაიდეთ ხელი, არავითარი ნაცი/ქოცი და თქვით , ამ " ქვეყნის გადამრჩენ ოპოზიციას " რა მთავრობა უფრო აწყობთ , ან აწყობთ ნაცები პარლამენტში?! ეხლა, იმიტომ რომ მთავარი ოიზიციური პარტია პარლამენტში არ არის, უცხოელები ოპოზიციის პონტში ვიღაცას უნდა დაელაპარაკონ და რა ხდება ?! ჯაფარიძე-ხაზარაძე დაქიჩმაჩებული არიან მთავარი მომლაპარაკებლები, სალომესაც ეგ როლი აქვს, პატარა ვაშაძეს უცხოელებთან მთლად ეგეთი დოსტუპი რომ არა აქვს , გუშინწინ პოროშენკოსთან იყო ჩასული და ამიტომ გონია რომ, " ოპოზიციური" ხცოვრება და სქმიანობა თუხთუხებს. ისე , უფროსი ვაშაძე მოსაძებნია..... იმას ხანდახან შუბლზე თმები ეყრებოდა ხოლმე და ეტყობა ამით შუბლი გადაურჩა მთლიანად ნამუსის გადარეცხვას , ესენი პირიქით, ისეთი ამაყები არიან, მეტი რომ აღარ შეიძლება, ბოლოს და ბოლოს ამოისუნთქეს , აქამდე დაფარული უნამუსობის დემონსტრირების საშუალება მიეცათ. ისე, შემოდგომაც აქვეა, წიწილებსაც მალე დავითვლით ......
აუუუ რა დემაგოგი და თანაც სულელია! 6 თვე რა ყოფილა ვითმ სალო ჯან? არჩევნების საბუთები დალუქული და შენახული არ არის< სანაგვეზე გადაყარეს და დაწვეს?! მაშინ მაგას მაინც ხომ დაადგენთ საბუთბი გამქრალიაო?! და მოგეცემათ საბაბი გააგრძელოთ ყიყინი თემზე - არჩევნები გაყალბდა, ყი-ყი--!!!