საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

17

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 02:13-ზე, მთვარე თხის რქაშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ცეცხლის კერა ათენიდან 70 კმ-შია, მაგრამ აქამდე აღწევს კვამლი, ფერფლი აივნებზე გვეყრება" - მეორე დღეა საბერძნეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან
"ცეცხლის კერა ათენიდან 70 კმ-შია, მაგრამ აქამდე აღწევს კვამლი, ფერფლი აივნებზე გვეყრება" - მეორე დღეა საბერძნეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

მე­ო­რე დღეა სა­ბერ­ძნეთ­ში მას­შტა­ბურ ხან­ძარს ებ­რძვი­ან. ბერ­ძნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, ცე­ცხლის კერა კო­რინ­თი­ა­ში, ზღვის სა­ნა­პი­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აა. ამ დრო­ის­თვის ხან­ძრის ლიკ­ვი­და­ცი­ას 85 სა­ხან­ძრო მან­ქა­ნა და 250 ეკი­პა­ჟი ცდი­ლობს, თუმ­ცა ძლი­ე­რი ქა­რის გამო ხან­ძა­რი ლო­კა­ლი­ზე­ბის მა­გივ­რად სულ უფრო მას­შტა­ბუ­რი ხდე­ბა. ხან­ძრის ქრო­ბის პრო­ცეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობს ასე­ვე 17 სა­ხან­ძრო თვითმფრი­ნა­ვი და 3 ვერ­ტმფრე­ნი.

ბერ­ძნუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, დამ­წვა­რია სახ­ლე­ბი, ხოლო მსხვერ­პლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ამ დრო­ის­თვის არ ვრცელ­დე­ბა. ათენ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტის ცნო­ბით, ხან­ძა­რი იმ­დე­ნად მას­შტა­ბუ­რია, რომ დაკ­ვამ­ლი­ა­ნე­ბა და ფერ­ფლი მიმ­დე­ბა­რე კუნ­ძუ­ლებ­ზეც კი შე­ი­ნიშ­ნე­ბა.

"ცე­ცხლის კერა ათე­ნი­დან და­ახ­ლო­ე­ბით 70 კი­ლო­მეტრშია, მაგ­რამ აქამ­დე აღ­წევს კვამ­ლი. ფერ­ფლი აივ­ნებ­ზე გვეყ­რე­ბა. სა­ში­ნე­ლი სა­ნა­ხა­ვია. ცე­ცხლი უკი­დია სახ­ლებს, პალ­მებს, ხე­ებს, ბუჩ­ქებს და რაც არის სა­ნა­პი­როს მიმ­დე­ბა­რედ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, თავ­და­პირ­ვე­ლად მთი­დან და­ი­წყო და ზღვის სა­ნა­პი­რომ­დე ჩა­მო­აღ­წია. ქა­რის გამო ვერ აქ­რო­ბენ. ამა­ტე­ბენ და ამა­ტე­ბენ სა­ხან­ძრო-სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფებს, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით უშე­დე­გოდ. მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­ნი­მუმ 5-6 ბა­ლის სიმ­ძლავ­რის ქა­რია", - უყ­ვე­ბა Ambebi.ge -ს ათენ­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Ძუკუ
1

Ღმერთო უშველე საბერძნეთს,შეეწიე ჩვენს ბერძენ ძმებს

Zlatan straianovich
20

Ai eg moak evrokavshirshi yofnas. Moshlili sistema

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"დინამო არენაზე“ "ბარსელონას“ ლეგენდარული ფეხბურთელის, რონალდინიოს გულშემატკივარი შეიჭრა
ავტორი:

"ცეცხლის კერა ათენიდან 70 კმ-შია, მაგრამ აქამდე აღწევს კვამლი, ფერფლი აივნებზე გვეყრება" - მეორე დღეა საბერძნეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

"ცეცხლის კერა ათენიდან 70 კმ-შია, მაგრამ აქამდე აღწევს კვამლი, ფერფლი აივნებზე გვეყრება" - მეორე დღეა საბერძნეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

მეორე დღეა საბერძნეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ბერძნული მედიის ცნობით, ცეცხლის კერა კორინთიაში, ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორიაა. ამ დროისთვის ხანძრის ლიკვიდაციას 85 სახანძრო მანქანა და 250 ეკიპაჟი ცდილობს, თუმცა ძლიერი ქარის გამო ხანძარი ლოკალიზების მაგივრად სულ უფრო მასშტაბური ხდება. ხანძრის ქრობის პროცესში მონაწილეობს ასევე 17 სახანძრო თვითმფრინავი და 3 ვერტმფრენი.

ბერძნული გამოცემების თანახმად, დამწვარია სახლები, ხოლო მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის არ ვრცელდება. ათენში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ცნობით, ხანძარი იმდენად მასშტაბურია, რომ დაკვამლიანება და ფერფლი მიმდებარე კუნძულებზეც კი შეინიშნება.

"ცეცხლის კერა ათენიდან დაახლოებით 70 კილომეტრშია, მაგრამ აქამდე აღწევს კვამლი. ფერფლი აივნებზე გვეყრება. საშინელი სანახავია. ცეცხლი უკიდია სახლებს, პალმებს, ხეებს, ბუჩქებს და რაც არის სანაპიროს მიმდებარედ. როგორც ამბობენ, თავდაპირველად მთიდან დაიწყო და ზღვის სანაპირომდე ჩამოაღწია. ქარის გამო ვერ აქრობენ. ამატებენ და ამატებენ სახანძრო-სამაშველო ჯგუფებს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მინიმუმ 5-6 ბალის სიმძლავრის ქარია", - უყვება Ambebi.ge -ს ათენში მცხოვრები ქართველი.

ინდოეთში მეხის დაცემის შედეგად 11 ადამიანი გარდაიცვალა

"მათ გამარჯვება დაიმსახურეს" - ინგლისელების აღიარება, ცრემლები და "ევრო 2020-ის" ფინალის ყველაზე ემოციური კადრები: რა ხდებოდა იტალიაში მატჩის შემდეგ

ოდესაში ჩაძირულ ბრეჟნევის საყვარელ იახტას ამერიკელები ამოიღებენ - "ბურევესტნიკის" თავგადასავალი, რომლის ბაზაც, თავის დროზე, საქართველოში იყო